Home რუბრიკები პოლიტიკა სახდეპი უფლებამოსილია, გამოიყენოს

სახდეპი უფლებამოსილია, გამოიყენოს

532

ქართველთა და უკრაინელთა მეგობრობას ღრმა ფესვები აქვს: დიდი ქართველი პოეტი დავით გურამიშვილი 50 წლის განმავლობაში ცხოვრობდა უკრაინაში _ მირგოროდში, და იქ არის დაკრძალული;

ცნობილი უკრაინელი პოეტი ლესია უკრაინკა (ლარისა კოსაჩ კვიტკა) კი, რომელიც ამბობდა, უკრაინელი რომ არ ვიყო, ვისურვებდი, ქართველი ვყოფილიყავიო, წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა; 1880-1886 წლებში თბილისის პირველ გიმნაზიაში სწავლობდა ცნობილი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, უკრაინის სახალხო რესპუბლიკის რადის თავმჯდომარე (1917-1918) მიხეილ გრუშევსკი. უკრაინაში დღესაც ბევრი ქართველი ცხოვრობს და მოღვაწეობს და ასევე, საქართველოშიც ცხოვრობენ და მოღვაწეობენ უკრაინელები

ბოლო ხანს კი ქართულ-უკრაინულ ურთიერთობაში დიდი ბზარი გაჩნდა. აშშ-ის მიერ ხელდასხმულმა პეტრე პოროშენკომ, რომელსაც თანამემამულეების სისხლში აქვს ხელები გასვრილი, უკრაინის მთავრობაში ქართველთა სისხლში ხელგასვრილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დანიშნა. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, საქართველოზე 11-ჯერ მეტ (45 მლნ) უკრაინაში საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დანიშვნა ქართველი ერის შეურაცხყოფაა, რადგან იმ ადამიანებს, რომლებიც უკრაინის მთავრობაში დაინიშნენ, უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე.

აი, რა განაცხადა ამ საკითხზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა: “ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ მიერ ძებნილი, ინტერპოლით ძებნილი ადამიანები კომფორტულად არიან მოკალათებული უკრაინის მთავრობაში. ეს საზიანოა უკრაინის მთავრობისთვის, მათი იმიჯისთვის. პირადად ვესაუბრე პრეზიდენტ პოროშენკოსა და პრემიერ იაცენიუკს. ვუთხარი, რომ ეს აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს და არ არის სასიამოვნო. მე ვერ ავუხსნი ქართველ ხალხს, რატომ შეიძლება დაინიშნოს ჩვენი მეგობარი უკრაინის მთავრობაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი წევრი იყო, რომლის დროსაც 300 ათასი ადამიანი გასამართლდა, ან ვანო მერაბიშვილის მოადგილე, რომელიც წლების განმავლობაში დანაშაულებრივი რეჟიმის გამამართლებელი იყო. ეს, პირველ რიგში, მათთვის არის დამაზიანებელი, რადგან, ეს იყო სასტიკი რეჟიმი. სამწუხაროა, მაგრამ ეს მათი არჩევანია, ეს არის მათი სუვერენული უფლება. როგორ შეიძლება, ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელმაც პრაქტიკულად დაანგრია ჯანდაცვის სისტემა საქართველოში, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი გახდეს?! ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მაქსიმალურად დავხმარებოდით უკრაინის მთავრობას, მაგრამ მსგავსი ნაბიჯები არ იქნება სასარგებლო ჩვენს ურთიერთობაში”.

რა თქმა უნდა, უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც მშვენივრად იციან, რომ მათ მთავრობაში ქართველი ხალხის ჯალათების დანიშვნა უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობისთვის, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, “სასარგებლო არ იქნება”, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ აქვთ, ისინი თავიანთ (აგრეთვე, “ნაცმოძრაობისადა კიდევ ბევრის, ვინც კი სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოიყვანეს ამერიკელებმა) პატრონებს ვერგადაახტებიან”. ხომ ნათელია, რომ პირსისხლიანი სააკაშვილი და მისი გუნდის წარმომადგენლები აშშის მითითებით დანიშნეს უკრაინის მთავრობაში, რათა გაათეთრონ ერთ დროსდემოკრატიის შუქურადწოდებულითავიანთი კიდევ ერთი ძაღლიშვილისმიერ ჩადენილი დანაშაულები და ახლა უკვე უკრაინიდან შეუტიოს ამერიკელთა უმთავრეს მოწინააღმდეგეს _ რუსეთს.

*მიწაზე ხოხვის მოყვარულ, ჰალსტუხისმღეჭველსა და ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველ მიხეილ სააკაშვილს 9-წლიანი მმართველობის პერიოდში უამრავი სასტიკი დანაშაული აქვს ჩადენილი. ეს არის განათლების სისტემის მოშლა; ღვაწლმოსილი მეცნიერების ქუჩაში გაყრა; 2007 წლის 7 ნოემბერსა და 2010 წლის 26 მაისს მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, ახალგაზრდების ქუჩაში დახვრეტა; ბიზნესმენების დაწიოკება; საპყრობილეში პატიმრების წამება და გაუპატიურება; 2008 წლის აგვისტოს ომი და ტერიტორიების დაკარგვა და ა. შ.

ახლახან კი სააკაშვილმა თავისი პატრონებიჩაუშვა”, როდესაც უკრაინის პირველი ნაციონალური არხის თოქშოუშუსტერ Live”-ში წამოროშა: “უკრაინელები, უბრალოდ, ევროპელები კი არა, საუკეთესო ევროპელები არიან, უკრაინელები მხოლოდ თავიანთი თავისუფლებისთვის არ იბრძვიან. ხალხი კვდება ევროპული დროშებისთვის, ევროპული იდეისთვის. ეს არის თავდაცვის ბოლო ხაზი შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის”.

*სააკაშვილის გუნდის მეორე წევრი ეკატერინე ზღულაძე უკრაინის შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ეს ის ზღულაძეა, რომელსაც 2006-2012 წლებში საქართველოს შს მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. სწორედ ამ პერიოდში მოკლეს სანდრო გირგვლიანი, ზურაბ ვაზაგაშვილი, გიორგი გამცემლიძე, სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი აქციები, შეიჭრნენ ტელეკომპანია “იმედში” და ა. შ.

*უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის ამჟამინდელმა მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა, რომელსაც სააკაშვილმა 2008-2010 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ჩააბარა, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, “ფაქტობრივად, დაანგრია საქართველოს ჯანდაცვის სისტემა”.

აი, როგორ ახასიათებს უკრაინელი პოლიტოლოგი მიხაილ პოგრებინსკი ალექსანდრე კვიტაშვილს: “ჩვენს ახალ მინისტრს საერთოდ არაფერი გაეგება, ის სრულიად უსარგებლოა”.

*”ნაცმოძრაობის” კიდევ ერთი წარმომადგენელი გია გეწაძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ეს ის გია გეწაძეა, რომელმაც სახელი ე. წ. ბოთლების სკანდალით გაითქვა. 2004 წელს, როდესაც იმერეთის გუბერნატორი იყო, გაზეთმა “ჯორჯიან თაიმსმა” გამოაქვეყნა ფოტომასალა, სადაც ასახული იყო იმერეთის გუბერნატორის “ბოთლთან კეკლუცის” ამბავი _ გეწაძე და მისი თანამშრომლები უკანალზე ჩამოკიდებული ავტოკალმების ბოთლში ჩადებაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

აი, ასეთი ადამიანები დანიშნეს უკრაინის მთავრობაში. თუმცა, როგორც საქართველოში უკრაინის ელჩმა განაცხადა, “უკრაინა სუვერენული(?) სახელმწიფოა და მისი გადასაწყვეტია(?), ვის სად დანიშნავს”.

ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ სისხლიანი ნაცრეჟიმის მამაც და შვილებიც!

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here