Home რუბრიკები პოლიტიკა ივანიშვილის 7 საბედისწერო შეცდომა, რომლებმაც სახელმწიფო შეარყია

ივანიშვილის 7 საბედისწერო შეცდომა, რომლებმაც სახელმწიფო შეარყია

675

წინა კვირას აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების ფონზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ მეტად საგულისხმო რამ განაცხადა: საპარლამენტო სიის შედგენის დროს ბევრი შეცდომა მოგვივიდა _ ის ადამიანები, რომლებიც “ოცნების” პრინციპით შევიდნენ პარლამენტში, დღეს “ოცნების” პირველი მოწინააღმდეგეები არიანო.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების შეცვლიდან ორი წლის თავზე მსგავსი სიმართლე არც ერთმეოცნებესარ უთქვამს, მაგრამ ბატონ საგანელიძეს შეეძლო, მადლზე მარილი მოეყარა და სხვა შეცდომებზეც ესაუბრა. რა გაეწყობა, როგორც ჩანს, უმრავლესობის თავკაცს ამისთვის ჯერ არ სცალია ან გამბედაობა არ ჰყოფნის და ისღა დამრჩენია, დანარჩენი შეცდომები თვითონ შევახსენონეტარ ქოცნებისტებს”.

მაშ ასე, პირველი და მიუტევებელი შეცდომა, რომელიც კოალიციის მესვეურმა, ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკაში მოსვლისთანავე დაუშვა, იყო ის, რომ გვერდით სამპროცენტიანი რესპუბლიკელები დაიყენა. მან ამ პოლიტიკური იმპოტენტების პარტიას ძალაუფლებისკენ გზა გაუხსნა და ამით წინდაწინვე დანაღმა მომავალი სახელისუფლო გუნდი. მარტივად რომ ვთქვათ, კოალიცია მედროვეებით გაივსო და ახლა ეს ნელი მოქმედების ნაღმები სად, როდის ამოქმედდება, კაცმა არ იცის;

შეცდომა მე-2: ივანიშვილმა თავის დროზე სრული ნდობა გამოუცხადა ირაკლი ალასანიას, გიორგი მარგველაშვილს და იმ იმედით, რომ ორივე ყურმოჭრილ მონებად ეყოლებოდა, ერთს თავდაცვის მინისტრის პოსტი ჩააბარა, მეორეს _ უმაღლესი მთავარსარდლის სკიპტრა. ოლიგარქი მწარედ შეცდა, მალე ორივემ გაუტია: ალასანიას ქვეყნის პირველკაცობა მოუნდა, ხოლო მარგველაშვილს _ რეალური პრეზიდენტობა. დღეს უკვე “თავისუფალი დემოკრატები” კოალიციის ნომერი პირველი კრიტიკოსები არიან, მარგველაშვილი კი, თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე, _ “ნაცებისა” და, საზოგადოდ, ნეოლიბერალური იდეოლოგიის ძალების პოტენციური მოკავშირე. მოკლედ, ფაქტია, რომ ივანიშვილმა ვერ გათვალა;

შედომა მე-3: ივანიშვილი იმთავითვე აღიარებდა, რომ პოლიტიკაში გამოუცდელია და ერთ წელიწადში გადავდგები, ქვეყნის სადავეს კი საზოგადოების ყველაზე ღირსეულ ნაწილს ჩავაბარებო (ამ ღირსეულ ნაწილში რესპუბლიკელებს გულისხმობდა და, ეს რომ მისი საბედისწერო შეცდომა იყო, უკვე მოგახსენეთ). მოკლედ, ოლიგარქი ფიქრობდა, რომ პროცესებს კულისებიდან გაუძღვებოდა, მაგრამ აქაც მწარედ შეცდა: “მარიონეტებში” პოლიტიკურმა ამბიციებმა იმძლავრა და ივანიშვილი გარიყეს, მოაშორეს ასპარეზიდან (მოვლენათა ამგვარ განვითარებას ის აშკარად არ ელოდა).

შეცდომა მე-4: ივანიშვილი ჯერ კიდევ პოლიტიკაში მოსვლამდე აცხადებდა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა გარდატეხა, რომლის შემდეგაც შეიქმნებოდა თავისუფალი საარჩევნო გარემო. ეს მოლოდინი ნაწილობრივ გამართლდა, ამიტომ პირველი მოთხოვნა, რომელიც მას საზოგადოებამ წაუყენა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო. საუბედუროდ, ამ მოთხოვნაზე ოლიგარქს ერთადერთი პასუხი ჰქონდა: პატივი ვცეთ კონსტიტუციას. დღეს კი უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების არჩატარება საბედისწერო შეცდომა იყო, რადგან ეს არჩევნები საკანონმდებლო ორგანოს უსათუოდ გაცხრილავდა რესპუბლიკელების, “თავისუფალი დემოკრატების,” “ნაციონალებისა” და კიდევ სხვა ბევრი პოლიტიკური პარაზიტისგან, რომლებიც ახლა, კაცმა არ იცის, რა მზაკვრობას უნასკვავენ ქართულ სახელმწიფოს.

შეცდომა მე-5: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ივანიშვილს თავისუფლად შეეძლო, ხელისუფლების სამივე შტო სრულად გაეწმინდანაციონალურინარჩენებისგან, მაგრამ ეს არ გააკეთა. პირიქით, ერთ-ერთ კონფერენციაზე პირდაპირ განაცხადა, “ნაციონალურ მოძრაობაშიც” არის ღირსეული ხალხი და მათ შანსი უნდა მივცეთო. ალბათ, ეგონა, მისი ავტორიტეტი გაჭრიდა და სააკაშვილის წვრილფეხოსან დამქაშებს თავის მსახურებად აქცევდა, მაგრამ, საუბედუროდ, მხედველობიდან გამორჩა ძველი შეგონება: “კუზიანს სამარე თუ გაასწორებსო”. აგერ, აჭარის უზენაეს საბჭოში განვითარებული მოვლენებიც იმის დასტურია, რომ ოლიგარქი შეცდა. მისი საბედისწერო შეცდომების შედეგებს კი ახლა სრულიად საქართველო და ქართველი ხალხი იმკის…

შეცდომა მე-6: ივანიშვილმა ნაცმოძრაობამთავარ ოპოზიციურ ძალად გამოაცხადა დათეთრი სახლისსაამებლად სასათბურე პირობები შეუქმნა. “ნაცებმაც” კარგად ისარგებლეს ამ მდგომარეობით და აგერ უკვე რა ხდება: რამდენიმე დღეში რუსთაველზე ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით აპირებენ აქციის გამართვას. აშკარაა, რომ “ქოცნებისტების” შეცდომის წყალობით რეჟიმი ფერფლიდან აღდგა და სადაცაა, ქვეყანაში არეულობის ცეცხლსაც ააგიზგიზებს…

შეცდომა მე-7 (უმთავრესი): ივანიშვილმა არ (თუ ვერ) შეასრულა საზოგადოების მთავარი მოთხოვნა და არ (თუ ვერ) დაამკვიდრა ქვეყანაში სამართლიანობა. მისმა უგერგილო მართლმსაჯულებამ ვერ გაასამართლა “ნაცრეჟიმის” სულის ჩამდგმელები: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და კიდევ ბევრი სხვა დამნაშავე, რომელთა ხილვასაც საბრალდებო სკამზე ქართველი ხალხი მოუთმენლად ელოდა; მეტიც, პროკურატურამ იმასაც ვერ მიაღწია, რომ ზემოაღნიშნულ პიროვნებებზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადებულიყო და რამდენჯერაც მიმართა ინტერპოლს დახმარებისთვის, იმდენჯერვე “გაბანძდა”. ბოლოს ეს ყველაფერი ჩვენი “სტრატეგიული პარტნიორის” _ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის _ მაიკლ ტერნერის განცხადებამ დააგვირგვინა, რომელმაც ინტერპოლს მენტორული ტონით მოუწოდა, _ არ გაბედოთ სააკაშვილზე ძებნის გამოცხადებაო.

მოკლედ, ოლიგარქის შეცდომებმა და პოლიტიკურმა უვიცობამ ლამის მსოფლიო გააოცოს, მაგრამ ეს ვის ადარდებს?! ამ შეცდომების შედეგები ისევ ხალხის ზურგზე გადადის, თვითონ კი ვერც ხვდება, რა უბედურება დამართა ქვეყანას უცოდინარობით. კაცმა არ იცის, კიდევ რამდენ შეცდომას დაუშვებს არშემდგარი “კარდინალი”, თუმცა საკითხავია, ეს ყველაფერი შეცდომა იყო თუ მიზანმიმართული პოლიტიკა?!

ჯაბა ჟვანია

P.S. წერილი უკვე დასრულებული მქონდა, როცა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ კიდევ ერთი საყურადღებო განცხადება გააკეთა: მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ძალიან ბევრი დეპუტატი, მათ შორის მე და ზაქარია ქუცნაშვილიც, “ქართული ოცებისსიაში აღარ ვიქნებითო. რა არის ამაში გასაკვირი?! ათადან და ბაბადან ასე იყო _ გემი როცა იძირება, ვიღაცვიღაცები გარბიან. უბრალოდ, გასაკვირი ისაა, რომ 7 მილიარდის პატრონმა ვერ გათვალა ეს მარტივი ჭეშმარიტება და, პროცესების კულისებიდან მართვის იმედით, ძალაუფლება ნომრიან ვირთხებს გადააბარა.

 

1 COMMENT

  1. ყველაზე დიდი შეცდომა, იყო ქართველი ხალხის მტყუება, მისი დაპირებების გრძელ სიაში შედიოდა ეკონომიკის კიდევ უფრო გაძლიერება და დასაქმების პრობლემის აღმოფხვრა, რაც, ჩემი აზრით შეეძლო კიდეც, თუნდაც მისი კავშირებით უცხოელ მილარდელებთან. მაგრამ მან ეს დაპირება არ შეასრულა და ნაცვლად დაპირებული კეთილდღეობისა, თითეული ქართველის ოჯახს ეტყობა ეკონომიკური უკუსვლა. ის ვაუჩერები,თუ დაზღვევა, რამაც ქვეყნის ეონომიკური კრიზისი გამოიწვა _ არავის დასჭირდება, თუკი სახელმწიფო დაეხმარება ხალხს: იაფი და გრძელვადიანი კრედიტებით; იმ ინვესტორების მოზიდვით, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს და არა "ნაციონალურ სინგაპურიზაციას;" ნორმალური, დასაქმებულზე და არა დამსაქმებელზე გათვლილი შრომის კოდექსით; ისეთი ეკონომიკური ფონის შექმნით, რომელიც მდიდრებს კიდევ უფრო არ გაამდიდრებდა და ღარიბებს კიდევ უფრო არ გააღარიბებდა და ა.შ.
    P.S. იმ 100 ქარხანაში, რომელზეც სიამაყით იძახიან გავხსენითო ხალხი პატარა "ცეხებს" კი არ ელოდა, სადაც 15-20კაცია დასაქმებული, არამედ, ნამდვილი ქარხნების გახსნას, სადაც მინიმუმ 200-250 კაცი იმუშავებდა,მაგრამ ქართველი ხალხი კდევ ერთხელ მოატყუეს სიტყვაში.
    P.P.S. სამწუხარო რეალობა ისაა, რომ არ ჩანს ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე ხალხი, რომლებც, ჩემს მიერ, ზემოთ აღნშნულ პრობლემებს აღმოფხრის და ქართველ ხალხს ყურადღებას მიაქცევს

  2. იკა! აბა რას ლაპარაკობ პატივცემულო?! ეკონომიკაზე რაიმე წარმოდგენა გაქვს? ეკონომიკა როგორ გაძლიერდება როცა მუშაობა არავის არ უნდა?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here