Home რუბრიკები საზოგადოება მხოლოდ ხალხის მონოლითური ერთიანობა და მამულიშვილური თავდადება გადაარჩენს საქართველოს!

მხოლოდ ხალხის მონოლითური ერთიანობა და მამულიშვილური თავდადება გადაარჩენს საქართველოს!

“ნაციონალთა” კაცთმოძულე რეჟიმის დამხობისა და ქართული ეროვნული ძალების გამარჯვების შემდეგ ვერ წარმოგვედგინა, საქართველოს კვლავაც თუ დაემუქრებოდა რაიმე საფრთხე და ამდენ ხანს წელში ვერ გაიმართებოდა. უხეშმა შეცდომებმა, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში, განაპირობა ქვეყნის წარუმატებლობა. ამის მთავარ მიზეზად ე.წ. კოჰაბიტაციას მიიჩნევენ, რომლითაც “ნაციონალ” ნაძირლებს მიეცათ შესაძლებლობა,  შეენარჩუნებინათ თავიანთი პოლიტიკური ძალები და შემდეგ თანდათანობით ეზრუნათ მათი აქტივობისა და ბრძოლისუნარიანობის აღსადგენად.


დღეს არავის ეეჭვება, რომ კოჰაბიტაცია იყონაციონალთამხარდამჭერი ექსპერიმენტი და ქართველი ერის წინააღმდეგ ამხედრებული უბოროტესი ძალების მიერ დაგებული ხაფანგი. იგიმეოცნებეთამიერ მოწინააღმდეგეთა ვერაგი და საკმაოდ ძლიერი ძალების შესაძლებლობათა შეუფასებლობისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაში სიფხიზლის მოდუნების შედეგია. განცვიფრებას იწვევს ის, რომ ეს ანტიეროვნული აქტი განხორციელდა უშუალოდქართული ოცნებისმიერ.

ომებისა და რევოლუციების ისტორია გვარწმუნებს, რომ მოსისხლე მტერი არ უნდა დაინდო და მას უნდა სდიო საბოლოო განადგურებამდე, მით უფრო, როცა ხელთ გიპყრია მის მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულთა შესახებ უამრავი მტკიცებულება. ჩემი თაობის ადამიანებს კარგად ემახსოვრებათ გენიალური სტრატეგისა და მხედართმთავრის _ იოსებ სტალინის მგზნებარე მოწოდება გერმანელ ფაშისტთა საკუთარ ბუნაგში განადგურების თაობაზე, რომელიც შესრულდა კიდეც და ნიურნბერგის სასამართლო პროცესის შედეგად აღიგავა პირისაგან მიწისა ფაშიზმი, როგორც პოლიტიკური გაუგებრობა.

ბატონი ბიძინა ივანიშვილის ვარაუდი, რომქართული ოცნებაკოჰაბიტაციის პირობებშიც კი შეძლებდა ისტორიის სარბიელიდანნაციონალთაალაგმვას და ამით ერთხელ კიდევ იტყოდა ახალ სიტყვას პოლიტიკაში, არ გამართლდა. უნდა ვიფიქროთ, რომ თავი იჩინა წარმატებისგან თავბრუდახვევამ, რომელმაც უბიძგა ახალ ხელისუფლებას, წასულიყო ერთგვარ კომპრომისზე და შემოეღო ეს ექსპერიმენტი. “მეოცნებეებმავერ გაითვალისწინეს, რომ ისტორიის გარდამტეხ და გადამწყვეტ მომენტში ასეთი ნაბიჯი საბედისწერო შედეგებით შეიძლება, დამთავრდეს.

ისე დიდია ბიძინა ივანიშვილის დამსახურება ქართველი ერისა და საშობლოს წინაშე, რომ ვერ ვიტყვით, ამ შეცდომამ უზომოდ დაჩრდილა მისი ავტორიტეტი და დამანგრეველი დარტყმა მიაყენა მის დამსახურებასო. არა გვგონია, ბატონ ბიძინას, როგორც მულტიმილიარდერ ბიზნესმენს, არ ჰქონდეს გათვითცნობიერებული, რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე მამულიშვილისთვის, მატერიალური ფასეულობები კი არა, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რომელიც შველას ითხოვს დღესაც, პირველ რიგში, მისგან და მასთან ერთად, ქართველი ხალხისგან; მაგრამ ერთი რამ ცხადია: ნებსით თუ უნებლიეთ, მის მიერ გადადგმული წინდაუხედავი ნაბიჯის გამო ბევრი სიძნელეები შეექმნა ქვეყანას.

სწორედ კოჰაბიტაციის შედეგად იჩინა თავი განუკითხაობამ ქვეყნის საკადრო პოლიტიკაში. ამ მხრივ, უწინარეს ყოვლისა, თავს გვახსენებს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში დღეს არსებული საგანგაშო სურათი. იმის გამო, რომ საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლად და მხოლოდ ერთპიროვნული ნება-სურვილით მოხდა უმაღლესი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირთა (ქვეყნის პრეზიდენტის, პრემიერმინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, მინისტრების) კანდიდატურების შერჩევა, ზოგიერთი მათგანი არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე.

ამ მხრივ განსაკუთრებით გამოიკვეთა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პიროვნება, რომელიც თავიდანვე განუდგა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და არ ინება მასთან კოლეგიური ურთიერთობა, ბოლო პერიოდში ყოველივე ამან დაპირისპირების ხასიათიც კი მიიღო. აშკარად შეიმჩნევა, რომ პრეზიდენტი თავისი შეხედულებებითა და მოქმედებით სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა აყენებს პირად ინტერესებს. ასეთ პირობებში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა, რაც არც მოსაწონია და არც გამართლებული. ამასთანავე, პარლამენტის სპიკერის მისამართით, დადებით შეფასებებთან ერთად, ხშირად გაისმის შენიშვნები მისი, როგორც რესპუბლიკელის, ადრინდელი საქმიანობის მიმართ და რომ მისი თვალსაზრისი ცალკეულ შემთხვევაში ეწინააღმდეგება “ქართული ოცნების” პროგრამულ მიზნებს. აი, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ხელისუფლება და მარტო დარჩენილი პრემიერმინისტრი ვერ აღწევენ სასურველ წარმატებას. სწორედ ამიტომაც ითქვა სავსებით სამართლიანად, რომ ამგვარად ეს სამეული სახელმწიფოს წინამძღოლობას ვერ შეძლებს. რაც შეეხება პრემიერმინისტრს, აშკარააა, რომ იგი დიდად გამოირჩევა სხვებისგან ქვეყნისადმი ერთგულებით, შეუპოვრობით, პრინციპულობით, თუმცა საზოგადოებას მის მიმართაც აქვს მთელი რიგი ყურადსაღები შენიშვნებისა.

ახალმა ხელისუფლებამ დღემდე ვერ შეძლო გადამწყვეტ უბნებზე, როგორც ცენტრში, ისე ადგილებზე, კადრების სწორად შერჩევა და განაწილება. ფაქტები მოწმობს, რომ სახელმწიფო მოხელეთა უმრავლესობა ისევნაციონალებიარიან, სამართალდამცველ ორგანოებში მათ კვლავ წამყვანი თანამდებობები უკავიათ (მათ შორის არიან წარსულში მძიმე დანაშაულის ჩამდენი ადამიანებიც). მიუხედავად ახლახან განხორციელებული ცვლილებებისა, არც სამინისტროების აქტივობა იგრძნობა; კრიტიკას ვერ უძლებს ცალკეული მინისტრების, უწყებათა ხელმძღვანელების უგუნური, დასაგმობი საქციელი, რომელიც თანამშრომლებისთვის პრემიების დაუმსახურებლად დარიგებაში გამოიხატა; მუნიციპალიტეტის გამგებლები, ქალაქის მერები ურიგდებიან საკადრო პოლიტიკაში დაშვებულ მიუტევებელ შეცდომებს.

ზუგდიდის საკრებულოს წევრ კახა მიქაიას წერილში, რომელიც ამას წინათ გამოქვეყნდა “ასავალ-დასავალში”, მეტად მძიმე საუბარია იმაზე, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ქვეყნის მმართველი და სხვა კადრების როლის შეუფასებლობას. სამეგრელოს რვა რაიონიდან, _ აღნიშნავს იგი, _ ხუთში საკრებულოს თავმჯდომარეების არჩევნებზექართული ოცნებისკანდიდატურა ჩავარდა დანაციონალებმათავიანთი ხალხი გაიყვანესამ რეგიონში მერიებისა და გამგეობების ადმინისტრაციები თითქმის სრულადნაციონალებითდაკომპლექტდა”… ზუგდიდის გამგებელი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოშიქართული ოცნებისფრაქციის თავმჯდომარე ყოფილინაციონალებიარიან; ფაქტები კი მოწმობს, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი ყოფილინაციონალებისა”, რომლებიც სააკაშვილის ბანაკიდან გადმობარგდნენქართულ ოცნებაში”, ისევ ძველ პოზიციებზე რჩება დაქართული ოცნებისსაწინააღმდეგოდ მოქმედებს. ასეა სხვა რეგიონებშიც.

ცნობილია, რომ, თუ ქვეყნის ხელისუფლება პრაქტიკულ საქმიანობაში ხელმძღვანელობს მეცნიერულად დასაბუთებული მოწინავე თეორიით, თუ მისი სტრატეგია და ტაქტიკა ეფუძნება პრაქტიკული ცხოვრებით შემოწმებულ დადებით გამოცდილებას, წინსვლის შემაფერხებელი დაბრკოლებები იოლი დასაძლევია და წარმატებებიც ადვილად მიიღწევა. ამიტომაცაა აუცილებელი, ქვეყნის აღმშენებლობაში პრაქტიკულ ორგანიზატორულ საქმიანობას წინ უსწრებდეს პრობლემების თეორიული დამუშავება, რომელიც ისეთივე როლს უნდა ასრულებდეს, როგორსაც კომპასი ზღვაში ან ოკეანეში მოცურავე გემისთვის. როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ღრმა მეცნიერული შემოქმედებითი მოღვაწეობა უგულებელყოფილია, სახელმწიფოს მშენებლობის თეორიული პრობლემების დამუშავება თვითდინებაზეა მიშვებული, უგულებელყოფილია სახელმწიფო აპარატებში მომუშავე კადრების თეორიული სწავლება, რაც მთავარია, ამ დარგში არ არსებობს რაიმე სისტემა. ქართველ კაცს, თუნდაც სწავლა-განათლება მიღებულს, რომ ჰკითხოთ, საით მივდივართ ან როგორი ტიპის სახელმწიფოს ვაშენებთ, ვერ გიპასუხებთ. სწორედ თეორიულმა სიღატაკემ, მეცნიერულად დასაბუთებული პროგნოზების უქონლობამ უბიძგა მიხეილ სააკაშვილს, წამოეწყო რუსეთთან უგუნური ომი შიდა ქართლში, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ეს თავზე ხელაღებული, თვითნება კაცი, რა პროგნოზებიც უნდა ყოფილიყო, თავისას არ მოიშლიდა.

ასე რომ, დღეს საქართველოს არ აქვს გათვითცნობიერებული ეროვნული იდეოლოგიის არსებობის აუცილებლობა, ის, რომ მხოლოდ ეროვნული იდეოლოგია, გამდიდრებული მოწინავე საკაცობრიო შედევრებით, არის ქართველი ხალხის ეთნიკური გადარჩენის საფუძველი; სწორედ საზოგადოების ინტერესების გამომხატველი იდეოლოგია აიარაღებს ხალხს, ხელისუფლებას მოწინავე პროგრესული იდეებით და ჰმატებს მათ ბრძოლისუნარიანობას. ყოვლად დაუშვებლად და უპრეცენდენტოდ მიგვაჩნია, რომ ქვეყანას არ აქვს ასეთი თეორიული საფუძველი და არც კი ფიქრობს მის შექმნაზე. საკმარისი არ არის მხოლოდ აღიარება იმისა, რომ ქვეყნის იდეოლოგია არის დიდი ილიას სამება _ “ენა, მამული, სარწმუნოება”. იმის ნაცვლად, რომ მივიჩნიოთ იგი ქვეყნის იდეოლოგიის საფუძვლად და შემდეგ მოვახდინოთ მისი კონკრეტიზაცია.

გამოცდილება პატარა სახელმწიფოებისა, რომლებმაც ეს-ეს არის მოიპოვეს თავისუფლება, გვარწმუნებს, რომ დემოკრატიის მშენებლობა ასეთ ქვეყნებში ხანგრძლივი პროცესია და არა დეკრეტით გამოცხადებული, ხელოვნურად დაკანონებული აქტი. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ თანდათანობით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად საჭიროა, მომწიფდეს ნიადაგი ფართო დემოკრატიისთვის, საქართველოში კი მოხდა პირიქით _ ერთბაშად გაიხსნა დემოკრატიის ყველა სარქველი, რის გამოც ხელუხლებლი დარჩა ბევრი პრობლემა, რომელთა გადაწყვეტა ფართო დემოკრატიის პირობებში თითქმის შეუძლებელია. ამისი მაგალითები ბევრია ჩვენში. ამდენად, იმის მოთხოვნა, რომ ქვეყანაში დემოკრატია, საამისო პირობების მომზადების გარეშე, მოუმწიფებლად, ჩქარი ტემპით უნდა ვითარდებოდეს, არ შეიძლება მივიჩნიოთ კანონზომიერ და ქვეყნისთვის სასარგებლო მოვლენად (ეს თვალსაზრისი არ უნდა იქნას გაგებული ისე, რომ ვეწინააღმდეგები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას), აქ შეიძლება, კიდევ ერთხელ ვახსენოთ უკვე საზოგადოებაში გაშიშვლებული კოჰაბიტაცია, რომელიც, ფაქტობრივად, მოგიზგიზე ხანძარზე ბენზინის დასხმა იყო.

კიდევ ერთი საშიში სენი შემოგვეპარა, რომელიც სულ უფრო ფართო ხასიათს იღებს და ლამის ტრადიციად იქცეს _ დემოკრატიის არასწორმა გაგებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ვლაპარაკობთ უსაშველოდ ბევრს, საქმე კი ცოტა, ძალიან ცოტა კეთდება. თანაც მოვლენების შეფასებაში არ არსებობს ერთიანი სახელმძღვანელო აზრი, რაც შედეგია იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება არ არის ერთიანი, მონოლითურად შეკავშირებული. კამათი, პაექრობა ხშირად მწვავე დაპირისპირებასა და განაწყენებას იწვევს, ნაცვლად იმისა, რომ გამოხატავდეს ქვეყნის, ხალხის სასიცოცხლო ინტერესებს. ასეთი ანომალიური ვითარება აიხსნება იმით, რომ ხელისუფლება უძლურია, გასცეს ავტორიტეტული პასუხი საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ დასმულ ბევრ საჭირბოროტო კითხვაზე.

ჩვენდა სამარცხვინოდ, მოწინააღმდეგეთა კრიტიკა ხშირად ლანძღვა-გინების ხასიათს ატარებს; კამათის კულტურა ისე დაბალი, დამამცირებელი და ადამიანთა პირადი ღირსების შემლახველია, რომ სახელს უტეხს საერთოდ ქართულ ეროვნულ კულტურას. უწმაწური და უზნეო სიტყვებით ერთმანეთისადმი მიმართვა იქცა ჩვეულებრივ მოვლენად. ქართულ წერით და ზეპირმეტყველებას დიდად აზიანებს ბილწი, ბინძური სიტყვები, რომლებსაც ვერც ერთ ლექსიკონში ვერ იპოვით.

პაექრობის კორიანტელში ანგარიში არ ეწევა იმას, რომ ერთი და იგივე შენიშვნა რაც უფრო ხშირად მეორდება, მით უფრო საზიანოა საქმისთვის, რადგანაც კრიტიკის ობიექტი ეჩვევა, ეგუება აუგად მოხსენიებას და ნაკლებად რეაგირებს მასზე.

მთავარი მაინც ის არის, რომ მოსახლეობა ვერაფრით ეგუება ცხოვრების დღევანდელ საარსებო პირობებს. ზედმეტი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ უკვე აივსო მოთმინების ფიალა და კარგა ხანია, ლოდინმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. სიღატაკე, სიდუხჭირე, შიმშილი “არ თმობს პოზიციას”. “მაძღარ მღვდელს დიაკონიც მაძღარი ეგონაო”, _ უთქვამს ბრძენს. ხელისუფალთაც ისეთ პირობებში რომ უწევდეთ ცხოვრება, როგორშიც უპოვარნი იმყოფებიან, შეიძლება, შველებოდა ხალხს. და რაკი გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი ხალხი ხმას არ იღებს, განგაშს არ ტეხს, იმავე ხალხის მიერ ხელისუფლებისადმი ანგარიშის გაწევით უნდა აიხსნას ეს ან იმის შეგნებით, რომ წივილ-კივილით სატკივარს ვერ უშველი.

უეჭველია, მოსახლეობა მრავალი წლის ლოდინისა და ტანჯვა-წამების შემდეგ არ დასჯერდება პირობების ნაწილობრივ გაუმჯობესებას და ხელისუფლებას მოსთხოვს ნორმალური ცხოვრებისთვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას, რომლისთვისაც საჭირო მატერიალური რესურსები საქართველოში საკმარისზე მეტია, მაგრამ დღემდე რაციონალურად კი არა, სანახევროდაც არ გამოიყენება, ე. ი. რა გამოდის? _ გვაქვს სიმდიდრე, განვიცდით სიღარიბეს და ვერ გამოგვიყენებია იგი. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი მუშაობის უვარგისი, პასიური სტილითა და მეთოდებით ამ რესურსების ამოქმედება შეუძლებელია, ამიტომ არსებითად უნდა შეიცვალოს მიდგომა მოვლენებისადმი, ერთ მუჭად უნდა შეიკრას საქართველოს მოსახლეობა, ქართველი იქნება იგი თუ სხვა ერის შვილი, რომელსაც ქართული მიწა კვებავს და ასაზრდოებს, და რაც შეიძლება მოკლე ვადებში გადაიჭრას უკვე საკმაოდ მომწიფებული პრობლემები.

ამიტომაც ხელისუფლებას, თანამემამულეებს ვთავაზობთ წინადადებას, რომ მომდევნო 2015 წელი გამოცხადდეს დამკვრელური, მაღალნაყოფიერი შრომისა და ხალხის კეთილდღეობისთვის თავდადებული ბრძოლის წლად, ყველანაირად უნდა შეეწყოს ხელი სახელმწიფოში არსებული მდიდარი მატერიალური და შრომითი რესურსების ამოქმედებას და მათ ჩაყენებას ქვეყნის სამსახურში. მიმდინარე წლის დარჩენილ პერიოდში, ზედმეტი ხმაურის გარეშე, გულმოდგინედ მოვემზადოთ, რომ ეს დიდმნიშვნელოვანი, სრულიად საერთო-სახალხო კამპანია წარმატებით ჩატარდეს: აუცილებელია, წინასწარ შემუშავდეს სამოქმედო პროგრამები, გეგმები, როგორც ქვეყნის, ასევე ცალკეული სამსახურებისთვის (სამინისტროები, რაიონული, საქალაქო და სამხარეო ორგანიზაციები, საწარმო-დაწესებულებები, სასოფლო ფერმერული მეურნეობები), ცალკეული ბიზნესმენებისთვის, ოჯახებისა და პიროვნებებისთვისაც კი. საეჭვო არ უნდა იყოს, რომ ქვეყნის ამ საერთო-სახალხო მოძრაობაში გვერდით დაგვიდგებიან უცხოელი ბიზნესმენებიც, რომლებიც საქმიანობენ საქართველოში.

როგორც ხედავთ, საკითხი მთელი სიმწვავით დგას, პასუხგაუცემელია კითხვები _ რა ვიღონოთ? როგორ დავაღწიოთ თავი პრობლემებს, რომლებმაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში შეიძლება ჩააყენოს ქვეყანა?

ბატონო ბიძინა, რაკი წარმატებით გადაწყვიტეთ ქვეყნის უმთავრესი პრობლემა, ისევ თქვენგან ველოდით, რომ ბოლომდე მიიყვანდით დაწყებულ საქმეს და ამით საბოლოოდ დააგვირგვინებდით თქვენს ეროვნულ მისიას სამშობლოს წინაშე, მაგრამ, სამწუხაროდ, მოლოდინი არ გამართლდა. მიუხედავად დაპირებისა, რომ საჭიროების შემთხვევაში ისევ დაუბრუნდებოდით პოლიტიკას, თქვენგან არაფერი ისმის. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, ქვეყანამ სხვა გამოსავალი უნდა ეძიოს. მთლად ისე არ არის საქმე, როგორც ზოგიერთს ჰგონია _ თითქოს საქართველოში დღეს არ მოიძებნება პიროვნება, რომელიც სახელმწიფოს მმართველობის უმაღლეს ლიგაში გვერდით დაუდგება ქვეყნის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ამ ურთულეს პირობებში მარტოდმარტო ეწევა ქვეყნის წინამძღოლის უმძიმეს ტვირთს. ერთ-ერთ ასეთ სანიმუშო პიროვნებად მესახება ქვეყანაში საკმაოდ ცნობილი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე ჭაჭია, რომლის პოლიტიკური მრწამსი, მსოფლმხედველობა სავსებით შეესაბამება საქართველოს, ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესებს. ბატონი ალექსანდრე საკმაოდ ძლიერი ეროვნული ძალაა, რომლის შესაძლებლობები დღემდე სრულად არ იხარჯება ქვეყნის საკეთილდღეოდ.

თუ ჩვენ ვამყარებთ დემოკრატიულ პრინციპებს, იგი მთელი საზოგადოების ღვიძლ საქმედ უნდა მივიჩნიოთ, რათა ადამიანთა ფართო მასებმა გადაწყვიტონ ხელმძღვანელი კადრების როგორც შერჩევის, ისე არჩევის, აგრეთვე, იმ ხელმძღვანელების თანამდებობიდან დათხოვნის საკითხები, რომლებმაც ვერ გაამართლეს ხალხის ნდობა.

გრამიტონ კვარაცხელია,

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი,

ყოფილი საბჭოთა ფუნქციონერი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here