Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი სესიაშვილი: ამერიკელები დღესაც აქ არიან და ჩვენი ჯარისკაცების წვრთნაში გვეხმარებიან

ირაკლი სესიაშვილი: ამერიკელები დღესაც აქ არიან და ჩვენი ჯარისკაცების წვრთნაში გვეხმარებიან

675

მართალია, ნატო თავს იკავებს ალიანსში ჩვენი ქვეყნის მიღებისგან, მაგრამ საქართველო ჯიუტად ცდილობს ნატოში შეძრომას და ახალ-ახალ თემებს სთავაზობს მტერსაც და მოყვარესაც. მაგალითად, ახლა საქართველოში ერთობ უცნაური ბაზის გახსნაა დაანონსებული.  სწორედ ამ ბაზის გახსნის საკითხზე ვესაუბრეთ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილს.


_ ბატონო ირაკლი, რა სარგებელს მოგვიტანს ნატოსაქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი _ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დაგვეხმარება ?

_ არ ვიცი, ასეთი კითხვები საიდან მოგაქვთ? ეს დაახლოებით იმას ჰგავს, მე რომ გითხრათ, ჩვენ ვყიდულობთ კოვზებს და ეს დაგვეხმარება, გამაძღარი ვიყოთ-მეთქი. ქვეყანაში რამდენიმე საწვრთნელი ცენტრი არსებობს: შსს-ს ცალკე აქვს, თავდაცვას _ ცალკე, სასჯელაღსრულებას _ ცალკე და ა.შ. ჯარისკაცს წვრთნა რომ სჭირდება, ამაზე ხომ არ ვდავობთ? ჯარისკაცს რომ ვწვრთნით, ნიშნავს, რომ ტერიტორიულ მთლინობას ხვალვე აღვიდგენთ? რას სარგებელს მოუტანს ქვეყანას? _ ეს საწვრთნელი ცენტრი იქნება დაკომპლექტებული ნატოელი მაღალკვალიფიციური სამხედრო მოსამსახურეებითა და ექსპერტებით, რომლებიც ჩვენ შეიარაღებულ ძალებს დაეხმარებიან წვრთნაში, შესაბამისი სამხედრო გეგმებისა და სტრატეგიების შემუშავებაში, ჩვენი ჯარისკაცების მომზადებასა და ერთობლივი წვრთნების ჩატარებაში, რაც, საერთო ჯამში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.

_ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ეს ცენტრი მიმართული არ არის მესამე მხარის ინტერესების საწინააღმდეგოდო. გამოდის, საქართველოში განთავსებულ ამ არასამხედრო ბაზას, რომლის ერთადერთი მიზანი მსოფლიოში სიამტკბილობაა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნატოფობი სერგეი ლავროვი და სხვები ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ?!

_ გეუბნებით, ქვეყანაში ათეულობით სამხედრო ბაზა არსებობს, ოდესმე კითხვა დაგისვამთ კრწანისის სასწავლო ცენტრი მესამე მხარის ინტერესში შედის თუ არა?

_ დღეს ამ ბაზაზეა საუბარითუ რაიმე მიზანი აქვს ამ ცენტრის აქ არსებობას, .., მესამე მხარეც არსებობს, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული ამ ცენტრის მიზნები. არ მეთანხმებით ?

_ კრწანისის სასწავლო ცენტრში წვრთნების განხორციელებაში ამერიკელებიც გვეხმარებიან, ამერიკელები დღესაც აქ არიან და ჩვენი ჯარისკაცების წვრთნაში გვეხმარებიან, მაგრამ მესამე ძალას ვხედავთ? არანაირი მესამე ძალის ძებნა არ არის საჭირო, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, უფრო ძლიერი ჯარი რომ გვყავდეს, უფრო კარგად რომ მოვამზადოთ და აღვჭურვოთ. აი, ეს არის.

_ ჩვენი ჯარისკაცები იწვრთვნებიან, მაგრამ მათ საქართველოსთვის არ იყენებენ. მათ წვრთნიან ერაყისთვის, ავღანეთისთვის და, ღმერთმა უწყის, კიდევ რომელი ქვეყნისთვის. გაიწვრთნებიან და წავლენ ერაყში

_ რას ჰქვია, ერაყში წავლენ? რა კითხვებს მისვამთ, საიდან მოგაქვთ? ჩემი ქვეყანა უნდა დავიცვა, რას ჰქვია, ერაყში წავიდეს. ერაყში რომ მიდის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობს…

_ ჩვენი ჯარისკაცები სხვა სახელმწიფოს ინტერესების გამო იბრძვიან ცხელ წერტილებში, სადაც, სამწუხაროდ, არაერთი დაიღუპა

_ არ ვიცი, ჩვენ ასე ვერ გავაგრძელებთ, ვერ გავაგრძელებთ რა! ჩვენი თითოეული ჯარისკაცი და ოფიცერი ემსახურება ჩვენს ქვეყანას. ყველა ამისთვის ვარჯიშობს დღე და ღამე. დიახ, ვარჯიშობენ, ემზადებიან, იწვრთნებიან, მათ შორის საერთაშორისო მისიებში გამოცდილებას იღებენ და განაგრძობენ ქვეყნის სამსახურში ყოფნას.

_ ესე იგი, საქართველოში განლაგდება სამხედრო ბაზა, რომელიც პრობლემებს არ შეუქმნის ჩვენს ქვეყანას რუსეთთან? რუსეთმა შეიძლება, ნატოს ომი არ აუტეხოს, მაგრამ საქართველოს წინააღმდეგ მკაცრ ზომებს რომ მიიღებს, ფაქტია, რატომ უნდა გავიჩინოთ ახალი პრობლემა მაშინ, როცა ძლივს ოდნავ დათბა ქართულრუსული ურთიერთობები?

_ მოდით, ასე ვთქვათ, არასოდეს თქვა არასოდეს. ეს ბაზა იქნება თუ არა, რუსეთი საქართველოზე თავდასხმას თუ დაგეგმავს, განახორციელებს კიდეც. ყველა სახელმწიფოს აქვს თავდაცვის უფლება. ჩვენ ვდგამთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის შესაბამის ნაბიჯებს. ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ _ ეს არის ევროპული ღირებულებები, დემოკრატია, უსაფრთხოება და ამ მიმართულებით მივდივართ. ჩვენ არავის წინააღმდეგ აგრესიას არ ვგეგმავთ, მით უმეტეს, გაცხადებული გვაქვს, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებას ვაპირებთ მხოლოდ მშვიდობიანი გზებით. და თუ ამ შიშებს ავყევით, ეს არის სწორედ, რაც მტერს უნდა _ გახლეჩილი საქართველო, რომელიც თავისთავად, ცხადია, არასტაბილური იქნება.

_ აშშ როგორი საქართველო უნდა, ბატონო ირაკლი?

_ ამერიკა და ნატო რეგიონში თავის სტრატეგიულ პარტნიორად საქართველოს მიიჩნევს. ამერიკას სურს, პარტნიორად ჰყავდეს სტაბილური და დემოკრატიული საქართველო, ნატოს წევრი, თუმცა ამ ყველაფერს სჭირდება ის გზა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, თამამად ვთქვათ: ჩვენ ვაკმაყოფილებთ ყველა სტანდარტს, რათა ვიყოთ კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაში.

_ იმ ამერიკაზე საუბრობთ, რომელიც სააკაშვილის სისხლიან რეჟიმსდემოკრატიის შუქურასუწოდებდა და რომელიც, როგორც ჩანს, ავტორია იმ ყველაფრის, რაც უკრაინაში ხდება?

_ იცით, დემოკრატიის შუქურის ძეგლი დადგა თუ მითი, ეს მითი დიდი ხანია დამსხვრეულია და ეს ძალიან კარგად იცის ყველამ. სააკაშვილში ძალიან დიდი ინვესტიცია და იმედი იყო ჩადებული დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის, აშშ-ის მხრიდან _ იმედი, რომ სააკაშვილი შეძლებდა პოსტსაბჭოური ქვეყნის ტრანსფორმაციას. პირველი ნიშნები შთამბეჭდავი იყო, რამაც მოახდინა ზემოქმედება დასავლეთზე. სააკაშვილს ორატორობაში მართლა არაფერი დაეწუნება, ტყუილსა და მართალს ერთმანეთში ისე ურევს, მგონი, დედამისსაც კი უჭირს გარჩევა, როდის ცრუობს და როდის ამბობს სიმართლეს. მაგრამ შემდეგ თავისი მმართველობის მეორე ნაწილში სიმართლე სრულიად დაივიწყა და მხოლოდ ტყუილზე ააგო ყველაფერი. როგორც ჩანს, ამან გარკვეულ პერიოდამდე იმუშავა, მაგრამ 2012 წელს ეს მითი დაიმსხვრა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველას დავანახვეთ, ვისთან გვქონდა საქმე. ნამდვილად აღარ არის სააკაშვილი სუპერდემოკრატი. დღეს დასავლეთი ერთადერთს გვთხოვს, თქვენივე სტაბილურობისთვის, თქვენივე სიმშვიდისთვის ნუ ჩაეძიებით წარსულს, იფიქრეთ მომავალზე და მეტი რესურსი დახარჯეთ მომავალშიო, რასაც ვცდილობთ კიდეც.

_ თუმცა ვიღაცები კვლავაც ამყარებენ პოროშენკოს მრჩეველ სააკაშვილზე იმედსფიქრობთ, რომ აშშის პოლიტიკური წრეები არ ლობირებდნენნაცმოძრაობისწევრების უკრაინის მთავრობაში დანიშვნას?

 _ უკრაინაში მოღვაწეობა მხოლოდ სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” ინტერესშია. იჩალიჩეს იმისთვის, რომ როგორმე ცხვირი ჩაეყოთ უკრაინის პროცესებში. როცა მსოფლიოს დღის წესრიგში უკრაინა ნომერი პირველი თემაა, იქ ცხვირის შეყოფა, გინდა-არ გინდა, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში გაქცევს. სააკაშვილის ერთადერთი მიზანია, თავი გადაირჩინოს მართლმსაჯულებისგან. გადარჩენის შანსი კი არის ის, რომ მისი პოლიტიკური წონა კვლავაც აქტუალური იყოს. ამიტომაც შეეტენა უკრაინის კრიზისს და მუშაობს იმაზე, რომ უკრაინის ზურგს ამოეფაროს და საკუთარი პოლიტიკური ინტერესები დაიკმაყოფილოს. მე სააკაშვილის სხვა რეალურ მიზანს ვერ ვხედავ. აქედან წყევლა-კრულვით გავაგდეთ, უფრო ზუსტად, გაიქცა და, როგორ ფიქრობთ, ლოგიკური იქნება, სხვა ქვეყანამ მიიღოს?

_ კი მიიღო უკრაინამ და

_ როგორც ჩანს, ამ ადამიანმა შეძლო, დაერწმუნებინა თავისი მეგობრები უკრაინაში, რომ მისი იქ ყოფნით უკრაინას სარგებელი ექნებოდა. სააკაშვილი 9 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს ლობისტური მიზნებისთვის ხარჯავდა _ პიარის გასაკეთებლად და საჭირო კავშირების მოსაძიებლად. ეს კავშირები მას ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი. უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ, რომელსაც სჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა, სააკაშვილის არხები გამოიყენა. სააკაშვილმა კი საკუთარი მიზნებიც აღასრულა უკრაინის ახალი ხელისუფლებისთვის ამ მომსახურების შეთავაზებით. უკრაინა, ადრე თუ გვიან, დარწმუნდება, რომ უკრაინის რეალური პარტნიორი საქართველოს ხელისუფლებაა და არა ეს ავანტურისტთა ჯგუფი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა უფსკრულამდე მიიყვანა.

_ ეს ავანტურისტთა ჯგუფი იმუქრება, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდება და იმის ნაცვლად, რომ გისოსებს მიღმა იყოს, უკრაინაში თბილად არის მოკალათებული

_ ეს მუქარა 2012 წლის ნოემბრიდან მესმის. ჯერ აპრილში უნდა მოსულიყვნენ, შემდეგ_ მაისში, მერე ოქტომბერში და ასე მოდიან და მოდიან. დასრულდა დრო, როცარუსთავი 2”-ისაპოკალიფსურიიდეების პროპაგანდით, რაიმე ძალაუფლებას დაიბრუნებსნაცმოძრაობა”. რაც შეხება ტბილად მოკლათებას, საზოგადოებამ ამ სიტუაციას პრაგმატულად უნდა შეხედოს. ჩვენ გვინდა ვიყოთ ცივილიზებული სახელმწიფო და არა ისეთი, რომელიც წინა ხელისუფლებაზე ნადირობს, თუმცა ადამიანებს, რომელთა მიმართაც ბრალდებები არსებობს, ადრე თუ გვიან, სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევთ. მხოლოდ იმ საქმეებს არ ვგულისხმობ, რომლებიც ახლაა აღძრული, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი დაემატება.

_ დასასრულ, თავდაცვის სამინისტროს გარშემო განვითარებულ მოვლენებზეც გვითხარით. მაგალითად, თავდაცვის სამინისტრო ზონდერებითა და სისხლის სამართლის დამნაშავეებით რომ არის სავსე. წარმოუდგენელია, მინისტრს არ ცოდნოდა, ამ ადამიანების მიმართ გარკვეული კითხვები რომ არსებობდა. ისინი ერთად მუშაობდნენ კონტრდაზვერვაში. პოლიტპატიმრები ვახტანგ მაისაია, გიორგი აბდალაძე და სხვები ბრალს სდებდნენ ზუმბაძეს და არა მხოლოდ მას..

_ ერთი უკიდურესობიდან მეორეში ნუ გადავვარდებით. დიახ, ნუ ავყვებით საზოგადოებრივ ისტერიკას. “ის ამბობდა, ეს ამბობდა” _ არ არის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. ყველას აქვს თავის აზრი და ყველა ადამიანი ცდილობს, უდანაშაულობის დამტკიცებას. მგონი, არავინ გამოსულა ციხიდან, ეთქვა, დამნაშავე ვიყავიო. იშვიათია დამნაშავე, რომელიც დანაშაულს აღიარებს. ასე რომ, მათი სიტყვა თუ გახდება საფუძველი იმისა, რომ ადამიანებზე ვთქვათ, დამნაშავეები არიანო, მაშინ დაღუპულა ეს ქვეყანა.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

1 COMMENT

  1. რა UNდა ელაპარაკო ამას, ( სესიაშვილს) რა უაზროდ მსჯელობს. თAვისივე Nატკვამის საპირისპირედ საუბრობს. მაგარი"ჭKვიანია" Aუუუუუუუ

  2. ხალხო ეგ ჯარი კი ქარტველები იქნებიან მაგრამ ტქვენ არავინ დაგიცავტ. იმატ იმიტო წვტნიან რო რუსეტს დაატაკონ ცხვირიტ. საქარტველოს არ დაიცავენ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here