Home რუბრიკები პოლიტიკა უსუფაშვილი სამართლიანობის აღდგენის წინააღმდეგ

უსუფაშვილი სამართლიანობის აღდგენის წინააღმდეგ

566

რესპუბლიკური პარტია რომ, ფაქტობრივად, “ნაცმოძრაობა 2”-ია და სააკაშვილის რეჟიმს ბოლომდე დაიცავს, უკვე ყველასთვის ცხადია, მაგრამ ის, რაც ბოლო ხანს ხდება, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს _ სამპროცენტიანები უკვე ღიად “აპრავებენ” “ვარდოსნებს”, ხელს უწყობენ მათ გაძლიერებას და იმის თქმასაც არ ერიდებიან, “ნაცრეჟიმის” გასამართლება სახელმწიფოს დიდად აზარალებსო.

მთავარმა რესპუბლიკელმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ამას წინათ ტელეკომპანიამაესტროსეთერში განაცხადა, _ ვინც ცდილობს, “ნაციონალური მოძრაობაგააქროს ხელკეტებით, “კანონის არასწორი გამოყენებითა და გულზე მჯიღისცემით”, ამით მას მხოლოდ აძლიერებსო, ანუ უსუფაშვილმა, ფაქტობრივად, გვითხრა, რომ სააკაშვილის პოლიტიკური ნარჩენები ხელშეუხებელია და, რა მტკიცებულებებიც უნდა არსებობდეს, ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის გასამართლებაზე არც უნდა ვიოცნებოთ: “ეს ხალხი დღემდე მოვიდა, როგორც მოვიდა, დიდწილად იმიტომ, რომ მათთან პოლიტიკური ბრძოლა ძალიან ხშირად არასწორად დაგეგმილი და გათვლილი იყო. თუ მიზნად დავისახავთ რომელიმე პარტიის _ ნაციონალური მოძრაობისან თუნდაც რესპუბლიკური პარტიის _ გაქრობას პოლიტიკურად, პარტიას ეს მხოლოდ აძლიერებს. ამიტომ მივმართავ ყველას, ვინც რესპუბლიკური პარტიის განადგურებით არის დაკავებული: გააგრძელეთ! ეს არის პოლიტიკის კანონი. თუ გინდა პოლიტიკური ოპონენტის დამარცხება, ის არ უნდა აქციო მნიშვნელოვან მოვლენად, მას არ უნდა მიაწერო იმის გაკეთებაც კი, რაც არც კი დასიზმრებია, რომ ყველაფერს ის აკონტროლებს, რომ ყოვლისშემძლეა. ბოლოს და ბოლოს, ხალხი გვიყურებს და ფიქრობს: კი, მაგრამ, თუ ის არის ყოვლისშემძლე, შენთან რა მინდა, იმასთან მივალ”.

ამ განცხადების მიღმა რა მზაკვრული პათოსიც და მინიშნებებიც იმალება, ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე კი უსუფაშვილისა და მისი უგერგილო თანაგუნდელების გასაგონად, მინდა, ვთქვა: “ნაცმოძრაობის” გაქრობა ვინმეს მიზანი და, მით უფრო, თვითმიზანი კი არა, კანონით ნაკარნახევი აუცილებლობაა, რადგან ამ პარტიას ერისა და ქვეყნის წინაშე ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაულები; ნაცმოძრაობისგაქრობა ის უპირობო აუცილებლობაა, ურომლისოდაც სამართლებრივი სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდება, ათასობით ქონებაწართმეული, ღირსებააყრილი და შვილმკვდარი დედებისა თუ მამების უფლებები ვერ აღდგება. ამიტომ, როდესაც ამ შავბნელ ორგანიზაციაზე საუბრობთ, პოლიტიკის კი არა, სჯობს, სამართლის კანონები მოიშველიოთ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ!

რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას, მის გაქრობაზე (გასაგები მიზეზების გამო) ნამდვილად ოცნებობს მთელი საქართველო, (ყოველ შემთხვევაში, ვისაც ეროვნული ცნობიერება შერჩა), მაგრამ, მიუხედავად ამისა, ფაქტია, ეს პარტია პოზიციებს იმყარებს. ანუ, მიუხედავად საზოგადოების მხრიდან მკვეთრი ანტიპათიისა, იგი სულ უფრო გავლენიანი პოლიტიკური ორგანიზაცია ხდება, მაგრამ ამ ყველაფერში უსუფაშვილის მიერ ნახსენები “პოლიტიკის კანონი” არაფერ შუაშია. საქმე ის არის, რომ ამ სამპროცენტიანების გაერთიანებას ამერიკის მხარდაჭერა აქვს, “თეთრი სახლიდა სენატი ყველანაირად ცდილობენ, ცალკე გრანტებით და ცალკე პოლიტიკური განცხადებებით, რომ ეს სამპროცენტიანი ხროვა ძალაუფლების სათავეში შეინარჩუნონ. ცხადია, რომ არა ეს უპირობო მხარდაჭერა, უსუფაშვილისა და მისი პარტიისგან არაფერი დარჩებოდა, მაგრამ ახლა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტია, ხელისუფლების ერთ-ერთი შტო _ საკანონმდებლო ორგანო, მათ ხელშია და ყველაფერს აკეთებენ, ძალაუფლება “ნაცმოძრაობის” პოლიტიკურ რეინკარნაციას მოახმარონ…

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკელები მცირე ხნის წინათ ბიძინა ივანიშვილმაც გააკრიტიკა. მისი თქმით, უსუფაშვილი ვერ მალავს ალასანიას მიმართ სიმპათიას და ე. წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებულ ხელოვნურად აგორებულ თემებზე საგამოძიებო კომისიას ქმნის. ოლიგარქის ამ განცხადებას თავის დროზე არც ერთი რესპუბლიკელი არ გამოხმაურებია, მაგრამ უსუფაშვილს, როგორც ჩანს, გულში ხინჯად ჩარჩა ძველი წყენა; ჰოდა, ახლა ირიბად უპასუხა “მამა-მარჩენალს” _ მილიარდები კი გაქვს და თავი ყოვლისშემძლე გგონია, მაგრამ შენი კრიტიკით ფეხებსაც ვერ მოსჭამ ვერავისო… ახია, ივანიშვილო, შენზე, სამპროცენტიანი “რესპი” რომ თითს გიქნევს და ენას გიყოფს! ჭკუა რომ გქონოდა, ეს მოსიარულე გვამი ახლაც მისაღებში გეყოლებოდა ლაქიასავით ატუზული…

დავუბრუნდეთ ისევ უსუფაშვილის განცხადებას, იმავე გადაცემაში (“მაესტროს” ეთერში) წამყვანმა პარლამენტის თავმჯდომარეს გაახსენა პრემიერ ღარიბაშვილის ადრინდელი განცხადებაც, რომელიც რადარებიდან “ნაცმოძრაობის” გაქრობას შეეხებოდა. “მამალი რესპი” აშკარად შეიშმუშნა და პირდაპირ ჭკუის დარიგება დაიწყო: “მე ჩემს კოლეგასა და მეგობარს _ ირაკლი ღარიბაშვილსაც მივმართავ, საკუთარ თავსაც მივმართავ, ჯობია, ჩვენი გაკეთებული საქმეებით მეტად დავანახვოთ საზოგადოებას ჩვენი უპირატესობა, ჩვენი სისწორე და საჭიროება ამ ქვეყნისთვის და ამით უკეთესად მოხდება ვიღაცების გაქრობაც, რადარებიდან წასვლა და პროცენტების დაწევა”.

რიტორიკა, ალბათ, გეცნოთ, _ მას შემდეგ, რაც სააკაშვილის რეჟიმი სათავეს ჩამოშორდა, სწორედ “ნაციონალები” უკიჟინებენ ხელისუფლებას, წარსულისკენ ნუ იხედებით, თუ რამის შნო გაქვთ, საქმე გააკეთეთ და ხალხს დაპირებები შეუსრულეთო. ამით ისინი “ქოცნებისტებს” მათი უსუსურობისკენ უთითებენ და საზოგადოების თვალში ამცრობენ. ანალოგიური პათოსითაა გამსჭვალული “სამპროცენტიანების ატამანი” უსუფაშვილიც, როცა “მეგობარ” ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, საზოგადოებას საქმეებით დავანახვოთ ჩვენი უპირატესობა და არა “ნაცკრიმინალების” დევნითო. უსუფაშვილი ერთიერთზე იმეორებს სააკაშვილის რიტორიკას და ამით სრულიად შეგნებულად შიგნიდან ღრღნის, ძირს უთხრის ხელისუფლების ციტადელს. ამაზეა ნათქვამი, ციხე შიგნიდან ტყდებაო

მოკლედ, რესპუბლიკური პარტია სააკაშვილის მეხუთე კოლონაა კოალიციაში და აქედან გამოსავალი მხოლოდ ერთი რამ შეიძლება იყოს: მილიარდერმა ივანიშვილმა, როგორც მოიყვანა, ისე უნდა წაიყვანოს ეს პოლიტიკური ფეკალიები, თუ არადა, საზოგადოება ერთ მშვენიერ დღეს თვითონ ივანიშვილსაც ჩარეცხავს. ახლა დაფიქრდეს და გადაწყვიტოს “მთაწმინდის ლომმა”, რა ურჩევნია _ მის მიერ გაფუჭებულის საკუთარი ხელით გამოსწორება თუ სამპროცენტიან “რესპებთან” ერთად საკანალიზაციო მილში მოხვედრა. ნებისმიერ შემთხვევაში, მას უსიამოვნო სუნთან და მასებთან მოუწევს შეხება, მაგრამ რა გაეწყობა, ეს სუნიც ხომ მან დააყენა და, საერთოდ, პოლიტიკური სპექტრიც მან დაამსგავსა “უბორნიას”…

ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here