Home რუბრიკები პოლიტიკა ქართული პოლიტიკის “მეწისქვილე ბონიები”

ქართული პოლიტიკის “მეწისქვილე ბონიები”

1207

ორი გურული საუბრობს:

_ ძამა, ამ დუნიაზე ყველა რევოლუცია ჩვენი მოწყობილია და მოდი, ერთი რევოლუცია კიდო მოვაწყოთ და გადავაგდოთ აგი მთავრობაც!

_ კი, ძამა! რევოლუციის მოწყობას რა უნდა, მარა, რომ გევიმარჯვოთ, რა ვქნათ მერე?

ეს ძველი ანეკდოტი, როგორც ჩანს, ყოველთვის აქტუალური იყო, არის და იქნება ქართულ პოლიტიკაში.

საქმე ის არის, ამ გურულისგან განსხვავებით, ბევრს, ქართველპოლიტიკოსადწოდებულს, მსგავსი რიტორიკული შეკითხვის დასმაც რომ არ სურს საკუთარი თავისთვის _ რომ გაიმარჯვოს, რას აპირებს მერე?

ჰონორი კი იცოცხლე:

ივანიშვილის ხელისბიჭი ხელისუფლება უნდა წავიდეს!”

ჩვენ უნდა გავუშვათ ეს მთავრობა!”

ღარიბაშვილი გადადგეს და მას მიჰყვეს მთელი მინისტრთა კაბინეტი!”

მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ დადგეს მთავრობის უნდობლობის საკითხი!”

აირჩიე, სულო და გულო, რომელი პოლიტიკური ძალის ლოზუნგი გნებავთ! თუ მთლად დედმამიშვილებივით არა, გარებიძაშვილებივით მაინც წააგავან ერთმანეთს და საბოლოოდ ყველა მათგანის “კატეგორიული” ტონი არსებული ხელისუფლების “სახლში” გაშვებაზე თანხმდება.

განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ზოგიერთი, შედარებით ნამუსიანი, არც იმთავითვე წყალობდა ივანიშვილს. აი, მთლად სინდისნამუსგარეცხილებმა კი მთელი ორწელიწადნახევარი იცურეს ივანიშვილის ნავით და მხოლოდ ამ ნავიდან ჭიტლაყით გადმოგდების შემდეგ გაახსენდათ, რაოდენდიქტატორიდაჩრდილოვანი მმართველიაბიძინა და როგორ გამოუსწორებელ ზარალს აყენებს მისითავგასულობაქვეყანას.

ყველაზე საინტერესო ფენომენი არის ის, რომ მთელი ოჯახებით “მიხვდნენ” ამას! თუკი მანამდე “ოჯახობა” ნირვანაში ჰყავდათ ივანიშვილისნაირი “უმაგრესი პოლიტიკური პარტნიორის” არსებობის გამო, ახლა უკვე ეს კაცი ყველაზე მიუღებელ და, ასე განსაჯეთ, მათგან დასაცინ პერსონადაც კი იქცა!

თუმცა ოჯახური მხარდაჭერა ისე გასაკვირი არ არის და ბუნებრივიცაა, მაგრამ ნამდვილად დამაფიქრებელია ასეთი უეცარი და საყოველთაო მედიამხარდაჭერა, აი, ამ “ბიძინა, წადი!” ტიპის პოლიტიკოსებისა.

ის ტელევიზიები და მედიასაშუალებები, რომლებიც თუნდაც ამ ექვსიოდე თვის წინათ თავისი ორგანიზაციის ფეხსალაგშიც კი არ შეუშვებდნენ მოსაშარდად ზოგიერთარასაინტერესოპოლიტიკოსს, ახლა ლახტის მათრახივით იქნევენ მათ თავიანთპრაიმთაიმულთოქშოუებში და ვითომმწვავე კითხვებისდასმის სოუსით გვაწვდიან, როგორც გაბედულ, ჭკვიან და უსამართლობასთან მებრძოლ პოლიტიკოსებს.

რას უნდა მივაწეროთ მედიის ასე ერთბაშად დაინტერესება ამ პოლიტიკური ლიდერებით?

მგონი, გეცნობათ, არა, სტილი?

დიახ, ესშეშფოთებულთამანერაა და იმ კონკრეტული პერსონის გვარს, რომელიც ამა თუ იმ კონკრეტული მომენტისთვისაგვარებსასეთ საკითხებს ჩვენს ქვეყანაში, დიდი მნიშვნელობა არც აქვს, მაგრამ მაინც დავაზუსტოთ, რომ დღეისათვის ამ პერსონის გვარი ბატონი ნორლანდია. თუმცა, გუშინ რომ ტეფტი იყო და ხვალ რომ, დავუშვათ, ვინმე ჰოლმსი ან უოტსონი იყოს, არც ეს შეცვლის რამეს.

და რადგან ამმომგვარებლისგვარი დავასახელეთ, მოდი, მის მიერმოგვარებულთაგვარებიც გატეხილად ვთქვათ, რადგან ეს მსჯელობასაც უფრო გაგვიადვილებს:

1. ირაკლი ალასანია, 2. შალვა ნათელაშვილი, 3. კახა კუკავა.

ეს არის “მრისხანე” ტრიო!

რა თქმა უნდა, არის კიდევ “ქალთა დუეტი” _ ნინო ბურჯანაძე-ირმა ინაშვილის სახით და ბოლო ხანს მათ რეალურ პოლიტიკურ საარჩევნო დუეტად ჩამოყალიბებაზეც ალაპარაკდა მედია, მაგრამ ეს ქალბატონები ღარიბაშვილის მთავრობის დღესვე და დაუყოვნებლივ გადადგომას ასე კატეგორიულად არ მოითხოვენ და მართალია, მკაცრად, მაგრამ მაინც მეტ-ნაკლები წინდახედულობით აკრიტიკებენ არსებულ ხელისუფლებას.

სიტყვამ მოიტანა და აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ მკითხველთაგან ბევრს შეიძლება გაუკვირდეს კიდეც ჩემი ეს პოზიცია და თქვას _ ეს კაცი მუდამ ივანიშვილს და მის დამქაშებს აკრიტიკებს და ახლა რა ბზიკმა უკბინაო?! მაგრამ ასეთებს მარტივად ვუპასუხებ _ მე არ მომწონს, მეტიც: სასტიკად არ მომწონს ივანიშვილღარიბაშვილის ხელისუფლების უნიათობა, უუნარობა, სიბეცე და ხშირ შემთხვევაში ბრიყვული გადაწყვეტილებები! მაგრამ არასოდეს, არსად და არც ერთხელ არც ჩემს საგაზეთო პუბლიკაციებსა და არც ჩემს კერძოფეისბუქპოსტებშიარ დამიყენებია არსებული მთავრობის სასწრაფოდ გადადგომის მოთხოვნა!

მიზეზი მარტივია: ხელისუფლებიდან ივანიშვილის გუნდის წასვლასა და სხვა ნებისმიერი გუნდის მოსვლას აუცილებლად მოჰყვებანაციონალური მოძრაობისუძლიერესი შეტევამთელი ფრონტითხელისუფლების უზურპაციისთვის! არავინ მითხრას ახლა, _ “ნაცებსხალხის მხარდაჭერის რესურსი საერთოდ აღარ აქვთ და არჩევნებს ვერ მოიგებენო

სიტყვაუზურპაციახელისუფლების უკანონოდ მითვისებას ნიშნავს. გაითვალისწინეთ ეს!

და მინდა, ვკითხო სწორედ იმ “მრისხანე” სამეულს:

_ რომელიმეს გაქვთ შნო იმისა, რომ, ივანიშვილის გუნდის გადადგომის შემთხვევაში, რაიმე წინააღმდეგობა გაუწიოთ სრულიადნაციონალურმძიმე შეტევას?

გიფიქრიათ ამაზე?

ან იქნებ თქვენ არც გიფიქრიათ და მათ, ვინც წაგაქეზათ და ყველა ტელევიზიის საუკეთესო ეთერში თქვენი ლამის ყოველდღე ჯდომაც უზრუნველყო, სწორედაც რომ იფიქრეს ამაზე დანაცებისდაბრუნების ეს არაპირდაპირი ხერხი მოიფიქრეს, რადგან მათი პირდაპირი დაბრუნების შანსი და რესურსი მართლაც არ არსებობს!

მეწისქვილე ბონიას ეპიზოდი მახსენდება “დათა თუთაშხიადან”:

“მგელიც ვიღაცის შესაჭმელად გამოდის ბუნაგიდან, მაგრამ ისეთის შეჭმა დავაპირო, აქეთ არ შემჭამოსო, ამას მაინც ფიქრობს მგელი!

ადამიანმა ის ხომ მაინც უნდა იფიქროს, ისეთი ვინმე შევჭამო, ჩემი სიცოცხლე ჯობდეს იმის სიცოცხლესო? შენ რომ ხარ, იმისთანა კაცის გახარებისთვის არ ღირდეს, იქნება, მე რომ ვარ, იმისთანა კაცის სიკვდილი, ბონია, თუ გიფიქრია ამაზე?!”

ჰოდა, ბატონო ალასანიავ, ნათელაშვილო და კუკავავ! ბიძინა ივანიშვილი რომ არის, იმისთანა კაცის გაგდება არ ღირდეს იქნება, თქვენ რომ ხართ, იმისთანა კაცების მოსასვლელად ხელისუფლებაში, თუ გიფიქრიათ ამაზე?

პრინციპში, სავარაუდოდ, ყველას გვახსოვს, რასაც უპასუხებს მეწისქვილე ბონია დათა თუთაშხიას და საკუთარ სიხარბეს თავის უბედურ ცოლსა და გასამზითვებელ ქალიშვილებს მიაწერს…

უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ქართული პოლიტიკის “ბონიებიც” სწორედ ასეთ პასუხს გაგვცემენ და “უბედური ცოლისა და გასამზითვებელი ქალიშვილების” როლში ჩვენ _ ქართველ ხალხს გამოგვიყვანენ…

მაგრამ არა, ბონია! შენთვის გინდა ის ფული შენ! არაფერ შუაში არიან შენი უბედური ცოლი და გასამზითვებელი ქალიშვილები მანდ! ასეა ეს!”

მაშ, რატომ ვაკრიტიკებ ხოლმე, თან საკმაოდ ხშირად და ზოგჯერ საკმაოდ უხეშადაც დღევანდელ ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს?

მე ჟურნალისტი ვარ და მაქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ მოვალეობაც კი, რომ მივუთითო მთავრობის, ხელისუფლების ნაკლოვანებებზე. ვეცადო, რომ მათ ეს ნაკლოვანებები გამოასწორონ. ჩვენ _ მედია და ხალხი, ვალდებულნიც ვართ, ვაკონტოროლოთ ხელისუფლება და ვიყოლიოთ ის წნეხის ქვეშ!

მაგრამ ნამდვილად არ მაქვს განზრახვა, დღესვე გადავაყენო ღარიბაშვილი და მის ადგილზე მე ვცადო დაჯდომა! ზუსტად ვიცი, არ გამაჩნია არც ფიზიკური, არც სულიერი და, რაც მთავარია, არც ფინანსური რესურსი საიმისოდ, რომ ხელისუფლების ნებისმიერი გზით ხელში ჩასაგდებად მომართულნაციონალურბოროტების მანქანას გავუმკლავდე!

მაგრამ, როდესაც შენ, როგორც პოლიტიკოსი, ებრძვი ივანიშვილს, რაღაცით მასზე მეტი თუ არა, ოდნავ მიახლოებული მაინც უნდა იყო მასთან. მაშ, რატომ “იხსნით ვენებს” და რატომ იჭაჭებით, ბატონებო, _ “დღესვე და დაუყოვნებლივ გადადგეს არსებული მთავრობაო”?

რით აპირებთ, წინააღმდეგობა გაუწიოთნაციონალებისბრწყინვალედ ორგანიზებულ პარტიულ აქტივს, მათ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიასივრცეს და იმ თითქმის განუსაზღვრელ ფინანსურ მხარდაჭერას, რომელსაც ისინი დღემდე ინარჩუნებენ?

სულ სხვა საქმეა, რომ მართლაც შეიძლება ვიფიქროთ, _ ივანიშვილი და კომპანია სპეციალურად, მიზანმიმართულად და უნამუსოდ ქმნიან სიტუაციას, რომ “ოცნების” წასვლა ავტომატურად “ნაცების” მოსვლას ნიშნავდეს!

კი, ბატონო, ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ეს სიტუაცია რამენაირად შევცვალოთ და ბატონი მილიარდერი ვაიძულოთ, იფიქროს რეალურად ქვეყანაზე და არა საკუთარ თავსა და მისი გუნდის ხელისუფლებაში მყარად ყოფნაზე “ნაციონალ-საფრთხობელების” მეთოდის გამოყენებით!

მაგრამ ამას სულ სხვა, გააზრებული ბრძოლა სჭრდება და არა ღარიბაშვილისა და მისი მთავრობის დღესვე გადადგომის სრულიად გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო მოთხოვნა!

დღევანდელ სიტუაციაში ეს იგივეა, რომ ვინმემ პირდაპირ მიშასა და “ნაციონალების” დაბრუნება მოითხოვოს ხელისუფლებაში.

ასეა თუ ისე, ჩამოთვლილი “ლიდერების” ფონზე, ივანიშვილი, სამწუხაროდ, მართლაც ჩემბერლენად გამოიყურება და ბიძინას მისამართით გაკეთებული მათი განცხადებები ხშირად მოგვაგონებს ისევ და ისევ გურულების კიდევ ერთ ძველ ანეკდოტს, ყანაში მომუშავე დაღლილი ორი მეზობელი რომ ბილ კლინტონზე იწყებს საუბარს.

მართლაც, თავისუფლად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ გატეხავენ შუაზე უფილტრო პაპიროს “ასტრას” კუკავა და ნათელაშვილი, მოუკიდებენ, გააბოლებენ და იწყებენ საუბარს:

რაიო, რას ჩივა იგი მათხოვარი ივანიშვილი?…”

ბაკურ სვანიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here