Home რუბრიკები პოლიტიკა ასინეთას თავგადასავალი უკრაინაში

ასინეთას თავგადასავალი უკრაინაში

1179

როგორც უნდა ცდილობდნენ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილი “ნაციონალები” ჰუმანური ნიღბის მორგებას, ჭირი თავს არ მალავს და დროდადრო სიმართლეს წამოაცდენინებს ხოლმე. 


ამას წინათ სააკაშვილმა მონატრებული ხელობა გაიხსენა და ჯერაც მისირეფორმატორობისგულუბრყვილო ხიბლში ჩავარდნილ უკრაინელებს მიახალა: “უკრაინაში მასობრივი დაკავებები არ უნდა მოხდეს, მაგრამ (ესშარლებისდამაგრამისმოძულეებისთვის, თორემ მასობრივი დაკავებები ერთეული ტელედაპატიმრებების შემდეგ აუცილებლად რომ დაიწყება, ეს უკვე ნანახი გვაქვს) კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ საჭიროა, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა დაიწყოთ. იმ ადამიანებმა, რომლებმაც უკრაინას დიდძალი თანხა მოჰპარეს, უკან უნდა დააბრუნონ. ვისაც თავისუფლებაზე საკუთარი ტელეარხები და რადაში დეპუტატები ეყოლება, უმჯობესია, ასეთებს ფული არ ჰქონდეთ”. დიახ, უმჯობესია, ასეთებს არც ფული ჰქონდეთ, არც _ ტელეკომპანიები და არც სადეპუტატო მანდატების 40 პროცენტი, მაგრამ საქართველოში სწორედ ასეა. ამ ციტატის ავტორს ეს ყველაფერი აქვსქართული ოცნებისწყალობით და არა _ ქართველი ხალხის ნებით, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრი გვარწმუნებს!

სუბიექტები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პროექტ 2030-ს სასაცილოდ იგდებენ, თვითონ პროექტ “ინოვაციური საქართველო _ 2025”-ს ახორციელებენ. რით ჯობია 2030-ს 2025? ალბათ, იმით, რომ ხუთიანი ურევია. გასული წლის 1-7 აგვისტოს ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ამ პროექტის ფარგლებში ტრენინგიც ჩაატარეს და ერთი კვირის განმავლობაში ახალგაზრდებს ტვინიც კარგად გამოურეცხეს. მაგალითი: “7 დღის განმავლობაში ჩვენ ვესწრებოდით ლექციებს, რომლებსაც გვიკითხავდნენ სხვადასხვა სფეროს კომპეტენტური პიროვნებები. ვერთვებოდით დისკუსიებში, ვახდენდით ჩვენი ცოდნის რეალიზებას, ვიღრმავებდით გუნდში მუშაობის უნარჩვევებს. პირველივე დღეს დავიყავით ჯგუფებად, მთელი ამ დროის განმავლობაში, ვასრულებდით მეტად საინტერესო დავალებებს, ვახდენდით სხვადასხვა თემების პრეზენტირებას. უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თითოეულმა იმ პიროვნებამ, რომლებიც სხვადასხვა საკითხებზე გვიკითხავდნენ ლექციებს”.

“ვახდენდით ჩვენი ცოდნის რეალიზებას”, “ვახდენდით სხვადასხვა თემების პრეზენტირებას” და “უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს სხვადასხვა სფეროს კომპეტენტურმა პიროვნებებმა!” “მადლობა მათ, ესოდენ მრავლის მომცემი და საინტერესო ურთიერთობებისათვის”. ერთი სიტყვით, მადლობა პარტიას!

ახლა _ ეს სხვადასხვა სფეროს კომპეტენტური პიროვნებებიცვნახოთ: გიორგი ვაშაძე, დავით ბაქრაძე, დავით კიზირია, ზურაბ ჯაფარიძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, დავით დარჩიაშვილი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერია, გია ბარამიძე, გიგი უგულავა. ისიც ვნახოთ, ვინ რა საკითხში ყოფილა კომპეტენტური: ვაშაძებაქრაძე _ გლობალური ტენდენციები და საქართველოს განვითარება; დავით კიზირია _ სტრატეგიული განვითარება, განათლება და კულტურა; ზურაბ ჯაფარიძე _ ეკონომიკა; ზურაბ ჭიაბერაშვილი _ სოციალური სფერო და ჯანდაცვა; დარჩიაშვილი-კანდელაკიბოკერიაბარამიძე _ საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების კონცეფცია; ვაშაძეუგულავა _ სახელმწიფო და სახელმწიფო სერვისები.

ამ ტრენინგების მომსმენი გოგონა დასძენს: “საინტერესო იყო ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ ტრეინინგებს ვესწრებოდით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები”. ვის უკვირს – მათ ხომ ურიცხვი არასამთავრობო შექმნეს ხელისუფლებიდან წასვლის (წაბრძანების, რომელიც მათი ნებით არ მომხდარა) შემდეგ და ახლა ერთმანეთის ღონისძიებებზე ექსპერტებად დადიან. უფულობას არ უჩივიან, თემებსაც ერთმანეთში ცვლიან და ახალგაზრდების მიზიდვით არიან დაკავებულნი.

მიაქციეთ ყურადღება: ისინი ყველა საკითხში არიანკომპეტენტურიდა მათი მიწვეული ახალგაზრდებიდან არავის უჩნდება კითხვარა სიკეთე მოუტანა საქართველოს დარჩიაშვილიკანდელაკიბოკერიაბარამიძის საგარეო პოლიტიკამ და უსაფრთხოების კონცეფციამ! არც იმას კითხულობენ, უგულავა რატომ საუბრობს სახელმწიფო სერვისებზე და არა, მაგალითად, თვითმმართველობაზე! ან ჭიაბერაშვილის მიერ სიკვდილისთვის განწირული მოსახლეობა რატომ უნდა ემადლიერებოდეს მისეულ სოციალურ სფეროს და ჯანდაცვას!

არ არის გასაკვირი, რომ ეს ადამიანები “ყველაფრის” ექსპერტები არიან: მოკლე სათადარიგო სკამისა და სრული უნდობლობის პირობებში სააკაშვილი მათ ხან გუბერნატორებად ამუშავებდა, ხან _ მინისტრებად და ხან _ ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორებად. მათი ვიწრო წრის გარდა სახელმწიფო სამსახურებში სხვებს არ ასაქმებდნენ და ასე იზრდებოდნენკმარასუვიცი აქტივისტები კარიერულ კიბეზე ორორი საფეხურის გამოტოვებით!

განსაკუთრებით საყურადღებოა ამ “კომპეტენტურ” პირთა ჩამონათვალში ვინმე დავით კიზირია, რომელიც სტრატეგიული განვითარებიდან დაწყებული, განათლებითა და კულტურით დასრულებული, ყველაფერში ერთნაირად ერკვევა. ვინ არის კიზირია? ახლო წარსულში იგი “ნაციონალურმა მოძრაობამ” საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოში წარადგინა. იმ მომენტისთვის იგი ილიაუნის ასისტენტ-პროფესორი იყო. ესეც იმავე სისტემის გაგრძელებაა _ უნივერსიტეტებშიც მხოლოდ მათი წრიდან გამოჩეკილი პროფესორები უნდა ყოფილიყვნენ და დღესაც ასე გრძელდება. უნივერსიტეტების დამრბევოკუპანტმანაციონალებმაავტონომიურობის პრინციპი მხოლოდ ახლა გაიხსენეს, როცა თვითონ აღარ არიან ხელისუფლებაში!

მაშ ასე, “ყველაფრის პროფესორი” კიზირია ცოტა ხნის წინათ ერთ-ერთ დისკუსიაში მიუთითებდა: “DK _ არა ანონიმურობის გამო. ყოველთვის ინიციალებით ვერთვები-ხოლმე საჯარო დისკუსიებში და რადგან ჩემი სახელი და გვარი არაფერს ეუბნება საზოგადოებას, დამატებითი არასაჭირო ინფორმაციით აღარ ვტვირთავ-ხოლმე

დავით კიზირია”.

ორთოგრაფია და სასვენი ნიშნები განზრახ არ შევასწორე ამპროფესორისმინაწერში, თუმცა აქ უფრო ის არის საყურადღებო, რომ იგი თვითონაც კარგად ხვდებამისი სახელი და გვარი არაფერს ეუბნება საზოგადოებას. ორიოდე დღის წინათ კი ესსაყოველთაოექსპერტი არც მეტი, არც ნაკლები, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მრჩევლად დაინიშნა. “ასე იწრთობოდა ფოლადი” _ ორიოდე წელიწადში იგი უკრაინიდან უკვეშემდგარიბიოგრაფიით მოგვევლინება დანაციონალური მოძრაობისსაპარლამენტო სიაშიც დაიკავებს ადგილს.

მთელი ეს უკრაინული გაწამაწია “ნაცმოძრაობის” სახეების მონაწილეობით სასაცილო იქნებოდა, რომ არა მთავარი ამოცანა: სააკაშვილს გუნდის შენარჩუნება და მისი რაღაცით დასაქმება ესაჭიროება. თან, სასურველია, რომ ამ სამუშაო ადგილებზე მის კადრებს მნიშვნელოვან ინფორმაციაზე მიუწვდებოდეთ ხელი _ ყვარყვარესი არ იყოს, რა იცი, რა ხდება? თუ გადაწყვეტილებების მიღებაზე მიდგა საქმე, იქნებ მათზე ზეგავლენის მოხდენაც მოახერხოს! თუ არადა, ასინეთობას მაინც გასწევენ _ “ორი კაცი რომ გაიგონებს და მიხვდება ყველაფერს, ერთი კაცი გაიგებს და მიხვდება ისე?!”

“ნაციონალური” პოლიტიკის კრახის გათვალისწინების ნაცვლად, უკრაინის დღევანდელი ხელისუფალნი გულმოდგინედ იმეორებენ სააკაშვილის რიტორიკას. პრემიერმინისტრი იაცენიუკი ცდილობს, მასავით ეგზალტირებულად და ჟესტიკულაციის გამოყენებით გაასაღოს სიცრუე სიმართლედ, პოროშენკოც, სააკაშვილივით, პირობებს დებს და შემდეგ საწინააღმდეგოს სჩადის, იულია ტიმოშენკო კი ოპოზიციიდან აფრთხილებს ყველას, რომ რადას დარბაზში სხვა გადაწყვეტილებები მიიღება, საბოლოო დოკუმენტებში კი სულ სხვა რამ იკითხება!

და ისევ კიზირია, რომელიც კიდევ ერთი ეპიზოდით არის ცნობილი:  2010 წლის მაისში ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის შემდეგ რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებით. სააკაშვილმა კომპანიის ეზოში მომხდარს მაშინვე უწოდა “დარბევა” და საქალაქო სასამართლომაც გულმოდგინედ დაუდასტურა ეს კვალიფიკაცია. გადაცემის წამყვანმა და ტელეკომპანიის მფლობელმა ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა, რომ ლევან ჩაჩუა არ მონაწილეობდა ჩხუბში. “მე მინდა სამართალი და არა შურისძიება”. სამართალი კი იმჟამად ერთი ძალის მითითებით მოქმედებდა და სინდისის პატიმრები მხოლოდ ხელისუფლებიდან ამ ძალის წასვლის შემდეგ გამოვიდნენ ციხეებიდან.

შვილის მიმართ მუქარის გამო “ჯორჯიან თაიმსის” გამომცემელი მალხაზ გულაშვილი იძულებული შეიქნა, საქართველო დაეტოვებინა. მამა-შვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს მიმართვას დევნის შეწყვეტის თაობაზე, რომელსაც საწინააღმდეგო ბანაკიდან მოჰყვა საპასუხო წერილი “ფაშიზმის 182 მხარდამჭერს”:

საქართველოს 182-მა მოქალაქემ ღიად დაუჭირა მხარი მალხაზ გულაშვილის მეთაურობით მოქმედ აშკარად ფაშისტურ და იმავდროულად პრორუსულ გაერთიანებას. როგორც გულაშვილის და მისიმოძრაობისგულშემატკივრები, ისე მათ მხარდამჭერ მიმართვაზე ხელმომწერნი, ძალადობას, რელიგიის და სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე შუღლის გაღვივებას გამოხატვის თავისუფლებას უწოდებენ და  ფაშიზმს ამართლებენ”.

ხელმომწერებს შორის არიან: ნოდარ ლადარია, კახა ბენდუქიძე, თამარ ჩერგოლეიშვილი, სიმონ ჯანაშია, გიგა ზედანია, გია ნოდია და სხვანი. არ გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ “და სხვანში” ბევრ ადამიანთან ერთად, ვისი სახელი და გვარიც საზოგადოებას არაფერს ეუბნება, სწორედ ის დავით კიზირიაცაა.

რამდენიმე წლით ადრე სულხან მოლაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას საზოგადოების 200-მდე თვალსაჩინო წარმომადგენელმა მოაწერა ხელი. სააკაშვილმა მათ “ჩარეცხილები” უწოდა. დღეს ის თვითონ ჩარეცხა იმ საზოგადოებამ, რომელსაც დამამცირებელი სახელებით მიმართავდა. ჩარეცხილია, მაგრამ მაინც ცდილობს, იტივტივოს და ამას უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ამღვრეულ წყალში ახერხებს.

უკრაინაში “ნაციონალური” საკადრო კარუსელის ღერძი გიორგი ვაშაძეა. იგი, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია “ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” დამფუძნებელია. გასული წლის სექტემბერში ლვოვში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ლევან ვარშალომიძე, გიორგი ვაშაძე, დავით კიზირია მონაწილეობდნენ. უკრაინული სააგენტო УНИАН-ი იუწყებოდა, რომ “სააკაშვილის გუნდის წევრები ლვოვს რეფორმების გატარებაში დაეხმარებიან” და ამ მიზნით ლვოვის სამხარეო ადმინისტრაციასა და “ინოვაციებისა და განვითარების ფონდს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მეორე დღეს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ლვოვის სამხარეო ადმინისტრაციის თავმჯდომარის _ იური ტურიანსკის მრჩეველი გახდა.

გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერდა: “ქართველი ექსპერტები უკრაინულ მხარეს დაეხმარებიან რეგიონული ადმინისტრაციის ორგანიზაციული ცვლილებებისა და ადმინისტრაციის სერვისების რეფორმირების გეგმის შემუშავებასა და იმპლემეტაციაში. ეს იქნება საპილოტე პროექტი, რომელიც ლვოვის სამხარეო ადმინისტრაციის მაგალითზე შექმნის რეგიონული მართველობის ახალ სტანდარტს. ქვეყანაში მიმდინარე რეფორმა გულისხმობს ძალაუფლების გადანაწილებას ცენტრიდან ადგილებზე”. საინტერესოა, რომ ამ კეთილ საქმეში უკრაინელებს ის ლევან ვარშალომიძე დაეხმარება, რომლის ხელითაც და სააკაშვილის მონდომებით აჭარის ავტონომიის ყველა უფლება სწორედ ცენტრს გადაეცა და არა _ პირიქით! ერთი სიტყვით, უკუღმაა ეს, ასინეთა, მარა სულერთია!

ფონდი საქართველოშიც აქტიურად საქმიანობს. “სახელმწიფო სამი ნოლი _ რეფორმების ახალი ტალღა” _ ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომელიც ხუთი კონკრეტული მიმართულებით 12 თვითმმართველ ქალაქში უნდა განხორციელდეს. ყველა მონაწილეს ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს საკუთარი ქალაქისა და მთელი რეგიონის ჯანდაცვის, განათლების, სამართალდამცავი სისტემის, ეკონომიკისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში. გიორგი ვაშაძე ამბობს: “მთავარი პრინციპი ამ პროექტის არის ის, რომ სახელმწიფო უნდა გახდეს პლატფორმა, რომელმაც ხელი არ უნდა შეუშალოს ქვეყნის განვითარებას თავისი რეგულაციებით და თავისი ზედმეტი ჩარევებით.”

ყურადღება მიაქციეთ: ამას იმ ხელისუფლების წარმომადგენელი ამბობს, რომელიც ცოლქმარს შორის ლოგინში იწვა და ასი ყური ჰქონდა გამოსხმული! ასინეთაც კი არ მისულა ასეთ აქტიურ ფაზამდე _ ის მხოლოდ აყურადებდა და არქიფო სეთურს წვრილად უყვებოდა მოსმენილის შესახებ!

ახლა უკრაინაში იღვწის ასინეთა. გამოცდილებას უზიარებს იქაურ ხელისუფლებას. თავისიჩარეცხილები”, “ფაშისტებიდა სხვა საბაბით დაპატიმრებულებიც, სავარაუდოდ, მალე გამოჩნდებიან. მანამდე კი ქართულირეფორმებითმოტყუებეული უკრაინელი ხალხიც გამოიღვიძებს დარეფორმატორებისდასაქმება მათ ამერიკელ პატრონებს რომელიმე სხვა ქვეყანაში მოუწევთ.

ჩვენ იმის იმედიღა დაგვრჩენია, რომ ეს “სხვა ქვეყანა” საქართველო არ იქნება!

ნანა დევდარიანი

1 COMMENT

  1. ქალბატონო ნანა,სრულად ვიზიარებ ამ პათოსს,მაგრამ მოქმედებაა საჭირო მთავრობის მხრიდან,კეთილი ინებონ და ის ასეულობით ფაილი,რომელიც კასრებში აღმოაჩინეს ცხვირწინ დაუდონ პარაშენკოს!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here