Home რუბრიკები პოლიტიკა ვახტანგ მაისაია: ისლამისტები ბრძანებას ელოდებიან და საქართველოშიც ამოქმედდებიან

ვახტანგ მაისაია: ისლამისტები ბრძანებას ელოდებიან და საქართველოშიც ამოქმედდებიან

664

ბათუმელმა 27 წლის თამაზ ჭაღალიძემ, რომელიც სირიაშია და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს, ცოტა ხნის წინათ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი მუქარის წერილი გამოაქვეყნა:


ყურადღება! საქართველოს ქააფირებს მივმართავ, რომლებმაც ისლამისა და მუსლიმანების წინააღმდეგ რაიმე ჩაიდინეთ ნატოს მისიებით ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში თუ საქართველოში  _ ლაფანყურში, პანკისში, გურიაში, აჭარაში, ჯავახეთსა თუ სხვა რეგიონებში, ყველა ფაქტი გვახსოვს და ყველა მონაწილის სახელი და გვარი ვიცით; ვიცით ყველაკაგებეშნიკი”, რომლებიც ჩვენს ძმებს შეურაცხყოფას აყენებენ. ამ ყველაფერზე პასუხს აგებთ თქვენი ბინძური ქააფირი სისხლითგპირდებით, გაჩენის დღეს გაწყევლინებთ, თქვე, ვირთხებო! საპატრიარქოს აჭარლებისა და აჭარის პრობლემებისთვის ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, ინატრებთ, რომ ქვეწარმავლად გავჩენილიყავითო. ვფიცავ ალაჰს, ერთი შანსი აქვთ მოქალაქეებს, ისლამი აღიარონ და ხალიფატს დაემორჩილონ!” რა პრევენციულ ზომებს ატარებს სახელმწიფო ტერორიზმის თავიდან ასაცილებლად? აქვთ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენი ქართველი იბრძვისისლამურ სახელმწიფოში”? აქვს თუ არა სათანადო კანონმდებლობა ქვეყანას ექსტრემისტების წინააღმდეგ? _ ამ და სხვა საინტერესო თემებზე ყოფილი პოლიტპატიმარი, ექსპერტი სამხედრო საკითხებში _ ვახტანგ მაისაია გვესაუბრა.

_ რამდენად დიდია საფრთხეისლამური სახელმწიფოსგან”? უკვე მეორედ დაემუქრა საქართველოს აჭარელი მეომარი ვინმე ჭაღალიძე

_ ჭაღალიძემ მუქარა ისევ გაბედა? გასაოცარია, რადგან “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მან მუქარისთვის შენიშვნა მიიღო, მაგრამ, როგორც ჩანს, ის სულ სხვა, უფრო საშიში და უკონტროლო დაჯგუფების წევრია.

“ისლამური სახელმწიფო” მეგაცენტრისტული გაერთიანებაა. აკონტროლებს სირიის, ერაყისა და ახლა უკვე ლიბანის გარკვეულ ტერიტორიებს. “ისლამურ სახელმწიფოს” აქვს ყველა სახელმწიფოებრივი სტრუქტურა, მათ შორის, სასამართლო და პოლიტბიუროც კი, ახლა საკანონმდებლო შტოსაც ქმნიან, რაც მთავარია, ისინი საკუთარ ფულად ერთეულს ჭრიან, ეს არის ოქროს დინარი, რომელიც საკმაოდ ძლიერი ვალუტაა და შეიძლება, ნებისმიერ მოქმედ ვალუტაში გადაცვალო, რადგან ოქროთია გამყარებული. “ისლამურ სახელმწიფოს” 100 000-ზე მეტი მებრძოლი ჰყავს, მათ შეუძლიათ სამხედრო თვითმფინავების ჩამოგდება _ ერაყის ეროვნულ არმიას სამი თვითმფრინავი ჩამოუგდეს. გაუნადგურეს თვითმფრინავები ანტიისლამისტურ კოალიციასაც, რომლის წევრები ჩვენც ვართ, მოგეხსენებათ, ეს კოალიცია, ბარაკ ობამას ინიციატივით, 2014 წლის სექტემბერში ნატოს უელსის სამიტზე შეიქმნა. “ისლამური სახელწიფოს” მიერ ჩამოგდებული თვითმფინავებიდან ერთი იორდანიის იყო, მეორე _ საფრანგეთის.

_ საშიშია ჩვენთვის ისლამისტების მხარდამხარ მებრძოლი აჭარელი ჭაღალიძის მუქარა?

_ საშიშია, ძალიან საშიში! “ისლამური სახელმწიფო” იდგა პარიზის დივერსიული აქტის უკან, ასევე “ალ ქაიდა” და “იემენის” დაჯგუფება, რაც ამტკიცებს იმას, რომ “ალ ქაიდასა” და “იემენს”, ანუ იმ სტრუქტურებს, რომლებიც “ისლამურ ხალიფატთან” არიან ასოცირებული, სტრატეგიული მოკავშირეობის ხელშეკრულება და კოორდინირებული საქმიანობა აერთიანებთ.

როდესაც ასეთი მძლავრი სტრუქტურები არსებობს და მათი დაინტერესების ობიექტი არის კავკასია და საქართველოც, მეტი სიფრთხილე გვმართებს. არ დაგვავიწყდეს, რომ თალიბანის ნარკოტიკები საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ თალიბანს უკვე აქვს გარკვეული ანგარიშები საქართველოსთან.

საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული ნარკოტიკის სახელწოდებააალაჰის ცრემლები”, ის 2001 წელს ყანდაგარის ლაბორატორიაში შექმნეს, ეს არის თალიბების ნოუჰაუ, მყარ კრისტალებს ათხევადებენ და შემდეგ ისევ კრისტალებად აქცევენ. სწორედ ესალაჰის ცრემლებიდააკავეს 2014 წლის ივნისში საქართველოს ტერიტორიაზე. მაშინდელმა შს მინისტრმა ლექსო ჭიკაიძემ ამის შესახებ ჩემგან შეიტყო, მან არაფერი იცოდა არც თალიბანისა და არც მსგავსი ნარკოტიკის შესახებ, ახლა ამ ამბავს თქვენს გაზეთთან ექსკლუზიურად ვყვები.

3 ტონა ნარკოტი, რომელიც საქართველოში დააკავეს, ალბანეთში მიდიოდა. ამ ტვირთის ჩატანის სავარაუდო თარიღს ემთხვევა მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ინტენსიური მოძრაობა ალბანეთში, შემდეგ უკვე ორი პარლამენტარის _ ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის _ ბაქოში ჩასვლა და იქიდან დიდი ოდენობის თანხის გადმოტანა. ასეთი გარიგებებისას ხდება თანხის წინასწარი გადახდა. გახსოვთ, ალბათ, ორი პარლამენტარი 2014 წლის ივნისში საზღვარზე რომ დააკავეს, მაგრამ ეს ფაქტი უყურადღებოდ დატოვეს. როგორც სპეციალისტი, ვაცხადებ, რომ ჰეროინის დაკავება და “ნაციონალების” ასეთი გადაადგილება ერთმანეთთან არის დაკავშირებული. წესით, სამი ეპიზოდი, რომელიც ჩამოგითვალეთ, ერთად უნდა განიხილონ. მთავარ პროკურატურას ამაზე მოკვლევა უნდა დაეწყო, მაგრამ აქამდე არ დაუწყია… თუმცა რისი მომკვლევები არიან, ვაი, მაგათ პატრონს!.. ახლა მაინც გამოიბერტყონ ყურები და დაიწყონ ამ საქმის ძიება.

დავუბრუნდეთ თემას, რომლითაც დავიწყეთ საუბარი. “ისლამურ სახელმწიფოს” საქართველოში თავისი ინტერესები აქვს, მათი მომხრეები, ჭაღალიძის სახით, ელოდებიან ბრძანებას და საქართველოშიც ამოქმედდებიან ისე, როგორც ეს მოხდა საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. ჩვენ ვიცით, რა ხელწერა აქვთ. ჭაღალიძე, შესაძლებელია, იყოს არა სირიაში, როგორც თვითონ ამბობს, არამედ აქვე, ჩრდილოეთ კავკასიაში. გეტყვით იმასაც, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებულმა პიროვნებამ ახმედ ჩატაევმა გამოგზავნა ვიდეომიმართვა, რომლითაც ის ჩრდილოელ ხალხს მოუწოდებს, დაუჭირონ მხარი “ისლამურ სახელმწიფოს”. ჩატაევი არის “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი. ყოველივე ამის შემდეგ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რამხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ.

_ რას აკეთებს სახელმწიფო ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად?

_ არ ვიცი. სჯობს, ამ კითხვით ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართოთ. თავდაცვის პროგრამა არსებობს და ამის შესახებ ბევრს ვსაუბრობ, მაგრამშეაყარე კედელს ცერცვი”. ამაზე თქვენს გაზეთთანაც მისაუბრია, მაგრამ არავინ ისმენს, მე და თქვენ თუ ამაზე ვილაპარაკებთ, აქედან მაინც არაფერი გამოვა.

არ ვსაუბრობ საფრთხის განვითარების შესაძლო სცენარებზე, დეტალურად მაქვს გაწერილი საფრთხის თავიდან აცილების გეგმაც, ვაძლევ რეკომენდაციებს, მაგრამ ხელისუფლებას არაფრის მოსმენა არ სურს. გეგმის დეტალების გახმაურება არ შეიძლება, ეს სპეციფიკური თემაა, მაგრამ, რაც აუცილებელია, იმას გეტყვით _ საჭიროა, კონცეპტუალური ბაზის შეცვლა.

_ თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენი ქართველი იბრძვისისლამურ სახელმწიფოში”?

_ როგორც ვიცი, 350 ქართველი, მათი რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

_ “ისლამური სახელმწიფოსმებრძოლები საქართველოში გააქტიურებულები, როგორც ჩანს, არ არიან, მაგრამ როდის გააქტიურდებიან? რა უნდა მოხდეს, გააქტიურება რომ დაიწყონ?

_ დრო აღარ ითმენს. იური ვაზაგაშვილის მკვლელობა იყო ტერორისტული აქტი, ტერორიზმის კლასიფიკაციის მიხედვით, არსებობს ტერორისზმის ორი სახე _ რელიგიურ-პოლიტიკური და პოლიტიკურ-სოციალური. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის მოტივი პოლიტიკურსოციალური იყო. ტერორისტმა ამით პოლიტიკური ვითარების ესკალაციის გამოწვევა სცადა. ეს ნიშნავს, რომნაცმოძრაობისჯალათებისგან წამოვიდა მუქარა, რომელიც ძალიან სერიოზულია, რადგანნაცმოძრაობასსაქართველოს ლიბანიზაცია სურს. ლიბანიზაცია კი, შესაძლოა, ხელს აძლევდეთ იმ ისლამისტ რადიკალებს, რომლებსაც თავიანთი ინტერესები აქვთ საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. "რას აკეთებს სახელმწიფო ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად?" თავის ბიზნესებს კრიშავს და გამალებული ფულს აკეთებს. მოკლედ საქართველოს მთავრობა არ ყავს!!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here