Home რუბრიკები პოლიტიკა კოაბიტაციის სინდრომი, ანუ რაზე აფრთხილებდა “საქართველო და მსოფლიო” მთავარ პროკურორს

კოაბიტაციის სინდრომი, ანუ რაზე აფრთხილებდა “საქართველო და მსოფლიო” მთავარ პროკურორს

1076

ოდითგანვე ცნობილია: ქვეყანა, რომელსაც სახელმწიფოებრიობაზე პრეტენზია აქვს, თავისი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე უნდა ფიქრობდეს, ზრუნავდეს მის დაცვაზე ბოროტმოქმედებისგან. იური ვაზაგაშვილის გაუგონარმა მკვლელობამ ამჟამინდელ ხელისუფლებას სილა გააწნა და, სამწუხაროდ, მისი ნათითურები კიდევ დიდხანს “დაამშვენებს” “მეოცნებეების” პოლიტიკურ ფიზიონომიას… არადა, ხომ ვაფრთხილებდით “ქართულ ოცნებას”, ხომ ვაფრთხილებდით?!

ჯერ კიდევ 2012 წლის 7-13 ნოემბრის 42-ე ნომერში “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროს ლადო ჩერქეზიშვილთან ინტერვიუ, რომელშიც მან მიმართა მთავარ პროკურორს, გაეძევებინა პროკურატურიდან ბესო თხელიძე, შაქრო ზაალიშვილი, დავით მესტვირიშვილი და თენგიზ ხარებავა, რადგან, მისი მტკიცებით, “ნაცების” მმართველობის პერიოდში ყველა უკანონოდ გამოძიებული საქმე ამ ადამიანების სინდისზე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩერქეზიშვილმა ზემოხსენებულ პროკურორებს სერიოზული ბრალდებები წაუყენა, მის განცხადებას გამოხმაურება არ მოჰყოლია(!). პროკურატურამ არაფრად ჩააგდო 2007 წლის 21 თებერვალს მომხდარი ეს ეპიზოდიც: “ქიქავას კაბინეტში დამხვდა სამძებრო სამსახურის უფროსი ირაკლი ფირცხალავა, რომელიც ბევრ გახმაურებულ ამბებში ფიგურირებდა, მაგალითად, ვაზაგაშვილის საქმეში…”

შსს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ზაზა ქიქავა და ირაკლი ფირცხალავა მაიორ ჩერქეზიშვილისგან ერთ-ერთი საქმისთვის ცრუ მოწმის მოძებნას მოითხოვდნენ. ამ “ბრძანების” შეუსრულებლობამ შეიწირა ჩერქეზიშვილის კარიერა. აი, რას ყვება ბატონი ლადო (“საქართველო და მსოფლიო” 27 თებერვალი-5 მარტი, 2013 წ. #7): “2007 წელს დამაკავა მაშინდელი შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ. ირაკლი ფირცხალავა არის არაპროფესიონალი და არაკაცი. ამ არშემდგარმაკომისარმა მეგრემ” _ ფირცხალავამ, რატომღაც ჩათვალა, რომ 5 დეკემბრის ქუჩაზე პატრულის თანამშრომლის მკვლელობა ჩაიდინა არჩილ სახვაძემ; და, მისი მოკლე ჭკუით, მე რომ 2005 წელს გამეხსნა სპორტის სასახლესთან მომხდარი დანაშაული, უფრო ზუსტად, ხელი არ შემეშალა მის გახსნაში, გამომეაშკარავებინა სახვაძე, ეს უკანასკნელი პოლიციელს არ მოკლავდაო. ეს მოსაზრება ფირცხალავამ მოახსენა თავის უშუალო ხელმძღვანელს _ ვანო მერაბიშვილს და მინისტრმაც დაიჯერამე წინა ინტერვიუში გითხარით, მერაბიშვილი არაკომპეტენტური მინისტრი ბრძანდებოდა. რა თქმა უნდა, ვალდებული იყო, დავეკითხე. ასე მოიქცეოდა პროფესიონალი, მაგრამ არა უვიცი მერაბიშვილი!.. მერაბიშვილისგადამოწმებამხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ მან პირადად გასცა ჩემი დაკავების ბრძანება”.

მაინც, რისთვის სჭირდებოდა ფირცხალავას ცრუმოწმე? პასუხად გთავაზობთ ლადო ჩერქეზიშვილის მონათხრობს იმავე ინტერვიუდან: “…როცა მოხდა 5 დეკემბრის ქუჩაზე პატრულის თანამშრომლის მკვლელობა, გაცოფებულმა მერაბიშვილმა უხმო ფირცხალავას და არანორმატიული ლექსიკის დახმარებით აუხსნა, თუ რა მოუვიდოდა კრიმინალური პოლიციის უფროსის დედას ამ დანაშაულის არგახსნისთვის!.. რა ექნა საბრალო ფირცხალავას? მშობელი დედის ღირსების დაცვას თავის კარიერას ხომ არ გადააყოლებდა?! ჯერ პოლიციელის მკვლელობა დააბრალა არჩილ სახვაძეს, რომელიც ამ დანაშაულის ჩადენას უარყოფდა; მერე, აი, ასე _ არაკაცურად მომექცა…”

საყურადღებოა ამ ორი წლის წინათ გამოქვეყნებული ინტერვიუდან ეს ადგილიც: “_ სულ ახლახან თქვენმა “ძველმა ნაცნობმა” ირაკლი ფირცხალავამ პრესკონფერენციაზე უკმაყოფილება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ იუსტიციის სამინისტროს წინ გახსნილ მემორიალზე “კანონიერი ქურდების” გვარები არ უნდა იყოსო და კიდევ _ გირგვლიანისა და რობაქიძის გვერდით არ უნდა გაჟღერდეს ვაზაგაშვილის გვარიო. ზურა ვაზაგაშვილი “კანონიერი ქურდი” იყო? ჩერქეზიშვილი: _ აქაც გამოჩნდა ფირცხალავას არაპროფესიონალიზმი და არაკაცობა. ზურა ვაზაგაშვილი არ იყო არც ნასამართლევი და არც ძებნილი. ასე რომ, “კანონიერი ქურდი” ვერ იქნებოდა. ფირცხალავას “აეწვა”, რადგან იგი ყველა ბინძურ საქმეში ფიგურირებს და გრძნობს, რომ სამართალს ვერ გადაურჩება. ამიტომაც ფორთხიალობს საიგავო ბაყაყივით “რძეში”, _ ეგებ “კარაქად” ვაქციო და სამშვიდობოს გამოვძვრეო…”

მართლაც, ფირცხალავა სამართალს ვერ გადაურჩა. “კოაბიტაციის” ფრთის ქვეშ მოკალათებული “შეეწირა” იური ვაზაგაშვილის მკვლელობას, თორემ გაურკვეველი დროის განმავლობაში, შესაძლოა, სიცოცხლის ბოლომდეც, კრიმინალების ეს “რისხვა” კვლავ გამართავდა პრესკონფერენციებს…

ჩნდება კითხვები ორი წლისწინანდელი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის, მიმართ: რატომ არ დაინტერესდა მაიორ ლადო ჩერქეზიშვილის ბრალდებებით ზემოთ ჩამოთვლილი პირებისადმი? რატომ არ დაინახა მათ ქმედებებში კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები? რატომ არ დაკითხა მოწმეების სახით ჩერქეზიშვილი ან სოსო ჩუტკერაშვილი? იქნებ, ისინი ცილს სწამებდნენ თხელიძეს, ზაალიშვილს, მესტვირიშვილს, ქიქავას, ფირცხალავას, პროკურორ ბერეკაშვილს ან მოსამართლე დალი მეტრეველს? დღევანდელ ხელისუფლებას კი ვურჩევ, ვიდრე გვიან არ არის, გაიხსენოს ციცერონის ეს გამონათქვამი: “დაუსჯელობა _ დანაშაულის უდიდესი წახალისებაა!” დაუსჯელობით წახალისებულმა ბოროტმოქმედებმა შვილის საფლავზე მამა მოკლეს! და არ გეგონოთ “მეოცნებეებო”, რომ თქვენ არაფერ შუაში ხართ. შუაში კი არა, თავში ხართ!

რუსმა მწერალმა დოსტოევსკიმ მშვენივრად ჩამოაყალიბა ნორმალური ადამიანური საზოგადოების არსებობის ფორმა _ “დანაშაული და სასჯელი”, ანუ სასჯელი გარდაუვალად მოჰყვება დანაშაულს! დოსტოევსკის არ დაუწერია რომანი “დანაშაული და მიტევება”, რადგან იცოდა, ბოროტმოქმედისადმი მიმტევებლობას აუცილებლად მოჰყვება უფრო მძიმე დანაშაული!

გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here