Home რუბრიკები საზოგადოება უნდა იკრძალებოდეს თუ არა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა

უნდა იკრძალებოდეს თუ არა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა

781

მასალის სათაურად გამოტანილი შეკითხვა ბატონმა ვალერი კვარაცხელიამ დაუსვა სტუმრებს თავის ყოველკვირეულ გადაცემაში. იმის გათვალისწინებით, რომ კარგადაა ცნობილი მოსახლეობის უმრავლესობის, ჯერჯერობით ნორმალურად მიჩნეული ადამიანების, ანუ ჰეტეროსექსუალების აზრი, პასუხი ძალიან მოკლედ შეიძლება გაეცეს ამ, ჩვენი დროისთვის ყველაზე საჭირბოროტო კითხვას, მაგრამ უმრავლესობის პრინციპით ნუ გადავწყვეტთ ამ საკითხს, რადგან ყველამ ვიცით, რომ ეს პრინციპი ყოველთვის სამართლიანი არ არის; და ნურც იმ “გამოჩენილ” მეცნიერთა აზრს დავეყრდნობით, რომლებიც გუშინ ნორმიდან გადახრად, ფსიქიკურ დაავადებად განიხილავდნენ ჰომოსექსუალიზმს, დღეს კი ნორმად მის გავრცელებას მიიჩნევენ; შევეცადოთ, ობიექტურად მივუდგეთ დასმულ საკითხს და გადავწყვიტოთ – უნდა აიკრძალოს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა თუ პირიქით _ მიზანმიმართული პროპაგანდით მისაღები გავხადოთ იგი ყველა ოჯახისთვის.


საერთოდ, სიტყვები _ “პროპაგანდა” და “აკრძალვა” ცუდად ხვდება ყურს და უსიამოვნო წარსულის (მხოლოდ უსიამოვნო წარსულის) ასოციაციას იწვევს, მაგრამ ვერც ერთს ვერ გავექცევით: ზოგჯერ საჭიროა პროპაგანდა, ზოგჯერ _ მისი აკრძალვა. საზოგადოებაში უამრავი რამ არის ასაკრძალავი თუ დასასჯელი (კანონებიც ხომ ამისთვისაა მოგონილი), მაგრამ აუცილებლად უნდა ისჯებოდეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება, ხოლო მისი პროპაგანდა აუცილებლად უნდა აიკრძალოს!

სწორედ ამ კრიტერიუმიდან უნდა ამოვიდეთ ყოველთვის, ამ ჭრილში განვიხილოთ ყველა ქმედება, თუ გვინდა, პასუხი ობიექტური გამოგვივიდეს და შემოდავებაც ვერავინ შეძლოს! ასაკრძალი ქმედების (მოვლენის) ანტისაკაცობრიო არსი უნდა იყოს აქსიომასავით უდავო, ისეთი, რომელსაც დამტკიცება და კენჭისყრა არ სჭირდება!

კაცობრიობის წინააღმდეგ ძალიან ბევრი დანაშაულებრივი ქმედებაა ჩადენილი, თუნდაც ბოლო საუკუნეში, მაგრამ ეს მაინც ლოკალურად ხდებოდა _ მსოფლიო ომებმაც კი მხოლოდ ორი კონტინენტი მოიცვა. იყო კიდევ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული შავი ჭირი და “ისპანკად” წოდებული გრიპი… დღეს კი ცისარტყელას ფერებით გაფორმებული ფერადი ჭირი (როგორც მას “სიძულვილის ენით” მოლაპარაკენი უწოდებენ) ყველა კონტინენტზეა გადაჭიმული გიგანტურ ცისარტყელად.

ნუთუ მართლა შავ ჭირთან შესადარებელი მოვლენაა ჰომოსექსუალიზმი და დადებითი არაფერი სცხია? ბუნებაში ხომ ყველაფერს (ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ჩათვლით), სტიქიურ მოვლენებსაც კი, ორი მხარე აქვს _ დადებითი და უარყოფითი, ყველაფერს, სიგარეტისა და ჰომოსექსუალიზმის გარდა! როგორც კი დადგინდა, რომ სიგარეტის მწეველებში ყველა დაავადება (სიმსივნე, ტუბერკულოზი, გულსისხლძარღვთა და სხვ.) უფრო მეტი სიხშირით გვხვდება, ვიდრე არამწეველებში (5-ჯერ, 10-ჯერ და 20-ჯერაც), სახელმწიფოებმა, პირველ რიგში, აკრძალეს მისი რეკლამა, ანუ სიგარეტის წევის პროპაგანდა, სიგარეტის კოლოფზე სავალდებულო გახდა გამაფრთხილებელი წარწერების გაკეთება მისი მავნეობის თაობაზე და საზოგადოების თავშეყრის ადგილებშიც მოწევა აიკრძალა.

ჰომოსექსუალიზმზეც ჯერ არავის დაუმტკიცებია, რომ მას რაიმე დადებითი მხარე აქვს, რაიმე სარგებლობა მოაქვს საზოგადოებისთვის; უარყოფითი კი, იცოცხლეთ, იმდენია! ჰომოსექსუალობის მხოლოდ მორალურ-ესთეტიკურ მხარეზე, მის პათოლოგიურობასა და ცოდვაზე საუბრით ჰომოსექსუალებთან და მათ დამცველებთან დავა უპერსპექტივოა, ვერაფერს გავხდებით. არადა, მხოლოდ ამ არგუმენტებს იყენებენ მათ გასაკრიტიკებლად, ჰომოსექსუალიზმის მიუღებლობის დასამტკიცებლად: რომ გულისამრევია ორი მამათმავლის ტუჩებში კოცნის ხილვა, ამ ორიდან ერთ-ერთის, ძველი სამედიცინო ტერმინოლოგიით _ “პასიური” პედერასტის ქალური ჩაცმულობა; რომ ჰომოსექსუალების სახით საქმე გვაქვს ავადმყოფებთან (ასე ითვლებოდა საუკუნეების განმავლობაში) და, უდიდესი ცოდვის ჩამდენ ადამიანებთან (ასე თვლიდა და თვლის ყველა ძირითადი რელიგია). ამ ბრალდებებზე ჰომოსექსუალებს ერთობ “მყარი” კონტრარგუმენტები აქვთ: არ მოგწონთ ჩვენი მიხვრა-მოხვრა, ჩაცმულობა თუ კოცნაობა? _ ეგ თქვენი პრობლემაა; ჩვენ მოგვწონს, თქვენ კი შეგიძლიათ, არ გვიყუროთ; ავადმყოფებად გვთვლით? კარგა ხანია, ეს დრო წარსულს ჩაბარდა _ ამერიკელმა მედიკოსებმა 40 წლის წინათ დაადგინეს, რომ ჰომოსექსუალობა აღარ არის ნორმიდან გადახრა, ამერიკელებს ევროპელებმაც მიბაძეს 10 წლის შემდეგ, ახლა უკვე თქვენ ხართ ავადმყოფები, ჩვენ რომ გვიყურებთ, როგორც ავადმყოფებს; რელიგია ამბობს, დიდი ცოდვააო? სოდომ-გომორის ზღაპრები თქვენთვის შეინახეთ, ჩვენ არ გვაინტერესებს ამგვარი რელიგია და ეკლესია, და, თუ მაინც დაგვჭირდა, ჩვენი მიმდევარი მღვდელ-ეპისკოპოსების ძებნაც არ გაგვიჭირდება. კიდევ ერთი არგუმენტი გაქვთ ჰეტეროსექსუალებს: უმრავლესობა ხართ? ცოტაც მოიცადეთ და დაგანახვებთ ჩვენს ძალას _ გუშინწინ თუ 0,1% ვიყავით (იმის წინათ კი _ 0,001%!), გუშინ – 1%, დღეს უკვე 10 %-ს ვუკაკუნებთ დასავლეთის ქვეყნებში. ხვალ, ეჭვი არ შეგეპაროთ, გადაგისწრებთ კიდეც რაოდენობით, მთავარია, ღმერთმა კარგად გვიმყოფოს აშშ-ის ხელისუფლება, რომელიც თავზე გვევლება და იმ ქვეყნებშიც კი სასათბურე პირობებს გვიქმნის (ფერადი თუ არაფერადი(!) რევოლუციებით და ანტიდისკრიმინაციული კანონებით), რომლებშიც, ხმას თუ ამოვიღებდით ოდესმე, არ გვეგონა. ყველას, ვინც ჩვენ გვაწყენინებს, პირად მტრად ჩათვლის ამერიკა და შურს იძიებს ეკონომიკური ან “არაეკონომიკური”(!) სანქციებით! ჭკუით იყავით, ჰეტეროსექსუალებო, თორემ ხომ ხედავთ, ჩვენსავით სწრაფად ვერც ერთი ერი ვერ მრავლდება მსოფლიოში, და ჩვენისთანა სოლიდარობა, ჩვენისთანა ორგანიზებული ერთობა მსოფლიოში არავის აქვს!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თავი უნდა დავანებოთ იურიდიულად არაფრის მომცემი კატეგორიებით მსჯელობას, დავას; და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის დამცველებს პირდაპირ ბრალი უნდა დავდოთ (ხელისუფლებამ კი _ წაუყენოს!) ისეთი ქმედების ხელშეწყობაში, რომელიც კაცობრიობას, ადამის მოდგმას უდიდეს საფრთხეს უქმნის.

ერთი-ორი შვილი როცა ჰყავს ოჯახს, ის ერი დგას გადაშენების საფრთხის წინაშე და, როცა უშვილო ჰომოსექსუალური წყვილები მრავლდებიან, მაშინ ხომ ასეთი “გამრავლება” თვითგადაშენების წინაპირობაა, მისი ტოლფასია?!

კაცობრიობას არასოდეს დამუქრებია ისეთი საფრთხე, როგორიც ჰომოსექსუალიზმია, მასთან შედარებით, ნებისმიერი ჭირი მონაგონია. მართალია, ჭირი მუსრს ავლებს მილიონობით ადამიანს, მაგრამ მასაც კი აქვს დადებითი მხარე _ ბუნებრივი დეპოპულაციის შედეგად გასამრავლებლად რჩებიან ძლიერი იმუნიტეტის მქონე ადამიანები, ანუ ბუნებრივი შერჩევით ერის გენეტიკური გაუმჯობესება ხდება. ფერადი ჭირი _ ჰომოსექსუალიზმი კი, გაუმჯობესების ნაცვლად, ადამის მოდგმას ჯერ გადაგვარებით ემუქრება და შემდეგგადაშენებით!

მიუხედავად ასეთი საგანგაშო სურათისა, არათუ ზომებს იღებენ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, პირიქით, ყველა საშუალებით (პრესით, ტელევიზიით, კანონებით) ხელს უწყობენ მის გავრცელებას! და ამ პოლიტიკას ატარებს დასავლეთი შეერთებული შტატების მეთაურობით.

ის, რაც ზემოთ ვთქვი ადამის მოდგმის გადაშენების საფრთხეზე, რომელიც ჩვენისთანა პატარა ერებს მოუღებს ბოლოს, შეუძლებელია, ნებისმიერ ადამიანს არ ესმოდეს. ასე რომ, ეს კარგად მოეხსენებათ იმათაც, ვინც განსაზღვრავს ამერიკისა და, დიდწილად, მსოფლიო პოლიტიკას. მაშ, რა მოტივი უნდა ამოძრავებდეთ მათ? ეს მოტივი არც არის დამალული ძლიერთა ამა ქვეყნისა მიერ. სულ რაღაც რამდენიმე ათეული ან, რამდენიმე ასეული ადამიანის მიერ, კარგა ხანია, გადაწყვეტილია მსოფლიოს მზარდი მოსახლეობის შემცირება სხვადასხვა გზით, და მისი დაყვანა მილიარდამდე, ანუ შემცირება ექვს მილიარდზე მეტით! მათი ჩანაფიქრი თითქოს პრაგმატულ მიზნებს ემსახურება, ოღონდ დეპოპულაციის მეთოდებს _ ომები იქნება ეს, შიმშილობა, გენმოდიფიცირებული საკვები, სავალდებულო ვაქცინაციები (მაგალითად, საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო, რომელსაც მოზარდ გოგონებთან ერთად ზოგჯერ ბიჭებსაც(!) უტარებენ, თანაც, უფასოდ), ლაბორატორიებში ხელოვნურად გამოყვანილი ვირუსები და შესაბამისი ეპიდემიები (მაგალითისთვის ღორის გრიპიც კმარა, როდესაც ნახევარ მსოფლიოს იძულებით გააწყვეტინეს ღორი!) და ჰომოსექსუალიზმი _ ისინი საზღვრავენ და, გადასაშენებელ ხალხთა სიასაც ადგენენ! მოხვედრილნი ვართ თუ არა ამ სიაში, უცნობია. რომც არ ვიყოთ, მაინც ვიტყოდი _ ვის აქვს უფლება, ერებს გამრავლებაგადაშენების ბედი გადაუწყვიტოს, პირში დემოკრატიაზე ელაპარაკებოდეს და ზურგს უკან სამარეს უთხრიდეს?!

ამიტომ ყველა ერმა თავის ხელისუფლებას უნდა მოსთხოვოს არა ყბადაღებული ადამიანის უფლებების დაცვა, რომელსაც იქ აბამენ კუდს, სადაც მოესურვებათ, არამედ _ თვითონ ადამიანის დაცვა!

თუ რამ შეუწყო ჰომოსექსუალების მომრავლებას ხელი, ამაზე ამჟამად არ შევჩერდები, ამის შესახებ ბევრი მაქვს ნათქვამი ექვსი წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ წერილებში და ამიტომ შეიძლებოდა აქ დამესვა წერტილი, მაგრამ ბატონი ვალერი კვარაცხელიას გადაცემა ტყუილად არ მიხსენებია დასაწყისში.

განმაცვიფრა გადაცემის სტუმრის, ჟურნალისტიკაში გაწაფული, ამერიკელთა ცხოვრებაში ჩახედული და, საერთოდ, ცნობილი ადამიანის, ბატონი ნუგზარ რუხაძის პოზიციამ, მისმა მოსაზრებებმა. ბევრ რამეზე შეიძლებოდა გამოდევნება, მაგრამ მხოლოდ ორ ეპიზოდზე შევჩერდები. წამყვანის მიერ დასმულ კითხვაზე: “უნდა იკრძალებოდეს თუ არა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა?” და, მის თხოვნაზე – პასუხი მოკლედ ყოფილიყო გაცემული: “ჰო თუ არა”, აი, რა უპასუხა ბატონმა ნუგზარმა (ერთობ ვრცლად გაცემული პასუხის გამო, მომყავს უმნიშვნელო შემოკლებით):

“ესე არ შეიძლება, ადამიანს პირს ვერ აუკრავ, არავითარი პროპაგანდა არ უნდა იკრძალებოდეს, ომის პროპაგანდის გარდა. ეს არის მისი თავისუფლების გამოხატვის საშუალება. ვთვლი, რომ ადამიანებს ვერ აუკრძალავ იმის თქმას, რაც მას მიაჩნია სწორად. რა შუაშია პროპაგანდა?! ის ამბობს იმას, რაც მას მიაჩნია სწორად. თანამედროვე სამყაროში ძალიან ძნელია, ადამიანებს აუკრძალო ლაპარაკი. პროპაგანდა რა არის? პროპაგანდა არის ლაპარაკი, ხო, ხმამაღლა თქმა იმისა… ასე მარტივი არ არის თანამედროვე სამყაროში რაღაცების აკრძალვა. პროპაგანდის აკრძალვა ნიშნავს, ადამიანს ლაპარაკის უფლება რომ შეუზღუდო, აზრის გამოთქმის უფლება”.

მოკლედ, “შედევრებია” პირდაპირ! დაახლოებით იმ კოღოს დღეში ვარ, ნუდისტების პლაჟზე რომ მოხვდა და ვერ გადაუწყვეტია, საიდან, რომელი შიშველი ნაწილიდან შეუდგეს საქმეს. ალბათ, უმჯობესი იქნება, თუ თანმიმდევრობით მივყვები და მოკლე კომენტარებით შემოვიფარგლები:

არავითარი პროპაგანდა არ უნდა იკრძალებოდეს, ომის პროპაგანდის გარდა”.

ეს როგორ, ბატონო ნუგზარ, დავიჯერო, მართლა ასე ფიქრობთ?! ომის გარდა ყველა დანარჩენი პროპაგანდა დასაშვებია?! რაღა დაგიმალოთ და, ეს მაგონებს განსვენებული ბენდუქიძის სიტყვებს: ყველაფერი უნდა გავყიდოთ, ნამუსის გარდაო.

ადამიანებს ვერ აუკრძალავ იმის თქმას, რაც მათ მიაჩნიათ სწორად, რა შუაშია პროპაგანდა?!”

ეგ სად არის ასე _ ვისაც რაც უნდა, იმას სად ლაპარაკობენ საჯაროდ? გააჩნია რას ლაპარაკობ, თორემ, პროპაგანდის წამოწყებას კი არა, სიტყვის თქმას ვერ მოასწრებ ხეირიანად, ისე “აგიკრავენ” პირს!

თანამედროვე სამყაროში ძალიან ძნელია, ადამიანებს აუკრძალო ლაპარაკი”.

სრულიადაც არა! მთელ რიგ თემებზე საჯარო კრიტიკული გამოსვლები, ანუ საკუთარი აზრის გამოთქმა აკრძალულია კანონის(!) ძალით სწორედ დემოკრატიულ დასავლეთში და მსგავსი კანონები მიღებული აქვს არა მხოლოდ ცალკეულ სახელმწიფოებს, არამედ ევროკავშირსა და გაეროს! შეუძლებელია, ეს არ იცოდეს ბატონმა ნუგზარმა!

პროპაგანდის აკრძალვა ნიშნავს, ადამიანს ლაპარაკის უფლება რომ შეუზღუდო, აზრის გამოთქმის უფლება”.

მაშ, რუსეთში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა რომ აიკრძალა და პრესა-ტელევიზიაში, კინოსა და თეატრში კიდევ _ გინება, აზრის გამოთქმის უფლება 140 მილიონ რუსეთის მოქალაქეს შეეზღუდა?!

ერთი სიტყვით, ბატონმა ნუგზარ რუხაძემ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა! გაგაცნობთ მის შემაჯამებელ, გადაცემის მიწურულს გაკეთებულ მოსაზრებასაც:

“ამერიკაში არის ასეთი რადიოგადაცემა _ “დოქტორი ლორა”. ეს არის დოქტორი ლორა შლესინგერი. ეს არის უჭკვიანესი ქალი, რომელიც თავის გადაცემაში დღეს არ გამოტოვებს, რომ ეს არ ახსენოს – ბავშვი რომ გაიზარდოს წესიერად და კარგად, მას სჭირდება დედა და მამა. საქმე რაშია, იცით? სად მივედით, იცით? რაღაც გვეწვია ისეთი, რასაც კაცობრიობა ვერ გაექცევა. ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს, ეროვნული, ჩვენ ამას, რაღაცნაირად, ალღო უნდა ავუღოთ, ისეთი ალღო, რომ ჩვენ ამან არაფერი დაგვიშავოს. აი, ჩემი განწყობა ასეთია…”.

რაც შეეხება ლორა შლესინგერის გადაცემებს, ბატონმა ნუგზარმა უნდა იცოდეს (ვგონებ, ამერიკაში იყო იმ დროს), რომ სიმართლის საჯაროდ მთქმელ ამ ქალბატონს თავბედი აწყევლინეს ჰომოსექსუალებმა, როდესაც მან ჰომოსექსუალიზმს “ბიოლოგიური შეცდომა” უწოდა. ამას ისეთი ანტიშლესინგერისეული კამპანია მოჰყვა ამერიკის მასშტაბით, რომ რადიოსადგურს დახურვა დაემუქრა, საქვეყნოდ ცნობილ ექიმ ქალს კი საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოუწია. და რისთვის? _ სიმართლის თქმისთვის, თანაც სად? _ ამერიკაში! ვერ აუკრძალეს, ბატონო ნუგზარ, ჰომოსექსუალებმა ადამიანს იმის თქმა, რაც მას მიაჩნდა სწორად და, რაც მართლაც სწორი იყო თუ რა?!

რაღაც გვეწვია ისეთი, რასაც კაცობრიობა ვერ გაექცევა”.

უკაცრავად, მაგრამ საიდან გვეწვია? ზეციდან ჩამოვარდა?! დავიჯერო, აზრზეც არ არის ბატონი ნუგზარი?! “კაცობრიობა ვერ გაექცევა” _ როგორ გაექცევა, როცა ძალით გვტენიან ჰომოსექსუალიზმის გასაჯეჯილებელ კანონებს?! არც ამის შესახებ სმენია არაფერი ბატონ ნუგზარს?!

ჩვენ ამას რაღაცნაირად ალღო უნდა ავუღოთ, ისეთი ალღო, რომ ჩვენ ამან არაფერი დაგვიშავოს”.

ეგრე სად არის თაყაო – შენ ხელი არ გაანძრიო, პირიქით, ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა არ აკრძალო, გეიაღლუმებისთვის ხელის შემშლელები დააპატიმრო, საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული ტერმინი – პედერასტი აკრძალო, უძველესი ქართული ლიტერატურული შესატყვისის – მამათმავლობის ხმარებაც ამიკრძალო, მათი კრიტიკა სიძულვილის ენად ჩამითვალო და მაინც გინდა, რომ ამ ფერადმა ჭირმა “არაფერი დაგვიშავოს” და, “რაღაცნაირად”, “ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესებიც” დავიცვათ?! კარგია, მე და ჩემმა მზემ, მაგრამ ეგრე ზღაპრებშიც არ ხდება! ალღო, მე თუ მკითხავთ, ჩვენმა “მტერმა” _ რუსეთმა აუღო, როცა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა აკრძალა. რა, ჩვენ გვაწყენდა ანალოგიური კანონის მიღება? მაგრამ როგორ მივიღებთ, როცა “სტრატეგიულ მეგობარს” სულ საპირისპირო ალღო აქვს აღებული _ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაც დაშვებული აქვს, ერთსქესიანთა ქორწინებაც და მამათმავალ-ლესბოსელი წყვილების მიერ შვილად აყვანის უფლებაც!

თავს ვერ დავდებ, მაგრამ იმ გამოცდილებიდან, რომელიც ამ 10 წლის განმავლობაში დამიგროვდა, და ბატონი ნუგზარის მოსაზრებებიდან გამომდინარე, “გონივრული ეჭვი” მიჩნდება, რომ ისევე, როგორც ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია და ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტი, ბატონი ნუგზარ რუხაძეც და მისი ინგლისურენოვანი გაზეთიც უცხოეთიდან ფინანსდებიან.

იაკობ ლეჟავა

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here