Home რუბრიკები პოლიტიკა რა აკავშირებს გერმანული თვითმფრინავის კატასტროფას ოლიგარქ კოლომოისკის დათხოვნასა და ცსს-ს 5 აგენტის...

რა აკავშირებს გერმანული თვითმფრინავის კატასტროფას ოლიგარქ კოლომოისკის დათხოვნასა და ცსს-ს 5 აგენტის თვითმკვლელობასთან

674

30 მარტს, დილით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ცენტრალური აპარატის უკრაინის განყოფილების სამმა წამყვანმა თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იმავე დღეს, ამ შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ, უკრაინის განყოფილების კიდევ ორმა თანამშრომელმა მოიკლა თავი. 

კიდევ საათნახევრის შემდეგ კი ამ განყოფილების 25 თანამშრომელი ლენგლის შენობის ჰოლში შეიკრიბა და ყველას არწმუნებდა, რომ მათ თვითმკვლელობა განზრახული არ აქვთ და ამაზე არასოდეს უფიქრიათ. თუმცა არაფერი უთქვამთ, რა იყო მათი 5 კოლეგის დაღუპვის მიზეზი. ლენგლიში (ვირჯინიის შტატი) ვრცელდება ხმა, რომ ცსს უკრაინის განყოფილების თანამშრომლები ანაზღაურების ძირითად ნაწილს არა ცსსდან, არამედერთერთი დიდი საინვესტიციო კომპანიიდანიღებდნენ

უკრაინაში სამოქალაქო ომი ახალ ფაზაში შედის. სულ უფრო მეტი სამხილები და მტკიცებულებები ჩნდება, რომ უკრაინაში ომი სულაც არ არის მსოფლიო პოლიტიკისგან დამოუკიდებელი მოვლენა და ევრაზიის გეოპოლიტიკური სტაბილურობის ნგრევის ერთიანი სცენარით გათვალისწინებული თავსატეხის უამრავი “ფაზლიდან” (მიანმა, ჰონგკონგი, სირია, იემენი, ავღანეთი, ლიბია და ა. შ.) ერთ-ერთია. შესაბამისად, საერთო გლობალური სცენარის განვითარების მიხედვით, სცენარისტებს კორექტივები შეაქვთ უკრაინის გეგმაშიც. მიმდინარე მოვლენები თავდაპირველი გეგმის ნაწილია თუ იმპროვიზაციის შედეგი სადისკუსიო საგანია.

 ეს სტრატეგიის დონეზე.

ომი უკრაინაში ახალ ფაზაში შედის ტაქტიკურ დონეზეც. ამაზე მიუთითებს რიგი ფაქტებისა, რომელთაც ერთი ნიშანი აერთიანებს _ მიმდინარეობს ხელისუფლების ცენტრალიზაცია, როგორც დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ისე კიევშიც. მაგალითად, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა ზახარჩენკომ რამდენიმე დღის წინათ ყველა უკანონო სამხედრო ფორმირების განიარაღებისა და ერთი სარდლობისთვის დაქვემდებარების შესახებ განაცხადა და შესაბამისი ბრძანებაც გამოსცა.

ყველა პიროვნება, რომელიც ამ ბრძანებას არ დაემორჩილება, უკანონო ბანდფორმირების წევრად ჩაითვლება და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება, აუცილებლობის შემთხვევაში ლიკვიდაციაც არის გათვალისწინებული.

ანალოგიური ტენდენციები დაიწყო კიევშიც: პეტრე პოროშენკომ ამერიკელი კურატორების დახმარებით შეძლო ხელისუფლების დამოუკიდებელი წყაროს ლიკვიდაცია დნეპროპეტროვსკში _ ამ ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარისა და ოლიგარქის _ იგორ კოლომოისკის წინააღმდეგობის გატეხვა (გაათავისუფლა თანამდებობიდან) და ხელისუფლების ცენტრალიზების დაწყება. მეორე მხრივ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაქოვის ბრძანებით, გამოცხადდამემარჯვენე სექტორისდამოუკიდებლად მოქმედი შეიარაღებული რაზმების ლიკვიდაციის შესახებ. უკრაინის ხელისუფლებამმემარჯვენე სექტორისმოხალისეთა კორპუსს შესთავაზა, შესულიყვნენ ოფიციალურ სამსახურში: ან ეროვნულ გვარდიაში, ან უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. კოლომოისკის წასვლისა და პოლიტიკურ სეგმენტში ერთიანობის დამკვიდრების შემდეგ უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას სურს, “არაოფიციალურიარმიაც თავის კონტროლს დაექვემდებაროს. “მემარჯვენე სექტორის” მოხალისეთა კორპუსისა და მსგავსი ორგანიზაციის დაქვემდებარებით კიევი ამ ძალიან საჭირო სეგმენტზეც დაამყარებს კონტროლს. უკრაინის ამჟამინდელ რეჟიმს მომავალში ბევრი სირთულე ელის და ქვეყანაში მძლავრი გასამხედროებული დაჯგუფების არსებობა, რომელსაც ხელისუფლება ვერ გააკონტროლებს, საფრთხეს შეუქმნის.

ეს არის ერთი წესრიგის ტენდენციები.

ქაოსური სამოქალაქო ომი კი სისტემების ბრძოლის ფაზაში გადადის, ამიტომ ფრონტის ორივე მხარეს ვოლუნტარიზმის ლიკვიდაცია დაიწყო. კოლომოისკის მოშორებით, აშშ-მა შეწყვიტა კიევის ხუნტის გაფაშისტებაზე ფსონის დადება და გადავიდა უკრაინის ხელისუფლების უფრო რბილ ვარიანტზე. ცხადია, რომ ეს მოხდა რუსეთის ძლიერი პოზიციის გამო, რომელმაც განხეთქილება შეიტანა გერმანიის, საფრანგეთისა და აშშ-ის პოზიციებში უკრაინის მიმართ. შედეგად _ გერმანიამ და საფრანგეთმა უარი თქვეს სასტიკ სცენარზე (კონფლიქტის გადაზრდა მესამე მსოფლიო ომში უკრაინის ტერიტორიაზე) და კრიზისის რბილი ფორმებით გადაწყვეტა მოითხოვეს. საფრანგეთისა და გერმანიის პოზიციას მხარი დაუჭირა ბარაკ ობამამაც. ის აქამდე აკავებს ამერიკელ სამხედრო ლობისტებს, რომლებიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მოითხოვენ. ობამას პოზიციის საპასუხოდ, ამერიკელმა ქორებმა გერმანული ავიაკომპანიის თვითმფრინავის წინააღმდეგ პროვოკაცია განახორციელეს და ამით ყველას დაანახვეს, რომ უკან არაფერზე დაიხევენ.

გერმანიის ხელისუფლების მცდელობა, კატასტროფა ფსიქიკურად გაუწონასწორებელ პილოტს გადააბრალოს, აიხსნება არა მხოლოდ მისი პოლიტიკური მოუმზადებლობით (ჯერჯერობით), საჯაროდ განაცხადოს ამ ტერაქტის ნამდვილი შემკვეთების შესახებ, არამედ ფინანსური მიზეზებითაც _ თავიდან აიცილოს დაღუპულთა ნათესავების საჩივრები. საფრანგეთი კი არ გაჩუმდა, რადგან რეპუტაცია შეელახა მის კორპორაცია “აერბასს” (Airbus _ მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი ფრანგული ავიამშენებელი კომპანია). და, თუმცა იუმორისტული ჟურნალის პირით, მაგრამ მაინც განაცხადა თვითმფრინავის დაღუპვაში ამერიკელთა მონაწილეობაზე.

ამ დაწყევლილმა Merde Rikanderებმა (მოხითხითე ნეხვებმა _ ფრ.) ეს კვლავ ჩაიდინეს! მათ სინდისზე 1988 წელს ირანის Flight 655-ის კატასტროფაა (1988 წლის 3 ივლისს ირანის ავიაკომპანია IranAirის თვითმფრინავი, Airbys A300B2-203, რომელიც კომერციულ რეისს ასრულებდა თეირანიდან დუბაიში, სპარსეთის ყურის თავზე ჩამოაგდო აშშის სამხედროსაზღვაო ფლოტის კრეისერვინსენესიდანგაშვებულმა რაკეტამ. დაიღუპა 290 ადამიანი, მათ შორის _ 66 ბავშვი. ამერიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამგზავრო თვითმფრინავი შეცდომით იქნა იდენტიფიცირებული, როგორც ირანის სამხედროსაჰაერო ძალების გამანადგურებელი F-14 (ირანის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ამერიკელებმა სამგზავრო თვითმფრინავი განზრახ ჩამოაგდეს _ ..), თქვენ გინდათ, ჩვენ, ფრანგებს, შანტაჟი მოგვიწყოთ იმისათვის, რომ რუსეთზე გავაძლიეროთ ზემოქმედება. Merde Rikander!” _ ოლანდის ამ იმპულსურ რეაქციას ვაშინგტონი გამოეხმაურა. პრეზიდენტი ობამა ალაპარაკდასრულ იმედგაცრუებასა და ნდობის ბოროტად გამოყენებაზე”, რაც ოლანდმა ჩაიდინა. აშშის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმმე-19 საუკუნის ბარბაროსული ენაახსენა, ხოლო აშშის ხელისუფლების მრჩეველმა გააფრთხილა ოლანდი, რომ ასეთმა რიტორიკამ შეიძლება სწრაფად გამოიწვიოსრეჟიმის შეცვლა მშვენიერ საფრანგეთში” (გერმანული გამოცემა Allgemeine Morgenpost Rundshau_ amr. amoronline.de).

 ეს, რა თქმა უნდა, ოლანდს არ უთქვამს, მაგრამ მომხდარის კონტექსტში ეს სულაც არ არის ფეიკი (ნაყალბევი), ეს არის ნართაული იმაზე, რომ შემდეგ მსგავს ტერაქტზე საფრანგეთი არა იუმორისტული ჟურნალის, არამედ მაღალი რანგის მაღალჩინოსნის პირით გააკეთებს კომენტარს. ამერიკელი ქორების მხრიდან ეს პირველი დარტყმა არ არის ფრანგებზე, გაიხსენეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, დომენიკ სტროს-კანის, სკანდალური გათავისუფლება თანამდებობიდან. ნავთობისა და გაზის მწარმოებელი ერთ-ერთი დიდი კომპანია “ტოტალის” ხელმძღვანელის _ კრისტოფ დე მარჯორის (რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა რუსეთთან და ამ ქვეყნისთვის სანქციების წინააღმდეგი იყო) დაღუპვა ავიაკატასტროფაში…

მშვენიერ საფრანგეთში რეჟიმის შეცვლამდედიდი დრო აღარ არის დარჩენილი _ ოლანდმა ტოტალურად წააგო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ნიკოლა სარკოზისთან, რომელზეც კვლავ დებენ ფსონს ამერიკელები

30 მარტს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ცენტრალური აპარატის უკრაინის განყოფილების სამმა წამყვანმა თანამშრომელმა თავი მოიკლა ლენგლიში, ვირჯინიის შტატში. ვრცელდება ხმა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უკრაინის განყოფილების თანამშრომლები ანაზღაურების ძირითად ნაწილს იღებდნენ არა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან, არამედ “დიდი საინვესტიციო კომპანიიდან”. ამ გამოძიების გამო ხომ არ იქცეოდა ასე მოკრძალებულად ოლიგარქი იგორ კოლომოისკი?

ამ სკანდალურ ინფორმაციას 2 საათის შემდეგ დაემატა ცნობა, რომ ცსს-ს უკრაინის განყოფილების კიდევ 2 საკადრო ოფიცერმა მოიკლა თავი. ცოტა მოგვიანებით კი ცსს-ს უკრაინის განყოფილების 25-მდე თანამშრომელი ცსს-ს შენობის ჰოლში ყველას უმტკიცებდა, რომ თვითმკვლელობა არ ჰქონდა გაზრახული. გარკვეული ხნის შემდეგ 30 მარტის ტრაგიკულ მოვლენებზე გავრცელდა ინფორმაცია: “დასავლეთევროპელმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც უკრაინაში ომის შეწყვეტას მოითხოვენ, ამერიკელ მხარესთან მოლაპარაკებისას გამოთქვეს მოსაზრება, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში ამბოხებულები არიან არა ტერორისტები, არამედ მოქალაქეები, რომლებიც თავიანთი ლეგიტიმური მოქალაქეობრივი უფლებების შელახვის წინააღმდეგ იბრძვიან”.

 ასეთ რამეს საჯაროდ არ ამბობენ, მაგრამ დახურულ მოლაპარაკებებზე ევროპელებმა გადაწყვიტეს ეჩვენებინათ, რომ ამერიკელებს მათი გაცურება არ გამოუვიდათ.

ამის საპასუხოდ დაიგეგმა სერია ოპერაციებისა, რომელთა მიზანიც იყო, ევროპისთვის დაენახვებინათ პრორუსი სეპარატისტების მხეცური სახე. დაგეგმილი იყო საბავშვო და სამედიცინო დაწესებულებების აფეთქება ცენტრალურ და დასავლეთ უკრაინაში _ ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაციის ზონიდან შორს. ამ ოპერაციებს რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი უნდა მოჰყოლოდა. ამოცანის შესრულება დაავალეს ამერიკელი კერძო სამხედრო კომპანიების დაქირავებულ დივერსანტებს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უკრაინის განყოფილებას კი ისინი ლოჯისტიკითა და დაცვით უნდა უზრუნველეყო.

ცსს-ს უკრაინის განყოფილების სამხედრო სექციის ხელმძღვანელობამ ეს გეგმა სარისკოდ ჩათვალა და მოსაზრება უფროსს მოახსენა, ვისგანაც მიიღეს ასეთი პასუხი: “შეასრულეთ, თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა დევს ფსონზე!”

უფროსის პასუხმა ხელქვეითი არ დააკმაყოფილა. ცსს-ს უკრაინის განყოფილებაში, სამხედროს გარდა, კიდევ რამდენი სექციაა: პოლიტიკური და ა. შ. შეშფოთებულმა თანამშრომელმა, ყველა წესის დარღვევით, თავისი შეშფოთების მიზეზები გაანდო სხვა ორი სექციის ხელმძღვანელებს. მათ ერთობლივად გადაწყვიტეს, მიეღოთ ზომები იმისთვის, რომ სკანდალური ბრძანების შესრულება არ დაეშვათ და აშშის კონგრესის სენატსაც კი მიმართეს. ცსს ეს თანამშრომლები აღმოჩნდნენ პირველითვითმკვლელები”, მაგრამ, როცა გაირკვა, რომ ინფორმაციამ უკვე გაჟონა, მათ კიდევ ორითვითმკვლელიდაემატა.

ბოლო დღეების მოვლენები კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, როგორ მჭიდროდ არის დაკავშირებული უკრაინის მოვლენები მსოფლიოში შექმნილ ვითარებასთან, რომლის შერყევასაც ამერიკელები (“ომის პარტია”) ყველა ხერხით ცდილობენ. მათთვის სულერთია, სად გაჩაღდება მსოფლიო ომი, რადგან მხოლოდ ასეთი ომი მისცემს აშშ-ს მსოფლიოში “ლიდერის” როლის შენარჩუნების შესაძლებლობას. ამ ომის გარეშე კი რუსეთი და ჩინეთი დაასამარებენ სისხლზე დაფუძნებულ ამერიკას და საფუძველს ჩაუყრიან ახალ მსოფლიო წესრიგს.

საინფორმაციო სააგენტორეგნუმისადა Allgemeine Morgenpost Rundschau მასალების მიხედვით

 

1 COMMENT

  1. ამ სტატიას 100 % ვეთანხმები.ზუსტად ასახავს რეალობას,სამწუხაროდ.ამერიკას მესამე მსოფლიო ომი სწყურია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here