Home რუბრიკები საზოგადოება ფემინისტური ლოგიკა, ანუ სად გირჩევნიათ “მეტი ქალი”?

ფემინისტური ლოგიკა, ანუ სად გირჩევნიათ “მეტი ქალი”?

1548

ამ კითხვაზე, სავარაუდოდ, ყველას მისთვის სასურველი პასუხი ექნება: სამზარეულოში, საძინებელში, პლაჟზე. პილიტიკაში, დედამიწაზე ან სულაც _ მთვარეზე! მაგრამ ის, რასაც ბოლო პერიოდში გარკვეული ფსიქოლოგიის მქონე ქალები აცხადებენ და რა მოთხოვნებითაც აქციებს ატარებენ, ყოველგვარ ლოგიკას სცილდება და კიდევ ერთხელ ასხამს წყალს წყალწაღებულ მიზოგინთა (ქალთმოძულეთა) თვალსაზრისზე _ ქალებს ტვინი არ აქვთ!

არასოდეს ვყოფილვარ მიზოგინი და სექსისტი. პირიქით _ უპრობლემოდ მიმუშავია მდედრობითი სქესის უფროსებთან, რომლებიც არაერთ სამსახურში მყოლია და არავითარი კომპლექსი ამ მხრივ არ გამაჩნია. არც იმას ვფიქრობ, რომ ქალი არათუ “კუხნაში”, არამედ, საზოგადოდ, შინ უნდა იჯდეს და საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ მონაწილეობდეს… მაგრამ აი, ხსენებული აქციების ცქერისას შეუძლებელია, არ დაეთანხმო ამ კონკრეტული ქალების სრული უტვინობის თეორიას.

საქმე ის არის, რომ ისინი პირდაპირ მოითხოვენ; მეტი ქალი პარლამენტში!”

ყურადღება მიაქციეთ,_ პოლიტიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საჯარო სექტორში ან ასეთი მეტ-ნაკლებად ზოგადი მოთხოვნა კი არ აქვთ, არამედ აი, ასე: კერძოდ და კონკრეტულად _ პარლამენტში!

ვინ დაეძებს, რომ პარლამენტი არჩევითი ორგანოა და იქ მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები ხვდებიან, რომლებსაც ამომრჩეველი დაუჭერს მხარს. მაგრამ ამ მეტისმეტადოცდამეერთესაუკუნეატიპის ქალებს მაინცდამაინც პარლამენტში სურთ და რა ქნან?

დგანან და მოითხოვენ! ოღონდ თვითონაც არ იციან, ვის სთხოვენ და რას სთხოვენ, რადგან გაუგებარია, როდის და ვინ აუკრძალა რომელიმე ქალს საპარლამენტო ან თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება.

თუმცა ეს კითხვებიც, ალბათ, გვერდზე დაგრჩებოდათ და გაოცებისგანაც დააღებდით პირს, როდესაც ამ ფოტოზე აღბეჭდილ ლოზუნგს წაიკითხავდით: კაცებიკუხნაში”, ქალები პარლამენტში!”.

ეს ფოტო გასული კვირის ინტერნეტ-ჰიტი გახდა!

ქალების პარლამენტარობას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ, ნეტავ, ამ ქალბატონს რატომ გადაუწყვეტია კაცების მაინცდამაინცკუხნაშიშერეკვა? და არა, დავუშვათ _ საძინებელში?

რა თქმა უნდა, ლოგიკური ეჭვი ჩნდება, რომ ასეთი მისწრაფებების ქალები საძინებელშიც კაცების გარეშე არიან ხოლმე და ამიტომ მათთვის მამაკაცი მხოლოდ სამზარეულოშიასასურველი”. მაგრამ, აი, რა შეიძლება ვუთხრათ იმ ქალებს, რომლებიც დროებით გამოსულელდებიან ხოლმე, აჰყვებიან ამ სულელებს და გაუაზრებლად იმეორებენ? მაგალითად, ერთმა ჩემმა ნაცნობმა ქალმა ამ ფოტოზე აღბეჭდილი ლოზუნგის გამართლება სცადა: “ეს იმას ნიშნავს, რომ ქალებიცა და მამაკაცებიც “კუხნაშიც” და პარლამენტშიც თანაბრად უნდა იყვნენო!”

ეს მორიგი იდიოტური ტერმინი “თანაბრობა” ამ კონტექსტში კიდვე უფრო განსაკუთრებული იდიოტიზმი რომ არის, ამაზე დაფიქრება, რატომღაც არ სურთ.

კარგი, ჯანდაბას, პარლამენტის წევრების ზუსტად თანაბრად დაყოფა ქალებად და მამაკაცებად შესაძელებელია (ამ იდეის შინაარსობრივ იდიოტიზმზე არ არის საუბარი, მხოლოდ წმინდა მათემატიკურად ვამბობ), მაგრამ, აი, სამზარეულოში ასეთი ზუსტითანაბრობავინ და რა მეთოდით უნდა მოახერხოს?

ანუ, თუკი ცოლი გარეცხავს 10 ცალ თეფშს, ქმარმაც ზუსტად იმდენივე უნდა გარეცხოს? სხვა შემთხვევაში ქალმა ხელი აღარ უნდა გაანძრიოს და სამზარეულო უნდა აყროლდეს?

რა თქმა უნდა, საუბარი არ არის ერთმანეთისთვის ხელის შეშველებასა და ურთიერთდახმარებაზე, მაგრამ ასეთი “ოფიციალური თანაბრობის” მოთხოვნა რაღა დოზანაა, ნეტავ?

ან, თუკი სამზარეულოში და პარლამენტში ვათანაბრებთ ქალებს, და მამაკაცებს, რატომ არ უნდა გავაკეთოთ იგივე სხვაგან? რატომ უნდა დავჩაგროთ ქალები?

მე მხარს ვუჭერ შემდეგი ტიპის ლოზუნგებს:

*”მეტი ქალი ელიავას ბაზრობასთანბალგარკებითხელში!”

*”მეტი ქალი მშენებლობებეზე, ცემენტის ნარევის მომზელად!”

*”მეტი ქალი არმატურაზე, რკინის შედუღების აპარატთან!”

ასევე _ “მეტი ქალი ფრონტის წინა ხაზზე!”

ისიც ვიცი, ბოლო ლოზუნგზე ბევრი ქალი “ივაჟკაცებს” და იტყვის, სიამოვნებით დავდგებოდი სამშობლოსთვის ტყვიის პირისპირო! ეჭვიც არ მეპარება! კარგი და ნორმალური ქალები დადგებოდით! მაგრამ “პარლამენტში მოჯდომის” მომთხოვნი ქალები არ დადგებოდნენ!

ეგეც რომ არა, შეგახსენებთ: მსგავსი ექსპერიმენტი მეორე მსოფლიო ომის დროს ჩატარდა. მოხალისე ქალები ფრონტის უმძიმესი უბნის წინა ხაზზე გაუშვეს. ორიოდე თვის შემდეგ 100-დან 70-მა ქალმა უკან გაწვევა მოითხოვა. საოცარი იყო ის, რომ ამის მიზეზად არც ერთ მათგანს არ დაუსახელებია ტყვია და სიკვდილის შიში. მეტიც _ ისინი კაცებზე უფრო დიდი გაბედულებით მიდიოდენენ იერიშზე ბომბებისა და ცეცხლის ქვეშ!

ერთადერთი, რამაც მეომარი ქალები სულიერად დასცა და გატეხა, იყო სანგრებსა და ყაზარმებში არსებული ანტისანიტარია. მშვიდობიანობის პერიოდში სამხედრო ყაზარმები კიდევ შეიძლება მოაწესრიგო, მაგრამ ფრონტის წინა ხაზზე ანტისანიტარიის პრობლემის აღმოფხვრა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ქალები ვერ იტანდნენ იმას, რომ ბევრი კვირის განმავლობაში არ იყო დაბანის, ტანსაცმლის გამოცვლის, კბილების გახეხვისა და სხვა ჰიგიენური ნორმების დაცვის საშუალება. ეს მათ ნერვულ სისტემას უნგრევდა და ლამის ისტერიკამდე მისულნი მოითხოვდნენ ზურგში გადაყვანას!

ქალებო, ეს ომია! და ომი არ არის მხოლოდ ტყვია და ბომბი! გთხოვთ, გაიაზროთ ხოლმე ეს. ისევე, როგორც გთხოვთ, გაიაზროთ და უაზროდ ნუ აყვებით თქვენივე სქესის ტვინდაავადებულ და გადაგვარებულ ტუტუც არსებებს.

ვიდრე მათ სულელურ მოთხოვნებს გაიმეორებდეთ და აყვებოდეთ მათ, კარგად გაიაზრეთ -რას ითხოვთ, რატომ ითხოვთ და თქვენი მოთხოვნები უფრო მეტად ხომ არ განამტკიცებს მიზოგინთა იმ ცნობილ ლოზუნგს, რომელიც ზევით ვახსენე?

ნეტავ, მართლა თუ იცის აი, ამ ფოტოზე გამოსახულმა აშკარად ერთუჯრედიანმა არსებამ რა არის პარლამენტი? ან რატომ სურს მაინცადამაინც “პარლამენტში” მოხვედრა და არა, დავუშვათ, საგარეო საქმეთა სამინისტროში ან პრემიერმინისტრის აპარატში?

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ასეთ არსებებს, უბრალოდ, სმენიათ, რომ პარლამენტიკაი პონტია”, თორემ რეალურად ისიც არ იციან, ამ დაწესებულებაში სხედან და ჭორაობენ თუ მხოლოდსაშოპინგოდშედიან ხოლმე.

სხვათა შორის, აი, “შოპინგისმიმართულებით კი მართლაც მიმზიდველი უნდა იყოს პარლამენტი, როგორც ქალების, ასევე კაცებისთვის. ბევრი გვინახავს იქ მშიერტიტველი შესული და გამაძღარჩაცმულდახურული გამოსული.

ისე, სიმართლე რომ ითქვას, პარლამენტის გარეშეც მაგრად აირია სიტუაცია ამ მხრივ ქვეყნაში. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ახალდაარსებული ქალთა მოძრაობა (სახელი ზუსტად აღარ მახსოვს) თავის პირველ განცხადებას არც მეტი, არც ნაკლები… “სვანების” სახელით აკეთებს… რა კავშირშია ქალთა მოძრაობა სვანეთთან და სვანურ ადათ-წესებთან, ჯერჯერობით ვერ დავადგინე.

ამასთანავე, იმედი მაქვს, საქართველოს პარლამენტის სვანი წარმომადგენლები არ ჩაუდგებიან ჯიბრში ქალებს და არ წამოაყენებენ ახალ ლოზუნგს: “მეტი სვანი პარლამენტში!”, თორემ, თუკი პარლამენტისათვის სქესობრივ ბრძოლას კუთხური ბრძოლა ჩაენაცვლა, ალბათ, ყველა ვხვდებით, რომ ჯიქურ მოთხოვნაში სვანებს ნამდვილად ვერავინ აჯობებს.

ამიტომ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, მოგვიწევს, ხმის მისაცემი პულტების ნაცვლად, “ნასოსების” ჩამორიგება!

ბაკურ სვანიძე

 

1 COMMENT

  1. მომწონს ტკვენი სხარტი აზროვნება, და პირდაპირი გამონატკვამები! 🙂 ყოჩაღ!!! ყოველტვის ზუსტ შეპასებებს იზლევი!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here