Home რუბრიკები პოლიტიკა ლევან ჩაჩუა: იქნება ახალი უკრაინა, არეულობა და სისხლისღვრა…

ლევან ჩაჩუა: იქნება ახალი უკრაინა, არეულობა და სისხლისღვრა…

612

ბოლო ხანს განვითარებულ მოვლენებზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება პარტია “ქართული იდეის” თავმჯდომარე, ყოფილი პოლიტპატიმარი ლევან ჩაჩუა.


_ ბატონო ლევან, “ქართული ოცნებისმიერ შეუსრულებელი დაპირებების კვალდაკვალ საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომნაცმოძრაობისგარკვეული ფრთა, კერძოდ, ძებნილი ყოფილი მაღალჩინოსნები, ხელისუფლებაში დაბრუნების ახალ გეგმაზე აქტიურად მუშაობენ. მეორე მხრივ, ისიც ცხადია, რომ სააკაშვილი არჩევნების გზით ვერ დაბრუნდებარა საფრთხეები არსებობს და ხედავთ თუ არა რეალურად იმის საშიშროებას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობა იყოს?

_ საფრთხეები, რა თქმა უნდა, არსებობს. ის ე. წ. მებრძოლები, დაქირავებული ხალხი, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” გადასროლილი ჰყავს უკრაინაში, ელოდებიან სიგნალს, რომ გამოვიდნენ და აქ შეიარაღებული გადატრიალება მოაწყონ. ყველას კარგად ახსოვს ის შეიარაღებული ბანდფორმირებები, რომლებიც სამეგრელოში ჰყავდა ახალაიას და მის კლანს. დღეს ბევრს ჰგონია, რომ ის ფორმირებები აღარ არსებობს, მაგრამ, საუბედუროდ, მათი წევრები არსად წასულან, აქ არიან. ცხადია, ის ხალხი ისევ ისე ფიქრობს, როგორც “ნაცრეჟიმის” დროს ფიქრობდა; ასე რომ, როგორც კი ხელსაყრელი მომენტი დაუდგებათ, გააქტიურდებიან; მეტიც, საფრთხე გარდაუვალია, თუ მათ არ დაინახეს, რომ საზოგადოება ერთიანია და არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება რეჟიმის მობრუნებას.

_ უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები ახსენეთ, რით უკავშირდება მეგობარ სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენები საქართველოს პოლიტიკურ პროცესებს?

_ ჩვენ ამ ყველაფერს ფართო გეოპოლიტიკური კუთხით უნდა შევხედოთ, დღეს რუსეთს ყურადღება გადატანილი აქვს დასავლეთზე, ვინაიდან მას ახლა უპირისპირდება თითქმის მთელი ე. წ. დემოკრატიული დასავლეთი. ამ დროს კი კავკასიაში სიტუაციის არევა ხელს აძლევს სწორედ იმ დასავლურ ძალებს, რომლებიც იყენებენ უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებულ უკრაინელებსაც და არაუკრაინელებსაც, მათ შორის, ქართველებსაც. ანუ ამით ისინი ცდილობენ, მეორე ფრონტი გაუხსნან რუსეთს და, თუ მოახერხებენ, მოსკოვისთვის ეს ზურგში დარტყმა იქნება

_ ჩვენთვის რა იქნება?

_ უფრო დიდი უბედურება, _ იქნება ახალი უკრაინა, არეულობა, დესტაბილიზაცია და სისხლისღვრა. ეს სულაც არ ანაღვლებს იმ ძალებს, რომლებმაც უკრაინაში უკვე მოაწყვეს და განაგრძობენ ძმათამკვლელ ომს, მაგრამ ამას შეეწირება საქართველო. ჩვენ არ ვართ 40 და 50-მილიონიანი ერი, სულ რაღაც, 4 მილიონამდე ვართ; ასე რომ, თუ დასავლეთში მოკალათებულ . . დემოკრატიულ ძალებს ჩანაფიქრი გამოუვიდათ, აქ ისეთი ამბები შეიძლება მოხდეს, დონეცკი და ლუგანსკი მოგონილი იქნება

_ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის თავიდან აცილება?

_ ძალიან ბევრია დამოკიდებული საზოგადოებაზე, მაგრამ ცხადია, მხოლოდ მოსახლეობის სიფხიზლე საქმეს ვერ უშველის. თვითონ სახელმწიფო სტრუქტურები უნდა მოქმედებდნენ ადეკვატურად და უნდა იყოს შემუშავებული ერთიანი გეგმა, რომელიც იქნება ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი. საუბედუროდ, მე ამის მცდელობასაც ვერ ვხედავ, ამიტომ ვეუბნები ხელისუფლებას, რომ მხოლოდ ჭიკაიძის გადადგომა და განტევების ვაცად გამოყვანა არ კმარა. აუცილებელია სისტემური ცვლილებები, პირველ რიგში კი, უნდა გაიწმინდოს პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო იმ დამნაშავეებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ანგრევდნენ ქართულ სახელმწიფოს და ფეხქვეშ თელავდნენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

_ ორ წელიწადზე მეტია, “ქართული ოცნებახელისუფლებაშია და აქამდე თუ არ გაკეთდა ეს ყველაფერი, რატომ უნდა ველოდოთ, რომ აწი გაკეთდება?

_ ესენი არაფრის გამკეთებლები არ არიან იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, “ოცნებაც” იგივე ძალაა, რაც “ნაცმოძრაობა” (ეს ცხადია, კოალიციაში შემავალ ყველა სუბიექტს არ ეხება) და მეორე _ ამათაც და იმათაც ერთი მფარველი ჰყავთ _ ამერიკის შეერთებული შტატები. სულ ტყუილად გვგონია, რომ მარგველაშვილია პრეზიდენტი, ღარიბაშვილი _ პრემიერი ან უსუფაშვილი _ პარლამენტის თავმჯდომარე, სინამდვილეში პრეზიდენტიც, პრემიერიც, პარლამენტის თავმჯდომარეც და მთლიანად ქართული სახელმწიფოც არის ერთი კაცი _ რიჩარდ ნორლანდი. რასაც ის გადაწყვეტს, კანონია ყველა პოლიტიკური ძალისთვის, გინდ ოპოზიცია იყოს, გინდ _ ხელისუფლება; ამიტომ ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, რომელიც ნორლანდებსა და ვიღაც ტილიან დიპლომატებზე კი არ იქნება დამოკიდებული, არამედ თვითონ გადაწყვეტს, ვის მოიყვანს ხელისუფლებაში. აი, ამის შემდეგ შეიძლება ფიქრი წინსვლაზე, სამართლიანობის აღდგენასა და განვითარებაზე.

_ გამოდის, რომ ეს ხელისუფლებაც უნდა შეიცვალოს.

_ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ აუცილებელია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ოღონდ მანამდე უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსი. დღეს ჩვენი ბევრი თანამემამულე გაუაზრებლად, პირდაპირ ითხოვს რიგგარეშე არჩევნებს და მათ გასაგონად, მინდა, ვთქვა: ახლა, ამ მოქმედი საარჩევნო კოდექსის პირობებში, არჩევნები რომ ჩატარდეს, დასავლურმა ბნელმა ძალებმა, შეიძლება, ისეთი ხელისუფლება დაგვისვას, სააკაშვილი და მისი “ნაცხროვა” სანატრელი გაგვიხდება. მერწმუნეთ, მათ კანდიდატები არ გამოელევათ, მით უფრო, რომ ახლა სააკაშვილი ენაგადმოგდებული დარბის ევროპაში და ეძებს ახალ-ახალ კადრებს, რათა მერე, მისი აზრით, როცა ხელისუფლებაში დაბრუნდება, ეს ადამიანები გამოიყენოს რეჟიმის გასაძლიერებლად. ჩვენდა საუბედუროდ, საკმაოდ ბევრია ასეთი ქართველი და მათ “ნაციონალებთან” საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდებათ.

_ საპარლამენტო არჩევნებამდე ისედაც არ არის დიდი დრო დარჩენილი და, ახალ კოდექსზე თუ დაიწყო მუშაობა, ესეც გარკვეულწილად გააჭიანურებს პროცესს. მერე რა აზრი ექნება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას?

_ 18 თვე ცოტა დროა? 18 თვეში ესენი საერთოდ დაანგრევენ და მოშლიან სახელმწიფოს. არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო იქცეს ნატოს პოლიგონად, არ უნდა დავუშვათ, რომ ეს ქვეყანა იქცეს დიდ სახელმწიფოთა დაპირისპირების ეპიცენტრად; ჩვენ უნდა გამოვტაცოთ საქართველო ამ დემოკრატიის ტყავში გახვეულ მოძალადეებს და მწამებლებს, თორემ, კიდევ ვიმეორებ, აქ ისეთი ამბავი ატყდება, უკრაინა და სირია მონაგონი იქნება…

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რას მოიტანს ახალი არჩევნები, პოლიტიკური სპექტრი მონოპოლიზებული აქვთ . . პროდასავლურ ძალებს, მათ მხარს უჭერს ამერიკა და ევროპა, რა აზრი აქვს არჩევნებს, ისევ ისინი გაიმარჯვებენ?

_ აბა, რას ველოდოთ? ვერ ხედავთ, რა ხდება? უკვე ტერორისტული აქტის მომსწრენი ვართ _ კაცი შვილის საფლავზე მოკლეს. ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი მკვლელობა, ამას უნდა მიეცეს ტერაქტის კვალიფიკაცია. პირდაპირ ვამბობ: ეს არის სრულიად ქართველი ერის დაშინების მცდელობა და ახლა ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს გვეუბნებიან, _ აი, ეს გელოდებათ ყველას, ვინც ჩვენ წინააღმდეგ ხართო. გამკეთებლებიც არიან. თუ გაუვიდათ, ესენი ყველას მოგვაკითხავენ და დაგვსჯიან, აგვაფეთქებენ, დაგვხვრეტენ… ამათ სისასტიკესა და ქართველთმოძულეობას ხომ საზღვარი არ აქვს! ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რომხვალ-ზეგ სრულიად საქართველო არ აღმოჩნდეს ნაღმზე, არის ის, დავასწროთ და ვიდრე გვიანი არ არის, რეჟიმის ნარჩენები ამოვშანთოთ ხელისუფლებიდან, საერთოდ, სახელმწიფოდანაც და საზოგადოებიდანაც…

_ ამოშანთვის რა მოგახსენოთ, მაგრამ ამას წინათ კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავას სატელევიზიო ჩართვა მოვისმინე და, რომ იტყვიან, ისეთ ჰონორზე იყო, გეგონებოდათ, საქართველო ვალშია მასთან და მის გარემოცვასთან. ყოველ შემთხვევაში, ამ ადამიანებს არაფერი ეტყობათ, რომ რამეს დათმობენ და დანებდენიან.

_ ეს ყველაფერი არის ამ უნიათო ხელისუფლების მიერ შემოგდებული დანაშაულებრივი კოაბიტაციის ბრალი. როდესაც ხელს აფარებ მკვლელებსა და კრიმინალებს, ზუსტად ისეთივე დამნაშავე ხარ და კრიმინალი. ახლა, ალბათ, ვიღაც იტყვის, ყველა რომ გაესამართლებინათ, მსოფლიოს თვალში ცუდად გამოვჩნდებოდითო. ჩემთვის გაუგებარია ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, _ დასავლეთი ვერ გაგვიგებს, თუ მასობრივად დავაკავებთ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებსო. ზუსტად ასეთმა მიდგომამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ადამიანი შვილის საფლავზე ააფეთქეს; და ვიმეორებ _ კაცმა არ იცის, კიდევ რამდენს აგვაფეთქებენ, რამდენს მოგვაკითხავენ რეჟიმის ნარჩენები, რომელიც დღითიდღე ძლიერდება.

_ ამ ხელისუფლების პირობებში გაქვთ იმედი, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა სწრაფად და ობიექტურად იქნება გამოძიებული?

_ მოდი ვთქვათ სიმართლე: ქვეყანაში, სადაც ნორლანდის გარეშე არაფერი წყდება და დაწყებული პრეზიდენტით, დამთავრებული პრემიერითა და პარლამენტის თავმჯდომარით, მიშტერებული არიან ამერიკის საელჩოს, რათა ზედმიწევნით შეასრულონ იქიდან მიღებული დირექტივები, ობიექტური გამოძიების იმედი არ უნდა გვქონდეს. მე ქართველი ხალხის იმედი მაქვს, თორემ ესენი რა თამაშსაც თამაშობენ, გასაგებია _ კუდით არიან გადანასკვული სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენებთან. ეს ორი ძალა _ “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” _ მოქმედებს ერთი ინსტრუქციით, ანუ რასაც ნორლანდის “კანტორიდან” დაავალებენ.

_ რა მოხდება, თუ ეს საქმე გამოუძიებელი დარჩება?

_ ამას გადაჰყვება “ქართული ოცნება” “ნაცმოძრაობასთან” ერთად. მერწმუნეთ, ეს არის ბოლო წვეთი და, ეს საქმე თუ გამოუძიებელი დარჩა, ამათი პოლიტიკური აღსასრული გარდაუვალია; ასე რომ, ვაფრთხილებ “მეოცნებეების” ხელისუფლებას: არ გაბედოთ ამ საქმის ჩაფარცხვა, არ გაბედოთ ქართველი ხალხისთვის თავზე ლაფის დასხმა, თორემ ეს ლაფი წაგლეკავთ თქვენც და თქვენს მოკავშირე “ნაცმოძრაობასაც”, რომელიც, უკვე ორი წელია, სასათბურე პირობებში გყავთ!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. საქართველოს ომში ჩართვა არც დონეცკის და არც ლუგანსკის მოვლენების გამეორება არ იქნება. საზღვარი, რუსეთსა და საქართველოს შორის, უბრალოდ გაქრება და ჩვენს სუვერენიტეტსაც დაესმება წერტილი!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here