Home რუბრიკები პოლიტიკა რას მოუტანს საქართველოს რუსეთ-თურქეთის დაახლოება

რას მოუტანს საქართველოს რუსეთ-თურქეთის დაახლოება

662

რუსეთსა და დასავლეთს, შორის მწვავე კონფრონტაციამ რუსეთის ხელისუფლებას უარი ათქმევინა გაზსადენ “სამხრეთ ნაკადის” მშენებლობაზე (ამას დიდად შეუწყო ხელი ევროპარლამენტის რეზოლუციამ ევროპის ენერგოუსაფრთხოების შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროპამ ენერგიის მიწოდების სხვა წყაროები უნდა ეძებოს), რომლითაც ბუნებრივი აირი ბულგარეთის გავლით უნდა მიეწოდებინა ევროპისთვის.


თუმცა რუსეთმა ალტერნატიული გაზსადენის პროექტის მშენებლობა გადაწყვიტა, ამისათვის კი კავკასიის რეგიონში თავის ისტორიულ მოწინააღმდეგე თურქეთს მიმართაახალი გაზსადენის ტრასა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე გაივლის (აღსანიშნავია, რომ შეჩერებულია გაზსადენნაბუკოსმშენებლობა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაევლო). შესაბამის მემორანდუმს ხელი უკვე მოაწერეს რუსულიგაზპრომისადა თურქულიბოტასისხელმძღვანელებმა.

იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წელს ვადა გასდის ყარსის ხელშეკრულებას (რომლის გარანტორებიც არიან რუსეთი და თურქეთი), რომლის ვადის ამოწურვის შემდეგ თურქეთმა შეიძლება პრეტენზია განაცხადოს აჭარაზე, და როდესაც საქართველოში სულ უფრო დიდ მასშტაბს იძენს თურქეთის ფინანსურ-ეკონომიკური ექსპანსია, რა საფრთხეებისა და გამოწვევის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო?

ამ საფრთხეებსა და გამოწვევებზე არაფერს ამბობს არც დასავლეთისგან დამფრთხალი ხელისუფლება და, მით უმეტეს _ ოპოზიციად წოდებული “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც საქართველოში მხოლოდ აშშ-ის ინტერესების დაცვითაა დაკავებული და არად დაგიდევს, რა დამანგრეველი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი ქვეყნისთვის რუსეთისა და თურქეთის ინტერესების დამთხვევამ.

თუმცა საქართველოსთვის ამ უდიდეს საფრთხეზე წლების წინათ საუბრობდა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია, რომლის პოლიტიკური პროგნოზებიც საქართველოში პროცესების განვითარების შესახებ ზედმიწევნით ასრულდა (იხ. “საქართველო და მსოფლიო” ##42, 43, 44. 2014 წ.).

აი, რა განუცხადა ალექსანდრე ჭაჭიამ 2012 წელს გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” (#11, 21-27 მარტი) იმაზე, თუ რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო რუსეთისა და თურქეთის დაახლოების შედეგად:

თურქეთის ფინანსურეკონომიკურმა ექსპანსიამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ უკვე პოლიტიკაშიც თვისებრივად ახალ ძვრებს მოითხოვს, ამისთვის კი ქართველი მოსახლეობის ფსიქოლოგიური მომზადებაა საჭირო. საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ აჭარის ახალი ობიექტები, რომლებითაც ასე ამაყობს ჩვენი ხელისუფლება, თურქების აშენებულია და მათ საკუთრებას წარმოადგენს. შეუძლებელია, ფეშენებელური სასტუმროებისა და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა აჭარაში რენტაბელური იყოს: მისით სარგებლობისთვის ქართველებს ფული არ აქვთ, ხოლო სომხური ტურისტული ნაკადი ასეთი სიმძლავრეების ასათვისებლად საკმარისი არაა, საკურორტო სეზონიც აჭარაში ძალიან ხანმოკლეა. მიუხედავად ამისა, თურქები მაინც ყიდულობენ მიწას, აშენებენ თავიანთ ობიექტებს, შესაძლოა, იმის იმედად, რომ ცოტა ხანში შეძლებენ თანამემამულეებისთვის მათ საცხოვრებელ ბინებად რეალიზებას. მე მითხრეს, რომ დღეს ბათუმში 23 ათასი თურქია ჩაწერილი. თუ ეს სიმართლეა, მაშინ ეს საკმაოდ სოლიდური რაოდენობაა. აჭარაში არასოდეს უცხოვრია ამდენ თურქს, მაშინაც კი, როდესაც იგი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. წლების წინ ვწერდი და ახლაც შემიძლია გავიმეორო, რომ თურქეთთან ურთიერთობებში ჩვენ შემდეგი გარემოებებით უნდა ვიხელმძღვანელოთ:

პირველი _ თურქული ეროვნული ელიტა (პოლიტიკური, ინტელექტუალური, სამხედრო) ყოველთვის მიიჩნევდა აჭარას თავის ისტორიულ ტერიტორიად, ხოლო მთელ დასავლეთ საქართველოსსაკუთარი გავლენის ბუნებრივ ზონად;

მეორე _ თურქები თვლიან, რომ აჭარა მათ ძალით, ომის შედეგად წაართვა რუსეთმა და არა _ საქართველომ;

მესამე _ თურქეთი ისლამურ სამყაროში აშშის ერთადერთი მსხვილი სამხედროპოლიტიკური მოკავშირეა და აშშ თურქეთს რეგიონულ ზესახელმწიფოდ აღიარებს, რომელსაც აქვს უფლება, თავისი ზეგავლენა კავკასიაზე გაავრცელოს;

მეოთხე _ ერთი მხრივ, რუსულქართულმა მტრულმა ურთიერთობებმა და მეორე მხრივ, თურქეთსა და რუსეთს შორის ძალიან აქტიურმა ეკონომიკურმა თანამშრომლობამ შეიძლება საქმე მიიყვანოს რუსეთის მიერ აჭარის ავტონომიის გარანტის როლზე უარის თქმამდე და ყარსის ხელშეკრულებიდან გამოსვლამდე.

თურქები ჩვენს ოფიციალურ დასტურს მხოლოდ ზრდილობის გამო ითხოვენ. დღეს მათ აჭარაში ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ და ვერავინ შეუშლის ხელს. საქართველოს ხელმძღვანელობას მშვენივრად ესმოდა, რომ აჭარაზე კონტროლი ნელნელა გადადის თურქების ხელში, მაგრამ ვერ შეეწინააღმდეგა. თურქებს რომ შეეწყვიტათ ობიექტების შენება აჭარასა და თბილისში, მაშინ რა წარმოედგინათ, როგორც საკუთარი მმართველობის შედეგი: ზუგდიდში შადრევანი? პლეხანოვზე გადაღებილი ფასადები? სად მიეყვანათ უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები?..

ჩემთვის ძვირფასი ბათუმელების საპროტესტო განწყობის შესახებ ვიცი და მიხარია, რომ ხალხი, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ისტორიულ მეხსიერებას ინარჩუნებს, მათ შორის, იმ სულთნის შესახებაც, მაგრამ მოვუწოდებ, იყვნენ ძალიან ფრთხილად თავის ქმედებებში. თუ თურქებმა მეჩეთის აშენება გადაწყვიტეს, ისინი მას ააშენებენ, ხოლო, თუ საპროტესტო გამოსვლები ეთნიკურ და რელიგიურ დაპირისპირებაში გადაიზრდება, თურქეთი ცერემონიებს არ დაიწყებს. ერდოღანი მოსკოვში ჩაფრინდება, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში გააკეთა, ხოლო მოსკოვს შემაფერხებელი ფაქტორის როლის თამაშის საფუძველი აღარ აქვს.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ დავუშვათ ქვეყნის შემდგომი დაშლა, არ მივცეთ ხელისუფლებას ახალი ტერიტორიების დაკარგვის შესაძლებლობა. ამისთვის უახლოესი 5 წლის განმავლობაში ბეწვის ხიდზე მოგვიწევს სიარული. თუ შევძლებთ, ვიქნებით ერი საკუთარი სახელმწიფოთი.

მთავარია, დარჩენილი ტერიტორია შევინარჩუნოთ, ამ საქმეში უმნიშვნელოვანესი ადგილი კი მოსახლეობის მუსლიმანურ ნაწილთან ჩვენს ურთიერთობებს ეთმობა. უნდა გავიგოთ, რომ აჭარაში თურქების აქტიურობა, ისლამური ფაქტორის ზრდა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობაში, ბორჩალოში საზოგადოებრივი პარლამენტის შექმნა, ბაქოდან საქართველოს მისამართით მკვეთრი განცხადებები _ ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვის რგოლებია. ამასთანავე, გვახსოვდეს, რომ საქართველო ეკონომიკურად მთლიანად თურქეთსა და აზერბაიჯანზეა დამოკიდებული. თუ ადრე ჩვენს უკან რუსეთი იდგა და შეგვეძლო, დიდი ყურადღება არ მიგვექცია ისლამური ფაქტორისთვის, დღეს იგი ჩვენი არსებობის უმნიშვნელოვანესი პირობა გახდა. ჩვენ 200 წელია, დაგვავიწყდა, მაგრამ თურქეთსა და ირანს მშვენივრად ახსოვთ, რომ საუკუნეების განმავლობაში საქართველო მათი ვასალური ტერიტორია იყო.

მუსლიმანურ მოსახლეობასთან ერთად მშვიდად ცხოვრება ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ქართველთა ნაწილი მუსლიმანები არიან. მეტიც, რაოდენ პარადოქსულად უნდა ჟღერდეს, ისლამი თავისი სულიერ-ზნეობრივი ღირებულებებით უფრო ახლოა მართლმადიდებლობასთან, ვიდრე იგივე პროტესტანტიზმი და მის წიაღში აღმოცენებული კულტურა. მუსლიმანებს, ისევე, როგორც მართლმადიდებლებს, აღაშფოთებს საზოგადოებაში ზნეობის დაცემა, აღვირახსნილობის პროპაგანდა, ნიჰილიზმი, თაობათა გაუცხოება, ეროვნული ტრადიციების უარყოფა. ეს სერიოზული საფუძველია ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობისთვის საერთო სამშობლოს სასიკეთოდ”.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

P.S. დიახ, ასეა: აჭარაში თურქების აქტიურობა, ადგილობრივ მოსახლეობაში ისლამური ფაქტორის ზრდა, თურქეთისა და რუსეთის ინტერესების თანხვედრა, საქართველოს ხელისუფლებას ლამის მონური მორჩილება დასავლეთისადმი _ ეს ის ფაქტორებია, რომელთა გათვალისწინება არ ეგების და რომლებიც საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here