Home რუბრიკები პოლიტიკა ჰალსტუხი შოკოლადში

ჰალსტუხი შოკოლადში

686

საქართველოში ძებნილი მოქალაქე სააკაშვილი ამა წლის 11 თებერვალს სათავეში ჩაუდგა უკრაინის პრეზიდენტთან არსებულ მრჩეველთა საბჭოს საერთაშორისო საკითხებში. მანამდე კი ამ ქვეყნის “უცხოური ლეგიონი” შეივსო იუსტიციის მინისტრის მოადგილით _ გია გეწაძით.

შეგახსენებთ სხვა გადამთიელთა ვინაობას, მეტასტაზებივით რომ გავრცელდნენ უკრაინული ხელისუფლების თითქმის ყველა შტოში. მინისტრები: ქართველი კვიტაშვილი, ლიტველი აბრომავიჩუსი, აშშ-ის მოქალაქე _ იარესკო, ბაქოელი სომეხი ავაქოვი, უმაღლესი რადის სპიკერი _ ებრაელი გროისმანი; სოლიდურ თანამდებობებზე მოკალათდნენ ჩვენი ყოფილი თანამემამულეები: ებანოიძე, შელია, ზღულაძე და სხვები. არადა, “მაიდნის” ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი იყო: “უცხოელო, გახსოვდეს, აქ ბატონ-პატრონი უკრაინელია!”.

ვფიქრობ, ასეთ “საკადრო” პოლიტიკას შორს მიმავალი გეგმები აქვს. ადგილობრივი არაკორუფცირებული კადრების უკმარისობის მიზეზით, აშშ ჯერ ე. წ. მეგობრული ქვეყნებიდან გაძევებული პოლიტიკური და ფინანსური კრიმინალებით შეუვსებს უკრაინას მოხელეთა “დეფიციტს”, შემდეგ კი საბაბით, რომ ესენიც “ღმერთს არ უქნია”, “იძულებული” გახდება, თავისი ამერიკელი ჩინოსნებით “დაეხმაროს” უკრაინას “დემოკრატიული ქვეყნის” აღმშენებლობაში. სამწუხაროდ, ასეთი ვარაუდი არ არის ჩემს ტვინში ნარკოტიკული ნივთიერების ან ალკოჰოლის ზემოქმედებით შობილი ფანტაზია. ამ საფრთხეზე ქართველ საზოგადოებას “საქართველო და მსოფლიო” ერთი წლის წინათ აფრთხილებდა წერილში “განორლანდებული საქართველო”. მასში მოყვანილი ფაქტები აშშ-ის ოფიციალურ დოკუმენტებს ეყრდნობოდა.

ისე, როცა ყურადღებით აკვირდები უკრაინული პოლიტიკის პერიპეტიებს, ცირკში წასვლის სურვილი გაგიქრება. ამ “არენაზე” მთელი სეზონი კლოუნებია!.. და მართლაც _ რა შეუძლია, ურჩიოს სააკაშვილმა თავის “სისხლსა და ხორცს” _ პოროშენკოს: როგორ უჩქმიტოს ას მილიონ დოლარად დაზღვეულ ლოპესის უკანალს ან როგორ მოაჭამოს მკერდი საყვარელს? მუქთად როგორ მიირთვას ფეშენებელურ რესტორანში “სუში”? ან როგორ აწამოს, ცოცხით გააუპატიუროს პატიმრები და შემდეგ ამ ძალადობის ვიდეოკადრებით დატკბეს? თუ როგორ უსაძაგლოს საკუთარ ქვეყანას და დააკარგვინოს ტერიტორიები?

მოკლედ, სააკაშვილმა არაფერი იცის, გარდა იმისა, კვლავ როგორ გამოიყენოს თავისი გამოცდილება სახელმწიფო სტრუქტურების განადგურებასა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში, ოღონდ უკვე _ საქართველოს ფარგლებს გარეთ.

სააკაშვილი ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებულია ძებნილად, ხოლო აშშ-მა მას არ მისცა სამუშაო ვიზა, მხოლოდ ტურისტული უბოძა; და მხოლოდ უკრაინაში, იმავე აშშ-ის რეკომენდაციით, უამრავ ბოროტმოქმედებაში ეჭვმიტანილმა იშოვა სამუშაო! კითხვა ბატონ ნორლანდს _ იქნებ იკადროთ და აუხსნათ ქართველ საზოგადოებას, რატომ ელოლიავება თქვენი ქვეყანა ძებნილ სააკაშვილს? და ვიდრე ბატონი ნორლანდი გაგვცემს პასუხს, მინდა, მარკეტინგული “აღმოჩენა” გავუზიარო ბატონ პოროშენკოს _ გაეცით განკარგულება, ფაბრიკა “როშენმა” გამოუშვას კანფეტების ნაკრები _ “ჰალსტუხი შოკოლადში”. ხოლო, როგორი ჰალსტუხი გამოდგება დასაღეჭად, რჩევისთვის სააკაშვილს მიმართეთ.

მას ხომ რჩევისთვის უხდით ჯამაგირს.

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

  1. ნორლანდმა რა უნდა გიპასუხოს?ის რომ სააკაშვილი მათი კაცია და მათ მიზნებს ემსახურება?რომ მისი ხელით უნდათ ბინძური საქმეების გაკეთება?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here