Home რუბრიკები საზოგადოება ოზონოთერაპია _ თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში!

ოზონოთერაპია _ თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში!

8824

ოზონის გამოყენება სამედიცინო მიზნებისთვის ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან დაიწყო და მას შემდეგ, თავისი მრავალი სასარგებლო თვისების გამო,  წარმატებით ვითარდება ევროპისა და ამერიკის მრავალ ქვეყანაში.  2011 წლიდან უკვე საქართველოშიც მოქმედებს ოზონოთერაპიის კლინიკა “აინო”. კლინიკის საქმიანობის შესახებ მისი დამფუძნებელი, ქალბატონი ადა მჭედლიძე გვიამბობს.


_ მოგვიყევით თქვენი კლინიკის შესახებ, როგორ გაჩნდა იდეა მისი დაარსების, როგორია თვენი მიღწევები ამ რამდენიმე წლის განმავლობაში?

_ ოზონოთერაპია ევროპის ელიტურ სამედიცინო მიმდინარეობად ითვლება. მას არ გააჩნია თანამდევი უარყოფითი მოვლენები, იგი 100%-ით ნატურალურია და მრავალი სარგებელი შეუძლია მოუტანოს ადამიანის ჯანმრთელობას. კერძოდ, ოზონი უძლიერესი იმუნომოდულატორია. იგი აღადგენს სისხლის მიმოქცევას კაპილარულ დონეზე და აჯანსაღებს ორგანიზმს. პაციენტი, რომელიც ოზონოთერაპიას იტარებს, ხანგძლივი დროის განმავლობაში დაცულია ყოველგვარი მძიმე თუ ნაკლებად მძიმე დაავადებებისგან (ინსულტი, ინფარქტი და ა.შ.). მას, აგრეთვე, გააჩნია ძლიერი თერაპიული ეფექტი მრავალი სხვადასხვა დაავადების მკურნალობისას. ოზონოთერაპია ძალიან საიმედო თერაპიაა.

მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ოზონოთერაპიის გერმანულ კლინიკაში ქალაქ მიუნხენში და საკუთარი თვალით მინახავს მისით მკურნალობის შედეგები. სწორედ ამიტომ გამიჩნდა იდეა, საქართველოშიც გამეხსნა მსგავსი კლინიკა და, როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, ამან ძალიან გაამართლა: გასული სამი წლის განმავლობაში უკვე ათასამდე პაციენტს მოვემსახურეთ და ბევრის მადლიერებაც დავიმსახურეთ.

_ რა განაპირობებს ოზონოთერაპიის წარმატებას და რით განსხავდება ის სხვა ტიპის მკურნალობისგან?

_ როგორც ზემოთ აღვნიშნე, ოზონი კაპილარულ დონეზე აღადგენს სისხლის მიმოქცევას. ოზონთან კონტაქტისას კი ყველა ცნობილი პარაზიტი იღუპება და, შესაბამისად, ჯანსაღდება ყველა ორგანო, რომელთანაც ჯანმრთელი სისხლი მიედინება.

განსხვავებული კი იმითაა, რომ იგი სისტემური თერაპიაა; ებრძვის ჯანმრთელობისთვის საზიანო ყველა ფაქტორს და არა ერთ კონკრეტულ დაავადებას. სხვანაირად რომ ვთქვათ, თუკი პაციენტს აწუხებს რამდენიმე დაავადება, ოზონოთერაპიას პარალელურ რეჟიმში შეუძლია მათთან გამკლავება.

გვიგულეთ თქვენ სამსახურში!

მისამართი: თბილისი, მცხეთის ქუჩა #8.

ტელ: 225-31-39,  571-25-55-33  WWW.AINO.GE

WWW.FACEBOOK.COM/AINO.GE

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here