Home რუბრიკები საზოგადოება შაქარი, ცხიმი და მარილი დაყოვნებული მოქმედების ბომბებია

შაქარი, ცხიმი და მარილი დაყოვნებული მოქმედების ბომბებია

ჟურნალისტ მაიკლ მოსის ახლახან გამოცემულ წიგნში მოთხრობილია აგრომრეწვის რთული სტრატეგიისა და კარგად დამუშავებული რეცეპტების შესახებ, რომლებიც შაქრის, ცხიმისა და მარილის აქტიურ გამოყენებაზეა დაფუძნებული.


აგრომრეწვის უმსხვილეს საწარმოთა კვლევით ლაბორატორიებში ამ პრობლემით ქიმიკოსების, ნეირობიოლოგების, ფსიქოლოგების, აგრეთვე, მარკეტინგის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების მთელი არმიაა დაკავებული. რამდენიმე წლის განმავლობაში მაიკლ მოსი სწავლობდა მათ საქმიანობას, ინტერვიუს ართმევდა სპეციალისტებსა და კომპანიების ყოფილ ხელმძღვანელებს (მათი უმრავლესობა სპორტული აღნაგობის ადამიანები არიან, რომლებსაც ამგვარი პროდუქციისგან თავი შორს უჭირავთ).

ხანგრძლივი კვლევის შედეგადნიუ იორკ თაიმსისამ ჟურნალისტმა (იგი 2010 წელს პულიტცერის პრემიის ლაურეატი გახდა) გამოსცა წიგნი აგრომრეწვის კომპლექსის საქმიანობის შესახებ სახელწოდებითმარილი, შაქარი, ცხიმი. როგორ წამოგვაგეს კომპანიებმა ანკესზე”, რომელშიც დაწვრილებითა და მეთოდურად არის გადმოცემული კომპანიების საიდუმლო მეთოდები, რომელთა მეშვეობით ახერხებენ მომხმარებლის ინტერესის გაღვიძებას მათ მიერ წარმოებული პროდუქციისადმი. ასეთი შეტევის შედეგია სიმსუქნე, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებანი, დიაბეტი, მაღალი წნევა და ყველა უბედურება, რომლებიც არასწორ კვებასთანაა დაკავშირებული.

მაიკლ მოსის დაკვირვებით, ყველა ამ უბედურებას იწვევს შაქარი, ცხიმი, მარილი, ანუ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ის, თუ როგორ იყენებენ ამ პროდუქტებს კვების მრეწველობაში. ამ ინგრედიენტების გამოყენებას შედეგად მოსდევს მიჩვევა, რადგან მათი დოზირება კი ისეა შერჩეული, რომ ადამიანს ბედნიერების განცდა შეუქმნას; გასაგებია რატომაც: მას უნდა გაუჩნდეს ამ პროდუქტების კვლავ და კვლავ შეძენის სურვილი. ამ ყველაფრის უკან დოლარების უზარმაზარი ნაკადები დგას.

განცხრომის მომენტი

უწინარეს ყოვლისა, დამოკიდებულება შაქრითაა გამოწვეული. დიდი ხანია, რაც იგი კვების მრეწველობის ძირითადი ელემენტი გახდა და, ზუსტად დოზირებული, “განცხრომის მომენტის” მისაღებად გამოიყენება: “ზუსტი რაოდენობით, არც ერთი გრამი ნაკლები, არც ერთი გრამი ზედმეტი, ანუ იმდენი, რამდენიც პროდუქტს _ სასმელსა თუ საკვებს, განსაკუთრებით გემრიელს გახდის”. ასეთი კონცეფცია საშუალებას იძლევა, მაქსიმალურად გაიზარდოს გაყიდვის მოცულობა, რადგან მყიდველს უჩნდება შესაბამისი სურვილი: პროდუქტის გემოს ჩვენეული აღქმა უმჯობესდება შაქრის შემადგენლობის გაზრდის კვალზე, მაგრამ გარკვეულ მომენტამდე. ამ ზღვარის გადალახვის შემდეგ პროდუქტის მიმზიდველობა მცირდება. ასეთია აგრომრეწვის ერთ-ერთი ჯადოსნური ფორმულა, რომელიც კლიენტის ასაკის შესაბამისად იცვლება: იოლი მისახვედრია, ბავშვებს გაცილებით მეტი ოდენობით შეუძლიათ შაქრის ათვისება.

ამას გარდა, სხვადასხვა ფორმით შაქრის გამოყენება საშუალებას იძლევა, ზოგიერთი პროდუქტის დამზადებისას არ გამოიყენონ უფრო ძვირად ღირებული ინგრედიენტები. სწორედ ის არის “უამრავი სამრეწველო სასწაულის” შემქმნელი: აფუებული ცხელ-ცხელი ფუნთუშები, მსუბუქი და მოოქროსფრო “ჩიფსები” და ა. შ.

შემდეგ მაიკლ მოსი მოგვითხრობს ცხიმის გამოყენების პრაქტიკაზე. ცხიმის დოზა პროდუქციაში ასევე ძალიან დიდია _ ადამიანი ცხიმის უამრავ რაოდენობას შთანთქავს, ისე, რომ ვერც ამჩნევს. იაფფასიანი ცხიმებით შეიძლება გემრიელი პროდუქტის დამზადება და, მაშასადამე, მისი მოხმარების ოდენობის გაზრდაც.

კიდევ ერთ “სასწაულად” იქცა ახალ პროდუქციებში “კალორიულობის შემცირებისკენ” მისწრაფება. ამის კარგი მაგალითია მადის აღმძვრელი ნამცხვარი: “თუ საკვები პირში დნება, თქვენი ტვინი იფიქრებს, რომ მასში კალორიები არ არის და შეგიძლიათ ჭამა უსასრულობამდე განაგრძოთ. ცხიმი კი მისწრებაა საიმისოდ, რომ პროდუქტს სწორედ ეს თვისება მისცეს. მაიკლ მოსმა გასინჯა რამდენიმე პროდუქტი, რომლებიც უმარილოდ იყო დამზადებული და დაასკვნა, რომ საზიზღრობაა.

ეს თეთრი ფხვნილი შესანიშნავი კონსერვანტია, ძალიან იაფია, ეკონომიის საშუალებას იძლევა, ამასთან, შეუძლია გადაფაროს სამრეწველო დამუშავებაგავლილი პროდუქციის უგემურობა.

ეს სამი ინგრედიენტი თავს რომ მოიყრის, “ნამდვილი სასწაული” იწყება. რეცეპტებს დიდი გულმოდგინებით ამოწმებენ, დროდადრო ხვეწენ, ცვლიან, რადგან ერთი და იგივე გემო მოსაბეზრებელი ხდება. “მოყირჭების პრინციპი” კვების მრეწველობაში ცნობილია და აგრომრეწვი მას სისტემატურად გამოიყენებს.

მკვლელობა

ამ სამი ინგრედიენტის ზემოქმედების გასაძლიერებლად მარკეტინგს გამოიყენებენ.

ომისშემდგომ ეპოქაში აგრომრეწვში ირწმუნებოდნენ, რომ ესწრაფვიან, “გაუიოლონ ცხოვრება თანამედროვე მომხმარებელსისეთი პროდუქტებით, რომლებიც იაფია, იოლია მათი, შენახვა, მომზადება და ჭამა.

ყველაფერი მოსახერხებელი უნდა იყოს _ ესეც აგრომრეწვის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. 2000 წელს მარკეტინგმა კურსი შემსუბუქებულ პროდუქტებზე აიღო, რომლებსაც გამორჩეული გემო უნდა ჰქონდეს, მაგრამ რომლებშიც გრამი არ არის ნატურალური პროდუქტის. მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ ფორთოხლის შაქრით დამტკბარი წვენი, რომელიც ნატურალურს ისეა დაშორებული, როგორც ცა დედამიწას. იქმნება სრულიად აბსურდული სიტუაცია, ისეთი, მაგალითად, როგორსაც მოსი Nestle-ს მაგალითზე აგვიწერს:

Nestle-ში აღმოაჩინეს ცხიმის იმგვარად განაწილების ხერხი, რომელიც ქმნის ცხიმიანობის შეგრძნებას “მსუბუქ” ნაყინში. ამავე კომპანიაში დაამუშავეს ჯანსაღი ცხიმის (მაგალითად, მზესუმზირის ზეთის) შაქრად ან ცილად, შემდეგ კი ფხვნილად გარდაქმნის ტექნოლოგია. ამ აღმოჩენას “ცხიმოვანი კაფსულები” უწოდეს.

აღნიშნულ ფხვნილს ტკბილეულის დასამზადებლად გამოიყენებენ: იქმნება გამდიდრებული ცხიმიანობის შეგრძნება, რომელიც ნაკლებად ვნებს სისხლძარღვოვან სისტემას. მომხმარებლის ტვინი უწინდელ სიამოვნებას იღებს, მაგრამ სისხლში ნაკლებია გამდიდრებული ცხიმები”.

მაგრამ რა საჭიროა ამ პროდუქტების დამზადება, თუ ისინი აშკარად ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას? მაიკლ მოსის აზრით, ამის მიზეზია “დარგის უძლიერესი დამოკიდებულება აგრომრეწვის სამ ბურჯზე”, აგრეთვე, შეზღუდვები, რომლებსაც აქციონერები და აქტიური კონკურენცია ქმნის.

დასასრულ, ავტორის აზრით, “მიუხედავად იმისა, რომ სუპერმარკეტები დაყოვნებული მოქმედების ბომბებით არის სავსე, თუ ვერკვევით სიტუაციაში და შეგნებული გვაქვს საშიშროება, რომელიც გვემუქრება, შეგვწევს კიდეც ძალა, დავძლიოთ საფრთხე, რომელსაც აგრომრეწვი გვიქადის, მოსის აღნიშნული წიგნი ამაში დაგვეხმარება.

ლუსი დე ერონერი,

Statc.fr

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here