Home რუბრიკები საზოგადოება ზღვარგადასული “გამოხატვის თავისუფლება”, როგორც ადამიანის უფლება, და შელახული ღირსების დაცვა, როგორც ადამიანის...

ზღვარგადასული “გამოხატვის თავისუფლება”, როგორც ადამიანის უფლება, და შელახული ღირსების დაცვა, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება

966

ადამიანი, როგორც მოაზროვნე არსება, ანუ “ჰომო საპიენსი”, თავის თვალსაზრისს ყოველთვის გამოხატავდა და ხშირად სიმართლესაც ამბობდა, თუმცა სიმართლის პირში მთქმელს “ცხენიც შეკაზმული ჰყავდა” ხოლმე (გააჩნია, ვის ეუბნებოდა ამ სიმართლეს). ისიც უნდა ითქვას, რომ კაცს, თუ ამ სიმართლეს დედის გინებას ან ოჯახის შეურაცხმყოფელ სიტყვებსაც მიაყოლებდა, შეკაზმული ცხენიც ვეღარ უშველიდა, რადგანაც ღირსების შელახვას არავინ არავის არასდროს მიუტევებდა. ამ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ ჰქონდა და არც დღეს აქვს!


სატირული ყოველკვირეული ჟურნალის “შარლი ებდოს” რედაქციაში დატრიალებული ტრაგედია ადვილად გასაანალიზებელი რომ გახდეს, ცხადია, სხვა მაგალითებიც უნდა მოვიშველიო შესადარებლად.

დავუშვათ, მე ან ჩემს ოჯახს მიუტევებელი შეურაცხყოფა მოგვაყენა ვინმემ. მაგალითად, ერთმა პიროვნებამ ან ჟურნალმა (ანუ ადამიანთა ჯგუფმა), ჩვენი გამასხარავების მიზნით, გამოაქვეყნა “მეგობრული” შარჟები – დაგვხატეს შიშვლები, ხან ფეხაწეულები და ხანაც წაკუზულები, ხან ანალური და ხანაც ორალური სექსით დაკავებულები. ცოლებს და დედებს კი ბოზები, უკაცრავად, მეძავები უწოდეს “ზრდილობიანად”… როგორ უნდა მოვიქცე ასეთ შემთხვევაში დემოკრატიულ საზოგადოებაში აღზრდილი, სხვისი უფლებების პატივისმცემელი და კანონმორჩილი კაცი? თუ აფექტის მდგომარეობაში გამოუსწორებელი შეცდომა არ ჩავიდინე და თავის ხელში აყვანა მოვახერხე, ცხადია, სასამართლოში ვუჩივლებ ჩემი და ჩემი ოჯახის შეურაცხმყოფლებს და მათ დასჯას მოვითხოვ, აგრეთვე – შესაბამის კომპენსაციასაც.

მაგრამ დავუშვათ და, მე აღარა ვარ ცოცხალი, მაშინ? _ მაშინ ჩივილის უფლება აქვს ჩემი ოჯახის ნებისმიერ წევრს. თუ არც ისინი არიან ცოცხლები? მაშინ – ნათესავებს, მეგობრებს, მოწაფეებს და ა. შ. თუ არც ასეთები აღმოჩნდნენ, მაშინ? მაშინ, რა დიდი მიხვედრა უნდა _ ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს თავისი ინიციატივით! სახელმწიფოს არც უნდა სჭირდებოდეს ოჯახის წევრის ან ვინმეს საჩივარი, ყოველი მოქალაქის (და არა შერჩევითქონებრივი სტატუსის თუ რელიგიური კუთვნილების მიხედვით) ღირსების დაცვა კანონის ძალით ისედაც არის მისი უპირველესი მოვალეობა, მით უმეტეს, თუ მას მართლა სურს, თავიდან აიცილოს ვენდეტა, განუკითხაობა და ქაოსი ქვეყანაში!

თუკი ჩივილმა შედეგი არ გამოიღო და სასამართლო, ანუ სახელმწიფო მკაცრი ზომების ნაცვლად მხოლოდ შენიშვნის მიცემით შემოიფარგლა და ჟურნალგაზეთებმაც ძველებურად განაგრძეს აღმაშფოთებელი კარიკატურების ბეჭდვა, თანაც ნომრიდან ნომერში და წლების(!) განმავლობაში, მაშინ? მაშინ რა ქნას პატიოსანმა კაცმა, როგორ მოიქცეს _ ხელები ჩამოუშვას და შეეგუოს ბედს?! დაბეჩავებული ხალხი (სამწუხაროდ, ასეთ დღეშია ხალხების უმრავლესობა მსოფლიოში) ასე იქცევა ან, რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, ზოგჯერ, პირიქითაც კი _ ნაწილი ხალხისა პატივშელახულის ნაცვლად პატივშემლახავის მხარეს იჭერს!

ზემოთ მოყვანილი მაგალითი ერთი ან რამდენიმე ადამიანის პირად შეურაცხყოფას შეეხებოდა, მაგრამ, როცა მსგავსი შეურაცხყოფა ასეულ მილიონობით ადამიანს შეეხება?! მხედველობაში მაქვს ეროვნული ნიშნით შეურაცხყოფა! უფრო მეტიც, როგორ მოვიქცეთ, როცაშარლი ებდო”, სანიმუშო დემოკრატიისა და მანერების ევროპაში ენით უთქმელ რამეს სჩადის _ შეურაცხმყოფელ ნახატებს აქვეყნებს ქრისტესა და მუჰამედზე, რითაც ოთხ მილიარდ ადამიანს (2,4 მილიარდ ქრისტიანს და 1,6 მილიარდ მუსლიმანს) სულში გვაფურთხებს?! დამცირებულ-დაშინებულები კი ვართ ბევრნი, განსაკუთრებით, ქრისტიანები, მაგრამ როგორ გინდა, ნახევარი მსოფლიო დაარწმუნო იმაში (არადა, სწორედ ამას ცდილობს ევროპა), რომ მუჰამედის, ქრისტეს, მარიამ ღვთისმშობლის, წმინდა სამების გამასხარავებასა და უწმაწური სიტყვებით შემკობაში მიუღებელი თურმე არაფერია, რომ მსგავსი კარიკატურებისადმი ლოიალური მიდგომა ცივილიზაციისა და დემოკრატიის უმაღლეს მწვერვალზე დგომის მაჩვენებელია, და არა _ აღვირახსნილობის?!

 ევროპული სახელმწიფოების მიერ შეგნებულად გატარებულ ამ ერთობ საშიშ პროვოკაციულ პოლიტიკას, რასაც უცნაური სახელი – “გამოხატვის თავისუფლება” გამოუგონეს, ადვილად შეუძლია ეროვნებათშორისი თუ რელიგიური შუღლის გაღვივება. ოთხი მილიარდიდან ერთმა ღრმად მორწმუნე კაცმა რომ განიზრახოს, საკუთარი სიცოცხლის ფასად ზღვარგადასულითავისუფლებისთვისლაგამის ამოდება და ყოველგვარ მორალურ და ეთიკურ საზღვრებს გადასული ჟურნალისტების დასჯა, მოულოდნელი იქნება? და მერე უნდა ატყდეს განგაში ტერორიზმზე თუ პირიქით _ პრევენციული ზომების მისაღებად უნდა ატყდეს განგაში? პრევენცია გაცილებით ადვილი და ეფექტიანი იქნება, ვიდრე ოთხ მილიარდ პოტენციურ ტერორისტთან გამკლავება (შუბლზე ხომ არავის აწერია, ამ ოთხი მილიარდიდან რომელი აიღებს თავზე ხელს?), ან ვინ დაიჯერებს, რომ სახელმწიფო აპარატს არ ძალუძს მოსალოდნელი მძიმე შედეგების წინასწარ განჭვრეტა?! ცხადია, არავინ!

და, თუკი ყველაფერი დღესავით ნათელია, მაშინ რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ზნედაცემულიგამოხატვის თავისუფლებისთვისმწვანე შუქის ანთება, ფაქტობრივად, პროვოკაციის წახალისება და პრევენციული ზომების მიუღებლობა (ისეთის, როგორიც პუტინის რუსეთმა მიიღო კანონის სახით, როცა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სასჯელი დააწესა)? _ მშვიდობასა და ძმობას თუ პირიქით _ მოსალოდნელ შურისძიებას და მტრობას? არა მგონია, ამაზე პასუხის გაცემა ჭირდეს!

დღეს, როცა მკვლელებსაც კი აღარ სჯიან სიკვდილით, უზრდელობისთვის ჟურნალისტების დახოცვა როგორ შეიძლება ვინმემ გაამართლოს, მაგრამ პარიზში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზებზე კანტიკუნტად თუ საუბრობს ვინმე. უფრო მეტიც, რას არ მოისმენ ჩვენი ტელევიზიებით – ახლა რა დროს მიზეზებზეა საუბარიო. თუ მკვლელობა ვერ აიცილე თავიდან (არადა, შეგეძლო) და მკვლელობის შემდეგაც არ ჩასწვდი ტრაგედიის არსს, აბა, როდისღა არის მიზეზებზე ლაპარაკის დრო?!

გასაოცარია, როცა “შარლად” ყოფნას იჩემებს ბევრი – საქმის არსში ჩაუხედავი და ბევრიც _ “შარლისნაირი” ადამიანი. გულზე დაიწერო “მე ვარ შარლი” და ამით თავი მოიწონო, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ იწონებ ყველა შეურაცხყოფას, რაც კი წლების განმავლობაში ამ ჟურნალმა ქრისტიანებსა და მუსლიმანებს მოგვაყენა! და შენ კი, ახლადგამომცხვარო “შარლი”, შეყუჟული იყავი შენს ნაჭუჭში და ხმას არ იღებდი! ისე, დიდად გასაკვირი არც არის ზომბირებული ადამიანების რეაქცია – როგორ “კეთილსინდისიერ” ინფორმაციასაც ჩასძახებ მათ 24-საათიან რეჟიმში ყველა ტელეარხის მეშვეობით, ზუსტად იმავეს ამოგვძახებს “ობიექტურად” ეს გაბითურებული ხალხი! ეს პროპაგანდის ანაბანაა!

11 იანვარს პარიზში ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული, ფაქტობრივად კი, “შარლი ებდოს”, ანუ ე.წ. გამოხატვის თავისუფლების მხარდასაჭერი გრანდიოზული მარში გაიმართა, რომელშიც 30-ზე მეტი სახელმწიფოს პირველი პირებიც მონაწილეობდნენ სოლიდარობის ნიშნად (მათ შორის, ჩვენი პრემიერიც).

ტერორისტების მიზანი შურისძიება რომ იყო და ჟურნალისტების დაშინება, ნათელია, მაგრამ რა იყო მარშის მიზანი? ამ მარშის მიზანი არ ყოფილა ტერორიზმის შეჩერება _ ტერორიზმის ამოძირკვა რომ შეუძლებელია მისი წარმომშობი მიზეზების აღმოფხვრის გარეშე _ ეს ყველას ესმის ტერორიზმთანმებრძოლისახელმწიფოების გარდა! მარშებით არც მოსალოდნელი ტრაგედიების აცილებაა შესაძლებელი _ ესეც ადვილი მისახვედრიაკამიკაძე ტერორისტებს მარში ვერ შეაჩერებს. შეურაცხყოფილ ადამიანებს ერთადერთი რამ _ შეურაცხყოფის ნიაღვრისთვის ზღვარის დადება, ანუ რელიგიური გრძნობების შემლახავი ქმედების კანონით(!) აკრძალვა შეაჩერებს მხოლოდ! არც ეს არის ძნელი მისახვედრი და, ვინაიდან ამ კანონს არ იღებენ იმ მოტივით, რომ, ვითომდაც, “გამოხატვის თავისუფლება”, ანუ განუკითხავი თავისუფლება იყოს ადამიანის ჭეშმარიტი თავისუფლების მაჩვენებელი (ასეთი ლოგიკით, რასისტული იდეების გამოთქმა და . . სიძულვილის ენით მეტყველებაც უნდა ითვლებოდეს ამ თავისუფლების მაჩვენებლად), ამიტომ რჩება ერთადერთი ახსნა _ მარშის მონაწილეებმა, ჟურნალისთვის გამოცხადებული სოლიდარობით, ფაქტობრივად, ახალახალი პროვოკაციებისკენ უბიძგეს გადარჩენილ ჟურნალისტებსა და სხვებსაც _ ამ ჟურნალის იდეოლოგიის მიმდევრებს. ეს იგივეა, სიტყვიერად რომ უთხრა მათ: ჟურნალისტებო და მხატვრებო, არ შეშინდეთ, უკან არ დაიხიოთ, კვლავ გააგრძელეთ აღებული გეზი, აგინეთ და რა პოზაშიც გნებავთ, ისე დახატეთ ქრისტიანებისა და მუსლიმანების წმინდანები, ოღონდ _ მხოლოდ მათი! სხვას, როგორც აქამდე არ ეხებოდით, არც მომავალში შეეხოთ!

აკი, ბრძანა კიდეც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა: “ჩვენ ჩვენი ღირებულებებისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ!”. როგორ გავიგოთ მისი ნათქვამი _ ვინმე ემუქრება ევროპულ ღირებულებებს, თუ ღირებებულებისთვის ბრძოლაში ქრისტესა და მუჰამედის წინააღმდეგ ბრძოლა, ანუ მათი ლანძღვაგინება იგულისხმა ქალბატონმა კანცლერმა? უფრო, ალბათ, ეს უკანასკნელი, თორემ აბა, ვინ, მუსლიმანი (ან მართმადიდებელი ქრისტიანი) რა თავში იხლის თანამედროვე ევროპაში ბოლო 40-50 წელიწადში დამკვიდრებულ ღირებულებებს?! მუსლიმანების (ისევე, როგორც ქრისტიანების) სურვილი ერთია: როგორც გსურთ, ისე იცხოვრეთ ევროპაში, ოღონდ ჩვენს რელიგიურ რწმენასა და წმინდანებს ნუ გვიგინებთ, ნუ ცდილობთ, მოთმინებიდან გამოგვიყვანოთ! იცოდეთ, თავგაწირულებს არ გვანაღვლებსშურისმაძიებლებს გვიწოდებთ თუ ტერორისტებს.

ბოლო 15 წელიწადში მსოფლიოში მომხდარი განუზომლად უფრო მასშტაბური ტრაგედიებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი მრავალი უმძიმესი დანაშაულის მიუხედავად, არავის ახსოვს მსგავსი მარში გამართულიყო ამ დანაშაულების გასაპროტესტებლად. განა შეიძლება, სამი თუ ოთხი ადამიანის მიერ ჩადენილი 17 ადამიანის მკვლელობა (10 ჟურნალისტის და მხატვრის, 3 პოლიციელის და 4 მძევალის) შევადაროთ ათობით, ასობით და ათასობით უდანაშაულო ადამიანის, ქალებისა და ბავშვების უმოწყალოდ დახოცვას თუ დაწვას, მასიურ ჟლეტას?! თანაც, ჩადენილს არა ერთეული დამნაშავეების, არამედ – სახელმწიფოების(!) მიერ?! მაგალითები? ყველას რა ჩამოთვლის, ეს ფიზიკურად შეუძლებელია, მხოლოდ რამდენიმეზე შევჩერდები:

*2010 წელი – ბლოკირებული ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული(!) დახმარებით მიმავალი ექვსი გემიდან ერთ-ერთზე, ისრაელის მიერ მოკლულ იქნა 9 უდანაშაულო და უიარაღო ადამიანი, 30 კი – დაიჭრა;

*2014 წელი, უკრაინა. ოდესაში, პროფკავშირების სახლში გამოკეტეს და სპეციალური ქიმიური ნარევით გააჩენილი ცეცხლით ცოცხლად დაწვეს 150-მდე ადამიანი უკრაინის ხელისუფლების მარჯვენა ხელის, მილიარდერ კოლომოისკის მითითებით (მხოლოდ 46 დამწვარ-დანახშირებული გვამი დატოვეს შენობაში, დანარჩენი გაიტანეს ქალაქგარეთ და იქ დამარხეს). როდესაც ხელისუფლება დანაშაულს არ იძიებს, ბრალი მას ედება და ამიტომ აქაც შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფომ მოკლა საკუთარი მოქალაქეები ასე მხეცურად;

*2014 წელი. ისრაელმა კვლავ დაადუღა ღაზის სექტორის ვიწრო ზოლი (უკვე მერამდენედ) – მოკლა 2 200 პალესტინელი, მათგან 75 %(!) მშვიდობიანი მოქალაქე და 520 ბავშვი!

კიდევ უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება სერბეთ-ერაყ-ლიბია-სირია-ავღანეთის მაგალითზე, მაგრამ, ვფიქრობ, საკმარისია.

ვიმეორებ, კაცის კვლას გამართლება არ აქვს! “არა კაც კლაარის ძირითადი რელიგიების უმთავრესი პოსტულატი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ერთი ფაქტი უეჭველად გეცემა კაცს თვალში _ რატომღაც მხოლოდ ქრისტიანობა და ისლამი, მუჰამედი, ყურანი, ქრისტე, მარიამ ღვთიშობელი და წმინდა სამებაა უზნეო კრიტიკის სამიზნე, და არასოდეს _ იუდაიზმი, იეღოვა, მოსე და თორა.

აქედან გამომდინარე, ისევე, როგორც ყოველთვის, უპირველეს კითხვად უნდა დაისვას: ვის აძლევს ხელს ამგვარი “გამოხატვის თავისუფლება” და მისგან გამომდინარე სავალალო შედეგები? ხოლო შემდეგ _ თუ ვინ და რატომ ჩაიდინა ტერორისტული ქმედება? ბოლოდან თუ მივყვებით, თავშიც ადვილად გავალთ. პასუხი ბოლო ორ კითხვაზე ცნობილია – ჩაიდინეს ისლამის მიმდევრებმა მუჰამედის და ყურანის შეურაცხყოფისთვის (ახსენებენ აგრეთვე, დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის ალ ბაღდადის სახელსაც). ვინ და რატომ შეურაცხყო მუსლიმანები? აქაც პასუხი გარკვეულია _ მრავალი წელია, უკვე არა მხოლოდ ისლამს, ქრისტიანობასაც (უფრო მეტადაც კი!) მიწასთან ასწორებენ ყოვლად მიუღებელი ხერხებით. ვინ ბედავს ამას? _ ევროპული სახელმწიფოს მედიასაშუალებები, პირველ რიგში კი, მათი ფლაგმანი – ფრანგული ჟურნალი “შარლი ებდო”. ვინ დგას ამ ჟურნალის სათავეში, ვინ განსაზღვრავს მის იდეოლოგიურ კურსს? ამაზე, ლიბერასტები ნამდვილად აყვირდებიან: რის იდეოლოგია და რის განსაზღვრა, ეს ევროპაა, იქ ჟურნალისტები თავისუფლები და დამოუკიდებლები არიან არჩევანში, ვინც რას მოისურვებს, იმას წერს და იმას ხატავსო! მაშინ ჩნდება კითხვა: როგორ მოიყარეს ჟურნალის რედაქციაში ერთნაირად მოაზროვნე ადამიანებმა თავი, რომლებიც მხოლოდ(!) ქრისტიანობას და ისლამს იგდებდნენ მასხრად?! შემთხვევითობა ხომ გამორიცხულია! ე.ი. ვიღაცამ შეარჩია ისინი რაღაც ნიშნით და, სავარაუდოდ, დავალებაც მისცა! ამის გაკეთება კი მხოლოდ მფლობელს შეეძლო და სხვას _ არავის. ამ კითხვაზე პასუხი უდავოდ საინტერესო იქნებოდა, ბევრ რამეს ახდიდა ფარდას, მაგრამ ზედა ეშელონებს, როგორც ყოველთვის, სამწუხაროდ, არავინ ეხება! როგორც ჩანს, პარიზის პოლიციის უფროსი, რომელიც ამ საქმეს იძიებდა, შეეხო მათ (ან შეეცადა შეხებას), რასაც შედეგად მისივე თვითმკვლელობა (თუ მკვლელობა?) მოჰყვა!

გაოცებას იწვევს პარიზის ტერორისტულ აქტთან დაკავშირებული ზოგიერთი ფაქტის ინტერპრეტაციაც _ როდესაც ორი ტერორისტი კოშერულ ანუ ებრაულ სასურსათო მაღაზიაში შეიჭრა (შეგნებულად თუ შემთხვევით, არავინ იცის), ეს შეჭრა უცებ მონათლეს ანტისემიტიზმად; ქრისტიანებისა და მუსლიმანების წმინდანების ბილწ პოზებში დახატვა კი ამ ორი რელიგიის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად კი არ უნდა შევაფასოთ, არამედ, “გამოხატვის თავისუფლებადუნდა აღვიქვათ, თურმე!

გამაოცა, აგრეთვე, ყველასგან პატივსაცემი ადამიანის, ქართველი ფრანგი ქალბატონის _ სალომე ზურაბიშვილის პოზიციამ: “თავისუფლება არის ისეთი რამე, რომელიც არ ნაწილდება, არ შეიძლება, რომ ზღვარი სადღაც გაიყვანო, თქვა, რომ რაღაცის დაბეჭდვა შეიძლება, რაღაცის – არა. იმიტომ, რომ მაშინვე ისმება კითხვა _ ვინ იღებს გადაწყვეტილებას, რომ რამე აიკრძალოს, ვის აქვს ამის უფლება, სად გადის რეალურად ზღვარი?… არა მგონია, რომ სახელმწიფოს ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში… პირადად ადამიანები არიან პასუხისმგებლები ამაზე… აკრძალვა ჩემთვის, როცა ეს ეხება პრესას, რა ფორმითაც უნდა იყოს ეს, არ არის მისაღები,” _ განაცხადა მან “ობიექტივის” ეთერში სკაიპით ჩართვისას პარიზიდან, ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, მართლმადიდებელმა ქრისტიანმა დასაშვებად მიიჩნია მსგავსი კარიკატურების დაუსჯელად გამოქვეყნება, და დაუშვებლად მიიჩნია მათი გამოქვეყნების აკრძალვა! მაგრამ როგორ შეიძლება მხარი დაუჭირო სიტყვის, ქმედებისა თუ გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც აუცილებლად საფრთხეში ჩააგდებს ცალკეული ადამიანების სიცოცხლეს და დიდი ალბათობით ეროვნებათაშორის შუღლსაც გააღვივებს რელიგიურ ნიადაგზე, მარში უშველის მერე დატრიალებულ უბედურებას?!

კი გამაოცა ქალბატონმა სალომემ, მაგრამ მალე მივხვდი: საქართველოზე შეყვარებულ, მაგრამ საფრანგეთში დაქალებულ და ამერიკის საგარეო პოლიტიკის წამყვანი იდეოლოგის, ცნობილი ზბიგნევ ბჟეზინსკის მოწაფეს სხვა რეაქცია, ალბათ, არც შეიძლება, ჰქონოდა. უფრო გასაგები რომ იყოს, ამ იდეოლოგის მხოლოდ ერთ გამონათქვამს მოვიტან: “ახალი მსოფლიო წესრიგი აშენდება რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის ნანგრევებზე და რუსეთის ხარჯზე!” ბჟეზინსკის მიერ დაგეგმილი საგარეო პოლიტიკა ზუსტად ემთხვევა თეოდორ ჰერცლის (ბენიამინ ზეევი) მოსაზრებას: “იმისათვის, რათა დავეპატრონოთ მსოფლიოს, საჭიროა, დავეპატრონოთ რუსეთს!”

და მაინც _ რა უნდა იყოს საყოველთაო განგაშის, ანუ პარიზში გამართული მარშის მთავარი მიზანი? ვფიქრობ, ზუსტად იგივე, რაც 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ გაირკვა – ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ნებისმიერ ეჭვმიტანილ სახელმწიფოზე თავდასხმის გაიოლება; მოსახლეობის კიდევ უფრო დაშინება და კონტროლის გამკაცრება ყველასა და ყველაფერზე (მოსმენები, ელექტრონული ფოსტისა და საბანკო ანგარიშების საყოველთაო შემოწმება); “გონივრული” თუ არაგონივრული ეჭვით მოქალაქეების დაკავება; დაკითხვის კიდევ უფრო “თანამედროვე” მეთოდების დანერგვა და ა.შ.

დასასრულ, დასკვნის სახით უნდა ითქვას: თუკი ადამიანების შეუზღუდავი და განუკითხავი “გამოხატვის თავისუფლება” განიხილება, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ადამიანის უფლება, მაშინ ადამიანების მიერ საკუთარი ღირსებისა და რელიგიური გრძნობების დაცვა ამ ზღვარგადასული “თავისუფლებისგან”, ანალოგიურად განხილულ უნდა იქნას, როგორც ნებისმიერი ადამიანის ფუნდამენტური უფლება! და, თუკი შესაბამისი კანონის უქონლობის გამო ადამიანები ღირსების დაცვას სხვადასხვა, ხშირად მიუღებელი გზით განახორციელებენ, ამაში დამნაშავე სახელმწიფო იქნება და არა _ ეს ადამიანები!

იაკობ ლეჟავა

 

1 COMMENT

  1. იაკობ ლეჟავა,მადლობას გიხდით ამ სტატიის გამო.თუ გავვერთთიანდებით ვაი ევროპელი დემოკრატების ინააღმდეგ (არა ტერორიზმით),კარგი იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here