Home რუბრიკები პოლიტიკა ჩატარდება თუ არა “ნაცების” აქციაზე მსხვერპლშეწირვის რიტუალი?

ჩატარდება თუ არა “ნაცების” აქციაზე მსხვერპლშეწირვის რიტუალი?

727

რა თქმა უნდა, ჩატარდება და, შესაძლოა, ერთი-ორი დღით ადრეც. არეულობის “სამსხვერპლოზე” აუცილებლად უნდა დაიდოს მსხვერპლი. სხვანაირად მოქმედება აღარ შეიძლება, რადგან “ნაცმოძრაობის” მფარველებს ეწურებათ მოთმინება და, ეტყობა, თანხებიც. ბოლოს და ბოლოს, ანგარიშით ხომ უნდა წარდგნენ “უმაღლესი ქურუმის” წინაშე, რათა უპატაკონ, რისთვის დაიხარჯა ის მილიარდობით დოლარი, საქართველოს გადაჯიშების საქმისთვის რომ გამოყვეს.


საერთოდ, ბინძური პოლიტტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება “რევოლუციების” გასაჩაღებლად აშშ-ის უსაყვარლესი ილეთია. მართალია, ეს “ტექნოლოგიები” დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ამართლებს.

1990-იანი წლების დასაწყისში გამოვიდა ამერიკელი პოლიტოლოგის _ ჯინ შარპის ნაშრომიდიქტატურიდან დემოკრატიამდე”, რომელშიც დაწვრილებით აღწერა საკმაოდ პრიმიტიული სქემა ე. წ. ფერადი რევოლუციებისა. შარპმა გამოყო ხელისუფლების შეცვლის სამი ეტაპი: პირველ ეტაპზე უნდა ჩატარდეს საპროტესტო მასობრივი აქციები და გავრცელდეს გამოთქმა “ხელისუფლების არალეგიტიმურობა”; მეორე ეტაპი იწყება მოწოდებებით საბოტაჟისკენ და გამიზნული პროვოკაციებით სახელმწიფო და ძალოვანი სტრუქტურების მიმართ მათი ლაფში ამოსვრის მიზნით. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ამ ეტაპზე ხშირად ხდება მშვიდობიანი მომიტინგეების მკვლელობა, ანუ .. საკრალური მსხვერპლის მიტანა სამსხვერპლოზე, რომლის გამოც იწყება აჯანყება; და მესამე ეტაპი _ ხელისუფლების უშუალო დამხობა.

საკრალური მსხვერპლის აუცილებლობა იმ შემთხვევაშიც ჩნდება, როდესაც საპროტესტო მანიფესტაციის “ტალღა” საგრძნობლად იკლებს. მომიტინგეებს ბეზრდება ოპოზიციის ლიდერების ლაყბობა ერთსა და იმავე საკითხებზე და შინიდან აღარ გადიან. 2009 წლის ფართომასშტაბიანი გამოსვლები სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ არ იყო დაფინანსებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ აქციებს აუცილებლადდაამშვენებდაადამიანის მსხვერპლი, რომელსაც მოჰყვებოდა აჯანყება დანაცებისგაძევება.

“რევოლუციების” ორგანიზატორებს კარგად ესმით, რომ უმსხვერპლოდ არეულობას ვერ მოაწყობ. ეს თვალნათელია, თუნდაც კიევის მაგალითზე. როდესაც “მაიდანელების” რაოდენობა შეთხელდა, საქმეში სნაიპერები ჩაერთნენ. პროფესიონალი მსროლელების გამოყენებამ, მიზანმიმართულად რომ ხოცავდნენ მანიფესტანტებს, დიდი აღშფოთება გამოიწვია _ სნაიპერებმა რამდენიმე დღეში დახვრიტეს ასამდე ადამიანი. ოპოზიციამ მომიტინგეების მკვლელობაში უკრაინის იმჟამინდელი პრეზიდენტი იანუკოვიჩი დაადანაშაულა. ამ “ბრალდებას” მხარი დაუჭირეს დასავლეთის ლიდერებმა და საერთაშორისო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, თუმცა არავითარი დამამტკიცებელი საბუთები მათ არ ჰქონდათ. დამოუკიდებელი ექსპერტები კი დარწმუნებულნი არიან, _ ეს სასაკლაო “მაიდანზე” მოაწყო თვითონ ოპოზიციამ, რომლის რიგებში  იყვნენ აგრესიულად განწყობილი ბანდერელები. აი, ასე იქცა ე. წ. ზეციური ასეული უკრაინული “რევოლუციის” სისხლიან სიმბოლოდ. რომ არა ეს მსხვერპლი, რომელთა შორის ჩვენი თანამემამულეც აღმოჩნდა, ამ ქვეყანაში არ გაჩაღდებოდა სამოქალაქო ომი…

“რევოლუციების” საჭიროებისთვის სნაიპერების დახმარებით საკრალური მსხვერპლის მოპოვება, არახალია.

1991 წლის იანვარში ლიტვამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და, ამასთანავე, განაცხადა საბჭოთა კავშირიდან გასვლაზეც. საპასუხოდ, ვილნიუსში შეიყვანეს საბჭოთა ჯარის ნაწილები, რომლებმაც შტურმით აიღეს ვილნიუსის ტელეანძა. ამ ოპერაციისას დაიღუპა 13 ადამიანი და 140 დაშავდა. პასუხისმგებლობა ამ ტრაგედიაზე არავის აუღია, ხოლო სპეცნაზელები იფიცებოდნენ, რომ მათ შტურმის დროს ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებიათ. ჩნდებოდა კითხვა _ მაშ, საიდან ეს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები? და მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ აღიარა ლანდსბერგისის ერთერთმა უახლოესმა თანამოსანგრემ აუდრიუს ბუტკიავიჩუსმა, რომ იანვრის მოვლენები ვილნიუსში დაიგეგმა ლიტვის დამოუკიდებლობის მომხრეების მიერ, რომლებსაც ინსტრუქტაჟს უტარებდნენ აშშის სპეცსამსახურების თანამშრომლები; და, სწორედ რომ მისი (ბუტკიავიჩუსის) პირადი ბრძანებით გაუხსნეს ტელეანძასთან ახლოს მდებარე სახლების სახურავებზე განლაგებულმა ორგანიზაცია “საიუდისის” სნაიპერებმა ხალხს ცეცხლი. ეს იყო აუცილებელი სისხლიანი მსხვერპლი, რომელიც ლიტვამ გაიღო თავისი დამოუკიდებლობისთვის.

საქართველომაც გაიღო მსხვერპლი 1989 წლის 9 აპრილს. შეიძლებოდა, რომ იმ დღეს უდანაშაულოთა სისხლი არ დაღვრილიყო? _ ეს სრულიად შესაძლებელი იყო, თუ რუსთაველის გამზირზე შეკრებილები დაუჯერებდნენ პატრიარქს, რომელმაც გააფრთხილა მომიტინგეები გარდაუვალ დარბევაზე და სთხოვა მათ, ტაძარში სალოცავად გაჰყოლოდნენ. ჩნდება კითხვა _ რატომ არ შეისმინეს იქ მყოფმა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა პატრიარქის თხოვნა-მუდარა? აქ უნდა გავიხსენოთ, რომ ყოფილ სსრკში დისიდენტურ მოძრაობას აფინანსებდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ხოლო ამდიადსაქმეს კურატორობდა უშუალოდ აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო. აქედან გამომდინარე, ნათელი ხდება, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზოგიერთი აქტივისტი ანგარიშვალდებული იყო “მსოფლიო დემოკრატიის ციტადელის” წინაშე, რომელიც, ტრადიციისამებრ, მათგან სისხლიან მსხვერპლს მოითხოვდა, მიტინგის შეწყვეტა კი მათი მომავალი პოლიტიკური კარიერის დასასრულს და დაფინანსების შეწყვეტას ნიშნავდა. პატრიარქის თხოვნის არად ჩაგდება ძვირი დაგვიჯდა. ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობა თანდათან გარდაიქმნა ეროვნულდამანგრეველ მოძრაობად, შედეგად მივიღეთ შევარდნაძის რეჟიმი უმახინჯესიდაგვირგვინებით” _ სააკაშვილის სისხლიანი დიქტატურით!

დავუბრუნდეთ 21 მარტს დაგეგმილ მიტინგს, რომელიც, ალბათ, მსხვერპლშეწირვის რიტუალით დასრულდება. რა თქმა უნდა, არ ვიცი ამ თავშეყრის მომავალი “რიგითი” მსხვერპლის ვინაობა, მაგრამ შემიძლია, ვივარაუდო, ვის აირჩევენ მიტინგის დამფინანსებლები “დასაკლავად” “ნაცების” ე.წ. ელიტიდან. მე რომ ვყოფილიყავი აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსუსტაბაში”, მსხვერპლად უთუოდ დავასახელებდი არა ისეთ ოდიოზურ ფიგურებს, როგორებიც არიან, დავუშვათ, ბოკერია ან წიკლაური, რომელთა მკვლელობა არათუ პროტესტს, არამედ საყოველთაო სახალხო ზეიმს გამოიწვევს, ავირჩევდი ისეთს, როგორიცაა, მაგალითად, ნიკანორ მელია. ის ახალგაზრდაცაა, ცხონებული ნემცოვივით მომხიბვლელობაც აქვს და მისი ტრაგიკული აღსასრული მანდილოსნების ცრემლს დაიმსახურებს. ამიტომ ვურჩევ ბატონ მელიას, ისე მოიქცეს, როგორც თავის დროზე ვასილ მჟავანაძე მოიქცა, სტალინის კრიტიკისთვის თავი რომ აერიდებინა პარტიის 22-ე ყრილობაზე, 1961 წელს _ ხმის ჩასახლეჩად და სიცხის ხელოვნურად ასაწევად მიირთვას დაახლოებით ორი კილოგრამი ნაყინი. ამით შინიდან გაუსვლელობის საპატიო მიზეზს მოიპოვებს; ან რუსი ოპოზიციონერის _ ნავალნის მსგავსად, ჩაიდინოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა წინაშე, 15 დღით რომ უზრუნველყოს ციხეში თავისი გამომწყვდევა. რაც უნდა იყოს, საპყრობილეში დროებით ყოფნა სჯობს სამარეში მარადიულ წოლას…

და კიდევ _ ზოგიერთ ახლანდელ ოპოზიციონერსა და ხელისუფლების წარმომადგენელსაც შევახსენებ, რომ ამერიკული დემოკრატიული ფასეულობებისადმი თქვენი მონური ერთგულებაც კი არ იძლევა გარანტიას, რომ პირადად თქვენს სხეულს არ დადებენ ამავეფასეულობებისსამსხვერპლოზე.

ისტორია მეორდება. აცტეკების ცივილიზაციის მსგავსად, ამერიკის კიდევ ერთი ცივილიზაცია უფსკრულის პირას დგას და სასოწარკვეთილი მიმართავს ამ ველურ რიტუალს (ადამიანის მსხვერპლშეწირვას) იმ იმედით, რომ მზე მის თავზე არ შეწყვეტს ნათებას.

წმინდა მამების განმარტებით, ამ მსხვერპლით, ანუ ადამიანური სისხლით წყურვილს იკლავს ქვესკნელში ჩაგდებული კაცობრიობის “საუკეთესო მეგობარი” _ ეშმა, რომელიც ბიბლიაში მოხსენიებულია სიცრუის მამად.  მსხვერპლი უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი. და მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეს მსხვერპლი ვისია. ეშმას არ აქვს გაგება “ჩემიანისა” და “სხვისიანისა”.

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

  1. მართლა აღარაფერი დარჩეს თქვენი—– ნაციონალებო——
    ღმერთმა დაგსაჯოთ ჩვენი ქვეყნის,მამულიშვილების განადგურებისათვის! ,, ქართული ოცნების" დამარცხება- მართლა ოცნებად დაგრჩებათ!!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here