Home რუბრიკები პოლიტიკა “ახალი ამბები კეთდება აქ”

“ახალი ამბები კეთდება აქ”

835

ამას წინათ “რუსთავი 2”-მა გული აგვიჩუყა, _ რუსეთის ხელისუფლება ანა დურიცკაიას ქვეყნიდან არ უშვებსო, 23 წლის ქალს, რომელიც ბორის ნემცოვის მკვლელობის მთავარი მოწმეა… “კურიერის” ტელეწამყვანმა, ასევე, მოგვახსენა, _ მოსკოვის ცენტრში ვიღაც მამაკაცი დადგა და “პრორუსი სეპარატისტების” მხარდასაჭერად ფულს აგროვებსო. “კურიერმა” მოსკოვის ცენტრში მისვლა და მასთან გასაუბრება “არ დაიზარა”…

მაგრამ “თავისუფალ” და “ობიექტურ” “რუსთავი 2”-ს ერთი სიტყვაც არ დასცდენია ლოს ანჯელესის ქუჩაში დახვრეტილ უსახლკაროზე, რომელიც პოლიციელებმა ჯერ ასფალტზე დააგდეს, ხელჯოხი ურტყეს, შემდეგ კი ხუთი(!) ტყვია დაახალეს…

არ უთქვამს, რადგან ეს ლოს ანჯელესში მოხდა, აშშ-ში…

წარმოვიდგინოთ, ეს ამბავი მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში ან რუსეთის თუნდაც რომელიმე პატარა ქალაქში რომ მომხდარიყო.

 “კურიერის” წამყვანის ტექსტი წინასწარ ცნობილია:

დღეს რუსმა პოლიციელებმა მორიგი სასტიკი დანაშაული ჩაიდინეს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. რამდენიმე პოლიციელმა ჯერ მიწაზე დააგდო შიმშილით ძალამიხდილი, უსახლკარო ადამიანი, სასტიკად სცემა ხელჯოხით, შემდეგ კი ერთერთმა სამართალდამცველმა ხუთი ტყვია დაახალა.

პუტინის რეჟიმი უფრო და უფრო სასტიკი ხდება საკუთარი ხალხის მიმართ და ტერორში ამყოფებს მოსახლეობას. ისმის კითხვა _ რა საჭირო იყო იარაღის გამოყენება და თუნდაც ერთი ტყვიის სროლა, როცა ძირს დაგდებულ მშიერ და მისავათებულ ადამიანს წინააღმდეგობის გაწევის თავი ისედაც არ ჰქონდა, და მით უმეტეს, ხუთი ტყვიის სროლა?”

აქვე _ “ნაციონალების” ლიდერებისა და მათი “ექსპერტების” კომენტარები:

ესაა პუტინის რეჟიმის ნამდვილი სახე _ ქუჩაში ხვრეტს ადამიანებს!”

შესაბამისი ტექსტია ხომ? ახლა სიტყვები “რუსეთი” და “პუტინი” შევცვალოთ “აშშ”-თი და “ობამა”-თი და მივიღებთ “რუსთავი 2”-ისეულ ინფორმაციას, რომელიც ნამდვილად მოხდა და რომელიც არ გავიდა იმიტომ, რომ…

დასკვნა თქვენთვის მომინდია.

ლევან ზანგურაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here