Home რუბრიკები პოლიტიკა რას წერს დასავლური მედია ვლადიმერ პუტინზე

რას წერს დასავლური მედია ვლადიმერ პუტინზე

792

საქართველოს საზოგადოებრიობა, განსაკუთრებით, მისი უმრავლესობა, რომელიც ტელეაუდიტორიად ითვლება და პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის წყაროს ტელეეკრანის მეშვეობით ეწაფება, ძნელად წარმოიდგენს, რომ დასავლეთის პრესა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მაინცდამაინც ჩვენთან დამკვიდრებული კლიშეს მიხედვით არ ხატავს.

ვითარებაა ასეთი საქართველოში, რეალობა, რომელიც ამ შტამპის არსებობის საფუძველს ქმნის და ამყარებს. ჯერჯერობით მაინც. დასავლეთის თავისუფალი პრესა კი ფობიის არტახებით შექმნილ დისკომფორტს მაინცდამაინც არ გრძნობს და განსხვავებული კუთხით პრობლემის შეფასებას არ ერიდება, მიუხედავად იმისა, რომ მისეული ინტერპრეტაცია შეიძლება აცდენილი იყოს ოფიციალური პოლიტიკის ვექტორს!

რა ისწავლა პუტინმა რეიგანისგან

Foreign Policy (აშშ) აქვეყნებს წერილს “რა ისწავლა პუტინმა რეიგანისგან”. პუტინმა რეიგანისგან? მოულოდნელია, არა? რა თქმა უნდა, მოულოდნელია. ასევე მოულოდნელია ის ჟურნალისტური ხერხი, რომელიც ავტორმა სტივენ უოლტმა პუბლიკაციის დასაწყისშივე გამოიყენა და დაგვარწმუნა, რომ მოულოდნელობა შეიძლება თვალის ახელვასავით იყოს, გასაღები “მოულოდნელი სიმართლის” აღმოსაჩენად.

“იყო და არა იყო რა, _ ასე ზღაპარივით იწყება წერილი, _ იყო დიდი სახელმწიფო, რომელსაც ფრიად აშფოთებდა ძველი მოწინააღმდეგის მცდელობა, შეესუსტებინა მისი ძლიერება. იქაური ლიდერები ფიქრობდნენ, რომ მოწინააღმდეგე მასზე ძლიერია და ცდილობს მსოფლიოზე გავლენის მოხდენას. ასეც იყო, ეს ძველი მეტოქე მართლაც ერეოდა იმ ქვეყნების საქმეებში, რომლებიც ამ სახელმწიფოს საკუთარ ბოსტნად მიაჩნდა. ტრადიციული გავლენის სფეროს შესანარჩუნებლად მას საეჭვო ურთიერთობა ჰქონდა დამყარებული მეზობელ ქვეყნებთან, რომელთაც მართავდნენ უზნეო და დაუნდობელი ოლიგარქები. ისინი ძალაუფლებას ინარჩუნებდნენ ძლიერი მეზობლის ახირებათა პირფერული აღსრულებით.

მაგრამ ერთ-ერთ ასეთ ვასალურ სახელმწიფოში მოულოდნელად აჯანყდა ხალხი, რომელმაც გადააგდო კორუფცირებული ხელმძღვანელი და განდევნა ქვეყნიდან. აჯანყების ლიდერებს ძალიან უნდოდათ, ურთიერთობა დაემყარებინათ დიდი სახელმწიფოს შორეულ მოწინააღმდეგესთან, რადგან აღფრთოვანებული იყვნენ მისი იდეოლოგიით, ამასთანავე, სურდათ, რაც შეიძლება მეტად დაშორებოდნენ მეზობელს, რომელიც ოდითგანვე ბატონობდა ბევრად უფრო სუსტ მათ ქვეყანაზე.

ამის საპასუხოდ ძლიერი სახელმწიფოს შეშფოთებულმა ხელმძღვანელმა უბრძანა თავის მთავრობას, შეეიარაღებინა უწინ მისდამი დამოკიდებული ქვეყნის აჯანყებულები, რათა ახალ მთავრობას არ შეეცვალა ორიენტირები და გარკვეული დროის შემდეგ ძალაუფლება წაერთმია ამ ხელისუფლებისთვის”.

ნაცნობი სურათია? _ კითხულობს ავტორი, თქვენ დარწმუნებით უპასუხებთ, რომ, რა თქმა უნდა, ნაცნობი სურათია. მაგრამ აღმოჩნდება, რომ ცდებით: “ამ ისტორიაში დიდი სახელმწიფო რუსეთი, მისი ანგარიშიანი ხელმძღვანელი პუტინი არ არის, არც უკრაინაა, მისი სუსტი მეზობელი. ძლიერი სახელმწიფო არის აშშ და მისი ხელმძღვანელი რეიგანი, ხოლო უიღბლო მეზობელი _ ნიკარაგუა”.

გაშიფრული ეს არაკი რეალობაში ასე წარმოგვიდგება: სანდინისტურმა მოძრაობამ ნიკარაგუაში ის-ის იყო დაამხო პროამერიკელი დიქტატორი ანასტასიო სომოსა დებაილე და დაიწყო ურთიერთობის დამყარება კუბასთან. პასუხად რეიგანის ადმინისტრაციამ შეაიარაღა და მხარი დაუჭირა სანდინისტების მოწინააღმდეგე კონტრასს.

შედეგად _ სამოქალაქო ომი, რომელსაც 35 ათასი ნიკარაგუელის სიცოცხლე შეეწირა.

პარალელები ყოველთვის ზუსტი არ არის, მაგრამ აშშ-ნიკარაგუასა და რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის ისტორიებს ერთი რამ აქვს საერთო და უტყუარად მსგავსი: დიდი სახელმწიფოები ყოველთვის მგრძნობიერად რეაგირებენ თავიანთ საზღვრებთან სიტუაციის ნებისმიერ შეცვლაზე და, როგორც წესი, მზად არიან, დაიცვან (რადაც უნდა დაუჯდეთ) თავიანთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები.

ანალიტიკოსები და მათ შორის განსახილველი პუბლიკაციის ავტორი, მიიჩნევენ, რომ დასავლეთის მიერ სწორედ ამ მომენტის შეუფასებლობა არის უკრაინის კრიზისის წარმოქმნისა და მისი დარეგულირების სირთულის მიზეზი მიზეზთაგანი.

ამ წერილის ავტორს პრორუსობას ვერ დასწამებ. იგი პირდაპირ ამბობს, რომ “ის, რაც უკრაინაში ხდება, ტრაგედიაა, ხოლო პუტინისა და რუსეთის მოქმედება გაკიცხვის ღირსია”.

ასეთია მისი დამოკიდებულება მთავარი ფიგურანტისადმი, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, დარწმუნებით განაცხადოს, რომ აშშისა და ევროპის მიერ სურვილის უქონლობა, წინასწარ განსაზღვრონ რუსეთის საპასუხო რეაქცია, არის სისულელისა და გაუაზრებულობის გვირგვინიმათთვის საკმარისი უნდა იყოს თუნდაც იმის გახსენება, როგორ პოლიტიკას განახორციელებს აშშ დასავლეთ ნახევარსფეროს უმეტეს ნაწილში”.

ამერიკელმა ხელმძღვანელებმა პატარა, ღარიბ და სუსტ ნიკარაგუაში სერიოზული სტრატეგიული საშიშროება დაინახეს. რეიგანმა პირდაპირ განაცხადა, რომ, თუ სანდინისტებს არ დაამხობენ, ტერორისტები და დივერსანტები “ორიოდ დღეში” შეძლებენ ჰარლინგტონამდე ტეხასში შეჭრას.

მოინდომეს და დაინახეს, რადგან ამით შეიძლებოდა მათი სტრატეგიის გამართლება.

მსგავსი რამ ხდება დღესაც.

ამერიკელი ქორები ცდილობენ, დაარწმუნონ მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი, რომ ნატოს აღმოსავლეთით განვრცობა არ არის მტრული აქტი და რომ კიევისთვის გაწეული დახმარება (მათ შორის, “თავდაცვითი შეიარაღებით”) გამორიცხავს რაიმე საშიშროებას რუსეთისთვის. მათი თვალსაზრისით, პუტინს ან რაღაც ეშლება, ან ფარისევლობს, როცა უცხოეთიდან მოსალოდნელ საშიშროებაზე იწყებს ლაპარაკს, ან, ეგებ, ეშინია კიდეც, რომ უკრაინა აყვავდება დაამ ფონზე მისი ძალაუფლება საზიზღარი გამოჩნდება”.

საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამენ ამასთან დაკავშირებით დასავლეთის ექსპერტები. მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ამბობენ ისინი, რომ ჩვენ კეთილშობილური განზრახვა გვამოძრავებს და რომ ნატოს და ევროკავშირის გაფართოება არავითარ რეალურ საშიშროებას არ შეიცავს, არამედ ის, რომ რუსეთის ლიდერები საფრთხეს სწორედ ამაში ხედავენ და შეშფოთებული არიან იმის გამო, თუ რა მომავალი ელის მათ ქვეყანას: “თუ პუტინი და კომპანია ამ ჭრილში უყურებენ მოვლენებს (სხვაგვარი შეფასების საფუძველი კი არ გვაქვს), მაშასადამე, ისინი მზად არიან, დიდი საფასურიც გაიღონ ამ საშიშროების თავიდან ასაცილებლად”.

თუ აშშის პრეზიდენტი რეიგანი იმდენად დააფრთხო უძალო სანდინისტების პატარა გუნდმა, რომ გადაწყვიტა, მოეწყო და მხარი დაეჭირა მათ წინააღმდეგ მიმართული სამოქალაქო ომისთვის, რატომ არ უნდა შეშფოთებულიყო პუტინი და რუსეთი იმით, რომ მათი კარის მეზობელი ქვეყანა, 45-მილიონიანი უკრაინა, ემზადებოდა ორიენტირების შესაცვლელად და კარს უღებდა უძლიერეს სამხედრო ალიანსს _ ნატოს _ რუსეთის ზღურბლზე ფეხის მოსაკიდებლად?!

ამ პოზიციის საწინააღმდეგო მოსაზრება განსახილველ პუბლიკაციაში იმდენად ცინიკურ სტილშია გადაწყვეტილი, რომ დამატებით არგუმენტებს არ საჭიროებს: “თქვენ შეგიძლიათ, შეგვეკამათოთ, _ მიმართავს თანამემამულეებს ავტორი, _ ჩვენ ხომ კარგი ბიჭები ვართ ორსავე ამ შემთხვევაში. სანდინისტები, ეშმაკმა დალახვროს, კომუნისტები იყვნენ, ისინი გაურიგდნენ ფიდელ კასტროს და მოსკოვურ “ბოროტების იმპერიას”. მათთან შედარებით პოროშენკო, იაცენიუკი და კიეველი რეფორმატორები თავისუფლების მოყვარე და საბაზრო ურთიერთობებზე ორიენტირებული დემოკრატები არიან, რომლებსაც გულმხურვალედ სურთ, აღმოფხვრან კორუფცია, ხელფეხს რომ უბორკავს უკრაინას დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდანვე. ის, რაც ნიკარაგუაში გავაკეთეთ, შესანიშნავი, კეთილშობილური და აუცილებლად გასაკეთებელი იყო. ზუსტად ასეთივეა ჩვენი პოლიტიკა უკრაინის მიმართ. ხოლო ის, რასაც პუტინი იქმს, არაადამიანური ბანდიტიზმია. უფრო მეტიც, მისი ასეთი ქმედება საფრთხეს უქმნის იდეას, რომ ევროპაში საზღვრების ძალადობრივი შეცვლა შეუძლებელია”.

ვითომ არ ყოფილა ბალკანეთის ომი, არ ყოფილა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება და სამხრეთკავკასიური პრობლემები.

რა დასკვნის გამოტანა შეიძლება ზემოთ თქმულიდან?

პუბლიკაციის რეზიუმე ასეთია: პუტინისმოქმედება დიდად არ განსხვავდება რეიგანის ტიპის ჩვენგან პატივდებული ხელმძღვანელების ქმედებისგან, რომელსაც ისინი მიმართავდნენ, როცა გრძნობდნენ, რომ ფსონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებზეა დადებული”.

დაბოლოს: “უკრაინის თავსატეხის ხანგრძლივვადიანი გადაწყვეტილების მოსაძებნად მორალის ნაკლები ქადაგება და უფრო მეტი სტრატეგიული აზროვნებაა საჭირო. უნდა დავიწყოთ იმის ობიექტური გაანალიზებით, თუ რა ამოძრავებს მოსკოვს. მე არ ვარ პუტინისადმი სიმპათიით განწყობილი ადამიანი, არც მისი პოლიტიკა და რეჟიმი მომწონს, მაგრამ იმის გასიგრძეგანება, რომ მის ქმედებაში უჩვეულო არაფერია, მხოლოდ წაადგება ჩვენს ძალისხმევას”.

ეს ავტორი დისტანცირებულია რუსეთის ხელმძღვანელისგან, მაგრამ არიან მისგან რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზე მდგარი პუბლიცისტებიც. მაგალითი იხილეთ ქვემოთ!

პუტინი აუტანელია

ეს წერილი ფრანგულ გაზეთლიბერასიონშიგამოაქვეყნა ჟურნალისტმა ნიკოლა ბონელმა.

იგი მეტისმეტად ვაჟკაცურია და ძლიერი, მეტისმეტად დარწმუნებულია თავის თავში. რუსეთი შეჰღაღადებს, რომ მისი თაყვანისმცემელია, ჩვენ კი, სამწუხაროდ, ამას ვერაფერს ვუპირისპირებთდასავლეთს ისე არავინ ანერვიულებს, როგორც პუტინი, ადამიანი, რომელმაც შეინარჩუნა ჩვენი ჟანგმოდებული საზოგადოებისთვის აუტანელი ვაჟკაცობა, საზოგადოებისა, რომელმაც, როგორც იქნა, შეიგნო, რომ იგი უკვე აღარ უპასუხებს ყველას ინტერესებს.

რუსეთის სახელმწიფოს მეთაური ათლეტია _ საბრძოლო ხელოვნების, სროლისა და ნადირობის ოსტატი, ჩვენი საზოგადოების გემოვნება კი დაციკლულია მორბენალ იდიოტებზე, გოლფისტებზე, მოტო-თხილამურებით მოსრიალეებზე, რომლებსაც არ მოსწონთ პუტინის ტიპის ადამიანები. რუსეთის მეთაური პატრიოტია, რომელიც აზროვნებს ისტორიულად, სტრატეგიულად, როგორც მეფეთა და სსრკ-ის მემკვიდრე. ასეთი ადამიანი მათ აცოფებთ. ერის ლიდერი ნათელი გონებით, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა აკეთოს, სასოწარკვეთილებაში აგდებს მათ. გადააქციონ მსოფლიო ნავთობის ან სილიკონის ქვიშად, რომელიც შემდგარი იქნება ზომბიმოქალაქეებისგან, უზარმაზარ მაღაზიებში ვირთხებივით რომ დაშლიგინებენ _ აი, მიზანი იმ არამზადების, რომლებიც მას (მსოფლიოს) აკონტროლებენ.

მაგრამ ეს პუტინს არ ეხება. იგი სრულად აღიქვამს თავის მიწაწყალს, მემკვიდრეობას. იგი ზუსტად აფასებს ასეთი მსოფლიოს თაღლითობას და პირშეკრულობას.

ანტირუსული გაცოფება აუტანელი ხდება. დასავლეთიბრავოსშესძახებდა ელცინს, რომელიც ანგრევდა თავის ქვეყანას, აღატაკებდა მოსახლეობას და შოკური თერაპიით სპობდა 20 მილიონ ადამიანს (ასეთია მისი მმართველობის დემოგრაფიული შედეგი), განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ალკოჰოლიკი საკუთარი პარლამენტის წინააღმდეგ ჯარსა და ტანკებს აგზავნიდა. დასავლეთი ამას ნამდვილ დემოკრატიად მიიჩნევდა. კარგი რუსები მხოლოდ მკვდარი რუსები არიან! რისი გაკეთებაც ვერ შეძლო ჰიტლერმა, ელცინი და გოლდმანსაკსის შოკური თერაპია აპირებდა. სუსტი რუსეთის პირობებში ისინი (დასავლეთელები) ყველაფერს გაინაწილებდნენ, პუტინმა კი ამის საშუალება არ მისცა.

დასავლეთი საყვედურობს პუტინს, რომ იგი დიდხანს რჩება ხელისუფლების სათავეში, მაგრამ არავის სიტყვა არ დასცდენია მიტერანის, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, მიმართ, რომელიც 14 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას; საყვედური არ უკადრებიათ არც ფრანკლინ დელანო რუზველტისთვის _ აშშ პრეზიდენტისთვის, არც კლინტონის ცოლისთვის, რომელმაც შერცხვენილი ქმრის კვალზე პრეზიდენტობა მოისურვა, არც ქალბატონ კირშნერისთვის, რომელსაც თავისი ქმრის პოსტის ხელში ჩაგდება მოუნდა.

რის გამო საყვედურობენ პუტინს? პირველი _ მისი აუტანელი ვაჟკაცობისთვის, მეორე კი _ უკიდეგანო რუსული განსაკუთრებულობის გამო, რომელზეც დოსტოევსკი წერდა. ანტირუსული სიძულვილი უძველესი და სულელური სიძულვილია, განსაკუთრებით, საფრანგეთში. არადა, როგორც ომამდე ამბობდა ანრი დე კერილისი, “საფრანგეთს ყოველთვის სარგებელი ჰქონდა რუსეთთან კავშირის დროს, ასევე, ვეიმარის გერმანიას, რომელიც გადაიარაღდა და თავისი ჯარები გაწვრთნა რუსეთის მეშვეობით. ჰიტლერსაც კი _ მანამდე, სანამ ხაკისფერხალათიანებს გააგზავნიდა ოქროსთმიანი სლავებისთვის თავების მოსაკვეთად და მათ დასამონებლად. რუსეთს სურს მშვიდობა, დასავლეთს კი მუდამ ომი სწყურია”.

ევროპა უკვე ორჯერ გაერთიანდა რუსეთის წინააღმდეგ _ 1912 წელს და 1941 წელს. რით დამთავრდა ეს ყველაფერი, მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი! ნუთუ არ შეგვიძლია, რომ ცოტა ხანს მაინც მშვიდობიანად ვიცხოვროთ რუსეთთან ერთად?! შევმნათ ევროპა, ნაცვლად იმისა, რომ გადავაიარაღოთ იგი რუსეთის წინააღმდეგ?!

დღეს პუტინი ერთადერთი ხელისუფალია, რომელიც დე გოლივით აზროვნებს და სწორედ ამას საყვედურობენ რუსეთის ლიდერს”.

ოლიგარქები დარჩნენ, ოღონდ _ სხვები

გასულ კვირაში უკრაინამ მაიდნის წლისთავი აღნიშნა _ სისხლით მოსვრილი წელიწადი პირველი.

ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომელზეც სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ უკრაინელი ექსპერტები, რეალური ვითარებიდან გამომდინარეობს: დონბასის სამხედრო ოპერაცია არის მცდელობა საკუთრებისთვის მიმდინარე ომის გადასაფარად. და თუ კონფლიქტის ცხელი ფაზა მინსკის შეთანხმებათა საფუძველზე, ასე თუ ისე, დროებით მაინც მოგვარდა, ოლიგარქთაშორისი ომი, რომელიც უკრაინაში მთავარია, ძალას იკრებს და უფრო ჩაღდება. მთავარი ფრონტი, როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, დამხობილი პრეზიდენტის _ იანუკოვიჩისა და მისი გარემოცვის აქტივების განაწილება, “სეპარატიზმის მომხრეთა” ქონების კონფისკაცია, აგრეთვე, სახელმწიფო საკუთრების, უწინარეს ყოვლისა, ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დარგებიდან დარჩენილი მსუყე ლუკმების მითვისებაა.

პერსპექტივა დამთრგუნველია, რადგან ამ ომმა შეიძლება ძირი გამოაცალოს ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას და ქვეყანა უფრო სისხლიან შეტაკებათა მორევში ჩაითრიოს. სრულად გაკოტრდა დონბასის ინდუსტრიული კავშირის ხელმძღვანელი, დონეცკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ს. ტარუტა. ერთ დროს უკრაინის უმდიდრეს ადამიანს _ რინატ ახმეტოვს რეალურად მოქმედი მხოლოდ ერთი, მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატიღა შერჩა და ისიც, _ ალბათ, დღე-დღეზე გაჩერდება. ახმეტოვის იმპერია კრივოი როგის კომბინატიდან რკინის მადნის ექსპორტის იმედადღაა. უკრაინის მიერ რუსეთის ნახშირწყალბადის ევროპაში სატრანზიტო სტატუსის დაკარგვა მილიარდერ დ. ფირტაშს უფუნქციოდ ტოვებს. მილიონერ ვიქტორ პინჩუკის “ინტერპაიპს” საერთაშორისო ბანკების 1,3 მილიარდი დოლარის ვალი აღრჩობს. ესეც გაკოტრების საშიშროების წინაშე დგას, როგორც ბევრი სხვა, რომელთა ჩამოთვლა ჩვენს მკითხველს მაინცდამაინც ბევრს არაფერს მისცემს. უბედურება ისაა, რომ მათი გაკოტრებით ირღვევა ქვეყნის ეკონომიკური და ტექნოლოგიური პოტენციალი, რომელზეც დამოკიდებულია მილიონობით უკრაინელი მოქალაქის ბედ-იღბალი.

ამასობაში აღმოსავლეთ უკრაინის ოლიგარქებს ჩაენაცვლებიან გაცილებით უფრო დაუნდობელი და უპრინციპო მეტოქენი. პირველ პლანზე სულ უფრო აშკარად გამოდის პოროშენკოსა და კოლომოისკის დუუმვირატი. რა მიზეზების გამო? პასუხი მარტივია _ ბიზნესში იმარჯვებს ის, ვინც სახელმწიფო რესურსებს ფლობს, აქვს ძალა და შესაძლებლობა, მხარში ამოუდგეს მოკავშირეებს და დათრგუნოს კონკურენტები.

ამ ორი ოლიგარქის ინტერესების დაპირისპირება ზედაპირზე დევს და ვინ დარჩება მათ შორის გამარჯვებული, ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ საით წავა უკრაინა.

კოლომოისკის კუთვნილი მედია პოროშენკოს წარმოადგენს, როგორც დროებით ფიგურას, ხოლო მინსკის შეთანხმებას, როგორც “ეროვნულ ღალატს”. ხაზგასმით ლაპარაკობენ იმაზე, რომ პრეზიდენტის ბიზნესი, კერძოდ, ფირმა “როშენი” და სხვა, რუსეთის ბაზარზეა გასული. დაკვირვებული მიმომხილველები არ გამორიცხავენ, რომ “მესამე მაიდანი” შეიძლება მოხდეს და, მაშასადამე, ახალი გადატრიალება ფანტაზიის ნაყოფი არ არის.

პოროშენკოსთან დაახლოებულ მედიას კი სააშკარაოზე გამოაქვს კოლომოისკის ბინძური ოპერაციები, კერძოდ, სახელმწიფო რესურსების მითვისების შესახებ, და წინასწარმეტყველებს მილიარდერის იმპერიის, უწინარეს ყოვლისა კი, ბანკპრივატისგარდაუვალ გაკოტრებას.

მოკლედ, _ დიდი ინტრიგა დიდ სარბიელზე.

ყველა ციხეში”- დანულოვანი ტოლერანტობისუკრაინული ვარიანტი

უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი მთავრობის 18 თებერვლის სხდომაზე დაემუქრა ყველას, ვინც წინააღმდეგია რუსეთ-უკრაინის საზღვარზე “კედლის” აგების, რომ დაეხმარება ერთი მიმართულებით ბილეთის აღებაში _ საზღვარს მიღმა! “ეს შეეხება პრორუსულ პოლიტძალებსაც, რომლებმაც თავი წამოყვეს პარლამენტის კედლებში და პრორუსულ და ანტიუკრაინულ ძალებსაც, რომლებიც ცდილობენ ქვეყანაში ქაოსის შექმნას”.

გავასახლებთო!

არადა, უკრაინის მოქალაქეების საზღვარგარეთ დეპორტაცია უკრაინის კონსტიტუციითაა აკრძალული, მაგრამ, ჯერ ერთი, ქვეყნის მთავარი კანონი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა, მეორე, როგორ უნდა გადაილახოს ეს სამართლებრივი დაბრკოლება, მიშა ასწავლით, სააკაშვილი (რომელიც მრჩეველთამრჩევლად დაისვა უკრაინის პრეზიდენტმა), საქართველოში განხორციელებული რეფორმატორული გარდაქმნების შემოქმედი, თავისუფალი სიტყვისთვისქანჩების მოჭერისმელაძუა ოსტატი.

თუმცა, როგორც პოლიტოლოგები თვლიან, მიხეილის გამოცდილება ისე სჭირდება დღევანდელ უკრაინას, როგორც მიცვალებულს _ სათბუნებელი. რეალობა გაცილებით შორს წავიდა. აი, რამდენიმე მაგალითი ამის დამადასტურებელი:

*ზაპოროჟიეს 23 წლის მცხოვრებმა გადაწყვიტა, ახლობლებისთვის გაეცნო თავისი დაკვირვება თანამოქალაქეთა ფინანსურ ხელმოკლეობაზე.

დაწერა და გაავრცელა ფურცლები საინტერესო სტატისტიკით: “პენსია _ 1000 გრივნა თვეში, კომუნალური მომსახურება _ 600 გრივნა თვეში, გაზი _ 300 გრივნა თვეში. ქმარი, შვილი, შვილიშვილი მოუკლესდა შეკითხვა: “ევროპაშიც გენოციდია? მადლობა მაიდნის გამარჯვებას”.

გააკრა ფურცლები ბოძებზე დადაუყოვნებლივ მიაბრძანეს საპატიმროში ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით. გაასამართლებენ მუხლით, რომელიც 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

*ნაცგვარდიის ერთი თანამშრომელი კი უკვე 9 წლით ჩაჯდა, რადგან შეეცადა, რუსეთის მოქალაქეობა მიეღო და კიდევ იმიტომ, რომ “სოციალური ქსელების მეშვეობით ხელს უწყობდა ტერორისტული ოპერაციების განხორციელებას”. მაგრამ რა “მიმოწერა” ჰქონდა ასეთი ანტისახელმწიფოებრივი მიმართულების, გამოძიებას არ გაუსაჯაროვებია. იყო კი?!

პარლამენტში განსახილველად შეტანილია პროექტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში პერსონალური მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვის შესახებ.

*სახელმწიფო ღალატად იქნა მიჩნეული ივანო-ფრანკოვსკელი ჟურნალისტის _ რუსლან კოცებას უკრაინაში გახმაურებული საქმე. იგი წინ აღუდგა ქვეყანაში გამოცხადებულ საყოველთაო მობილიზაციას, რადგან ამ ღონისძიების განხორციელება არსებული კანონით შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკვე დაკავებულია ამ მოღალატის 19 თანამოაზრე, ისინი, ვინც საჯაროდ გამოვიდნენ მობილიზაციის წინააღმდეგ.

უფრო მეტიც, მსგავსი სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობამ ამ ერთ წელიწადში 4 ათასს გადააჭარბა. მათგან 78 კონკრეტულად სახელმწიფო ღალატის ბრალდებითაა აღძრული (მიშას ფობია!).

*ჩერკასში იძიებენ ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებლების ლექტორის საქმეს, რომელიც ინტერნეტით ავრცელებდა სამხედრო ვალდებულთა მიერ სამხედრო კომისარიატებში გაგზავნილ განცხადებათა ასლებს, რომლებითაც უარს ამბობდნენ გაწვევაზე.

ამ მიმართულებით ეფექტიანი და მასშტაბური მუშაობის გასაშლელად კი ნამდვილად სჭირდებათ “დიდი გამოცდილების” მქონე სააკაშვილის “თანამებრძოლები”, რომლებმაც “მსოფლიო მნიშვნელობის რეფორმები” განახორციელეს საქართველოში.

მიმოხილვა მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

P.S. 21 თებერვლის საღამოსმაიდნისსისხლიანი დღის წლისთავი აღნიშნეს კიევში. პოროშენკოს, რომელიც მხნედ მიემართებოდა ტრიბუნისკენ, იქ შეკრებილი ხალხი სტვენითა და შეძახილით _ “სირცხვილი!” _ შეხვდა. თუმცა იმ უკრაინული სიტყვის ანალოგი ქართულში უფრო მწარეა და ითქმის, როგორცთავლაფის დასხმა”.

 

1 COMMENT

  1. მეკი დიდი სიმპატია მაქ პუტინზე და იმდია ეგ გვისჰველის. დზან სწორ პოლიტიკას ატარებს და გმერტმა გაუმარჯოს პუტინს.

  2. ძალიან მაგარი და ძლიერი პიროვნებაა ღმერთმა მიცეს ძალა ყველა მტრების დამარცხების

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here