Home რუბრიკები პოლიტიკა ვასილ ჭიჭინაძე: ბატონო პრემიერო, თუ დამნაშავეა, სექტაა და საფრთხეს წარმოადგენს, რატომ არ...

ვასილ ჭიჭინაძე: ბატონო პრემიერო, თუ დამნაშავეა, სექტაა და საფრთხეს წარმოადგენს, რატომ არ იჭერთ, რატომ არ ასამართლებთ?!

616

მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე “საქართველო და მსოფლიოს” დიპლომატი ვასილ ჭიჭინაძე ესაუბრება:


_ ბატონო ვასილ, ხელისუფლების შეცვლიდან ორწლინახევრის თავზე საზოგადოების მთავარი მოთხოვნა _ სამართლიანობის აღდგენა _ არათუ სრულდება, პირიქით _ უფლებებშელახული და ქონებაწართმეული ხალხი ისევ ზარალდება. ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე მეორე სასტიკი მკვლელობის მომსწრენი გავხდით. იური ვაზაგაშვილის შემდეგ, რომელიც შვილის საფლავს დააკლეს, სააკაშვილის რეჟიმის მიერ გასამართლებული ბიზნესმენი, ბესო ხარძიანი, ქუჩაში დაცხრილეს. თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე?

_ საქმე გვაქვს იმ მახინჯ კოაბიტაციასთან, რომელიც მოსვლისთანავე გამოაცხადა ამ ხელისუფლებამ. ეს იყო ამერიკელების ნაკარნახევი და “ნაციონალებმაც”, ბუნებრივია, ისარგებლეს. საუბედუროდ, მთავრობა, პროკურატურა აღმოჩნდა უუნარო, რომ რაღაც დონეზე მაინც გაეტანა თავისი და თუნდაც მინიმალურად დაეკმაყოფილებინა საზოგადოების უმთავრესი მოთხოვნა _ სამართლიანობის აღდგენა. ამის სანაცვლოდ მათ დაიწყეს ლაპარაკი ე. წ. თანაცხოვრებაზე, რომელიც იმთავითვე მწვანე შუქის ანთება იყო დამნაშავეთათვის და მივიღეთ ლოგიკური შედეგი _ “ნაცმოძრაობა”, რომელიც ყველას ეგონა, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრებოდა, მაგრამ დღეს აქციებს აწყობს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.

_ გასაგებია, რომ ხელისუფლება უნიათოა. ამას ყველა ამბობს, მაგრამ რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ ორი წლის თავზე ისევ უსამართლობასა და დაუსჯელობის სინდრომზე არ გვესაუბრა?

_ დავიწყოთ იმით, რა გაკეთდა _ დაიჭირეს მერაბიშვილი, რაღაც სასაცილო ბრალდებები წაუყენეს, მაშინ, როცა კაცს გაცილებით მძიმე საქმეებზე შეიძლება მოედავო (ყოველ შემთხვევაში, საზოგადოება ასე ფიქრობს), დაიჭირეს უგულავა, უყენებენ და უყენებენ ახალ-ახალ ბრალდებებს, მაგრამ რეალურად ვერაფერს უმტკიცებენ; შემდეგ _ მოითხოვეს კეზერაშვილის გადმოცემა და უარი მიიღეს საფრანგეთისგან; მიმართეს ინტერპოლს სააკაშვილის დაკავებაზე, ასევე უარი მიიღეს… რა გამოდის?! ვინც გაქცეულია, იმას ხომ ასი წელი ვერ დაიჭერენ, დაჭერილსაც და ციხეში ჩასმულსაც ვერაფერს უშვრებიან; ეს რომ უუნარობა და უნიათობაა, რად უნდა ლაპარაკი?! მერე კიდევ გამოდის ივანიშვილი და 200- სერიანი ფილმი უნდა გადავიღოთ სააკაშვილის რეჟიმზეო. ფილმის გადაღება არ შველის ამას, თუ დამნაშავეა, თავისუფლად კი არ უნდა ისეირნოს რუსთაველზე, პასუხისგებაში უნდა მიეცეს და ჩაჯდეს ციხეში

_ თავისუფლად სეირნობაში 21 მარტის აქციას თუ გულისხმობთ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს არის ჭეშმარიტი დემოკრატია.

_ ესე იგი, რა გამოდის: ჭეშმარიტი დემოკრატიის ქვეყნებში, ვთქვათ, ევროპაში ან ამერიკაში, საითაც ასე სულმოუთქმელად მივილტვით, დამნაშავეებს არ ასამართლებენ?! ჩვენ ხომ ვიცით კონკრეტული ფაქტები, როცა მათ გაასამართლეს თავიანთი პოლიტიკური ლიდერები, რომლებმაც დაარღვიეს კანონი?!

ახლა ამათი ლოგიკა ნახეთ: გამოდის პრემიერმინისტრი დანაცმოძრაობაზეამბობს, დამნაშავეები არიანო, ეს პარტია კი არა, სექტააო; მეორე მხრივ, თურმე დემოკრატია ყოფილა ის, რომ ეს დამნაშავე სექტა თავისუფლად დადის. ჩნდება შეკითხვა: თუ დამნაშავეა, სექტაა და საფრთხეს წარმოადგენს, რატომ არ იჭერ, რატომ არ ასამართლებ? თანაც ხელისუფლებამ არ გამოაცხადა ამ დამნაშავეთა სექტასთან კოაბიტაცია? თქვენ არ გამოაცხადეთ ესენი მთავარ ოპოზიციურ პარტიად?! სადაა ლოგიკა, მითხარით?!

_ ენდიაისა და აირაი კვლევებზე რა აზრის ხართ? ბევრი ფიქრობს, რომ ამით ვაშინგტონი ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციას ამზადებს მომავალი არჩევნებისთვის.

_ ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ამ კვლევებს რეალობასთან არაფერი აქვს საერთო. “ნაცმოძრაობის” რეიტინგი არ იზრდება და, რაც უნდა მაღალი იყოს ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების მუხტი, ამით სააკაშვილის რეაბილიტაცია რომ არ მოხდება, მგონი, ყველა ხვდება. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ემსახურება შთაბეჭდილების შექმნას, რომ ვითომ ქვეყანაში პროდასავლური სუბიექტების მიმართ ნდობა მაღალია. კერძოდ, ეს კვლევა ემსახურებოდა ალასანიას და მისი პარტიის წარმოჩენას ერთერთ პერსპექტიულ, მზარდი რეიტინგის პარტიად, რაც, ბუნებრივია, გარკვეულ მიზანზეა გათვლილი.

რაც შეეხება ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციას, აშკარაა, რომ ამერიკელები ივანიშვილს არ ენდობიან და ცხადია, უნდათ, მომავალი არჩევნების შემდეგ ის და მისი გავლენის ქვეშ მყოფი სუბიექტები გაიყვანონ პოლიტიკური ველიდან.

_ კი მაგრამ, კოალიციაში არიან გარკვეული სუბიექტები, მაგალითად, რესპუბლიკელები, რომლებსაც დასავლეთი ენდობა. მათი გაყვანაც უნდათ პოლიტიკური ველიდან?

_ ცხადია, არა. რესპუბლიკელების მიმართ ამერიკელებს ნდობის პრობლემა არ აქვთ, მათ მიმართ პრობლემა არის ის, რომ რესპუბლიკელებს საზოგადოებაში დასაყრდენი არ აქვთ; შეიძლება ითქვას, რესპუბლიკელებს პულსი აღარ ესინჯებათ, მაგრამ არც ამის გამო იტყვიან მათზე უარს. დარწმუნებული ვარ, მომავალი არჩევნებისთვის ისინი გამოეყოფიან კოალიციას და დამოუკიდებლად ან ალასანიათან ერთად იყრიან კენჭს

_ და თუ ისინი ჩაიგდებენ ძალაუფლებას, შესაძლოა, არაერთინაციონალიცვიხილოთ მმართველ ელიტაში

_ “ნაციონალების” შემოპარების მცდელობას სულ უნდა ველოდოთ _ ეს ერთი; და მეორე, რაც ყველაზე მეტად მაფიქრებს, თუკი მომავალი არჩევნების შემდეგ მაინც ხელისუფლებაში ვერ მოხვდნენ ადამიანები, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება, ეს საქართველოს მიიყვანს კრახამდე: გნებავთ _ პოლიტიკურად და გნებავთ _ ეკონომიკურად

_ ხედავთ ასეთ ხალხს პოლიტიკურ ასპარეზზე? რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები, მაგალითად, ალექსანდრე ებრალიძე, ვლადიმერ ხომერიკი, მიხეილ ხუბუტია და სხვები, თავიანთი მოქმედებითა და განცხადებებით კიდევ დისკრედიტებას უწევენ რუსეთთან დაახლოების იდეას.

_ გეთანხმებით. არ ვიცი, ამ ხალხს ელემენტარული პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს თუ შეგნებულად აკეთებენ, რასაც აკეთებენ, მაგრამ მათი განცხადებები და მოქმედება ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად წარმოაჩენს რუსეთთან ურთიერთობის დალაგების აუცილებლობის იდეას. პირდაპირ შემიძლია, ვთქვა, რომ ამით კიდევ უფრო ღრმავდება ის უფსკრული, რომელიც სააკაშვილის ანტისახელმწიფოებრივმა პოლიტიკამ გააჩინა ორ მეგობარ ერს შორის. ამიტომ, რაც უფრო ადრე მიხვდება ეს ხალხი ან მიახვედრებს ვინმე, რომ უნდა გაჩერდნენ, უკეთესია…

_ ამას წინათ ზბიგნევ ბჟეზინსკიმ განაცხადა, რუსეთსაქართველოს შორის, შესაძლოა, კიდევ ერთი ომი მოხდესო. ექსპერტების გარკვეულ ნაწილს ეს ენიშნა ერთგვარ წინასამზადისად ამერიკის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცეში მართვადი ქაოსის კიდევ ერთი კერის გაჩენისთვის. მოსალოდნელია, ვაშინგტონმა უკრაინის შემდეგ საქართველოშიც სცადოს ევრომაიდნის პროვოცირება და ამით მოსკოვს სამხრეთიდან შეუქმნას პრობლემები?

_ ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ, თუ მოვლენები მსგავსი სცენარით განვითარდება, საკითხავი გახდება, ვისთვის იქნება ეს პრობლემა _ მოსკოვისთვის თუ ჩვენთვის. ცხელი თავები რომ ფიქრობენ, რუსეთი დაინგრევა და მერე ჩვენ კარგად ვიქნებითო, ჯერ ერთი, რუსეთს ვერაფერი დაანგრევს და მეორეც _ თუ დაინგრევა, ჩვენ იმ ნანგრევებში ჩავიმარხებით სამუდამოდ.

ახლა რაც შეეხება ომს, სააკაშვილის პერიოდში ოფიციალური მოსკოვი აცხადებდა, რომ დიალოგი შეუძლებელი იყო. შეიცვალა ხელისუფლება და ის კაცი გითვლის, მზად ვარ მოლაპარაკებებისთვისო. რას აკეთებს ხელისუფლება?! იმის ნაცვლად, რომ იყოს გამალებული სამზადისი, იქნებ რამე გამოვიდეს და მოვაგვაროთ ურთიერთობაო, ის ვერ გადაუწყვეტია, ვინ არის ქვეყნის პირველი პირი _ პრეზიდენტი თუ პრემიერი. რა ჰქვია ამას, ეს არის შემდგარი სახელმწიფო?!

ამასაც თავი დავანებოთ, ფაქტობრივად, სამი საგარეო საქმეთა მინისტრი გვყავს: ერთი _ თვითონ საგარეო საქმეთა მინისტრი; მეორე _ ევროინტეგრაციის მინისტრი და მესამე _ პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხში. სამივე მუშაობს ქვეყნის საგარეო საქმეებზე, რა ჰქვია ამას? _ ერთი უწყების საკეთებელს სამს აკეთებინებ?!

_ რა არის ამის მიზეზი?

_ მიზეზი არის ის, რომ სახელმწიფო სისტემა ვერ მუშაობს. ფაქტობრივად, გყავს სამი საგარეო საქმეთა მინისტრი იმიტომ, რომ ერთი, რომელიც არის დასავლეთის ხელდასხმული, ვერ ელაპარაკება რუსეთს, ხოლო რომელიც რუსეთს ელაპარაკება, იმას დასავლეთი არ ენდობა…

_ ოფიციალურად ვინც არის საგარეო საქმეთა მინისტრი, არაფერს წყვეტს?

_ ის, საერთოდ, რას წარმოადგენს, ვერ გავიგე. მოკლედ, კრილოვისლებედ, რაკ და შუკახომ იცით, ზუსტად ასეა დღეს ჩვენი საქმე _ ყველა თავისკენ იქაჩება, ესმის, არ ესმის პოლიტიკის, შეუძლია თუ არ შეუძლია, ამბიცია აქვს. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ _ საქართველო ამას ვერ გაუძლებს, სახელმწიფო, რომელიც ამოდის სხვისი ინტერესებიდან და საკუთარზე არ ფიქრობს საერთოდ, განწირულია დაშლისთვის. ასეთ სახელმწიფოს არ აქვს არანაირი პერსპექტივა, რაც უნდა მოჩვენებითი მხარდაჭერა ჰქონდეს საერთაშორისო ასპარეზზე და რაც უნდა გულზე მჯიღი ირტყას მსოფლიომ მისდასაცავად”. საუბედუროდ, საქართველო დღეს ამ გზას ადგას და, თუ უახლოეს მომავალში რამე არ შეიცვალა, მივიღებთ სრულ ქაოსს, რომელმაც, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს არათუ არსებულის განვითარება და შენარჩუნება, საერთოდ, ჩვენი არსებობაც კი…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. ამდენი ანალიტიკოსი და კარგად მოაზროვნე ტავები რომ ბრძანდებიტ, ყველა ცალ-ცალკე მაგრები ვარტ გულზე მჯიღის ცემაში, და პროგნოზებში. რატომ არ გსამოხვატლ ბატონო ვასილ ტკვენ , და მრავალი რეალისტურად მოაზროვნე ადამიანი და შეიკრიბებიტ, დასხდებიტ ერტად და განიხილავტ სამოკმედო გეგმებს რომ კვეყანა , საკარტველო გადარჩეს?? ჩვენი მტავრობის არ იყოს, დიდი უნიატო ერი ვყოპილვარტ ყველა ერტად აღებული და მარტო შევარდნაზე, სააკაშვილ , ივანისჰილზე ნუ ვიწმენდ ხელებს!!!!!!!

    საკუტარ ტავებს მოვკიტხოტ იმის შედეგი ტუ რა დღეშია კვეყანა , საკუტარ ტავებს!!!!!!!!!!!

  2. ბედკრული საქართველო, ამდენი ჭკვიანი ადამიანი და ამდენი უჭკუო მოქმედება. თუ "ნაცკრიმინალებს" არ მოუვლით, ისინი მოგივლიან თქვენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here