Home რუბრიკები პოლიტიკა გერმანულის გაკვეთილები უკრაინისთვის და არამხოლოდ მისთვის

გერმანულის გაკვეთილები უკრაინისთვის და არამხოლოდ მისთვის

813

(ნაწილი მეოთხე)

“ფერადი რევოლუციების” მეთოდოლოგია


ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში ამერიკელი სამხედროები და სადაზვერვო სამსახურები ათვითცნობიერებდნენ, რომ საბჭოთა კავშირთან ბრძოლა მხოლოდ სამხედრო მეთოდებით საჭირო შედეგს ვერ მოიტანდა. ამას ადასტურებდა 1956 წლის მოვლენები უნგრეთში და 1968 წლის პრაღის გაზაფხული ჩეხოსლოვაკიაში, ამიტომ რეჟიმის შეცვლის “მშვიდობიანმა” მეთოდებმა სისტემური ხასიათი შეიძინა. ბევრი რამ, რითაც დაკავებული იყო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, გელენის ორგანიზაცია და ხალხების ანტიბოლშევიკური ბლოკი არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების ფუნქციებში გადავიდა. ამ პროცესს 1991 წელს გაზეთვაშინგტონ პოსტისგავლენიანმა კომენტატორმა დევიდ იგნეიშსმაჯაშუშების გარეშე სახელმწიფო გადატრიალებების ახალი სამყაროუწოდა.

რეჟიმებისთვის ძირის გამოთხრისა და დამხობის იატაკქვეშა ოპერაციებს ერთი დიდი ნაკლი აქვს _ თვითონ იატაკქვეშა ხასიათი. როდესაც მათ შესახებ ამერიკელი საზოგადოება შეიტყობს, კრიტიკა გარდაუვალია. ხოლო ასეთი ოპერაციების გამჭვირვალეობის შემთხვევაში, რომლებიც “თავისუფლებისა და დემოკრატიის” სახელით ტარდება, საზოგადოება სპეცსამსახურებს არათუ ეწინააღმდეგება, არამედ ეხმარება კიდეც. ქუჩის დემონსტრაციები და ქაოსი სპონტანურს ჰგავს, მაგრამ ამ ყველაფრის უკან ერთი დირიჟორის მიერ დეტალურად მოფიქრებული სისტემური ორგანიზებულობა და მეთოდოლოგია დგას. როგორც სერბული ორგანიზაცია “ოტპორის” დამფუძნებელმა სრჯა პოპოვიჩმა განაცხადა, “საინტერესო იყო იმის შეტყობა, რომ არსებობს მეცნიერება იმაზე, რითაც ჩვენ ვართ დაკავებული”.

“ფერადი რევოლუციების” მეთოდოლოგია ფართო საზოგადოებრიობისთვის არცთუ ცნობილი და ყველა ქვეყნის ოპოზიციონერებისთვის კერპადქცეული ჯინ შარპის ნაშრომებიდან აღმოცენდა. კერპი დღეს 83 წლისაა და ყავარჯნებით გადაადგილდება. 2007 წელს კი ის უგო ჩავესმა _ ვენესუელის აწ გარდაცვლილმა პრეზიდენტმა _ ქვეყანაში არეულობის მოწყობაში დაადანაშაულა. გაზეთმა “უოლ სტრიტ ჯორნელმა” 2008 წლის 13 სექტემბერს გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ჯინ შარპს მიუძღვნა, ასე დაასათაურა: “ამერიკელი რევოლუციონერი: მოკრძალებული პროფესორი ბოსტონიდან მსოფლიოს ამბოხებულებს აღაფრთოვანებს”. შარპმა განაცხადა, რომ ამბოხებებისა და პუტჩების ორგანიზების მეთოდები მაჰათმა განდის მიერ შემუშავებულ არაძალადობის ფილოსოფიაში იპოვა(?).

დიდი პოპულარობა მოიხვეჭა შარპის წიგნმადიქტატურიდან დემოკრატიამდე: გათავისუფლების კონცეფციური საფუძვლები”. ეს 90-გვერდიანი ნაშრომი ბიბლიად იქცა ანტისამთავრობო მოძრაობებისთვის ვიეტნამში, ბირმაში, ზიმბაბვეში, ტიბეტში, ირანში, აგრეთვე, სერბეთში, უკრაინასა და საქართველოში. ეს წიგნი 39 ენაზე ითარგმნა.

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ჯინ შარპმა არასამხედრო გზით ხელისუფლებების დამხობით თავისი მეთოდოლოგიის დახვეწა-განვითარება 1960-იან წლებში დაიწყო. 1973 წელს მან გამოაქვეყნა 900-გვერდიანი ოპუსი _ “არაძალადობრივი ბრძოლის პოლიტიკა”. 1983 წელს დააარსა ალბერტ აინშტაინის ინსტიტუტი. მოგვიანებით შარპის თეორიულ ნაშრომებს დაემატა კონკრეტული მოქმედებების სახელმძღვანელოები. ბროშურა “არაძალადობრივი მოქმედებების 198 მეთოდი” ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მეთოდს აღწერს _ საჯარო გამოსვლებიდან, მასობრივ პეტიციამდე, გაფიცვებამდე და საკუთრების განადგურებამდე. შარპი იშვიათად იძლევა ინტერვიუს. თუმცა ფრანგი ჟურნალისტების დოკუმენტურ ფილმშირევოლუცია.com. აშშ. აღმოსავლეთის დაპყრობა” სიფრთხილეს კარგავს და სერბეთში მომხდარ რევოლუციაზე დაწვრილებით ლაპარაკობს:

“სერბეთში ოპოზიციონერებმა წინასწარი განზრახვით “შეარბილეს” პოლიციისა და სამხედროების მოქმედებები, სასტიკი რეპრესიები რომ არ დაეწყოთ, როცა ანტისამთავრობო მოძრაობა გააქტიურდებოდა. 14-15 წლის ბიჭები და გოგონები პოლიციას ამანათებს უგზავნიდნენ _ საკვებს, წიგნებს და . ., რათა შეესუსტებინათ მათი ერთგულება მილოშევიჩისადმი. შემდეგ მათ დაამყარეს კონტრაქტები პოლიციის ხელმძღვანელობასთან იმისათვის, რომ, როდესაც დემონსტრანტები დაიძვრებოდნენ, ისინი პოლიციას არ შეეფერხებინა”.

მსოფლიო დემოკრატიზაციისმთავარი მფარველი და დამფინანსებელიადემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდი” (დმნფ) _ National Endowment for Democracy, NED), რომელიც აშშის კონგრესმა 1982 წელს დააარსა პრეზიდენტ რეიგანის წინადადებით. ფონდის შექმნას კი უშუალოდ ხელმძღვანელობდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი სპეციალისტი უოლტერ რეიმონდი.

დმნფ აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ასეთი სქემით: სახელმწიფო დეპარტამენტი _ საერთაშორისო განვითარების სააგენტო. ამ ფონდს ჯორჯ-ბუშის (უმცროსი) პრეზიდენტობის პერიოდში პოლა დობრიანსკი კურატორობდა, ხოლო უშუალოდ ხელმძღვანელობდა მისი მოადგილე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ბარი ლოუენკრონი _ პროფესიონალი სამხედრო მზვერავი. ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში დობრინსკის პოსტი მარია ოტერომ დაიკავა. ის რეიგანის ეპოქაში საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანამშრომელი იყო ლათინურ ამერიკაში, 1986 წელს _ ჰონდურასში, როდესაც იქ აშშ-ის მიერ ორგანიზებულმა ტერორმა პიკს მიაღწია. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის მეთაურის მოადგილედ კი დაინიშნა მაიკლ პოზნერი, რომელიც მანამდე ორგანიზაცია “ჰუმან რაითს ფირსტს” ხელმძღვანელობდა.

დმნფ სახსრების გასანაწილებლად აქვს ოთხი დიდი არხი: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) რესპუბლიკელებისა და დემოკრატების პოლიტიკური ინიციატივის განხორციელებას ემსახურებიან; კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი (IPE) და მუშათა სოლიდარობის საერთაშორისო ამერიკული ცენტრი (ACILS) კი ბიზნესპროექტებს ახორციელებენ.

ფონდი, როგორც “საფარის” ფუნქციების მქონე სტრუქტურა, მნიშვნელოვნად აიოლებს ასობით ორგანიზაციის დაფინანსებას, რომლებსაც აშშ-ის ბიუჯეტიდან თანხის მიღების გამო ბევრი ბიუროკრატიული ბარიერის გადალახვა მოუწევდათ. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) მსოფლიოს 70 ქვეყანაში ახორციელებს პროექტებს.

დმნფ თანხებს პირდაპირ გადასცემს მიმღებს ან ურიცხავს მას ისეთი ჯაჭვით, რომ დასაფინანსებელი ობიექტების გამოთვლა პრაქტიკულად შეუძლებელია.

1980-იან წლებში, როგორც კი ცვლილებების სიომ დაუბერა, დმნფ-მა დააფინანსა ლეხ ვალენსას ანტისახელისუფლო ორგანიზაცია “სოლიდარობა” პოლონეთში და სხვა მსგავსი პარტიები აღმოსავლეთ ევროპაში. 1990-იანი წლების ბოლოდან კი “ფერადი რევოლუციების” დაფინანსება დაიწყო.

აშშის ხელისუფლებასა და სხვადასხვა სტრუქტურასთან ერთად მსოფლიოში, განსაკუთრებით _ აღმოსავლეთ ევროპაში, “დემოკრატიის წინსვლასაფინანსებს მილიარდერი ჯორჯ სოროსიც.

სოროსმა თავისი პირველი ფონდი “ღია საზოგადოება” 1979 წელს დააარსა. შემდეგ ფონდის მოღვაწეობა გეომეტრიული პროგრესიით ფართოვდებოდა: 1984 წ. _ უნგრეთი; 1986 წ. _ ჩინეთი (შეჩერდა 1989 წელს); 1987 წ. _ საბჭოთა კავშირი; 1988 წ. _ პოლონეთი; 1989 წ. _ ჩეხოსლოვაკია; 1990 წ. _ ბულგარეთი, ესტონეთი, ლიტვა, რუმინეთი, უკრაინა; 1992 წ. _ ალბანეთი, ბელარუსი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, ჩეხეთი, ლატვია, მაკედონია, მოლდავეთი, სლოვაკეთი, სლოვენია; 1993 წ. _ ყაზახეთი, ყირგიზეთი, სამხრეთ აფრიკა; 1994 წ. _ საქართველო; 1995 წ. _ ჰაიტი.

სოროსის გავლენამ და ფინანსებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთში 1990-იან წლებში ე. წ. შოკური თერაპიის განხორციელებაში. “თავბრუდამხვევი წარმატების” მაგალითად იქცა სოროსის “ღია საზოგადოების” მოღვაწეობა საქართველოში ალექსანდრე (კახა) ლომაიას ხელმძღვანელობით, რომელიც ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო ედუარდ შევარდნაძის დამხობის საქმეში. ლომაია, ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, სოროსის ფონდის პროექტ “დემოკრატიული კოალიციის” დირექტორის რანგში, ხელს უწყობდა ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში ნაციონალური კოალიციების შექმნას “დემოკრატიული რეფორმების” განსახორციელებლად.

ამ კოალიციებს ზემოქმედება უნდა დაეწყოთ მთავრობებზე და მათგან 2002 წლის ვარშავის დეკლარაციით აღებული დემოკრატიული ვალდებულებების შესრულება მოეთხოვათ. პროექტის მიზანი იყო სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკაში დემოკრატიული ფასეულობების ინტეგრაცია.

ლომაიას ძალისხმევით შეიქმნა ნაციონალური კოალიციების საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც იწყებს “დემოკრატიულ რეფორმებს საერთაშორისო არენაზე”.

2003-2004 წლებში, ანუ “ვარდების რევოლუციის” მომზადებისა და განხორციელების პერიოდში, ლომაია ფონდ “ღია საზოგადოებას” ხელმძღვანელობდა საქართველოში; შემდეგ სააკაშვილის მთავრობაში ის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს იკავებს (2004-2007), 2007 წლის ნოემბერში კი ე. წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სამხედრო კონფლიქტების დაწყების წინ ის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნეს.

ფრანგი ტელეჟურნალისტების მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში ედუარდ შევარდნაძე მისი რეჟიმის დამამხობლებზე ლაპარაკობს:

“ახალგაზრდები, ბევრი მათგანი, დარწმუნებული ვარ, მოისყიდეს. ამაში დიდი როლი ითამაშა ცნობილმა სოროსმა. ის დაინტერესებული იყო ხელისუფლების შეცვლით… არავითარი რევოლუცია არ ყოფილა _ ეს ჩვეულებრივი გადატრიალება იყო”.

2008 წლის ზაფხულში სოროსმა დაიწყო თავისი მოღვაწეობის გააქტიურება, მისი ფონდის ფილიალები კი უკვე აქტიურად მუშაობდნენ ბელარუსში ვითარების შესაცვლელად.

დასავლეთი ოსტატურად იყენებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც სინამდვილეში მომავალი მთავრობის საყრდენია. მათ თავიანთი მოღვაწეობა უნდა წარმართონ ისე, რომ აშშის სახელმწიფო ორგანოები არავინ დაადანაშაულოს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაში, და ეს დემოკრატიზაციაზე მზრუნველი სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივად წარმოაჩინონ. მაგალითად, “ფერადი რევოლუციებისაქტიურ ფაზაში (2003-2005) ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციაფრიდომ ჰაუსისხელმძღვანელი იყო ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი (1993-1995) ჯეიმს ვულსი.

დემოკრატიიის განვითარება” _ ეს ყველაზე წარმატებული და ეფექტიანი ფორმულაა აშშის ინტერესების გასატარებლად მსოფლიოში. ის ერთდროულად მრავალ ამოცანას ასრულებს: საზოგადოებას აძლევს მაღალ იდეალებს _ მატერიალური კეთილდღეობის მოთხოვნის საკომპენსაციოდ; ხსნის პოლიტიკურ რისკებსა და ბრალდებებს სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევის არალეგიტიმურობაზე; აკეთებს სამხედრო, დაზვერვისა და სახელმწიფო ორგანოების ძალების ეკონომიას და თავის ბიზნესმენებს უქმნის მძლავრ ფინანსურ სახსრებს.

საბოლოო მიზანი _ ნატო

აშშ-მა რუსეთთან ბრძოლის ესტაფეტა მიიღო მესამე რაიხისგან, როდესაც ხელში ჩაიგდო ფაშისტების აგენტურული ქსელი, მეთოდები და კადრები.

ასე შექმნა აშშ-მა რადიკალურად განწყობილი ანტისაბჭოთა ორგანიზაციების დატოტვილი ქსელი აღმოსავლეთ ევროპაში. ასე შეცვალა აშშ-მა ხელისუფლებები საქართველოსა და უკრაინაში და განაგრძობს ნიადაგის მომზადებას “რეჟიმების შესაცვლელად” რუსეთსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.

ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას აშშისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს. თუკი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს, აშშთან კარგი ურთიერთობის მიუხედავად, არ სურდა რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყება, ახალმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პროვოკაცია პირველივე შესაძლებლობისთანავე მოაწყო. თუკი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა მზად არ იყო ანტირუსული ხაზის გასატარებლად, ახალმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ეს ყველაფერი იოლად მოახერხა.

თუმცა ესეც არ არის საკმარისი მსოფლიოზე ბატონობისკენ ამერიკის მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად. რუსეთის “შეკავებას” მტკიცე საფუძველი არ ექნება, ვიდრე მის საზღვრებთან მდებარე სახელმწიფოები ფორმალურად არ გაერთიანდებიან დასავლურ სტრუქტურებში, კერძოდ _ ნატოში, რითაც რუსეთს მანევრის საშუალებას მოუსპობენ. რუსეთის პერიმეტრზე _ ფინეთიდან ჩინეთამდე _ ნატოს ბაზების განლაგება _ აი, რა არის “ფერადი რევოლუციების” საბოლოო მიზანი.

ამასთანავე, 1990-იანი წლებიდან ანტირუსული მოღვაწეობა იატაკქვეშეთიდან საჯარო სფეროში გადავიდა და ხორციელდებოდა დემოკრატიის სახელით, სინამდვილეში კი ეს სამხედრო პროექტია, რომელსაც სამხედრო დაზვერვის ყოფილი და მოქმედი კადრები ხელმძღვანელობენ.

იმას, რითაც ჩვენ დღეს ვართ დაკავებული, 25 წლის წინათ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო აკეთებდა”, _ აღიარა 1991 წელს ალენ ვაინშტეინმა _ დემოკრატიის მხარდამჭერი ფონდის პირველმა პრეზიდენტმა. მას კვერი დაუკრაფრიდომ ჰაუსისპრეზიდენტმა კარატნიცკიმ, რომელიც ყველაფერადი რევოლუციისდაფინანსებასა და კადრების შერჩევაში მონაწილეობდა.

“1950-იან, 60-იან და 70-იან წლებში ასეთ აქტივისტებს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ხელმძღვანელობდა, ისინი აშშ-ის სპეცსამსახურების ინსტრუმენტები ხდებოდნენ. თუკი ადრე მსგავსი პრაქტიკა გასაიდუმლოებული იყო, დღეს თეთრმა სახლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს გამჭვირვალედ, საჯაროდ და უეჭველად არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განახორციელოს”.

დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდი შექმნის დღიდანვე მხარს უჭერდა სიკვდილის ესკადრონებს ცენტრალურ ამერიკასა და აფრიკაში, რომლებსაც ისევე, როგორც ავღანელ მოჯაჰედებს, “თავისუფლებისთვის მებრძოლ რაინდებადასაღებდა.

ზემოაღნიშნულ ალბერტ აინშტაინის ინსტიტუტში ჯონ შარპის პარტნიორი იყო რობერტ ჰელვი _ სამხედრო დაზვერვის პოლკოვნიკი, რომელმაც 30 წელი იმსახურა სახმელეთო ჯარებში. იბრძოდა ვიეტნამში, იყო სამხედრო ატაშე ბირმაში. როგორც ჰელვი ამბობს, შარპის თეორიაში მოეწონა ის, რომ არაძალადობრივ ბრძოლას საერთო არაფერი აქვს პაციფიზმთან.

ჰელვიმ შესანიშნავად იცის, როგორ შეიძლება არმიის დასუსტება და ხელისუფლების დამხობა _ ბირმაში ის ოპოზიციურად განწყობილ პარტიზანებს ამზადებდა და უკმაყოფილო იყო, რომ ხელისუფლებასთან აშკარა სამხედრო დაპირისპირების მცირე შედეგი მოჰქონდა. სწორედ ბირმა იყო შარპის არაძალადობრივი სახელმწიფო გადატრიალების თეორიის ტესტირების პირველი პოლიგონი _ 1990 წელს ამ თეორიას პოლკოვნიკი ჰელვი პარტიზანებს ასწავლიდა ბირმის ჯუნგლებში.

აი, რას უყვება ფრანგ ჟურნალისტებს ჰელვი:

იდეა არის ის, რომ ძირი გამოვუთხაროთ სისტემის საყრდენებს და ისინი ჩვენს ბანაკში გადმოვიტანოთ. ამ საყრდენების დანგრევა აუცილებელი არ არის, უბრალოდ, ისინი უნდა გადავაადგილოთ და ადამიანები დავარწმუნოთ, რომ მათი ადგილი აუცილებლად იქნება დემოკრატიული მთავრობის პირობებში”.

სერბეთის რევოლუციის ლიდერი პოპოვიჩი ჰელვის 2000 წლის აპრილში შეხვდა:

“ჰელვისთან შეხვედრა ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იყო, რადგან ამ ადამიანს უზარმაზარი გამოცდილება აქვს… თქვენ სამართალდამცავი ორგანოებიდან, კერძოდ, პოლიციიდან, ირჩევთ ადამიანებს და რეგულარულად უგზავნით მას შეტყობინებებს, რომ რეჟიმის მსხვერპლი არის ყველა _ ისინიც და ჩვენც! _ აი, ასე ხსნის სამართალდამცველებზე ზემოქმედების პრაქტიკას “ოტპორის” მეთაური.

სერბეთში რობერტ ჰელვის ჩასვლიდან ორი თვის თავზე მილოშევიჩის რეჟიმი დაემხო.

ყველაზე სრულფასოვანი მაგალითი კი, რომელიც საკითხის ყველა წახნაგს წარმოაჩენს, არის ამ მასალის დასაწყისში ნახსენები ბრუს ჯექსონი, რომელსაც სააკაშვილი ეკითხება, რამე ხომ არ წამოვროშეო.

სამხედრო დაზვერვის გადამდგარი ოფიცერი ჯექსონი ნატოს გაფართოების კომიტეტის (მოგვიანებით მას სახელი შეეცვალა და ასე იწოდებოდა: “დემოკრატიის გზაზე მიმავალი ქვეყნების ფონდი”) დამფუძნებელია.

2002 წლამდე ჯექსონი თავის მოღვაწეობას მსოფლიოში დემოკრატიის განმტკიცებისთვის აშშის სამხედრო ინდუსტრიის უდიდესი კამპანიისლოკჰიდ მარტინისვიცეპრეზიდენტის პოსტზე მუშაობას უთავსებდა. ანუ, როგორც ერთერთი ექსპერტი ამბობდა, “ჯექსონი დამაკავშირებელი რგოლია სამხედრო ინდუსტრიასა და ნეოკონსერვატორებს შორის”.

ნატოს ამჟამად, “ცივი ომის” პერიოდთან შედარებით, დიდი სარგებლობა მოაქვს აშშ-ისთვის: ახალი წევრების მოზიდვა საშუალებას იძლევა, მათგან აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ძღვენი მიიღონ; ემსახურება ამერიკის ინტერესების დაცვას სხვა სახელმწიფოების მეშვეობით; აშშ-ს უზრუნველყოფს ბუნებრივი რესურსებით; აძლევს მას ადამიანური და მატერიალური რესურსების ეკონომიის საშუალებას.

აღსანიშნავია, რომ ჯექსონის მამა უილიამ ჯექსონი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ერთ-ერთი დამაარსებელია და 1950-1951 წლებში ამ სამმართველოს დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. მოგვიანებით კი პრეზიდენტ ეიზენჰაუერის მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

აი, ასეა გამოხატული ბრუს ჯექსონის პერსონაში სამხედრო დაზვერვა, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, ნატოს გაფართოება, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინტერესები, “დემოკრატიის მხარდამჭერი” არასამთავრობო ორგანიზაციები და “ფერადი რევოლუციები”.

დასკვნა

ავტორმა სათავგადასავლო წიგნებისა ბავშვებისა და მოზრდილებისთვის, ნობელის პრემიის ლაურეატმა ლიტერატურის დარგში და ბრიტანული იმპერიალიზმის დაცემის წინასწარმეტყველმა რედიარდ კიპლინგმა თავის დროზე თქვა: “დიდი თამაში მაშინ სრულდება, როდესაც ყველა კვდება”. კიპლინგი დაიბადა ინდოეთში, ბრიტანეთის კოლონიური სამფლობელოს “მარგალიტში”, ბევრს მოგზაურობდა აზიაში და თვითმხილველია დიდი თამაშისა _ კონკურენციისა ცენტრალური აზიის ხელში ჩასაგდებად და მსოფლიოზე გაბატონების მცდელობისა, რომელიც XIX საუკუნეში დაიწყო ორ იმჟამინდელ სუპერსახელმწიფოს _ დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს _ შორის. იმხანად მსოფლიოზე დიდი ბრიტანეთის გაბატონებას ხელი რუსეთმა შეუშალა. უფრო ადრე რუსეთის დაპყრობა ნაპოლეონს სურდა. 1941 წელს რუსეთი წინ აღუდგა მესამე რაიხს. ფაშისტების დამარცხების შემდეგ კი საბჭოთა კავშირი ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა _ ეს არის აშშ, რომელმაც მსოფლიოზე ჰეგემონიის დამყარების ესტაფეტის ჯოხი დიდი ბრიტანეთისგან მიიღო. თუმცა, როგორც უნდა იწოდებოდეს იმპერია, მას მსოფლიოზე გაბატონებისთვის რუსეთის დაპყრობა-დამორჩილება მოუწევს. ამისათვის აუცილებელია რუსეთის დაპყრობა და მისი ბუნებრივი რესურსების დაუფლება _ ეს გეოპოლიტიკური ლოგიკა საუკუნეებია, არ იცვლება.

დღეს აშშ დიდ თამაშს ეწევა აზიასა და, საერთოდ, მსოფლიოში. რა მიზნები ამოძრავებს აშშ-ს? აშშ-ისთვის მისაღებია იუშჩენკოს უკრაინა და სააკაშვილის საქართველო, მორჩილი ხელისუფლებები, რომლებიც თავიანთი ქვეყნების რესურსებისკენ მისასვლელ გზებს გაუკვალავენ ამერიკულ კორპორაციებს, რომლებიც თავიანთ ხალხს ომში გაგზავნიან ამერიკის ინტერესების დასაცავად და რომლებიც მოემსახურებიან ამერიკის ამოცანების გადაჭრას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცეს, იქ აშშ-ს სჭირდება “სტაბილური, რეფორმებზე ორიენტირებული, თავისი საზღვრების გამკონტროლებელი, გარე (რუსეთის) სამხედრო და ეკონომიკური ზემოქმედებისგან დაცული, საიმედო ენერგოტრანზიტის უზრუნველმყოფი სახელმწიფოები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ალიანსის ოპერაციებს”. აი, ეს განაცხადა 2009 წლის 2 მარტს აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე ამერიკელმა გენერალმა ჯონ კრედოკმა, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალებისა და ნატოს გაერთიანებული ძალების იმჟამინდელმა მთავარსარდალმა

ბოლო ათი წლის განმავლობაში აშშ-მა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და სრულყო თავისი ინტერესების სარეალიზაციო ინსტრუმენტები. რამდენი სატანკო დივიზიის გამოყენება დასჭირდებოდა ნატოს სსრკ-ის რომელიმე ნაწილის დასაპყრობად? არადა, როგორც აღმოჩნდა, დემოკრატიის სახელითა და “ფერადი რევოლუციების” გამოყენებით შეიძლება მთავრობის შეცვლა ამა თუ იმ ქვეყანაში და… ეს ქვეყნები თვითონ დაიწყებენ სწრაფვას ნატოში გაერთიანებისკენ. “ფერადი რევოლუციების” შედეგად ქვეყნის სათავეში მოდიან აშშ-ისადმი ლოიალურად განწყობილი ხელისუფლებები. ნატოში გაწევრება კი ვითარებას კარგა ხნით შეუქცევადს ხდის.

ის, რომ უკრაინისა და საქართველოს გაწევრება ნატოში ჭიანურდება, გამოწვეულია იმით, რომ ამ ორი არასტაბილური ქვეყნის ალიანსში მიღება თვითონ აშშ-ს არ აძლევს ხელს. სწორედ ამიტომ მისცა აშშ-მა უფლება სააკაშვილს, პროვოკაცია მოეწყო და ომი გაეჩაღებინა ე. წ. სამხრეთ ოსეთში. ევროპასა და აშშ-ს არაფერში სჭირდებოდათ ალიანსის წესდების მე-5 პუნქტის ამოქმედება სოლიდარობის თუ დაცვის შესახებ.

გულუბრყვილობა იქნებოდა ფიქრი იმაზე, რომ აშშ-ს შეუძლია ან სურს თავისი იმპერიული პოლიტიკის შეცვლა. აშშ-სა და, საზოგადოდ, ანგლოსაქსური სისტემის თამაში კონკურენტების წინააღმდეგ მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ერთ-ერთი მოთამაშე სრულად და უპირობოდ დანებდება მეორეს. კიპლინგის კანონი, სამწუხაროდ, მხოლოდ დიდ თამაშს არ მიესადაგება…

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here