Home რუბრიკები პოლიტიკა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ოფიცერი დასავლეთის მიერ ორგანიზებული “კიევური პუტჩის” შესახებ

ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ოფიცერი დასავლეთის მიერ ორგანიზებული “კიევური პუტჩის” შესახებ

887

აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ოფიცერი რეი მაკჰოვენი პროფესიონალის თვალით აფასებს პრობლემებს, რომლებიც მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში მოექცა. გვიზიარებს თავის შეხედულებას კიევში ორგანიზებულ პუტჩზე, პუტინის მოღვაწეობასა და გორბაჩოვის როლზე გერმანიის გაერთიანების საქმეში. დაზვერვის ვეტერანი საუბრის დასაწყისში გვირჩევს, რომ არ მივიღოთ ანდერს ფოგ რასმუსენის ტიპის ადამიანებისგან უტყუარ მტკიცებულებად ცუდი ხარისხის ფოტოსურათების ფრაგმენტები, რომლებზეც თითქოს ასახულია რუსეთის შეჭრა უკრაინის აღმოსავლეთში.


_ ამბოხებულ მოხალისე ჯარისკაცებს პრორუს სეპარატისტებს უწოდებენ, რომელიც სწორი არ არის. ისინი, თავიანთი მხარის უკრაინისგან გამოყოფისა და რუსეთთან შეერთებისთვის არ იბრძვიან, თუმცა პრორუსულად კი ნამდვილად არიან განწყობილი, რადგან რუსული ფესვები აქვთ და რუსულად ლაპარაკობენ.

მთავარი, რის წინააღმდეგაც ეს ადამიანები გამოდიან, დასავლეთის მიერ კიევში ორგანიზებული პუტჩია. მათ არ მოსწონთ კიევის ხელისუფლება, რომელიც აშკარად ანტირუსულია, ამიტომ სწორი იქნება, თუ მათ პუტჩის წინააღმდეგ განწყობილ ფედერალისტებად მოვიხსენიებთ.

თვეზე მეტია მათ დაიწყეს კიევთან ბრძოლის მოგება. დასავლეთის პეოლიტიკოსები და იქაური მედია კი საწინააღმდეგოს დამტკიცებას ცდილობდა. აღმოჩნდა, რომ კიევი არამხოლოდ აგებს ომს, არამედ უიმედოდ მარცხდება. უკრაინის ჯარები ალყაშემორტყმულია, ჯარისკაცები გარბიან, შინ აგზავნიან წერილებს _ დედა, უკან ვბრუნდები, ჩვენმა მეთაურებმა არ იციან, რას აკეთებენ. უკრაინელი სამხედროები გარბიან და რაკეტებიან ყუთებს ღიას ტოვებენ.

რით გაამართლებს ამას დასავლეთი?

ძალიან მარტივი ვერსიით: ამის მიზეზია რუსეთის შემოჭრა ტანკებითა და არტილერიით. ეს არის დიდი ზღაპარი, რომელსაც დასავლეთში ყვებიან. დიახ, აქ არიან რუსები, რომლებიც თანამოძმეებს ეხმარებიან, მაგრამ ეს არც შემოჭრაა და არც ოკუპაცია.

ფედერალისტებს არავისი შემოჭრა არ სჭირდებათ, თვითონაც კარგად იბრძვიან. და აი, დაიწყეს კიდეც კიევის ჯარების შევიწროება და, მადლობა ღმერთს, მიიპყრეს პოროშენკოს ყურადღება. როგორც იქნა, დაითანხმეს დროებითი ზავის დადებაზე, რომელიც, იმედია, გაგრძელდება.

სპეცსამსახურების ვეტერანებმა ღია წერილი გავუგზავნეთ ანგელა მერკელს, რომლითაც ვაცნობეთ, რომ უკრაინაში რუსეთი არ შეჭრილა. ამის ცოდნა აუცილებელია. იგი ფრთხილად უნდა იყოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას.

 გაზეთი “ნიუ იორკ თაიმსი” იძულებული შეიქმნა ეღიარებინა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში დროებითი ზავი დაიდო, რომელიც პუტინის მიერ შეთავაზებულ პირობებზე იყო აგებული, სწორედ იგი მოელაპარაკა პოროშენკოს ზავის დადების აუცილებლობაზე. ამრიგად, ეს საშიში პუტინი ჭეშმარიტი სახელმწიფო მოღვაწე აღმოჩნდა, მაგრამ “ნიუ იორკ თაიმსს” გაუჭირდა ამის აღიარება. წერილის სათაური იყო: “პუტინის სურვილი, მიეღწია დაზავებისთვის, ჭეშმარიტება აღმოჩნდა”.

ზუსტად ვიცი, 25 წლის წინათ, ბერლინის კედელი რომ დაინგრა, ევროპის მშვიდობიანი განვითარების შანსი გაჩნდა, მაგრამ, როცა ამას საკუთარ თავს ვეუბნები, ცუდად ვხდები, რადგან ეს ყველაზე დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.

პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი მაშინ მშვიდობასა და ევროპის გაერთიანებაზე ლაპარაკობდა ლისაბონიდან ურალამდე. ამის შესახებ მან გერმანულ ქალაქ მაინცში განაცხადა ბერლინის კედლის დანგრევამდე 6 თვით ადრე, მაგრამ მაშინვე აშკარა იყო, რომ აღმოსავლეთ ევროპა უკანასკნელ დღეებს ითჰვლიდა.

ბერლინის კედელი დაინგრა. რას აკეთებს ამის შემდეგ ჯორჯ ბუში? ურეკავს გორბაჩოვს და ეუბნება: მიხეილ, მესმის და ვიზიარებ შენს სირთულეებს. შეგიძლია, დარწმუნებული იყო, რომ შექმნილ სიტუაციას არ გამოვიყენებთ ჩვენ სასარგებლოდ. არ დავიწყებ სიხარულით ცეკვას ბერლინის კედლის ნანგრევებზე, _ თქვა და განაგრძო, _ მიხეილ, ჩვენ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, რადგან გვეშინია შენი 24 დივიზიის, რომლებიც  აღმოსავლეთ გერმანიაშია განლაგებული. ჩვენ კარგად გვახსოვს, რა რეაქცია ჰქონდა საბჭოთა კავშირს უნგრეთის 1956 წლის მოვლენებზე და კიდევ _ 1958 წელს პრაღაში. ამიტომ არ გვინდა, რომ მსგავსი რამ  ახლა შენ გააკეთო. შენთან გამოვაგზავნი სახელმწიფო მდივანს _ ჯეიმს ბეიკერს. როდის შეძლებ მის მიღებას?

ეს იყო 1989 წლის დეკემბრის დასაწყისში, ბერლინის კედლის დანგრევიდან 3 კვირის თავზე.

გორბაჩოვმა მაშინ უპასუხა:

_ მომეცი ორი თვის ვადა, მინდა, მოვეთათბირო ჩვენს სპეციალისტებსა და გენერლებს და ორი თვის შემდეგ მივიღებ ბეიკერს.

გავიდა ორი თვე. თებერვლის დასაწყისში მოსკოვში ჩადის ბეიკერი  მეტლოკთან ერთად, რომელიც მაშინ აშშ-ის ელჩი იყო საბჭოთა კავშირში და შემდეგ რუსეთში. იგი მალტაზე გამართულ გორბაჩოვ-ბუშის შეხვედრასაც ესწრებოდა 1989 წელს.

მოსკოვში შეხვედრის დროს ბეიკერმა გორბაჩოვს უთხრა:

_ ჩვენ გვინდა, გთხოვოთ, არ დაგვაბრკოლოთ გერმანიის გაერთიანების საქმეში. ვიცით, რომ ეს სიტუაცია თქვენთვის სასიამოვნო არ არის. ვიცით, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა დიდი უბედურება  დაგატეხეს თავს _ 25 მილიონი რუსი მოკლეს, მაგრამ, თუ დათანხმდებით გერმანიის გაერთიანებასდაგპირდებით, რომ არც ერთი დიუმით არ გავაფართოებთ ნატოს გერმანიის აღმოსავლეთ საზღვარს იქით.

გორბაჩოვმა უთხრა:

_ არ ვიცი. ამაში ჯერ ჩვენი სამხედროები და სხვები რამენაირად უნდა დავარწმუნო.

ბეიკერმა უპასუხა:

_ თუ ჩვენ გავაერთიანებთ გერმანიას, მაშინ იგი ნატოს შიგნით გვეყოლება. მას უფლება არ მიეცემა, იქონიოს ბირთვული იარაღი და ჩვენს კონტროლს სრულად დაექვემდებარებაჩვენ არ დავიწყებთ ნატოს გაფართოებას. მაგრამ სანაცვლოდ აღმოსავლეთ გერმანიიდან უნდა გაიყვანოთ თქვენი 24 დივიზია. ვფიქრობთ, რომ ამას ოდესმე თქვენ თვითონ გააკეთებდით.

გორბაჩოვმა მაშინ უთხრა ბეიკერს:

_ ერთი დღე დამელოდე. ჩვენს ხალხს უნდა მოველაპარაკო.

და აი, წამსვლელი გორბაჩოვის ფონზე მეტლოკი მიუბრუნდება ბეიკერს და ეუბნება:

_ მგონი, გამოგივა ეს გარიგება.

მეორე დღეს ხელშეკრულება დაიდო.

აღმოსავლეთით ნატოს გაუფართოებლობის საჰნაცვლოდ გერმანიის გაერთიანება და ნატოში მისი მიღება გადაწყდა.

24 დივიზია კი, რაც ნიშნავდა 260 ათას მაღალკვალიფიციურ საბჭოთა ჯარისკაცს, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან უნდა გასულიყო.

ეს დიდი გარიგება იყო. შემიძლია, წარმოვიდგინო, რას ფიქრობდნენ ამაზე საბჭოთა გენერლები, რომლებსაც მინდობილი ჰქონდათ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი _ რუსეთისკენ მიმავალი გზების დაცვა ისეთებისგან, როგორებიც იყვნენ ნაპოლეონი, ჰიტლერი და სხვები, რომლებმაც გადაწყვიტეს საბჭოთა კავშირში შეჭრა.

და რუსებმა ეს ჯარი მთლიანად გაიყვანეს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან. ამას ითვალისწინებდა შეთანხმება.

მაგრამ ორიოდე წლის შემდეგ აშშ-ის ხელისუფლების სათავეში დგება ბილ კლინტონი. პოლონელები, ჩეხები და უნგრელები მიდიან მასთან და ეუბნებიან: _ იცით, ჩვენ გვინდა ნატოში შესვლა.

ამ დროისთვის ვარშავის ბლოკი, რომელშიც შედიოდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და რუსეთი, უკვე აღარ არსებობდა, რადგან ამის საჭიროება არ იყო.

ნატო უწყინარ ორგანიზაციად იქცა, რომელსაც აღმოსავლეთით გაუფართოებლობის ვალდებულება აღებული ჰქონდა.

მაგრამ ორიოდ წლის შემდეგ ნატოში სამი ქვეყანა: პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია და უნგრეთი შევიდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში 12 ახალი წევრი გაერთიანდა, რომლებიც გეოგრაფიულად გერმანიიდან აღმოსავლეთით დანაპირებ ერთ დიუმზე გაცილებით იქით მდებარეობს.

და აი, 2008 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატო სთავაზობს საქართველოსა და უკრაინას ალიანსში გაერთიანებას. ეს ძალიან ახლოსაა რუსეთის საზღვართან, ამიტომ იყო, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა “ხალიჩაზე გამოიძახა” აშშ-ის ელჩი რუსეთში ბილ ბიორნსი, რომელიც ამჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეა და უთხრა:

_ ბატონო ბიორნს, გავიგეთ, რომ გსურთ საქართველოსა და უკრაინის მიღება ნატოში. მოდით, ასე გეტყვით: ნეტ! რაც ნიშნავს არას. რადგან ამის გაკეთება კატასტროფას გამოიწვევს. ეს მოსახლეობას ორ ბანაკად გაყოფს, ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და ჩვენ იძულებული ვიქნებით, შევიყვანოთ იქ ჯარები. რადგან ვერ დავრჩებით უტყვ მოწმეებად, როცა ჩვენს ზღურბლთან ასეთი რამ მოხდება.

არა, ესე იგი, არა!

საიდან ვიცი ეს ყველაფერი? “ვიკილიქსიდან”, რომელმაც გამოაქვეყნა ელჩის მიერ მოსკოვიდან გაგზავნილი დეპეშა, მსგავსი იმ 5 ათასი დეპეშისა, რომლებიც წაკითხული მაქვს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში ჩემი ხანგრძლივი მუშაობის პერიოდში. დეპეშას ჰქონდა გრიფიგანსაკუთრებით მნიშვნელოვანი”. არის კიდევ გრიფებირუტინა”, “პრიორიტეტი”.

ვაშინგტონში გაგზავნილ დეპეშაში ელჩი ბიორნსი გულახდილად წერს: “ეს არის წითელი ხაზი რუსებისთვის”. დეპეშას მიაწერს სიტყვებს: “არა ნიშნავს არას”. ეს დეპეშა დათარიღებულია 2008 წლის 28 თებერვლით. ხოლო 2008 წლის 3 აპრილს ბუქარესტში ნატოს სამიტი გაიმართა, რომელზეც ოფიციალურად  გაცხადდა, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები უნდა გახდეს.

ეს ნიშნავს, რომ რუსეთის შეშფოთება არავინ სერიოზულად არ აღიქვა. დღევანდელი კრიზისი კი სათავეს სწორედ აქედან იღებს.

კიევში კანონსაწინააღმდეგო ანტიკონსტიტუციური პუტჩი რომ მოხდა, ის ტიპი, რომელსაც მიყურადებულ სატელეფონო საუბარში ვიქტორია ნულანდი იაცეკად (იაცენიუკი) მოიხსენიებდა, პრემიერ-მინისტრი გახდა. მისი მთავრობის 4 მინისტრი პროფაშისტი იყო და მაიდნის ბოლო დღეს არეულობის ორგანიზატორად მოგვევლინა. აი, ამ ოთხმა მინისტრმა რუსული ენის, როგორც უკრაინაში ერთ-ერთი ოფიციალური ენის, აკრძალვა მოინდომა, ზოგიერთმა კი რუსების გაგდება ყირიმიდან მოითხოვეს, ეს იყო წითელი ხაზი, რომლის გადალახვის უფლებას რუსები არავის მისცემდნენ.

თუ მეხსიერება არ მღალატობს, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ყირიმელებმა ხმა მისცეს რუსეთთან შეერთებას.

ჭეშმარიტების მომენტი  არის ის, რომ ამ დრომდე, ანუ კიევის პუტჩამდე პუტინს ან ვინმე სხვას რუსთაგან აზრად არ ჰქონდა უკრაინისთვის ყირიმის წართმევა. ამიტომ თქმა იმისა, რომ თითქოს რუსეთმა მოახდინა სხვისი ტერიტორიის ანექსია, მცდარია. სინამდვილეში ეს იყო რეაქცია კიევის პუტჩზე, რომელიც მოსალოდნელიც იყო. ეს ყველაფერი არ მოეწონათ ე. წ. ნეოკონსერვატორებს. ამიტომ ცდილობენ, რომ ჩირქი მოსცხონ პუტინს. და თუ მათ ექნებათ შესაძლებლობა, დააბრალონ რუსეთის პრეზიდენტს ყირიმის ანექსია ან უკრაინის აღმოსავლეთში შეჭრა, ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებენ.

ნეოკონსერვატორებს ჰყავთ ძალიან დამჯერი მედია ამერიკაში, გერმანიაში, ინგლისში და .., რომელიც ზღაპრებს გვიყვება, თითქოს პუტინს სურს საბჭოთა იმპერიის აღდგენა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რეალობასთან. არადა, ყველაფერი პირიქითაა: აშშ, ნატო და ევროკავშირი, რომლებიც იმპერიად წარმოგვიდგება, საკუთარ ნებას თავს გვახვევენ. მაგრამ ამჯერად ფეხი წამოჰკრეს თავიანთ მორიგ პუტჩს, რომელსაც დასავლეთში რეჟიმის შეცვლას უწოდებენ.

rusvesna.su

 

1 COMMENT

  1. აი ნათელი მაგალითი, რომელი ქვეყანა იცავს დადებულ ხელშეკრულებას, და რომელს დამპყრობლის კურსი აქვს. მავანნი, პერევის შემთხვევას გაიხსენებენ, ჰო იმათ გასაგონად, მჯდარიყო მათი "გმირი"სარდალი, შერცხვენილი, როგორც ბრძოლიდან გამოქცეულს შეეფერება (სადა აქვს სირცხვილის გრძნობა )ნუ დაიწყებდა გამარჯვების აღლუის ჩატარებას და რაც მთავარია პატრიარქის დამსახურების მითვისებას, და სავარაუდოდ არც ამ ინციდენტს ექნებოდა ადგილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here