Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ მარცხდება უკრაინული ჯარი?

რატომ მარცხდება უკრაინული ჯარი?

769

2014 წლის ივლისში უკრაინის ხელისუფლებამ მობილიზაციის მესამე ტალღა გამოაცხადა. გაჩნდა ლოგიკური კითხვა _ სად არის ახალწვეულთა წინა ორი ტალღა? სამწუხაროდ, უკრაინელი ჯარისკაცების დედები ამაოდ ელოდებიან სიმწრით გაზრდილ შვილებს. ისინი უკვე აღარ არიან… პოროშენკოს ხელისუფლება მოსახლეობას ომში მოკლულთა რაოდენობას უმალავს.


არაოფიციალური ცნობების მიხედვით, უკრაინელმა ძალოვნებმა ე. წ. ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას თითქმის 20 ათასი ჯარისკაცი დაკარგეს მოკლულებად, დაჭრილებად და უგზო-უკვლოდ დაკარგულებად. ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედროები ერთსა და იმავე სურათს გვიხატავენ: “მეთაურებს შევყავართ ბრძოლის ველზე, შემდგომ თავად მირბიან, ჩვენ კი ბედის ანაბარად გვტოვებენ”.

“ჩვენმა უფროსობამ არ იცის ვითარება და სასაკლაოზე მივყავართ, “საზარბაზნე ხორცად” გვიყენებენ, _ ამბობენ ტყვეები… რჩება შთაბეჭდილება, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს განზრახ აყენებენ ისეთ პოზიციებზე, რომლებსაც წარმატებით ბომბავს ნოვოროსიის სახალხო ლაშქრის არტილერია. რა არის ეს: სიბრიყვე თუ მიზანმიმართული მკვლელობა?

უკრაინული არმიის ხელმძღვანელობის სიბრიყვე ვითარების მხოლოდ ზედა ფენაა. ამ ხელმძღვანელებს ხომ ვიღაც ნიშნავდა მაღალ თანამდებობებზე, ვიღაც ხომ ამტკიცებდა მათ სტრატეგიას? ვიღაც ხომ არ სჯიდა მათ ადამიანებისა და ტექნიკის უზარმაზარი დანაკარგისთვის? მაშასადამე, ამ “ვიღაცის” მიზანი სრულიად შეესაბამება სავალალო შედეგს. ამის გარდა, მიმდინარეობს ომი მოსახლეობის გასანადგურებლად; არა მხოლოდ მათი მოსპობისა, ვინც ხელში აიღო იარაღი თავდასხმის მოსაგერიებლად, არამედ ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მოსახლეობისა. ამას ადასტურებს დონბასის ქალაქების საცხოვრებელი კვარტლების მიზანმიმართული დაბომბვები.

ისევ ჩნდება კითხვა _ ვის ინტერესებში შედის უკრაინელი სამხედროების ამგვარი ქმედებები? უდავოა, ტერორისტებს უნდა ეომო, მაგრამ რატომ ანადგურებ ინფრასტრუქტურას?! რა მიზეზი აქვს ამ უაზრო, თავისი ქაოსურობითა და სისასტიკით გამორჩეულ ძმათამკვლელ ომს? პოლიტოლოგები და სამხედრო ანალიტიკოსები ასახელებენ ამ დაპირისპირების რამდენიმე მიზეზს.

პირველი მიზეზი ზედაპირზეა. ეს არის რუსეთის საზღვართან არასტაბილური ზონის შექმნა; მისი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისა და პოლიტიკური გავლენის შესუსტება. პრორუსული თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამარცხების შემთხვევაში შესაძლებელია, რუსეთი მოექცეს აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ბაზების ალყაში. თავის მხრივ, ეკონომიკური თვალსაზრისით, ევროპა არ არის დაინტერესებული, მის საზღვრებთან შეიქმნას არეულობის ზონები; ასევე, არ არის დაინტერესებული, გააფუჭოს ურთიერთობა ნავთობდონორთან _ რუსეთთან, მაგრამ მსოფლიო ჰეგემონის _ აშშის დიქტატი აიძულებს, თავისივე ინტერესების საზიანოდ ჩაებას ანტირუსულ ფერხულში.

ამასთან არის დაკავშირებული მეორე მიზეზი _ რუსეთის ჩათრევა ღია ომში. ბოლო წლების განმავლობაში კრემლმა ვერ აამა ზოგიერთ ე.წ. მსოფლიოს დიდ “მოთამაშეს”; კერძოდ, რუსეთისა და ჩინეთის მონოლითურმა პოზიციამ აიძულა აშშ, გაეყვანა თავისი სამხედრო-საზღვაო ფლოტი სირიის ნაპირებიდან. რასაკვირველია, თავმოყვარეობის ასეთ შელახვას აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა შურისძიება. ამიტომაც გაჩნდა იდეა, შეექმნათ პირობები იმისათვის, რომ რუსეთი ემხილათ სამხედრო დანაშაულში. მიაქციეთ ყურადღება, როგორი საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს დასავლეთის ქვეყნებში რუსეთის პრეზიდენტის _ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ. ამერიკა ძალიან ცდილობს, დაანახვოს მსოფლიოს რუსეთი უკრაინის კონფლიქტის უშუალო მონაწილედ, ხოლო ძველი საბჭოთა იარაღით შეიარაღებულ ნახევარმილიონიან უკრაინულ არმიას უსახავს ამოცანას _ “გმირულად დაიღუპოსპირველივე ბრძოლაში რუსეთის ფედერაციის ჯართან.

მესამე მიზეზი წმინდა ეკონომიკურია. საქმე ის არის, რომ ზუსტად პოლტავის, ხარკოვის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში განლაგებულია ფიქლური აირის მოპოვების ზონები (მარაგი _ 2-4 ტრილიონი კუბ.მ). ამის გარდა, დონბასი მსოფლიოში ცნობილია, როგორც მადნეულის წყარო. აქაა: ქვის მარილი, კვარციტები, ქვიშაქვა, კირქვა და, რა თქმა უნდა, უმაღლესი ხარისხის ნახშირი, რომელზეც დღემდე მუშაობს მსოფლიოს მეტალურგია.

თუმცა უკრაინას აფრთხილებდნენ, რომ მისი მრეწველობა ევროპას არ სჭირდება. ევროპას სჭირდება მხოლოდ იაფი მუშა ხელი, მხოლოდ მყიდველი, მხოლოდ ნედლეული.

პროდასავლური ძალების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, შჰელლ-ის მსგავსმა ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა გადაწყვიტეს, რომ ამჟამად ყველა დაბრკოლება მათი მოქმედებისთვის მოხსნილია. თუმცა სწრაფად გაირკვა, რომ ამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში ცხოვრობს სხვანაირი ხალხი, რომელსაც არ სურს, იყოს უკრაინის შემადგენლობაში და არ სურს, რომ მისი მიწა მოწამლონ ქიმიკატებით ვიღაც გაურკვეველი პირის ხეირის გამო. შესაძლოა, ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, გაენადგურებინათ არა მხოლოდ ნოვოროსიის ჯარი, არამედ მოცემული ტერიტორიის მოსახლეობაც. უნდა ვაღიარო, რომ ეს “ამოცანა” წარმატებით სრულდება.

მეოთხე მიზეზი უკიდურესობამდე ცინიკურია და მარტივი _კიევის ხელისუფლებას აღარ სჭირდება რევოლუციონერები და, საერთოდ, ახალგაზრდა პასიონარიები. მათ თავიანთი საქმე გააკეთეს, ახლა კი სახიფათონი გახდნენ პოროშენკოს რეჟიმისთვის. ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, რაც გარდაუვალია, ახალგაზრდებს შეუძლიათ, კვლავ სცადონ ხელისუფლების დამხობა, ამიტომაც გზავნიან ომში. რაც უფრო მეტი ახალგაზრდა თავზეხელაღებული მამაკაცი დაიღუპება, განსაკუთრებით _ ისინი, ვინც გამოცდილება მიიღეს “მაიდანზე”, მით უფრო მშვიდად იქნება ხელისუფლება. ამიტომაც უკრაინის ხელისუფლება აქტიურად ემზადება ხალხური მღელვარების ჩასახშობად და სისასტიკის დონე, რომელსაც პოროშენკო და მისი გუნდი გამოიჩენს ამ “ღონისძიების” ჩატარებისას, აიძულებს “მაიდნელებს”, კეთილი სიტყვით მოიხსენიონ პრეზიდენტი იანუკოვიჩი და მისი “ბერკუტი”.

ამის გარდა, ევროინტეგრატორების გეგმებშია უკრაინის გადაქცევა მესამეხარისხოვან აგრარულ ქვეყნად. ამიტომაც აღარ არის საჭირო იმდენიმჭამელი”, რამდენიც ახლაა. “გაზის მილისმომსახურებისთვის არც ისე ბევრი ადამიანია საჭირო, დანარჩენი კი ბალასტია.

სევდიანი სახალხო ხუმრობა: აშშ იომებს რუსეთის წინააღმდეგ უკანასკნელ უკრაინელამდე.

მიმდინარეობს სლავური გენოფონდის გენოციდი. ამას მოწმობს, თუნდაც, უკრაინული ჯარის დაკომპლექტების წესიხანში შესული ადამიანები, რომლებიც გაიწვიეს ნაციონალურ გვარდიაში, სასწავლო ცენტრებში რჩებიან, ახალგაზრდებს კი (18-დან 35 წლამდე) ფრონტზე გზავნიან.

მეხუთე მიზეზს უკვე შევყავართ აკრძალული ცოდნის სფეროში. პრესაში გაჩნდა ცნობები დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ორგანოების საზღვარგარეთ გასაყიდად გაგზავნაზე. ის, ვინც ფიქრობს, რომ ეს ერთეული შემთხვევა, ველურობის გამოვლინებაა ერთ ცალკე აღებულ ქვეყანაში, ძალიან ცდება! მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც თავს იჩენს სამხედრო კონფლიქტი, მისი ზონიდან ელვისებურად იწყება ადამიანის ორგანოების მოწოდება. ეს კაციჭამიური ვაჭრობა შემოსავლიანობით “თვით” ნარკობიზნესსაც აღემატება! არც ისე დიდი ხნის წინათ ევროკავშირის სპეციალურმა კომისიამ აღიარა ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის ფაქტები კოსოვოში სამხედრო კონფლიქტის მიმდინარეობისას, თუმცა დამატებით შენიშნა, რომ ორგანოების ამოღების მიზნით “დაკლულ იქნა”, სულ რაღაც, ათამდე ადამიანიო. მაგრამ ზრდასრულ ადამიანს არ სჭირდება იმის ახსნა, რომ, თუ ბიზნესმექანიზმი ამოქმედდა, საქმე უკვე არ მთავრდება ყიდვა-გაყიდვის “სულ რაღაც” ათი ოქმით. ამიტომ სრულიად დასაშვებია, რომ მგზნებარე უკრაინელი რევოლუციონერების გულები მომავალში იფეთქებენ იმ ამერიკელი და ევროპელი ბანკირების მკერდში, რომლებმაც დააფინანსეს “მაიდანი”, ანუ ჩადეს ინვესტიცია ყველაზე მომგებიან საქმეში _ ჯანმრთელობაში.

უკრაინაში მიმდინარე სამოქალაქო ომის მეექვსე მიზეზი ლოგიკისა და რაციონალური არგუმენტების მიღმაა, ისევე, როგორც სამხედრო შეტაკებები ამ ქვეყანაში. თვითონვე განსაჯეთ _ ერთ-ერთი მხარე კარგავს მიუტევებლად უამრავ მეომარს, მაგრამ იმის მაგივრად, რომ შეცვალოს სტრატეგია და სამხედრო ხელმძღვანელობა, პირიქით _ გზავნის და გზავნის სასაკლაოზე ახალწვეულებს. იგნორირებულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის ყველა მცდელობა. იმის ნაცვლად, რომ გაანადგურო მოწინააღმდეგის ჯარი, ცეცხლს უშენ საცხოვრებელ კვარტლებს; შეგედეგად, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა _ ხშირად პენსიონერები და მარტოხელა ქალები. დღეს უკვე ბევრი ხვდება, რომ ამ ომის მიზანია არა გამარჯვება, არამედ რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი. დავფიქრდეთ, რატომ? რუსი ხალხი, მიუხედავად მისი რელიგიური მსოფლმხედველობისა და პოლიტიკური შეხედულებისა, სამართლიანობის იდეის მატარებელია, იდეისა, რომელიც დედამიწის მოსახლეობას აძლევს სიმტკიცის გარანტიას დეგრადირების პროცესებისადმი; და ცხადია, იმ ძალისთვის, რომელიც ეომება რუსეთს, ყველაზე სასურველი შედეგია ის სასაკლაო, რომელშიც რუსი ხალხის ერთი ნაწილი სპობს მეორეს.

საბოლოო ჯამში, რომელი მხრიდანაც უნდა შეხედო კრიზისს უკრაინაში, მას მხოლოდ ერთი სახელწოდება აქვს _ მსხვერპლშეწირვა. და ყველაზე დასანანია, რომ, უკვე მერამდენედ ისტორიაში, მსხვერპლშეწირვის რიტუალს თვითონ სლავური ფესვის ერები ატარებენ.

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

  1. საინტერესო სტატიაა, მაგრამ ეს შენი აზრია თუ რეალური ფაქტებია ვერ გაიგებს მკითხველი ასე რომ ჯობია წყარო მიუთითო საიდან იღებ ინფორმაციას

  2. საგაზეთო სტატია არაა მეცნიერული შრომა, რომ გამოყენებული ლიტერატურის სია ბოლოში გამოაქვეყნო, "ქრავლერ". ეს ერთი. ახლა, მეორე. როდესაც ანალიტიკურ წერილს ამზადებ, ანუ გინდა, მკითხველს მიაწოდო ობიექტური ინფორმაცია და ვითარებაში გაარკვიო, ეცნობი და ადარებ ორივე მხარის მოყვანილ ფაქტებს და აზრებს მიმდინარე მოვლენაზე. აი, მერე იწყება ყველაზე რთული – ლოგიკის მოხმობით გაარკვიო, რომელი მათგანი ცრუობს. მაგალითად, დავუკავშირდი რამდენიმე უკრაინულ "საითს", რომელიც აწვდის ინფორმაციას, თითქოს რუსული პროპაგანდა ამუქებს ვითარებას დონბასში, ავრცელებს დეზინფორმაციას, ვითომდა, უკრაინელი ძალოვნები აწიოკებენ მშვიდობიან მოსახლეობასო. თითოეულ მათგანს გავუგზავნე დახოცილი ადამიანების, მათ შორის, ქალების და ბავშვების, აგრეთვე, დანგრეული საცხოვრებელი კვარტლების ფოტოსურათები კითხვით: ეს, შემთხვევით, "მოსფილმის" პავილიონებში ხომ არაა გადაღებული-მეთქი? "საითების" პასუხი თითქმის ერთნაირი აღმოჩნდა (არ ვაჭარბებ): მაგ "მშვიდობიან მოსახლეობამ" თავისი ქმედებით გვაიძულა, ომი დაგვეწყო და საკუთარ თავს დააბრალოს, რაც მოუვიდაო. კარგი, ვეუბნები, დახოცეთ სეპარატისტები, მაგრამ, ფაბრიკა-ქარხნებს, შახტებს, ანუ ინფრასტრუქტურას რატომ ანგრევთ? ბევრი ფული გაქვთ, რომ ეს აღადგინოთ-მეთქი? მათი პასუხი (აქაც არ ვაჭარბებ): ამერიკა აგვიშენებსო… ასე რომ, ძვირფასო "ქრავლერ", წერილში მოყვანილია რეალური ფაქტები, აგრეთვე, სერიოზული პოლიტოლოგების, სამხედრო ანალიტიკოსების (არა მხოლოდ რუსების) აზრებიც, რომელიც ფიქრის, აწონ-დაწონვის მერე გავიზიარე 🙂 ისე, "ქრავლერ", ჩემი ნაცნობი ჟურნალისტი ხომ არ ხარ? :))

  3. კი, ანალიზი…
    რომელ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში განვითარდა ჯერ
    აქ დახატული სცენარი?
    ბალტიის ქვეყნებში?
    პოლონეთში?
    ვარშავის პაქტის სხვა ქვეყნებში?
    ეს უკრაინა რატომ უნდა გახდეს მაინცდამაინც
    "კოლონია"?

  4. ვაახ-ჯან! მაგ დახატული სცენარი განვითარდა საქართველოში და იუგოსლავიაში, აღარაფერს ვამბობ "არაბულ გაზაფხულზე". როდესაც ამერიკის ელჩი ესწრება დამოუკიდებელი ქვეყნის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ოპერატიულ თათბირებს, რაზე მეტყველებს ეს? მეტყველებს, რომ მაგ ქვეყანა არაა დამოუკიდებელი.და რა ჰქვია არადამოუკიდებელ კვეყანას? კოლონია, არა? საქართველოს და უკრაინას მართავენ ამერიკის ელჩები. ნუთუ, ეს არიცი?!

  5. დაღუპულელთა რიცხვს რაც შეეხება ევროპაში 40.000 ს ვარაუდოებენ, ნაცვლად გამოცხადებულო 4.500 სა. გენოფონდი რომ გაანადგურო ის რომ აშშ ს აწყობს ეს ომი, ეს ლოგიკურია. ომი მეტოქე რუსთთენ მისივე ძმის ხელით რომელსაც იარას მიაწვდის – ვალად.საბოლოოდ ურკაინის ნაწილი მაინც რუსეთს დარჩება. მოსახლეობის მიზანმიმართულ განადგურება კი ცოტა ფანტასკისი სფეროდ მიმაჩნია. დონეცკის და ლუგანსკის მოსახლეობის ახალგაზრდა ნაწილო უკვე ისედაც კიევში და სხვა ქალაქენშია ჩასული.ჯარი რომ არაორგანიზებულია ესეც ფაქტია, მაგამ აქაც არარეალურად მეჩვენენა ახალგაზრების დახოცვა უნდოდეთ მიზანმიმართულად. უბრალოდ არ იციან ომი და არც ის რისთვის იბრძვიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here