Home რუბრიკები საზოგადოება მე ქართველი ვარ და არა ევროპელი!

მე ქართველი ვარ და არა ევროპელი!

1065

მართლმადიდებელი რუსეთის მიმართ საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე საუბრისას მართლმადიდებელი საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, მამალმა რესპუბლიკელმა განაცხადა: “ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რაც შეეხება რუსეთს, ის მართლმადიდებლურად არასოდეს იქცეოდა”.

1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ ხელი მოაწერა ბრიუსელში ნატოს პროგრამას _ “აღმოსავლეთის პარტნიორობა მშვიდობისათვის”. მას შემდეგ საქართველო ერთ ვირტუალურ ცარცის წრეზე ტრიალებს და დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდა. ძალა ერთობაშიაო, _ უთქვამს ბრძენკაცს, მაგრამ ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობა მედასავლეთეა, ზოგი კი ნეიტრალიტეტზე ოცნებობს, ამასობაში საქართველო ხელში შემოგვადნა _ დავკარგეთ ტერიტორიები და სოციალური ფონიც მნიშვნელოვნად დამძიმდა ქვეყანაში.

ხელისუფლების ეს წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, არასოდეს ისაუბრებენ იმ ე. წ. დემოკრატიულ მიდგომებზე, რომლებსაც ევროპა-ამერიკა ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. სამაგიეროდ, ამ საკითხებზე დაუფარავად საუბრობენ ევროკავშირის ქვეყნების კომპეტენტური წარმომადგენლები _ ევროპა ინგრევა და მისი ქვეყნები ნანგრევებში მოხვედრისგან თავის არიდებას ცდილობენ.

*ცნობილი ჟურნალისტი და ეკონომიკური საკითხების ექსპერტი ჯერემი უორნერი ბრიტანული გამოცემა The Daily Telegraphის ფურცლებზე წერს: “ევროკავშირი ეკონომიკურად კვდება და უძლურია, თავი გადაირჩინოს”. უორნერი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

*ამერიკის არადემოკრატიულობაზე წერს პრინსტონის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი უილიამ ენგდალი JournalNeo.Orgზე გამოქვეყნებულ სტატიაში და აღნიშნავს, რომ დღეს ქვეყანაში გადაწყვეტილებებს არა პოლიტიკური პარტიები, არამედ ოლიგარქიული სტრუქტურები იღებენ.

*ბულგარეთის ნაციონალური პარტიაატაკასლიდერმა _ ვოლენ სიდეროვმა რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან და ევროკაშირიდან გამოსვლის თაობაზე, ხოლო ბერძნებმა ათენში ამერიკის დროშა დაწვეს და სკანდირებდნენ: “ევროკავშირი, აშშ და ნატო _ გაეთრიეთ საბერძნეთიდან!” (ბრიუსელისდახმარებითსაბერძნეთის საგარეო ვალი 323 მილიარდ ევროს აღწევს). თითქმის ანალოგიურ მდგომარეობაშია ესპანეთი და პორტუგალია, ხოლო, რაც სოციალიზმის ხანაში შეიქმნა ბულგარეთსა და რუმინეთში, განადგურებულია და ეს ქვეყნები, დიდი ალბათობით, თავიანთ ევრაზიულ ფესვებს გაიხსენებენ. ევროკავშირს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური ფონის გაუმჯობესებისთვის არანაირი ვალდებულება არ აუღია. მას მხოლოდ თავისი ბანკები აინტერესებს, რომელთა მეშვეობით ამ ქვეყნებს აკოტრებს და რესურსებს ითვისებს.

მიუხედავად ასეთი ვითარებისა, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები და თვით პრემიერი ღარიბაშვილიც კი ძალისხმევას არ იშურებენ, ევროპელ ემისრებს თავი მოაწონონ. ღარიბაშვილმა ბრიუსელში ყოფნისას განაცხადა, ჩემი ქვეყანა ევროპის ერთგული რჩებაო(?!), რაც ევროპასთან ჩახუტების სანაცვლოდ ტერიტორიების დაკარგვის ტოლფასია. უკვე მესამე წრეზე მივდივართ დასავლეთის მიმართულებით და დროა, სხვა სახელმწიფოების გამოცდილება გავითვალისწინოთ და ჩვენი ქვეყნის მომავალზე ვიფიქროთ. ევრაზიულ კავშირში გაწევრება რუსული პოლიტიკის გატარებას არ ნიშნავს. პირიქით, ეს არის ქართული სახელმწიფოს ინტერესების დაცვა თურქეთის, ჩრდილოკავკასიელთა ექსპანსიისა და რადიკალი ისლამისტებისგან; ეს არის მართლმადიდებელი ქვეყნის ზნეობის და მორალის ჩარჩოებში მოქცეული სახელმწიფოებრივი პოლიტიკა; ეს არის ქართული სოფლის გადარჩენა რუსეთის ბაზრის მეშვეობით და სამომავლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძველი.

რუსეთის მიერ აფხაზეთთან გაფორმებული ხელშეკრულება ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ლოგიკური შედეგია. რუსეთის შოვინისტურ წრეებს 1948-50 წლებშიც ჰქონდათ აფხაზეთის რუსეთთან შეერთების გეგმა, მაგრამ ეს სტალინმა არ დაუშვა, ჩვენმა ხელისუფლებამ კი ამისკენ თვითონ უბიძგა რუსეთს.

პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენამ რეალური პატრიოტული ძალები გარიყა, რადგან მას დიდი ნდობის მანდატი ჰქონდა საქართველოში. დღევანდელი გადასახედიდან კი ჩნდება გონივრული ეჭვი _ ბატონმა ექსპრემიერმა ქართველ საზოგადოებას ისეთივე დიაგნოზი (დაავადებული მსუბუქი დებილობის ფორმით) ხომ არ დაუსვა, როგორიც მისმა რჩეულმა მარგველაშვილმა? ან იქნებ ეს პიროვნებაცდიაგნოზის დასმის ნიჭისგამო შეარჩია? წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოუწოდებდა საზოგადოებას, ერთხელ კიდევ მენდეთო და არცნაცებისგადარჩენას მოისურვებდა. რაც შეეხება ქველმოქმედებას, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ ეს არც მხოლოდ ქართველის და არც მხოლოდ ივანიშვილის მახასიათებელი არ არის. რას მოიმოქმედებდა თითოეული ჩვენგანი მსგავსი ფინანსური რესურსით? ოტო ბაისჰაიმი _ გერმანელი ბიზნესმენი, რომელიც პირველ სატანკო დივიზიონში მსახურობდა, ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით, დიდი ქველმოქმედი გახლდათ. იგი აფინანსებდა საქველმოქმედო საზოგადოებებს და გარდაცვალების შემდგომ (2013.) თავისი ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მათ დაუტოვა.

ექსპრემიერმა “ნაცებთან” კოაბიტაცია ბიზნესგარიგებად აქცია, რითაც პოლიტიკური სიმყიფე გამოავლინა, მან არც სააკაშვილის მიერ ჩარეცხილი პროფესიონალი კადრები აღადგინა თანამდებობებზე, რამაც დღეს ასეთი კადრების დეფიციტი გამოიწვია. გადავხედოთ წარსულს: მწარმოებელი ქვეყნიდან მომხმარებელ ქვეყნად ვიქეცით: 200 ჩაის ფაბრიკიდან აღარაფერი შეგვრჩა; 200 ღვინის ქარხნიდან მხოლოდ 30 ფუნქციონირებს; აღარ არსებობს კვების მრეწველობა, როცა საქართველოს შემოსავლის 50%-ზე მეტი კვების მრეწველობაზე მოდიოდა. მოხმარებული მარცვლეულის მხოლოდ 20%-ს აწარმოებს საქართველო, 80% კი შემოგვაქვს.

დასავლეთის პოლიტიკისადმი მონურმა მორჩილებამ ანტიდისკრიმინაციული კანონიც მიაღებინა “ქართულად” მეოცნებეებს. შედეგად მწერალთა სახლში, მაჩაბლის ქუჩაზე, რომელიც ჩვენი სათაყვანებელი მწერლების ნავსაყუდელი იყო, პირველი გეიჟურნალის პრეზენტაციაც მოეწყო. ამ ჟურნალს ნიდერლანდების სამეფო აფინანსებს და უფასოდ ვრცელდება. ამასთანავე, დაფინანსდა მოკლემეტრაჟიანი გეიფილმიც, რომელშიც დედა თავის გეიშვილს წითელ კაბას აზომებს. ამან ქვეყნის არცთუ შორეული გმირული წარსულიდან ერთი ლექსი გამახსენა, სადაც დედა თავის შვილს მიმართავს:

წითელი ჩოხა ჩაიცვი, შვილო,

ნეტავი, რა გაქვს სამგლოვიარო,

წითელზე სისხლი არ დაგემჩნევა

თუნდ რომ ათი ომი გამოიარო”.

ეს ყოველივე ნათელი მაგალითია იმისა, როგორ ცდილობენ ჩვენი მენტალობის შეცვლას გარე ძალები ჩვენივე ხელისუფლების ხელით, რაც ნაწილობრივ მოახერხეს კიდეც. ევროპული არჩევანი ხელისუფლებისთვის პანაცეად იქცა და ქვეყანაში ეროვნული იდეოლოგია ჩაანაცვლა, თუმცა ეროვნული იდეოლოგიის არსებობის სურვილმა ჩაილურის წყალი დალია გამსახურდიას ხელისუფლების დამხობასთან ერთად, “რომელია ჩემზე მეტად ევროპელი და დასავლური ფასეულობების მატარებელი?” _ სვამს კითხვას ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ხელს “ნაცებისკენ” იშვერს, ანუ, პიროვნება, რომელიც ტელეეთერიდან ეროვნულ ღირებულებებზე გვესაუბრება, “ნაცებს” ეჯიბრება ევროპელობაში, ხოლო მეორე ლიდერი სამაჩაბლოს არ ახსენებს, ოსებს ეწყინებათო, _ ბრძანებს. გარდა ამისა, უკრაინაში მიმდინარე პროცესების ინიციატივას რუსეთს მიაწერს და ქართველ საზოგადოებას ტვინს ურევს. ეს დემაგოგია მხოლოდ დასავლეთის ინტერესებს ემსახურება და ქართველი საზოგადოება ასეთი ძალის არჩევით ქვეყნის სათავეში კიდევ ერთ იმედგაცრუებას მიიღებს, რადგან ეროვნული ღირებულებები და დასავლეთისკენ სწრაფვა ურთიერთგამომრიცხავია. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ის ძალები, რომლებიც დღეს ხელისუფლებას სამართლიანობის არაღდგენაში ადანაშაულებენ და აქციებს მართავენ, თვითონ არიან დასავლეთის მონები და ისიც იციან, რომ დღეს ქვეყანაში კრიმინალებს ასევე კრიმინალური დასავლეთი ლობირებს.

ჭეშმარიტად ეროვნული ძალა რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით კი არ გამოვა ქვეტექსტით _ მე უნდა მოვიდე ხელისუფლებაშიო, არამედ ევროკავშირისა და ამერიკის წინააღმდეგ მოაწყობდა აქციას.

ეროვნული იდეოლოგია არც ქართულ ჯარშია. ამას მოწმობს ქართველი ბიჭების უკრაინაში ბრძოლაც, რაც, ასევე, ევროპაამერიკის ინტერესებს ემსახურება ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

ივანიშვილის ლიბერალურმა პოლიტიკამ კრიმინალებისადმი ფაშისტური ტერაქტის ობიექტად აქცია საქართველო. ამ აქტის მსხვერპლი ბატონი იური ვაზაგაშვილი კი სრულიად საქართველოს დააკლდა თავისი გმირული შემართებით…

ერთი მხრივ, ეკლესიები ამიშენოს, თანამემამულეებს ფინანსურად დაეხმაროს, ხოლო მეორე მხრივ, ეროვნება და მამის სახელი წამართვას, გაუკუღმართებული სექსურთიერთობა კანონიერ ჩარჩოებში მოაქციოს, მართლმადიდებელ ეკლესიას დაარტყას, ქართული მიწები უცხოელებზე გამიყიდოს, ამერიკული საწვრთნელი ბაზები ამიშენოს და ქვეყანა რეალური საფრთხის ქვეშ დამიყენოს?! _ არ მწამს იმ ხელისუფლების, რომელიც მონური მორჩილებით ქართულ გენსა და სულს მომიკლავს, მორალსა და ზნეობას წამიბილწავს ევროპელობის სახელით! სად გადის ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის?

 ევროპა, ფაქტობრივრად, ქრისტიანული აღარ არის. ეკლესიებს მრევლი აღარ ჰყავთ და ტაძრები იყიდება. ევროპულ ღირებულებებზე აპელირება სიყალბეა, რაც ეპიდემიად იქცა ქართულ პოლიტიკაში. ადამიანის უფლებების დაცვას და სუფთა გარემოში ცხოვრებას ევროპიდან კარნახი სჭირდება? რა, ხელისუფლებას ინფორმაცია არ აქვს თუ ანალიზის უნარი?

ევროპა მხარს უჭერს სიყალბეს და ფაშიზმს (უკრაინის მაგალითი) _ ეს არის მისი ფასეულობა! დასავლეთი პროპაგანდისტულ ომს აწარმოებს რუსეთის წინააღმდეგ მისი რესურსის მითვისების მიზნით. თუ ნატო შორეულ კოსოვოსა და ავღანეთში “იცავს” თავის ინტერესს, რუსეთს არ აქვს უფლება, საზღვრებთან დაიცვას თავისი ინტერესი?

 არის საფრთხე, რომ ამ “დემოკრატიულმა” ძალებმა მაიდანი ჩვენთანაც მოაწყონ, თუ ხელისუფლება მათი დირექტივების შესაბამისად არ იმოქმედებს. 1978 წელს ტერორისტებმა იტალიის პრემიერმინისტრი ალდო მორო გაიტაცეს და მოკლეს, რადგან ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო.

სად არის გამოსავალი, როგორ დავაღწიოთ თავი ამერიკაევროპის ფაშისტურ ძალებს? ჩვენი უბედურების სათავე ჩვენივე მენტალიტეტშია, წარსულის ანალიზის არქონასა და სხვისი გემოვნებით ხელისუფლების არჩევაში. გამოსავალი მიმდინარე პროცესების სწორ ანალიზშია და საზოგადოება ამერიკის ხელისბიჭების _ “ნაცების”, ალასანიას და მსგავსი ძალების გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცეს. გავიხედოთ მეზობელი ქვეყნებისკენ და გავითვალისწინოთ, რომ ევროპული “ღირებულებების” მსხვერპლი ერთადერთი ქვეყანა ვართ კავკასიაში. უნდა შევებრძოლოთ სიყალბეს, სისულელეს და უსამართლობას, რომელიც ხელისუფლებისგან მოდის ჩვენივე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და გავანეიტრალოთ დასავლეთიდან მართული შეტევა ზნეობასა და მორალზე. საქართველოს ეროვნულმა ძალებმა პოლიტიკურ სივრცეში უნდა დაიკავოთ ანტიდასავლური ნიშა, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრივ ინტერესს გაატარებს ქვეყანაში და ხმამაღლა, ამაყად განაცხადებს: მე ქართველი ვარ და არა ევროპელი!

იზა თამაზაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here