Home რუბრიკები პოლიტიკა ოპერაცია “გზა შინისკენ”

ოპერაცია “გზა შინისკენ”

588

რატომ შევიდნენ “ზრდილობიანი ადამიანები” ყირიმში

დღეს გთავაზობთ ტელემიმომხილველ ანდრეი კონდრაშოვის დოკუმენტური ფილმის _ “ყირიმი. გზა სამშობლოსკენმეორე ნაწილის საგაზეთო ვარიანტს (პირველი ნაწილი იხ. “საქართველო და მსოფლიო”, #10). შეგახსენებთ, რომ ფილმი სრულად იყო დემონსტრირებული ტელეარხროსია 1”-ის ეკრანზე 15 მარტის ღამის 11 საათზე. ფილმისმთავარი სიუჟეტირუსეთის პრეზიდენტისთვისცხელ კვალზეჩამორთმეული ინტერვიუა. ვლადიმერ პუტინი ლაპარაკობს რუსეთის აქტიურ მონაწილეობაზე ისტორიულ სამშობლოში ყირიმის დასაბრუნებლად დაწყებულ მოძრაობაზე, ყვება იმის თაობაზე, თუ როგორ გამოჩნდნენ ნახევარკუნძულის ქალაქების ქუჩებში ზრდილობიანიმწვანე კაცუნები”, როგორ ჩატარდა რეფერენდუმი, რაზე ესაუბრა იმ დღეებში აშშის პრეზიდენტს ბარაკ ჰუსეინ ობამას და . .

ყირიმში მცხოვრები უკრაინელებისთვის უმძიმესი დღეები დგებოდა და უკრაინაში ცხოვრების გაგრძელება მათთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო.

_ მაშინ გახდა აშკარა, _ ამბობს ვლადიმერ პუტინი კონდრაშოვისთვის მიცემულ ინტერვიუში, _ რომ არ შეგვიძლია, მივატოვოთ ეს ადამიანები ამ სიტუაციაში.

ყირიმელები ამ დროისთვის ერთიანდებიან სახალხო თავდაცვის რაზმებში, ემზადებიან ნაციონალისტების შესაძლო შემოტევების მოსაგერიებლად.

დაეხმარებოდა თუ არა რუსეთი მათ ბანდერელებთან და ფაშისტებთან დაპირისპირებაში, იმხანად არავინ იცოდა.

წინა პლანზე გამოდიან სახალხო ლიდერები. კონდრაშოვი ეკითხება რუსეთის პრეზიდენტს, თუ საიდან გამოვიდა ასპარეზზე აქსიონოვი _ ყირიმის პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე.

_ არ ვიცი, _ უპასუხებს ვლადიმერ პუტინი, _ ამ ადამიანს არ ვიცნობდი, არასოდეს მენახა, თუმცა არ დაგიმალავთ, რომ მისი გვარი მსმენოდა: ყირიმის რადამ ამ ადამიანის კანდიდატურა წამოაყენა… _ როცა ვკითხე ყირიმელებს, როგორ აფასებდნენ მას, მიპასუხეს _ ჩე გევარაა! დღეს ჩვენ ასეთი კაცი გვჭირდება (იცინის).

ყირიმში ხალხი ერთ მუშტად შეიკრა.

პუტინი: _ ყირიმში მცხოვრებთა ეთნიკურ შემადგენლობას თუ გავითვალისწინებთ, დარწმუნებული ვარ, იქ (კორსუნის დარბევაზე) უარესი ამბები დატრიალდებოდა. უნდა განგვეხორციელებინა გარკვეული ღონისძიებები, რათა არ დაგვეშვა მოვლენების ნეგატიური განვითარება, რათა არ მომხდარიყო ისეთი ტრაგედიები, როგორც ოდესაში, როცა ათობით ადამიანი ცოცხლად დაწვეს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვეშვა სისხლისღვრა.

ყირიმი თავს იცავდა. მზად იყო მოვლენების არასასურველი განვითარებისთვის.

პუტინი: _სიტუაციის ფოკუსი ისაა, რომ ოპოზიციას ფორმალურად მხარს უჭერდნენ ევროპელები, მაგრამ ჩვენ შესანიშნავად ვიცოდით, კი არ ვვარაუდობდით, არამედ _ ვიცოდით, რომ თოჯინებს რეალურად ათამაშებდნენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, მეგობრები. ისინი ეხმარებოდნენ საბრძოლო რაზმების მომზადებაში, წვრთნიდნენ დასავლეთ უკრაინაში, პოლონეთში, ნაწილობრივ _ ლიტვაში.

რას იქმოდნენ ჩვენი პარტნიორები?

ხელს უწყობდნენ სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებას, ანუ დაიწყეს ძალის პოზიციიდან მოქმედება. არა მგონია, რომ ეს არის საერთაშორისო ასპარეზზე საქმის წარმართვის საუკეთესო საშუალება საერთოდ, კერძოდ კი, _ პოსტსაბჭოთა პერიოდის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ, სუსტ სახელმწიფოთა მიმართ, ფრთხილად უნდა მოვეპყროთ მათ სახელმწიფოებრიობას, კონსტიტუციას, სამართლის სისტემას. ეს ყველაფერი არად ჩააგდეს, ფეხქვეშ გათელეს. შედეგები, ხომ ხედავთ, რა მძიმეა, ნაწილი (უკრაინის მოსახლეობის) დაეთანხმა ამ რეალობას, ნაწილს კი არ სურს ამის აღიარება. ქვეყანა გახლეჩილი აღმოჩნდა.

მაიდნის შემდეგ უკრაინას ტექნოლოგიურად ხლეჩდნენ ისეთი ინსტრუქციების მიხედვით, რომლებშიც სისხლიც კი რეგლამენტირებული იყო. “რევოლუციური ბრბოკარგად იყო ორგანიზებული.

პუტინი: _ ვიდრე დაიწყებდნენ ისეთ მოქმედებას, როგორიც 22 თებერვალს განახორციელეს, უნდა გაეთვალათ შედეგები… ანგარიში უნდა გაეწიათ მათი პარტნიორების სამართლიანი ინტერესებისთვის, თუ სურდათ, ერთმანეთს პატივისცემით მოვპყრობოდით. როცა ისტორიულ უსამართლობაზე ვლაპარაკობთ, უნდა ვთქვათ, რომ სევასტოპოლი ყოველთვის რუსული დიდების ქალაქი იყო და ასეც ვუწოდებდით… ყველაფერი თავდაყირა დააყენეს.

რუსეთის ისტორიაში არ არის სხვა ასეთი ქალაქი, რომლისთვისაც ამდენი სისხლი დაიღვარა.

სწორედ ამ ქალაქში გახდა შესაძლებელი, მერად რუსეთის მოქალაქე ალექსეი ჩალოვი აერჩიათ.

პუტინი: _ რუსეთის მოქალაქის შეგნებაში ყირიმი ასოცირდება ჩვენი ისტორიის გმირულ ფურცლებთან… რუსეთის მთელი ისტორიის ქსოვილი მეტ-ნაკლებად ყირიმთანაა გადახლართული.

შექმნილ სირთულეში განსაკუთრებით მწვავედ გამოიკვეთა ყირიმელი თათრების პრობლემა.

პუტინი: _ ყირიმელი თათრების ნაწილი თავიანთი ლიდერების გავლენის ქვეშ მოექცა, მათგან ზოგიერთი, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ადამიანის, ყირიმელი თათრების უფლებათა “პროფესიონალი დამცველია”. ასეთი სიტუაცია მათთვის მაინცდამაინც კომფორტული არ იყო, რადგან გარიყულები აღმოჩნდნენ.

ყირიმელი თათრები ერთგვაროვანი მასა არ არის… მათ შორის არიან მოხალისეები, რომლებიც ფრიად ენერგიულად მოქმედებდნენ და რომელთაც დასაყრდენი ჰქონდათ მოსახლეობაში.

ჩვენ არავისი განაწყენება არ გვსურს _ არც ყირიმელი თათრების, რომლებიც იქ ცხოვრობენ, არც ბერძნების, არც რუსების, არც უკრაინელების. გვინდა, რომ ერთიან ოჯახად იყვნენ წარმოდგენილი. მიგვაჩნია, რომ ყირიმელი თათრების ისტორიული პრობლემები უნდა გადავწყვიტოთ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც იქ ცხოვრობენ. ჩვენ მათ ეთნიკური პრინციპით არ განვასხვავებთ. სასიამოვნოდ განცვიფრებული დავრჩი, როცა იმ დღეებში ყირიმელებთან საუბრისას ვკითხე, რამდენი იყო მათ შორის უკრაინელი, თვალები გაუფართოვდათ: იცით, ჩვენ მათ არ განვასხვავებთ, ყველანი ერთი ოჯახის წევრები ვართო.

ყირიმელთა სახალხო მოხალისეობა შვიდიოდე დღეში ჩამოყალიბდა.

2014 წლის 25 თებერვალს სიმფეროპოლში გამართულ სახალხო მიტინგზე გადაწყდა, რომ ყირიმი უკრაინის ხელისუფლებას არ დაემორჩილებოდა

როცა ერთ მომენტში მოხალისეთა უიარაღო რაზმს, რომელიც სიმფეროპოლის აეროპორტში შევა და ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურის რაზმელების მხრიდან უეჭველი განადგურება დაემუქრება, სულზე მიუსწრებენ სევასტოპოლიდან შემოსული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ქვეითების სპეცრაზმელები: “ისინი იყვნენ ზრდილობიანიმწვანე კაცუნები”, _ იხსენებს მოხალისეთა რაზმის მეთაური.

რამდენიმე წუთში საზღვაო ქვეითებმა ყველა სტრატეგიული პოზიცია დაიკავეს ისე, რომ სიმფეროპოლის საერთაშორისო აეროპორტის არც მგზავრებს, არც პერსონალს არაფერი გაუგია.

პუტინი: _ ჩვენ არასოდეს გვიფიქრია, ჩამოგვეცილებინა ყირიმი უკრაინისთვის. არასოდეს. მაგრამ, როცა დაიწყო გადატრიალებასთან დაკავშირებული მოვლენები, ხელისუფლების ანტიკონსტიტუციურად და ძალადობრივად შეცვლის გზით, ხალხს კი ნაციონალისტების მხრიდან დამცირების საშიშროება დაემუქრა, პირველი, რაც გავაკეთე, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დავავალე, მოეწყო საზოგადოებრივი აზრის დახურული გამოკითხვა რუსეთთან ყირიმის შესაძლო შემოერთების საკითხზე. გაირკვა, რომ რუსეთთან შემოერთების მსურველთა რაოდენობა იქ 75 პროცენტიასაბოლოო მიზანი არც ყირიმის შემოერთება იყო, არც ანექსია. საბოლოო მიზანი იყო, ადამიანებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა გამოეხატათ თავიანთი აზრი იმის თაობაზე, თუ როგორ აპირებენ მომავალში ცხოვრებას

მინდა, გითხრათ, რომ საჭირო გახდა ფედერაციის საბჭოს ნებართვის გამოყენება უკრაინაში ჩვენი ჯარის შესაყვანად. არ მითვალთმაქცია, რადგან შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების მიხედვით, უფლება გვქონდა ყირიმის ჩვენს სამხედრო ბაზაზე გვყოლოდა 20 ათასი კაცი, ცოტა მეტიც კი. დამატებითი ძალების შეყვანით ჩვენ 20 ათასიც კი ვერ შევაგროვეთ… ასე რომ, არაფერი დაგვირღვევია.

პუტინი ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ უნდა უზრუნველეყოთ ხალხის წარმომადგენლობითი ხელისუფლების _ ყირიმის პარლამენტის ფუნქციონირების უსაფრთხოება.

პუტინი: _ თქვენი ყურადღება მინდა, მივაქციო იმ გარემოებას, რომ ყირიმის პარლამენტი იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური, სრულფასოვანი, წარმომადგენლობითი სახელისუფლო ორგანო, რომელიც ჩამოყალიბდა ტრაგიკული მოვლენების განვითარებამდე კარგა ხნით ადრე. ეს ხალხი შეიკრიბა, კენჭი უყარა და აირჩია ყირიმის მთავრობის ახალი თავმჯდომარე სერგეი ვალერის ძე აქსიონოვი. იმ მომენტისთვის იურიდიულად მოქმედმა პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა იგი დაამტკიცა. უკრაინაში მოქმედი კანონის თვალსაზრისით ყველაფერი აბსოლუტურად დაცულია. რა თქმა უნდა, შეიძლება ილაყბონ, და როგორც სურთ, ისე შეაფასონ ეს მოვლენები, მაგრამ თუ სამართლებრივი კუთხით მივუდგებით, ხინჯს ვერ მოუძებნიან. ადამიანებისთვის საქმიანობის უსაფრთხო პირობების შესაქმნელად, იმისთვის, რომ მათ შიში არ ჰქონოდათ საკუთარი ოჯახების დაუცველობის, ჩვენ ეს გავაკეთეთ.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობაში და მის გარშემომწვანე და ზრდილობიანმაკაცებმა დაიკავეს პოზიციები, პარლამენტარებს შესაძლებლობა მიეცათ მშვიდად გაეგრძელებინათ მუშაობა.

ყირიმში ჩავიდნენ კაზაკი მოხალისეებიც, რომლებიც თავდაპირველად ანდრია პირველწოდებულის ეკლესიამ შეიფარა.

უკრაინის მხრიდანგრადებიმიადგა ყირიმის საზღვარს.

პუტინი: _ ეს დავაფიქსირეთ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით… იძულებული გავხდით, დაგვეყენებინა ჩვენი სისტემები, რომლებითაც, თუ საჭირო გახდებოდა, პირველივე გასროლით მათ (უკრაინულ “გრადებს”) გავანადგურებდით…

ყირიმი რაღაც გაურკვეველი ტერიტორია კი არ არის, არამედ ისტორიულად რუსული, რუსეთის ტერიტორიაა, ძირითადად რუსი მოსახლეობით. იძულებული ვიყავით ასე გვემოქმედა იმიტომ, რომ მან (უკრაინის ხელისუფლებამ) ასეთ მდგომარეობაში ჩაგვაგდო. არჩევანის საშუალებაც კი არ დაგვიტოვა: ჩვენ უნდა დაგვეცვა ეს ადამიანები.

გადამწყვეტი ფაქტორი იყო დრო. სისხლი რომ არ დაღვრილიყო, რუსეთის მხარე ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უნდა ყოფილიყო.

მარტში სიტუაცია მკვეთრად იცვლება: ნატოს წევრი ქვეყნები იწყებენ სამხედრო სწავლებას შავ ზღვაზე: რუმინეთის ნაპირებთან მიდის ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი, ყირიმისკენ დაიძრება ფრთიანი რაკეტებით აღჭურვილი აშშ საზღვაო სამხედრო ძალების ნაღმოსანიდონალდ კუკი”. მაშინ არავინ იცოდა, რომ ცოტა ადრე რუსეთის შავი ზღვის ნაპირებიდან ყირიმში გადაიტანეს რაკეტების სანაპირო თავდაცვის კომპლექსიბასტიონი”.

კონდრაშოვი: _ ესეც თქვენ გადაწყვიტეთ?

პუტინი: _ დიახ. ამას უმაღლესი მთავარსარდლის მეტი სხვა ვერავინ გადაწყვეტდა. “ბასტიონი” თავდაცვითი კომპლექსია, რომელიც იცავს ნაპირს, ტერიტორიას და არავის თავს არ ესხმის. მაგრამ იგი თანამედროვე, მაღალეფექტიანი იარაღია. ასეთი იარაღი ჯერ არავის აქვს, შეიძლება ითქვას დღეისთვის მთელ მსოფლიოში ყველაზე უფრო ეფექტიანი იარაღია. “ბასტიონი” გადავიტანეთ ყირიმში, რათა ყველასთვის საცნაური ყოფილიყო, რომ ნახევარკუნძული სათანადოდაა დაცული.

კომპლექსები ისე განვალაგეთ, რომ კოსმოსიდან დაენახათ.

ბასტიონიისეთი რაკეტებითაა აღჭურვილი, რომლებიც დღეს არსებული ანტისარაკეტო რადარებისთვის უხილავია. მიზანს ასპროცენტიანად ანადგურებს.

ამერიკული ნაღმოსანი თავდაჯერებულად მიიწევდა ყირიმისკენ და მზად იყო, თავისიტომაჰავკებითნახევარკუნძულის გასანადგურებლად. და უცებ, სევასტოპოლს მიახლოებულდონალდ კუკი,” “ბასტიონისრუსული რაკეტების გამოსხივება რომ იგრძნო, მკვეთრად შებრუნდა სამხრეთისკენ და მაქსიმალური სისწრაფით ბოსფორისკენ გაემართა: იგრძნო, რომ მიზანში იყო ამოღებული და ნებისმიერ მომენტში შეიძლება თავდასხმის ობიექტი გამხდარიყო.

კონდრაშოვი: _ დასავლეთის ლიდერებთან საუბრის დროს თუ იყო თქვენთვის თავიდანვე გასაგები, რომ ისინი ამ ისტორიაში სამხედრო ძალით არ ჩაერეოდნენ?

პუტინი: _ არა, რა თქმა უნდა. არ შეიძლებოდა, ეს რომ თავიდანვე გასაგები ყოფილიყო. ამიტომ მუშაობის პირველსავე ეტაპზე იძულებული ვიყავი, სათანადო ორიენტაცია მიმეცა ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის. პირდაპირ მიმეთითა, მებრძანებინა რუსეთისა და ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებელი მოქმედების თაობაზე მოვლენების ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში.

კონდრაშოვი: _ ის, რასაც ახლა ამბობთ, ნიშნავს თუ არა, რომ ჩვენ საომარ მდგომარეობაში მოვიყვანეთ ჩვენი ბირთვული ძალები?

პუტინი: _ ჩვენ მზად ვიყავით ამის გასაკეთებლად. ჩემს (დასავლელ) კოლეგებს რომ ველაპარაკებოდი, ვეუბნებოდი, როგორც თქვენ ახლა, სრულიად გულწრფელად და დაუფარავად, რომ ყირიმი რუსული ტერიტორიაა, იქ ცხოვრობენ რუსი ადამიანები, რომლებსაც საშიშროება დაემუქრა, ჩვენ არ შეგვიძლია მათი მიტოვება. მათ სახელმწიფო გადატრიალება არ მოუხდენიათ. ეს გააკეთეს ნაციონალისტებმა და რადიკალური შეხედულების მქონე ადამიანებმა. თქვენ მათ მხარი დაუჭირეთ.

თქვენ სად იმყოფებით? _ ათასობით კილომეტრს იქით, ჩვენ კი აქ ვართ. ეს ჩვენი მიწა-წყალია. თქვენ რისთვის გსურთ იომოთ? არ იცით? ჩვენ კი ვიცით და საამისოდ მზად ვართ. ეს პატიოსანი და ღია პოზიციაა…

არა მგონია, ვინმეს სურდა ამ ყველაფრის მსოფლიო კონფლიქტად გადაქცევა. ჩვენ არ ვაპირებდით ცეცხლთან თამაშს, გვაიძულეს, ასე გვემოქმედა. ვიმეორებ: მზად ვიყავით ყველაზე არასასურველი მოვლენების სათანადოდ დასახვედრად, მაგრამ მიმაჩნდა, რომ საქმე აქამდე არ მივიდოდა. სიტუაციის ზედმეტად გამძაფრება საჭირო არ იყო.

იმ დღეებში ზოგიერთი სამხედრო სპეციალისტი ვლადიმირ პუტინს, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს ურჩევდა, გამოეყენებინა ყველა არსებული საშუალება იმის სადემონსტრაციოდ, რომ რუსეთი მზად არის თავისი ეროვნული ინტერესების დასაცავად.

პუტინს უპასუხია, რომ სიტუაციის სირთულისა და დრამატიზმის მიუხედავად, “ცივი ომიდამთავრდა და საჭირო არ იყო კარიბის კრიზისის მსგავსი საერთაშორისო კრიზისების ხელოვნურად შექმნა, მით უფრო, რომ ასეთი მოქმედება რუსეთის ინტერესებისთვის შეუსაბამო იქნებოდა. ხოლო ბირთვული შემოტევის შემაჩერებელი ძალები ყოველთვის სრულ საომარ მზადყოფნაშია.

საგაზეთო ვარიანტი მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

P.S. ამასობაშიდონალდ კუკისრამდენიმე ათეულმა მეზღვაურმა მეთაურებს გათავისუფლების შესახებ პატაკებით მიმართა. ამის მიზეზად პრესის პუბლიკაციებში სხვა საკითხებთან ერთად დასახელებული იყო რუსულისუ-24”, რომელმაც საშიშ სიმაღლეზე გადაუფრინა სამხედრო გემს: ნაღმოსნის ეკიპაჟი ისედაც საკმაოდ იყო დამფრთხალი რუსულიბასტიონისრაკეტებით.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here