Home რუბრიკები პოლიტიკა კობა კობალაძე: ვიღაცების წინაშე კუდის ქიცინს თავი უნდა დავანებოთ!..

კობა კობალაძე: ვიღაცების წინაშე კუდის ქიცინს თავი უნდა დავანებოთ!..

948

მართლმსაჯულებისთვის თავის ასარიდებლად დასავლეთში ვირთხასავით გაქცეულმა სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შეკრებილ აზერბაიჯანელ სტუდენტებთან ვარშავიდან სკაიპით ჩართვისას პროვოკაციული განცხადება გააკეთა: “იმ დროს, როდესაც ივანიშვილი გაიქცევა საქართველოდან, მე არ ვაპირებ ვინმეს დასჯას, საქართველოს არ ექნება შურისძიების დრო. დავსჯი ერთ ადამიანს, რომელიც იბარებს პროკურორებს და გასცემს დავალებებს. ეს დრო დადგება ძალიან მალე და ეს მომენტი უნდა დადგეს იმაზე მალე, ვიდრე ივანიშვილს ჰგონია”.


მიაქციეთ ყურადღება სიტყვას დავსჯი. სააკაშვილს შეეძლო ეთქვა, რომ დამნაშავეები კანონით დაისჯებიან ან პასუხს აგებენ კანონის წინაშე (ფორმულირება ბევრნაირად შეიძლებოდა), მაგრამ _ არა, მისი რიტორიკა კვლავინდებურად დიქტატორული იყო. ეს კი ცხადყოფს: როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, პირსისხლიან სააკაშვილსაც ვერავინ და ვერაფერი გამოასწორებს.

ეს _ ერთი. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი განცხადებანაცების ბელადმამოგვიანებით გაავრცელა: “უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ქართველი ოფიცრები, რომლებიც გადაწყვეტენ უკრაინის არმიაში მოღვაწეჰობას, მიიღებენ უკრაინის მოქალაქეობას. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრს დაუნიშნეს მოადგილე ბურჯანაძის პარტიიდანვფიქრობ, ბევრ ქართველ ოფიცერს სხვა გამოსავალს არ უტოვებენ, თუ არა წავიდნენ და გააგრძელონ სამსახური მეგობარ უკრაინაში, რომელიც იბრძვის იმ ომში, რომელიც საქართველოს მტრებთან ომია”.

ვინ არიან ის ქართველი ოფიცრები, რომლებიც საქართველოში უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე და უკრაინაში მიდიან? საქმე სააკაშვილის ყოფილ ზონდერებსა და ციხის ჯალათებთან ხომ არ გვაქვს?! თუ ასე არ არის და მართლა სამხედროები არიან, ამაზეა ნათქვამი, _ “ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო”! სხვა, აბა, თუ რამის თავი ჰქონდათ, ომი არ იყო 2008 წლის აგვისტოში, იარაღს რომ ყრიდნენ და უკანმოუხედავად გარბოდნენ?!

ჩანს, ამერიკელები ახლა ელექტორატს უკოწიწებენ სააკაშვილს. ამ ელექტორატში, ცხადია, პირველები მისი ჯალათები უნდა იყვნენ და მათი თავმოყრა ერთ ადგილას, ამ შემთხვევაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, ხდება. მომავალში კი, კაცმა არ იცის, რა მიზნით გამოიყენებს ვაშინგტონი ამ ძალებს და კიდევ რა უბედურებას დაატეხს თავს საქართველოს. ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილი შურისძიებას და, როგორც ხალხზე, ისე პოლიტიკურ ოპონენტებზე ჯავრის ამოყრას რომ შეეცდება, წყალი არ გაუვა.

ვინ არიან უკრაინაში სამხედრო სამსახურის მსურველი ქართველი ოფიცრები, რა მიზნით გამოიყენებენ მათ პროდასავლური ძალები და როგორ აისახება ეს ყველაფერი რუსეთსაქართველოს ურთიერთობაზე? _ ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს გენერალთა კლუბის პრეზიდენტი კობა კობალაძე გვესაუბრება.

_ ბატონო კობა, სანდოა სააკაშვილის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქართველი ოფიცრები საქართველოდან მიდიან და უკრაინის არმიაში იწყებენ სამხედრო სამსახურს?

_ რა გითხრათ, სააკაშვილის ლაქლაქს კიდევ ვინმე აქცევს ყურადღებას? ყველამ ვიცით, რომ ეგ სუბიექტი გამოირჩევა უპასუხისმგებლო, როყიო განცხადებებით და, აბა, რა შეფასება უნდა გავაკეთო?! ჩვენთვის ნათელია, რომ მისთვის სამშობლო ფასეულობას არ წარმოადგენს.

_ ესე იგი, ფიქრობთ, რომ მისი განცხადება უსაფუძვლოა?

_ ფაქტია: ეს ადამიანი პროვოკაციებს თავს არ ანებებს. მას სხვანაირად არ შეუძლია, მისთვის ეს არის ყველაფერი _ პოლიტიკაც, სტრატეგიაც და კიდევ რაც გინდათ, დაარქვით.

რაც შეეხება სამხედროებს, თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს აქვს ვალდებულება თავისი ქვეყნის წინაშე, რომელიც იკვრება ფიცით და, აქედან გამომდინარე, ცალკეულმა პირებმა რა გადაწყვიტეს, მათი პრობლემაა. ისე, კარგი იქნებოდა, გადაწყვეტილების მიღებამდე ცოტა მეტს თუ იფიქრებდნენ და შემდეგ გადადგამდნენ კონკრეტულ ნაბიჯებს. საქართველოს დღეს ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, რომ კვალიფიციური სამხედროები გაგზავნოს სხვის ომში. დანარჩენი, კიდევ ვიმეორებ, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს და სად წავა, მათი პირადი საქმეა და ისტორია განსჯის, სწორი იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება.

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ოფიცრები სწორედ ის სამხედრო მოსამსახურეები არიან, რომლებიც თავის დროზე სააკაშვილის პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდნენ?

_ არ ვიცი, რამდენი კაცია იქ წასვლის მსურველი და ვინ არიან ეს ადამიანები, მაგრამ ტელეეკრანზე რამდენიმე ვიცანი… რეალურად ისინი თავიანთი ადგილის საპოვნელად მიდიან და კიდევ ვიმეორებ, ეს მათი გადაწყვეტილებაა. საერთოდ, სააკაშვილს აქვს ნიჭი, თვითონაც აირიოს თავგზა და სხვასაც აურიოს. დანარჩენი, აბა, რა გითხრათ, ჩემთვის მამლუქობა მიუღებელია შესაძლებლობების გამოვლენის მხრივ.

_ სააკაშვილმა ისიც განაცხადა, ქართველ ოფიცრებს სხვა გზას არ უტოვებენ, მეგობარ სახელმწიფოში წასვლისა და იქ სამხედრო სამსახურის დაწყების გარდაო.

_ ჩვენ ახლა კვლავ ვსაუბრობთ სააკაშვილის უპასუხისმგებლო განცხადებაზე. სააკაშვილის ნათქვამს ჩემთვის ფასი არ აქვს. მის აზრებსა და შეფასებებს არ ვთვლი ყურადღების ღირსად იმიტომ, რომ ამ კაცის “მოღვაწეობა” მიმართულია ქვეყნის დასუსტებისკენ. საერთოდ, ნაციონალური მოძრაობისპოლიტიკა დაფუძნებულია შემდეგ პრინციპზე: “ჩემ შემდეგ ქვა ქვაზე ნუ დარჩება!”. აი, ეს იყო და არის მათიფილოსოფია”. ასე რომ, სააკაშვილის განცხადებებზე ყურადღების გამახვილება დღეს არასერიოზულია.

_ ფაქტია, რომ სააკაშვილს დაუსჯელობის სინდრომი სულ უფრო თამამი განცხადებებისკენ უბიძგებს. მაგალითად, წინა კვირას სტუდენტებთან სკაიპით ჩართვისას განაცხადა, _ ივანიშვილის გაქცევის შემდეგ ერთ ადამიანს დავსჯი, რომელიც იბარებს პროკურორებს და დავალებებს გასცემსო. ბევრს ცუდად ენიშნა ეს განცხადება, მით უფრო, რომ ისიც დასძინა, ეს იმაზე მალე მოხდება, ვიდრე ივანიშვილს ჰგონიაო.

_ სააკაშვილს სამშობლო არ აქვს და არც არასდროს ჰქონია! ამ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხი მას და მის დანაშაულებრივ ხროვას აღარასოდეს მიიღებს. მათ იმდენი უბედურება დაატრიალეს ცხრა წლის განმავლობაში, დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როცა თითოეული მათგანი პასუხს აგებს.

_ პასუხისმგებლობა ახსენეთ და, როგორ ფიქრობთ, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მოხერხდება სააკაშვილის მიმართ სამართლებრივი პროცედურების განხორციელება?

_ ეს უნდა გააკეთონ სამართალდამცავმა ორგანოებმა. რაც შეეხება ხელისუფლებას, მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ხალხმა სწორედ სამართლიანობის აღდგენის იმედით მისცა ხმა. დღემდე ეს არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა და ლაპარაკიც არ უნდა იყოს იმაზე, მოხერხდება თუ არა რომელიმე დამნაშავის დასჯა. დამნაშავე დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და, თუ დარჩება, ძალიან ცუდად შეუბრუნდება თვითონ ხელისუფლებას…

_ თქვით, რომ სააკაშვილის განცხადებებს ყურადღების ღირსად არ თვლით. მაგრამ ფაქტია, რომ ამ განცხადებებით ის საქართველოს დისკრედიტაციას ეწევა საერთაშორისო ასპარეზზე. არ მიგაჩნიათ, რომ ამით გარკვეული საფთხე ექმნება ჩვენს სახელმწიფოს?

_ სააკაშვილს ყველგან იცნობენ, როგორც “კლოუნს”, და მის განცხადებებს არსად აღიქვამენ სერიოზულად. სააკაშვილი არის საერთაშორისო მასხარა, რომელიც დადის სახელმწიფოდან სახელმწიფოში, კაბინეტიდან კაბინეტში და ცდილობს, ყველა დაარწმუნოს, რომ საქართველო “ნაცმოძრაობის” გარეშე წინ ვერ მიდის, ქვეყანა ინგრევა და ჩანაგდებაო. არ მიმაჩნია, რომ ამით საქართველოს საფრთხე ექმნება და ჩვენც ვიღაცების წინაშე კუდის ქიცინს თავი უნდა დავანებოთ…

_ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრადნაციონალებისწარმომადგენელი ალექსანდრე კვიტაშვილი დაინიშნა.

_ ეს არის უკრაინელების გადაწყვეტილება და შედეგებზე მათ უნდა იდარდონ. რაც შეეხება თვითონ კვიტაშვილს, გადახედეთ მის ბიოგრაფიას: მოღვაწეობდა სხვაგან, ჩამოვიდა, ფუფუნებაში გაატარა რამდენიმე წელი, ახლა წავიდა სხვა ქვეყანაში და კვლავ ფუფუნებაში ცხოვრობს. მორჩა! ჩემთვის არც მისი მოქალაქეობა ნიშნავდა რამეს და არც მისი მოქალაქეობის დაკარგვა იყო ტრაგედია. კვიტაშვილს, როგორ ჩანს, არ აქვს იმის განცდა, რომ საქართველო მისი სამშობლოა. ასეთი ხალხისთვის სულერთია, სად იმოღვაწებენ, როგორ იმოღვაწებენ და რა კვალს დატოვებს მათი გაკეთებული საქმე. ასეთი ადამიანებისთვის მთავარია ფუფუნება და ეს ფუფუნება მათ ნამდვილად არ აკლიათ.

_ უკრაინაში ქართველი სამხედროების გამოჩენა რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს?

_ კიდევ ვიმეორებ: ორმა და სამმა ოფიცერმა რა გადაწყვეტილება მიიღო, ეს მათი პრობლემაა და ნუ წარმოვაჩენთ, თითქოს სახელმწიფოს პოზიციაა ასეთი. ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაზე და, საერთოდ, საგარეო-პოლიტიკურ ვექტორზე. ამის გარშემო აჟიოტაჟის ატეხვა ხელს აძლევს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილსა და მის გარემოცვას.

_ შესაძლებლად მიგაჩნიათ, ეს ოფიცრები მომავალში უკან რომ დაბრუნდნენ და სააკაშვილის მითითებით დესტაბილიზაცის გამოწვევას შეეცადონ?

_ ზოგს ვიცნობ და არა მგონია, ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევაზე დათანხმდნენ, მაგრამ ბევრს, შეიძლება, მართლაც აქვს იმედი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიარაღებული კოლონით დაბრუნდება ქვეყანაში. ეს უკვე მომავლის საკითხია და, თუ ამ მხრივ რამე საფრთხეა მოსალოდნელი, შესაბამისი სამსახურები იმისთვის არსებობენ, რომ ეს საფრთხეები აღკვეთონ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here