Home რუბრიკები პოლიტიკა სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქე ჯიჰადით გვემუქრება

სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქე ჯიჰადით გვემუქრება

895

უკვე ოცი წელიწადია, ვითომ პროდასავლური გზით მივდივართ და ცხელი თავებისგან 24 საათიან რეჟიმში გვესმის პროპაგანდა, ეს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანიაო. მეტიც, ამ ისტორიული სიცრუის აპოლოგეტები გვარწმუნებენ, თუკი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შევაღწევთ, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს, ტერიტორიებსაც დავიბრუნებთ და რუსეთს კუდით ქვას ვასროლინებთო.


მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ჩნდება შეკითხვა _ ვინ დაიცავს საქართველოს უსაფრთხოებას: ის ევროპა, რომელიც სიტყვის თავისუფლების სახელით შეურაცხყოფს ნახევარ მსოფლიოს (მუსლიმანებს, ქრისტიანებს, საზოგადოდ _ რელიგიას), ახორციელებს კულტურულიდეოლოგიურ ექსტრემიზმს და მერე ამის საპასუხოდ ისლამისტების ტერორისტული აქტებისგან საკუთარ მოქალაქეებს ვერ იცავს?! ეს, ბოდიში და, უნიფხვო ლიბერასტები დახვდებიან ჩვენს ქვეყანაში ცეცხლითა და მახვილით მომავალ ჯიჰადს?! არადა, საფრთხე კარსაა მომდგარი, ამ ოცი წლის განმავლობაში იმდენ უადგილო ადგილას ჩავყავით ცხვირი, იმდენი ვიტრაბახეთ, ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ვართ საერთაშორისო უსაფრთხოების მისიაშიო, აქამდე რით ვერ გავხდით “ალ ქაიდას” სამიზნე, ფრიად გასაკვირია. თუმცა ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, აგერ, სულ რამდენიმე დღის წინათ საქართველოს მოქალაქემ, ბათუმელმა, 27 წლის თამაზ ჭიღლაძემ (რომელიც სირიაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს), სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა. აი, როგორ ემუქრება ის “ისლამური სახელმწიფოს” სახელით საქართველოს: ყურადღება! საქართველოს ქააფირებს მივმართავ, რომლებმაც ისლამისა და მუსლიმანების წინააღმდეგ რამე ჩაიდინეთ ნატოს მისიებით ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში თუ საქართველოში (ლაფანყურში, პანკისში, გურიაში, აჭარაში, ჯავახეთსა თუ სხვა რეგიონებში), ყველა ფაქტი გვახსოვს და ყველა მონაწილის სახელი და გვარი ვიცით. ვიცით ყველა კაგებეშნიკი, ვინც ჩვენს ძმებს შეურაცხყოფას აყენებს. ვიცით ყველა თქვენი ნამოქმედარი. ამ ყველაფერზე პასუხს აგებთ თქვენი ბინძური ქააფირი სისხლით…”

იმავე მიმართვაში ნახსენებია საპატრიარქოც და ექსტრემისტი მებრძოლი სასულიერო პირებს პირდაპირ ემუქრება: საპატრიარქოს აჭარლებისა და აჭარის პრობლემებისთვის ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, რომ, თქვე ანაფორიანო ვირთხებო, ინატრებთ, რომ ქვეწარმავლებად გავჩენილიყავითო…”

ბევრმა შეიძლება, ჩათვალოს, რომ ეს ვიღაც ჭიღლაძე ერთი რიგითი მოქალაქეა და იმ მუქარიდან მესამედის შესრულებაც არ შეუძლია, მაგრამ მოდი, რეალურად შევხედოთ ამ ყველაფერს: ჯერ ერთი, მის უკან ექსტრემისტების მთელი არმია დგას, რომელთათვისაც წმინდა ომში სიკვდილი სამოთხეში მოსხვედრის, ანუ მარადიულობაში გადასვლის ტოლფასია, და მეორეც _ სულ რომ არავინ იდგეს, ერთ-ორ თავზეხელაღებულ ტერორისტს რა შეუძლია, Charlie hebdo-ს მაგალითზეც ვნახეთ. სხვათა შორის, ამ საკითხზე წინა კვირას მკაცრი განცხადება გააკეთა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა: “უნგრელებს არ სურთ, საკუთარ ქვეყანაში რიცხობრივი უმცირესობა ნახონ, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისგან კულტურული თავისებურებით გამოირჩევიან”. ახლა გავიხსენოთ, რას აკეთებდა ამ მხრივ “ნაცების” მოღალატე ხელისუფლება: სააკაშვილის ანტიქართული პოლიტიკის წყალობით, აფრიკისა და ახლოაღმოსავლეთის 170-მდე ისლამურ სახელმწიფოსთან ხომ უვიზო მიმოსვლა გვქონდა (რის შედეგადაც თბილისი არაბული ჰარამხანების ქალაქად გადაიქცა), “ბელადმა” საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეებიც მაქსიმალურად გამოიყენა იმისთვის, რომ თურქეთის მოქალაქე ათასობით მუსლიმისთვის ქართული პასტორტები დაერიგებინა.

დღეს კი არაერთი  “პასპორტდარიგებული” საქართველოს სახელით სირიაში იბრძვის, ზოგი კი  იქიდან მუქარის წერილებს გვიგზავნის,  _ საქართველოში ქვას ქვაზე არ დავტოვებთო…

ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. ევროპას მეტი საქმე არა აქვს, ამერიკა კი ამ აურზაურს ვფიქრობ სპეციალურად აკეთებს. თვითონ შორსაა, ატეხავს არეულობას დააფინანსებს მათ,შემდეგ შორიდან შეხედავს თუ ისე არ წავა საქმე როგორც უნდა ჩაერევა, როგორც ხდება ხოლმე. ჩვენი მტავრობის წევრები, ვიტომ პატრიოტები,ვიცით უკვე რასაც იზამენ ,როგორც წინა ომის დროს თავიანთი ცოლ-შვილით გაიქცევიან საზგვარგარეთ. ფული არა აქვთ თუ რა. ამიტომ ხალხო მოვთხოვოთ ამ დროებით არჩეულ ხალხს, როდესაც იღებენ გადაწყვეტილებებს საერო საქმეებზე ხალხის გარეშე, აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე რასაც ამბობენ და ჩადიან.უარყოფითი შედეგების შემთხვევაში ისინი კი არ უნდა გავაქციოტ, არამედ მოვთხოვოთ პასუხი.აი ასეთ შემთხვევაში ისინი უფრო გონიერები იქნებიან და ხალხს გადააწყვეტინებენ ერის საკითხებს კონსულტაციების და გაუყალბებელი რეფერენდუმით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here