Home რუბრიკები საზოგადოება რაც დასავლეთ ევროპას დამართა “სექსუალურმა რევოლუციამ”, იმას ელოდოს ყველა, ვინც მათი მომხრე...

რაც დასავლეთ ევროპას დამართა “სექსუალურმა რევოლუციამ”, იმას ელოდოს ყველა, ვინც მათი მომხრე და მაქებარია

725

მძიმე დრო უდგას ცალკეულ სახელმწიფოებს: მათ, სადაც გაგანია ომებია, როგორც გარეშე მტრებთან, ისე ერთმანეთთან, და მათაც, სადაც ჯერ სრული სიმშვიდეა, ქარიშხლის წინ რომ იცის ხოლმე, ისეთი.

ის, რაც უკრაინაში, სირიაში, ერაყში, ავღანეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში ხდება, ხვალ იქაც მოხდება, სადაც დღეს ბეცი თვალისთვის შესაშური კეთილდღეობა და სიმშვიდეა.

უმიზეზოდ რომ არაფერი ხდება ამ ცისქვეშეთში, ყველამ იცის, მაგრამ ახლა იმდენი და ისეთი რამის მოწმენი ვხდებით ყოველდღიურად, რომ მათი ახსნა არც ისე იოლია. აბა, როგორ უნდა ახსნა იმ ადამიანების მოქმედება, რომლებსაც მათივე მოგვარე და მეზობელი მტრად მიაჩნიათ და ოკეანის გაღმა მცხოვრებნი _ ძმებად და მეგობრებად. კიდევ უფრო გამაოგნებელი არის ის, რომ გადამთიელთა წაქეზებით ტყვიას ესვრიან ღვიძლ ძმასა და მოყვარეს, რითაც ანგრევენ საკუთარი ერის სხეულსა და სახელმწიფოებრიობას. ან რა ეწოდება საქციელს, როცა უცხო ქვეყნიდან გამოდევნილ თანამემამულეებს მეზობელი შეიფარებს, დაასახლებს, ძმად მიიჩნევს და მოეფერება, შენ კი თანამოძმეებით დასახლებულ ადგილებს საკუთრებად გამოაცხადებ და წართმევას დაუპირებ მას, ვინც სასიკვდილოდ განწირული შენი თანამოძმენი შეიფარა?! ანდა როგორ შეიძლება ნორმალურ საქციელად მიიჩნიოს ადამიანმა ის, რომ ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთ ფორპოსტში თავის ქალის ფორმის მიხედვით წყვეტდნენ, აქვს თუ არა სხვა ადამიანს არსებობის უფლება?! და ეს _ აგერ, ახლახან!

რა დაემართა კაცობრიობას, მის დიდ ნაწილს მაინც _ საღი აზრი დაკარგა თუ სულაც ჭკუაზე შეცდა? არადა, ჭკუაზე გადამცდარისას არ ჰგავს მათი საქციელი. საკუთარი კეთილდღეობის თვალისჩინივით მოფრთხილება სიგიჟის ნიშანი როდია, სხვა რამეა ეს და ამ სხვა რამეს უზნეობა ჰქვია.

ზნეობრივი სიღატაკე მძვინვარებს დედამიწაზე! ისევე, როგორც ბოლშევიკური იდეოლოგიით სიღარიბე საამაყოდ ითვლებოდა, დღეს უზნეობაც საამაყოდ ითვლებათავმომწონე ქვეყნებში”. ზნეობრივი ნორმები და კანონები ზღუდავს თურმე ადამიანს და თავისუფალი განვითარების საშუალებას არ აძლევს. ასე ჰგონიათ იმთავმომწონე ქვეყნებშიდა თვითონ ხომ გათავისუფლდნენ ზნეობრივი შეზღუდვებისგან, ახლა სხვების გათავისუფლებას მიჰყვეს ხელი. ნებით თუ არ გათავისუფლდებით, ძალით გაგათავისუფლებთო, _ იმუქრებიან.

ამ “თავმომწონე ქვეყნებს”, სამწუხაროდ, ძალის გამოყენების დიდი შესაძლებლობები აქვთ _ ფული და იარაღი, ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედების ხილული თუ ფარული საშუალებები.

აგერ, ჩვენი მაგალითი: საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც უზნეობისკენ გადადგმული ერთი დიდი ნაბიჯია. ძნელი დასაჯერებელია, რომ, იქ თავმოყრილი ერთი მუჭა ლიბერასტების გარდა, ამ კანონის მიღება ვინმეს სურდა, მაგრამ მაინც ერთხმად დაუჭირეს მხარი. რატომ? იმიტომ, რომ იმთავმომწონე ქვეყნებზეარიან დამოკიდებულნი, მათ პურს ჭამენ, მათი მოვალენი არიან და თანაც ისეთი, ვალს ვერასოდეს რომ ვერ დაუბრუნებენ. ამიტომ იმთავმომწონეთაემისრის ერთი თითის დაქნევა გახდა საკმარისი, რომ არც ხალხის მოთხოვნა ეღოთ ყურად, არც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თხოვნა და ის გაეკეთებინათ, რაც იმთავმომწონეებსუნდოდათ.

ეს თუ ძალადობა არ არის, მაშ, რა არის?!

რა რჯით იმ ქვეყნებს, რომლებიც ასე თავდადებით ცდილობენ ზნეობრივი სიღატაკის დამკვიდრებას დედამიწაზე? _ ის, რომ ზნეობრივად გაღატაკებული მასების (არა _ ხალხების) დამორჩილება ადვილია; უზნეო ბრბოს, საითაც მოისურვებ, იქით გარეკავ; რასაც გინდა, იმას გააკეთებინებ, თუ საჭმელსა და გასართობს დაჰპირდები. ზნეობისგან თავისუფალ არსებებს სხვა მოთხოვნები არც აქვთ.

იმ “თავმომწონე” ქვეყნების მცხოვრებლებს მაინც თუ აქვთ გაცნობიერებული, როგორ ზნეობრივ სიღატაკეში ცხოვრობენ და საით მიექანებიან? არა და არა! მათ ერთი რამ ჩააგონეს: ადამიანი თავისუფლებისთვის არის გაჩენილი და არავინ და არაფერმა უნდა შეზღუდოს მისი თავისუფლება. თავისუფლება სიამოვნებაა, თავისუფლების შეზღუდვა _ უსიამოვნებაო. მართლაც, რაც გსურს, იმას თუ აკეთებ, სიამოვნებაა, აბა, რა! მაგრამ რაც სურს, ყოველთვის იმას როდი აკეთებს ადამიანი, რადგან მისი ქმედება ზნეობრივი ნორმებით არის შეზღუდული. სირცხვილის განცდა არ მისცემს საშუალებას, არ დაემორჩილოს ზნეობრივ აკრძალვებს. ძალიანაც რომ უნდოდეს მოშარდვა, ზნეობრივი ადამიანი ან ტუალეტს მოძებნის, ან საზოგადოების თვალისგან მოფარებულ ადგილს, მთლად ძაღლიშვილი თუ არ არის. არც სქესობრივ ურთიერთობას დაამყარებს სხვათა თანდასწრებით! სწორედ ამიტომ სირცხვილის განცდას შეუტიეს ამ უზნეობის აპოლოგეტებმა, უწინარესად. სირცხვილი ისეთი კომპლექსია, რომელიც ადამიანის თავისუფალ განვითარებას ზღუდავსო, _ ჩასჩიჩინებენ ლიბერალისტები ახალგაზრდა თაობას.

მოდი, გადავხედოთ წარსულს და ვნახოთ,  საიდან იწყება ადამიანი.

ადამიანობა, ანუ სოციალური ცხოვრება იწყება მას შემდეგ, რაც ადამიანს სირცხვილის განცდა გაუჩნდა და სასირცხო ადგილები ლეღვის ფოთლითა თუ სხვა საშუალებით დაიფარა. როდის გამოაძევა ადამი და ევა სამოთხიდან ღმერთმა? _ როდესაც სირცხვილის გაჩენა შეამჩნია მათში. წადით ახლა და თქვენი შრომით იცხოვრეთო, _ უთხრა უფალმა. ვიდრე შრომა და რაიმეს ცოდნა არ სჭირდებოდათ, მანამდე არც ადამიანები იყვნენ. ადამიანი ხომ სოციალური ცხოველია?! იქნებ ამის განმარტება სჭირდება ვინმეს? კანტის ცნობილი გამოთქმა _ “ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემ ზევით და ზნეობრივი კოდექსი ჩემში” _ სწორედ იმაზე მიგვანიშნებს, რით განსხვავდება ადამიანი ცხოველისგან.

უსირცხვილო ადამიანი ავტომატურად იღებს ხელს ზნეობაზე. მისთვის აღარც ტაბუდადებული სიტყვები არსებობს და აღარც აკრძალული მოქმედება. ეს ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში შეამჩნიეს იმდროინდელმა დიდმა მოაზროვნეებმა _ შპენგლერმა და ნიცშემ. ერთმა ეს პროცესი ევროპის მზის ჩასვენებად მიიჩნია (. შპენგლერი _ “ევროპის დაისი”), მეორემ ღმერთის გარდაცვალება გამოაცხადა (. ნიცშე _ “ასე იტყოდა ზარათუსტრა”). ნიცშემ რომ თქვა, ღმერთი მოკვდაო, ამით იმაზე მიანიშნა, აწი ყველაფერი ნებადართულია და ეს სამყარო, ღმერთის კი არა, ძლიერი ადამიანის, ანუ ზეკაცისააო. დაიჯერა ბევრმა ევროპელმა და არაევროპელმა ესსიბრძნედა ამიტომ ჩამოწვა ზნეობრივი სიღატაკის ბნელეთი ცივილიზებული მსოფლიოს დიდ ნაწილში.

ზნეობის დაკარგვა მარტო სულიერების დაკარგვა როდია, მას ფიზიკური კატასტროფა მოსდევს აუცილებლად. ისტორია ვერაფერს ასწავლის ადამიანებს, თორემ დღევანდელ ლიბერალებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ყველაფრის ნებადართულობას განადგურებისკენ მიჰყავს ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი თუ სახელმწიფო. პიროვნების უფლების, ანუ მისი სურვილებისა თუ ახირებების უზენაეს ღირებულებად გამოცხადება ჰუმანიზმი არ არის. ეს ადამიანის ადამიანობისგან გათავისუფლების ბოროტი მცდელობაა.

დღევანდელი “თავმომწონე” ქვეყნები და მისი ცივილიზებული მოქალაქენი ვერ აცნობიერებენ ამას. მათი ქვეყნები მდიდარი სახელმწიფოებია და იქ ცხოვრება სასიამოვნოა, რადგან ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებაა შესაძლებელი, მაგრამ რატომ არიან მაინცდამაინც ეს ქვეყნები მდიდრები, ამის გამოცნობა დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს, ხოლო, რაც შეეხება სიამოვნებას, ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მიღებაც სასიამოვნოა, მაგრამ, როგორ მთავრდება ეს, არც ამის მიხვედრაა ძნელი.

არც რომის იმპერია და არც ბიზანტია ეკონომიკურ სიდუხჭირესა და ტექნიკურ ჩამორჩენილობას არ დაუნგრევია, პირიქით _ სიმდიდრითა და ცივილიზაციის დონით ისინი უკონკურენტოები იყვნენ იმჟამინდელ მსოფლიოში, მაგრამ უკვალოდ აღიგავენ პირისაგან მიწისა.

რატომ მოხდა ეს, რამ გამოიწვია ასეთი კატასტროფა? _ზნეობაზე ხელის აღებამ, უზნეობის გაბატონებამ არისტოკრატიაში. მამათმავლობა, უკონტროლო სქესობრივი კავშირები, მათ შორის, დაძმასა და მშობლებს შორისაც, რომაელი და ბიზანტიელი არისტოკრატიის ცხოვრების წესად იქცა.

რომისა და ბიზანტიის იმპერიების დაღუპვის წინა დღეების უზნეობის აგონიას ძალიან მაგონებს დღევანდელი ევროპის ქვეყნების და აშშ-ის  ხელისუფალთა მიერ მიღებული კანონები, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვითაა შენიღბული და სასიკვდილო საფრთხის შემცველია. ამის კლასიკური მაგალითია საფრანგეთი, რომელიც ევროპული კულტურის ფორპოსტი იყო ყოველთვის და, ალბათ, სწორედ ამიტომ უნდა ექციათ უზნეობის სანიმუშო ქვეყნად. ვნახოთ, ეს თუ ასე არ არის: პიროვნების უფლებების უზენაესი ღირებულების რეალიზაციის მიზნით, საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო ისეთი კანონები, რომელთა მხოლოდ დასახელებაც კი თმას ყალყზე დაუყენებს ზნეობრივ ადამიანს. “კანონი ერთსქესიანთა ქორწინების მართლზომიერების შესახებ”;  “კანონი ერთსქესიანთა წყვილის მიერ შვილის აყვანის დაკანონების შესახებ” (ორი პედერასტის ნაშვილები ბავშვი, რა ვაჟკაცი ან ქალკაცი გაიზრდება?!); ინცესტის (სქესობრივი კავშირი და-ძმას, მშობლებსა და შვილებს შორის) კანონიერების შესახებ. რაც შეეხება ანტიდისკრიმინაციულ კანონს, ის ჩვენმა პარლამენტმაც მიიღო და ამ კანონის მიხედვით, დასაჭერი ვარ, რადგან სიტყვა “პედერასტი” ვიხმარე გეისა თუ ცისფერის ნაცვლად.

მაგრამ, მანამ არ აუდგეთ გვერდები ლიბერასტებს, სანამ პედერასტს მოფერებით გეის ან ცისფერს ვუწოდებ!

ზნეობრივად გაღატაკებული ხალხისთვის წმინდა და ხელშეუხებელი აღარაფერია, რადგან მათ უკვე წარმოდგენაც აღარ აქვთ სიწმინდესა და სიყვარულზე, ერთგულებასა და თავდადებაზე. მათ მხოლოდ  ის იციან, რომ ყველაფერი ნებადართულია და გამოხატვის უკიდეგანო უფლება აქვს ყველას.

ა, ბატონო, ისევ საფრანგეთის მაგალითი: ჟურნალმა “შარლი ებდომ” მუსლიმანების უწმინდეს წინასწარმეტყველ მუჰამედზე უხამსი კარიკატურები გამოაქვეყნა და სასტიკად შეურაცხყო არა მხოლოდ ისლამის მიმდევრები, არამედ ყველა მორწმუნე და, საერთოდ, ზნეობრივი ადამიანი. მხოლოდ ისლამის მიმდევრები მილიარდზე მეტს მოითვლიან და რა გასაკვირია, აღშფოთების ქარიშხალი, რომელმაც ნახევარ მსოფლიოს გადაუარა.

ამ ლიბერასტების ჟურნალში ქრისტეზეც ბევრი უხამსობა გამოქვეყნებულა თურმე, მაგრამ დიდი აღშფოთება არავის გამოუთქვამს კათოლიკურ სამყაროში; ანდა რატომ გამოთქვამდნენ, როდესაც რომის პაპმა ამას წინათ განაცხადა, პედერასტები (მან ტერმინი “ჰომოსექსუალები” იხმარა) ჩვენი ეკლესიის წიაღშიც უნდა შევიწყნაროთო. ზნეობრივად გაღატაკებული ხალხების სულიერ წინამძღვარს სხვა რა მოეთხოვებოდა? ტყუილად არ უთქვამს ნიცშეს გასული საუკუნის დასაწყისში “ღმერთი მოკვდა”-ო. მაშასადამე, ყველაფერი დასაშვებია!

ასე არ ფიქრობენ მუსლიმანები, არც მართლმადიდებლები და სხვა რელიგიური კონფესიების მიმდევრები, სხვათა შორის, არც ზნეობის დამცველი კათოლიკები, მაგრამ მათი საპროტესტო ხმა არავის ესმის ზნეობრივად გაღატაკებული ევროპის ზედა ეშელონებში.

ჰოდა, ისლამის თავდადებული მიმდევრები შეიჭრნენ “შარლი ებდოს” რედაქციაში და ყველა იქ მყოფი ამოჟუჟეს. აღშფოთდა ევროპული “დემოკრატიული” მასმედია, _ გაუგონარი ტერაქტი მოხდაო!

კი მაგრამ, ვინ ჩაიდინა ტერაქტი _ ამას რატომ არ კითხულობენ? ჟურნალი, რომელიც ყველაზე წმინდა და ფაქიზ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს, ტერორისტი არ არის და ის, ვინც მას სჯის, ტერორისტია? რა ჰუმანიზმი და ლიბერალიზმია ეს? ვიღაცამ  ომში დაღუპული მამის საფლავი რომ წამიბილწოს, დედაზე კი ათასი უხამსობა თქვას, ხანჯალი რომ გავუყარო მუცელში, მე ვიქნები ტერორისტი, ხომ? ტერორისტი კი არა, შურისმგებელი ვიქნები და ვიამაყებ კიდეც. “ვისაც ჩვენ არ ვებრალებით, ჩვენ შევიბრალოდ რისადა, სიკვდილი თვითონ უფალსა, გაუჩენია მტრისადა” (ვაჟა).

ახლა ამის წამკითხველმა ვინმე ლიბერასტმა შეიძლება დემოკრატიის ალამდარი ქვეყნის ელჩთან იჩივლოს, რომელიც ახლა შეთავსებით საქართველოს გუბერნატორად მუშაობს. იჩივლოს მერე! ისტორიაში გაკვეთილის ჩატარება არ აწყენდა ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებს, ქვეყნისა, რომლის პრეზიდენტს ჰგონია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები 57 შტატისაგან შედგება, ხოლო მისი ადმინისტრაციის წარმომადგენელი ქალბატონი იმუქრება, _ ჩვენი გემები ბელარუსის ნაპირებს მიადგებიანო (მუხლუხებიანი გემებით, ალბათ).

უკვე დამარცხებული იაპონიის ქალაქებს _ ჰიროსიმასა და ნაგასაკის აშშ-მა ატომური ბომბები რომ დააყარა თავზე და ერთ წუთში გაანადგურა ასიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მილიონები კი სამუდამოდ დაასახიჩრა, რა იყო ეს? _ პერლ-ჰარბორისთვის სამაგიეროს მიზღვა? ჰიროსიმასა და ნაგასაკიში იაპონიის მფრინავები და მეზღვაურები იყვნენ თამოყრილნი თუ რა? ჰოდა, თუ ტერორისტებზე მიდგა საქმე, ამერიკას სირცხვილით ხმა აღარ ამოეღება იმის გამო, რაც ჩადენილი აქვს, ხოლო, რასაც ახლა სჩადის, კიდევ სხვაა.

სრული ზნეობრივი სიღატაკის გამოვლინება იყო პარიზში გამართული მილიონიანი მარში, რომლის წინა რიგებში მამალი უზნეო პოლიტიკოსები იდგნენ, _ ჩვენც შარლი ვართო! ვითომ, რაო? თქვენს წმინდანებს კვლავაც შეურაცხვყოფთ, თუ მოგვეპრიანა, რადგან გამოხატვის თავისუფლება უმაღლესი მიზანიაო. მოგეპრიანებათ, თქვე უბედურებო, და შურისმგებელიც არ დაილევა. უზნეო საზოგადოებები ისე ჩაიხრჩობიან თავიანთ უზნეობის ზღვაში, როგორც რომი და ბიზანტია ჩაიხრჩო. წიგნებშიღა დარჩება რაინდი მუშკეტერების საფრანგეთი და რობინ ჰუდის ინგლისი, ზნეობას თუ არ დაიცავენ დროულად.

გაგიკვირდებათ და, ჩვენს შორისაც გამოჩნდნენ ზნეობრივი პროლეტარები და იკივლეს “ჩვენც შარლი ვართ”-ო. ახლა სწორედ იმის დროა, “პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით”-ს ნაცვლად გამოჩნდეს ახალი ლოზუნგი _ “ზნეობრივად გაღლეტილებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!”,  მაგრამ მათი ერთობა მტკიცე და მუდმივი ვერ იქნება. მტკიცე ერთობას პრინციპები უდევს საფუძვლად. უზნეოს პრინციპულობა კი ვის გაუგონია?!

ზნეობის სიღატაკეს ბევრი უბედურება მოსდევს, პირველ ყოვლისა, ცოდნის სიმწირე და აზროვნების უბადრუკობა. ესაა სწორედ, რამაც რომი და ბიზანტია დაანგრია. ამას წინათ, ცნობილმა ბჟეზინსკიმ განაცხადა, დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკური ლიდერების დეფიციტს განიცდისო. მართალია ეს კაცი. აბა, ქვეყნის პრეზიდენტს ის რომ არ ეცოდინება, რამდენი შტატია მის ქვეყანაში, ხოლო მისი ხელისუფლების წარმომადგენელს რომ ჰგონია, სამხედრო ხომალდები, ზღვა რომ გათავდება, ხმელეთზე განაგრძობენ სვლას, რა ლიდერებზეა ლაპარაკი!

ზოგი ქვეყნის პრეზიდენტი კიდევ იმით ტრაბახობს, ახალგაზრდობაში ცოტა წავიპედერასტებდი და ცოტა ვნარკომანობდიო, ჩვენი პარლამენტარები რომ ტრაბახობდნენ, ქუჩის ბიჭები ვიყავითო, ისე.

ისევ “შარლი ებდოს” ზნეობრივ ტერორისტთა საქმეს უნდა დავუბრუნდე. ის მილიონობით აღშფოთებული ფრანგი თუ არაფრანგი, რომლებიც პარიზის ქუჩებში გამოვიდნენ, ამბობდნენ, გამოხატვის თავისუფლებას ვიცავთო, და სასტიკად გმობდნენ მათ, ვინც შეურაცხყოფა, თავმოყვარეობისა და ღირსების შელახვა ვერ აიტანეს.

ამის გამო, ერთი, ამ ამბისთვის ზედგამოჭრილი ქართული ანეკდოტი უნდა გავიხსენო: შეზარხოშებული ჭიჭიკია და ბიჭიკია ღამით ქალაქის ქუჩას მიუყვებიან. საპირისპირო მხრიდან ვიღაც კაცი გამოჩნდა.

_ ჭიჭიკია, მოდი, გავლახოთ აი, ყაზილარიო, _ უთხრა ბიჭიკიამ.

_შეხედე, ბიჭო, რამხელა მუტრუკია და აქეთ რომ გაგვლახოსო?! _ სიფრთხილე გამოიჩინა ჭიჭიკიამ.

_ რას გვერჩის, ეგ შობელძაღლიო, _ “მყარი” არგუმენტი დაახვედრა ბიჭიკიამ.

მერე რაც მოხდა, არც საინტერესოა და არც ძნელი გამოსაცნობი, მაგრამ სიტუაცია ძალიან ჰგავს უზნეობის მქადაგებელთა ვაი-ვიშს, როდესაც უზნეობისათვის ზნეობრივი საზოგადოება წაუთაქებს ხოლმე.

კაცი რომ ცოლსა და დედას შეგიგინებს და ამას გამოხატვის თავისუფლებად ჩაუთვლი, მილიონის მფლობელიც რომ იყო, ზნეობრივად ღატაკი ხარ და არც ღირსება გაგაჩნია. ამგვარი გაგებისა, კერძო კაცია თუ ქვეყანა, არსებობის ღირსი არ არის და ვერც იარსებებს, რადგან ამქვეყნად ყოფნა მარტო მუცლის ამოყორვა და ცხოველური ვნებების დაკმაყოფილება არ არის. იგი პასუხისმგებლობაა საკუთარი თავისა და სხვათა წინაშე, პირველ ყოვლისა, _ სამშობლოს წინაშე.

სამწუხაროა, რომ ეკონომიკურად ღატაკი ჩვენი სამშობლო ზნეობრივი სიღატაკის ზღვარზე დგას, ანუ ერთადერთი, რაც გაგვაჩნია თავმოსაწონებელი _ ეროვნული კულტურა _ შეიძლება, დავკარგოთ და ჩვენი სახსენებელიც გაქრება. ჩვენი არსებობის გარანტი არც სახელმწიფოა და არც კონსტიტუცია. ის, რაც არ გვაქვს, როგორ იქნება გარანტი?! ჩვენი არსებობა ღრმა ეროვნულ კულტურასა და ტრადიციებს ეფუძნება და საკმარისია ამ საფუძვლების გამოცლა, რომ ისე გავქრებით, როგორც შარშანდელი თოვლი, და ისტორიას შემოვრჩებით მხოლოდ არქეოლოგიურ ექსპონატებად.

აი, ამ საფრთხის წინაშე გვაყენებენ ჩვენი ევროპულად გამოთაყვანებული ლიბერასტები, სხვადასხვა ჯურის გრანტიყლაპია არასამთავროები და “შნირი” პარლამენტარები. გადამთიელთა მხარდაჭერით “ვერხი” აქვთ აღებული. მათ ხელშია ტელევიზიები (ტვინის გამორეცხვის უძლიერესი საშუალება), დატერორებული მთავრობა და პარლამენტი. ასე ცდილობენ ქართველთა და არამხოლოდ ქართველთა, ზნეობრივ გაღატაკებას. ხალხის, პირველ ყოვლისა, ახალგაზრდების მოსასყიდად უცხოელი ძიებისგან ფულიც ბევრი აქვთ, ჯერ ერთი, მოზარდების მოსყიდვას რა უნდა: გამოიყვან ტელეეთერში ნაბოზრებსა და ბოზებს, ქმარგაშვებულებსა და ცოლგაყრილებს, მათ კარიერულ თუ პირად წარმატებებზე ასაუბრებ და თან კომენტარსაც დაურთავ მაია ასათიანივით, _ რაც ქმარს გაშორდი, მას შემდეგ ფანტასტიკურად გალამაზდიო. თანაც, მართლა ლამაზად და ერთობ უსირცხვილოდ გამოიყურება შოუში მოწვეული. ისე ზის და ტელეოპერატორიც ისე უმარჯვებს კამერას, რომ ლამაზ ფეხებთან ერთად, სასირცხვო ორგანოც მოუჩანს. უცქერის ამას მოზარდი, სიამოვნებს და შენი მიმდევარი ხდება. აქეთ კანონი და ოფიციალური პროპაგანდა ჩასჩიჩინებს: მშობლებსა და პედაგოგებს ნუ დაემორჩილებით, თქვენი ჭკუით გადაწყვიტეთ ყველაფერიო. თუ ან მშობელი, ან მასწავლებლი გაგიწყრათ, დაგტუქსათ _ ეს პიროვნებაზე ძალადობაა, შეგვატყობინეთ, მაშინვე თქვენთან გავჩნდებით და დედას ვუტირებთ მაგათო. საქართველოს ყოფილმა ვაიპრეზიდენტმა რომ მოუწოდა მოსწავლეებს, აგერ არის ბუჩქნარი, შერგეთ თავი გოგო-ბიჭებმა და გაერთეთო, კი არ წამოსცდენია ეს, დავალება შეასრულა!

თავისუფალი სექსი, ანუ ბოზობა სექსუალურ რევოლუციად მონათლეს კაცობრიობის ზნეობრივი გაღატაკების მედროშეებმა. ჰოდა, რაც დასავლეთ ევროპას დამართასექსუალურმა რევოლუციამ”, იმას ელოდოს ყველა, ვინც მათი მომხრე და მაქებარია.

ზნეობრივი გაღატაკების მძიმე გამოვლინებები უკვე აშკარაა პოლიტიკაშიც. შენს ქვეყანაში მძიმე დანაშაულებში მხილებულ და უცხოეთში გაქცეულ ყოფილ მაღალჩინოსნებს მეორე ქვეყანაში მაღალ თანამდებობებს რომ უბოძებენ და გულში ჩაიხუტებენ, შენ კი იმ ქვეყნის ხელისუფლებას მეგობარს უწოდებ, თავმოყვარეობაზე არაფერი გსმენია? თუ ზნეობრივად გაღატაკებული ხარ შენც და ვისაც მარჩენალი დაგინიშნავს მეგობრად თუ მტრად, ისაა შენი მოყვარე და მტერი?

გონს მოვეგოთ, თანამემამულენო, ვიდრე დროა, თავიდან ავიცილოთ ზნეობრივი გაღატაკება და საკუთარი ხელით ნუ გამოვისვამთ დანას ყელში!

ზურაბ ცუცქირიძე

 

1 COMMENT

  1. ამერიკა რყვნის ცჰვენ ხალხს. სანამ ამერიკას არ დავსჰორდებიტ არაპელი გვესჰველება. ისევ რუსეტი ჯობია

  2. როგორ გინდა არ დაეთანხმო…მართლაც გენიალურად აანალიზებთ ბატონო ზურაბ..
    გამოსავალზეც და გადარჩენის პერსპექტივაზეც არ იქნებოდა ურიგო მოგვესმინა თქვენი ანალიზი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here