Home რუბრიკები პოლიტიკა შარლიატანები და დასავლური ფარისევლობა

შარლიატანები და დასავლური ფარისევლობა

1197

თითქმის ერთი კვირაა, დაჟინებით მოვუწოდებ ჩემში “დაბუდებულ” ადამიანობას, შემაცოდოს ტრაგიკულად დაღუპული ფრანგი კარიკატურისტები. ამასთანავე, ვათვალიერებ მათი “შემოქმედების” ნიმუშებს. გაჩენილი სიბრალულის ნაპერწკალს უმოწყალოდ აქრობს აღშფოთების გრიგალი. აგერ _ კომიქსი “შობა”, სადაც მაცხოვრის ქვეყნად მოვლინება გადმოცემულია ფიზიოლოგიური დაწვრილებით, ხოლო ღვთისმშობელი და ჩვილი ქრისტე უფრო ჯოჯოხეთის მაშხალებს მაგონებენ…


“შარლი ებდოს” კიდევ ერთი “შედევრი” _ ქრისტე ეკლიანი გვირგვინით, ჭრილობებით ხელის მტევნებზე და გადმოკარკლული თვალებით, “ხმარობს” მამა-ღმერთს, თვითონ კი “გარჭობილი” აქვს სამკუთხედი ყოვლისმჭვრეტელი თვალით… წარწერა მიმითითებს, რომ ეს თურმე სულიწმინდაა… რა თქმა უნდა, “იუმორისტული” ჟურნალის “ღადავისტებმა” არც წინასწარმეტყველი მუჰამედი დაინდეს _ მილიარდი ადამიანის უდიდესი ავტორიტეტი გააშიშვლეს და ოთხზე დააყენეს, ხოლო მისი უკანალი მკითხველს მიუშვირეს…

ამ საზიზღრობების ნახვისთანავე მიჩნდება კანონზომიერი ეჭვი მისი ავტორების ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ. ეჭვი რწმენაში გადამდის, როდესაც ვათვალიერებ ერთერთი მოკლული კარიკატურისტის ფოტოსესიას პერფომანსით _ საზოგადოების თანდასწრებით, “მხატვარიუკანალშიგაჩხერილიმელნით სავსე ოყნით რაღაცასხატავსიატაკზერა გაეწყობა, ზოგიერთი თავისებურად აღიქვამს რეალობას.

ისე, რა მოხდა? _ როგორ თუ, რა მოხდა?! მთელი ცივილიზებული სამყარო გაოგნებულია, შოკშია პარიზის ცენტრში დატრიალებული ტრაგედიით! ესროლეს არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ თავისუფალ სიტყვას! _ მესმის ყველა მხრიდან. მაგრამ, პარდონ, მადამ და მესიე და, საერთოდ, პრომისკუიტეტში _ საყოველთაო გარყვნილებაში ჩაფლულო “თავისუფალო სამყაროვ”! მე ამ მკვლელობით გაოგნებული არ ვარ! ჩემი ადამიანური არსი ვერ შეიცოდებს ამ სულიერად გახრწნილ, დეგრადირებულ ათ მარაზმატიკოსს.

მაოგნებს დონბასში ათასობით  უდანაშაულო მშვიდობიანი ადამიანის მკვლელობა, ბავშვების დასახიჩრებული სხეულები, რომლებსაც შენ ჯიუტად არ ამჩნევ! შენ, “თავისუფალოსამყაროვ, “დაბრმავდიმაშინ, როდესაც შენ მიერდემოკრატიის შუქურადწოდებული, სინამდვილეში კი შეურაცხადი სააკაშვილი და მისი პირსისხლიანი რეჟიმი ადამიანებს ქუჩაში მხუთავი გაზით წამლავდა, ხვრეტდა, ციხეებში ცოცხებით აუპატიურებდა! შენით შეგულიანებულმა ნაცხროვამ აკადემიკოსი გურამ შარაძე ჯერ დააპატიმრა, როდესაც გაბედა და სექსუალური გადახრებით დაავადებული პოლონელი “მხატვრის” მკრეხელური სურათი ჩამოგლიჯა, შემდეგ კი გამოჩენილი მეცნიერი სასტიკად მოკლა… შენ, ცივილიზებულოსამყაროვ, გასუსული ხარ, როდესაც შენ მიერვე გამოზრდილი და გაწვრთნილი . . ისლამური სახელმწიფოს ავაზაკები ასობით ქრისტიანს თავებს აჭრიან დაურწმუნოთადასაშინებლად მსხვერპლთა შიგნეულობას მიირთმევენსოციალური ქსელები აჭრელდა დახოცილი პალესტინელი და ავღანელი ბავშვების სურათებით! მე გაოგნებული ვარ, შენ კი _ არა! საქმე ის არის, რომ გამოუსწორებელი ფარისეველი ხარ! ფარისევლობა შენი რელიგიაა და ორმაგი სტანდარტი ძვალსა და რბილში გაქვს გამჯდარი! შენ მიერვე გაძარცვული ქვეყნებიდან ჩამოგყავს გასაცოდავებული მიგრანტები, რომლებსაც აცხოვრებ შენივე მოსახლეობის შრომის ხარჯზე, აპარაზიტებ, ხელს უწყობ მათ გათავხედებას: “რა? მოსწავლეთა რაციონში ღორის ხორცია? ეს შენს რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს? შენ კარგად იყავი და, დღეიდან რაციონში აღარ იქნება ღორის ხორცი!.. რა? ეკლესიების ზარების გუგუნი გაწუხებს? შე კაი ადამიანო, მე ხომ არ ვიცოდი, გეთქვა ადრე! აღარ შეგაწუხებს ზარები!” _ ეს, ერთი მხრივ. პარალელურად, შენს კონტროლს დაქვემდებარებული მასმედია ადგილობრივებს უნერგავს რწმენას: მიგრანტი ნახევრად ადამიანია, თითქმის ცხოველი! და კარიკატურებით უბილწავ სიწმინდეებს! ხოლო, როცა მუსლიმები ხმას იღებენ თავიანთი რელიგიის დასაცავად, იმავეთავისუფალიმედიის საშუალებითმეგობრულადურჩევ: გაჩერდი! ხმა! კრინტი! თორემ წახვალ იქ, საიდანაც მოეთრიე. დაგავიწყდა, რა ნაგვიდან ამოგიყვანე?!”

მაგრამ, ყველაფერს აქვს დასასრული! მოთმინების ფიალა აივსო 7 იანვარს და ღმერთის, სიწმინდეების მგმობელებმა საკადრისი პასუხი მიიღეს! სრულიად ვეთანხმები “ჰეზბოლაჰის” თავკაც ჰასან ნასრალას: ტერორიზმმა მიაღწია იმ ქვეყნებამდე, რომლებმაც მისცა ამ ტერორიზმს არსებობის უფლება ახლო აღმოსავლეთის მიწაზეამ ღვთისმგმობელმა ჟურნალისტებმა ისე შეურაცხყვეს ჩვენი წინასწარმეტყველი, როგორც არასდროს ისლამის ისტორიაში. წინასწარმეტყველი მუჰამედის დაბადების დღის დღესასწაულზე ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მუჰამედის ნამდვილ ბიოგრაფიაზე, რათა განვდევნოთ ტერორიზმი, რომელიც ცდილობს, მიუახლოვდეს ისლამს”. მართლაც, ოქროს სიტყვებია!

თვალი ისევ “მეპარება” “შარლი ებდოს” საზიზღრობისკენ. კვლავ ვათვალიერებ მოკლულთა “შემოქმედებას” და ვფიქრობ, აქვს თუ არა ზღვარი თანამედროვე ევროპული კულტურის გაპირუტყვებას? იმ “კულტურის”, რომელსაც დასავლელი იდეოლოგები აბორიგენი მოღალატეების დახმარებით ნერგავენ ჩემს სამშობლოში. დეისაძე, ბურჭულაძე, კაკაბაძე, ქარუმიძე, თუთბერიძე, რამიშვილი, ჯაჯანიძე, სააკაშვილი, ბოკერიანუთუ ეს ხალხი მოვა გონს, მოინანიებს?! არა, არავითარი იმედი არ მაქვს მათი შემობრუნებისა. უაზრობაა, მათ აუხსნა ქცევის ნორმები. ეს იგივეა, ღორს მოუწოდო, არ ჩაწვეს მყრალ წუმპეში, ან ძაღლს, _ არ ალოკოს თავისი ნარწყევი, ან ზოოპარკის ვოლიერში მოთავსებულ მაიმუნს ესაუბრო მაღალი ზნეობის კატეგორიებზე… და, თანაც, იმ დროს, როცა ის საკუთარ ასოს “ათამაშებს”…

ადამიანი მხოლოდ ადამიანთან, მიუხედავად მათი განსხვავებული რელიგიური მრწამსისა, გამოძებნის საერთო ენას; მაგრამ გაპირუტყვებულ (და გაპირუტყვებას უკვე ვინღა ჩივის), დემონად ქცეულ არსებასთან  ვერასდროს იპოვის საერთო ენას.

დროა, რედაქციაში მივიტანო ეს წერილი და მაინც, მეზობლის ტელევიზორიდან მესმის: “ესროლეს თავისუფალ სიტყვას!”. კი, ესროლეს, მაგრამ სიტყვასაც გააჩნია. ადამიანმა შეიძლება მოწიწებით წარმოთქვას: “დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი”; ასევე, მას შეუძლია, დაემსგავსოს დეპუტატ ბობოხიძეს, რომელმაც ეთერში საწინააღმდეგო სიტყვები “აფრინა”… ყველამ ვიცით სიტყვის სიძლიერე. მას შეუძლია, დაგჭრას ან მოგკლას ისე, როგორც არველაძის “იმედის” ეთერში გასულმა “მოდელირებულმა ქრონიკამ” ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა! იმ სიტყვით, რომელიც “ბრძანეს” ფრანგმა ჟურნალისტებმა, საკუთარი სამარე გაითხარეს. რა თქმა უნდა, ჩემს “კოლეგებს” სიკვდილი არ უნდოდათ. მათ ხომ პატრონ-დამფინანსებლებმა ხელშეუხებლობის გარანტია მისცეს, მაგრამ კაცი ბჭობდა და… მაგ ხალხმა სიცოცხლის ფასად მიაღწია იმას, რომ ჟურნალის ტირაჟი სრულად გაიყიდა, ტირაჟი გაიზარდა; და მიიღეს “დიდება”, ოღონდ სიკვდილის შემდეგ; ამიტომ ამ “დიდებით” ვეღარ ისარგებლებენ, რადგან ახლა საკუთარი ქმედების გამო უკვე სხვა განზომილებაში ღმერთის წინაშე აგებენ პასუხს…

რომელი ღვთისმგმობელი იქნება შემდეგი? _ საკითხავი, აი, ეს არის!

გიორგი კორძაძე

 

5 COMMENTS

  1. აზროვნებაზე საერთოდ როგორ ლაპარაკობ? ვის მოუწოდებ აზროვნებისკენ და შენი თავი ჟურნალისტად რატომ მიგაჩნია საერთოდ და კოლეგებს რატომ უწოდებ ჟურნალისტებს? კომენტარსაც არ დაპოსტავთ ალბათ. რა მნიშვნელობა აქვს რომ ლექსიკონი გამართულია? ეს ხომ თავისუფალი სიტყვაა? თავისუფალი სიტყვის "საზღვრებს" ხომ შენ და შენნაირი საზოგადოება წყვეტს!

  2. რაც გინდათ ის მიწოდეთ საშინელი კომენტარების მოყვარულო ადამიანებო,მაგრამ ჩემი აზრით, სწორი შეფასებაა ამბოლოდროინდელი შემაძრწუნებელი ამბისა.მკვლელობებს არ აქვს გამართლება,მაგრამ ამავე დროს ჩავეძიოთ მიზეზებსაც. იქნებ იმას იმკიან,რასაც თესენ?საქართველოშიცაა უკვე ეს მარცვალი ჩაგდებული, სიფრთხილე გვმართებს!

  3. შარლი ებდოზეა ნათქვამი’-თაგვმა თხარა თხარა კატა გამოთხარაო.რა სიტყვის თავისუფლებაზეა ლაპარაკი როცა ადამიანს რელიგიას უგინებ.შარლი ებდო არის გლობალისტების პროექტი,რომელიც მიზნად ისახავს რელიგიურ ომს როგორც ნაწინასწარმეტყველებია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here