Home რუბრიკები საზოგადოება ხელისუფლების ცვლილება შედეგს მანამ არ მოიტანს, სანამ ევროამერიკული იმპერიალიზმის “დემოკრატიული” კლანჭებიდან თავს...

ხელისუფლების ცვლილება შედეგს მანამ არ მოიტანს, სანამ ევროამერიკული იმპერიალიზმის “დემოკრატიული” კლანჭებიდან თავს არ დავიხსნით!

705

საქართველოზე შეყვარებულმა ცნობილმა რუსმა მწერალმა ვასილ დიმოვმა, რომელმაც ქართველებს წიგნიც კი უძღვნა _ “თბილისიმო”, წლების წინათ მკითხა: “Чем вы были несвабодные?”. დღეს მინდა, მის შეკითხვას ვუპასუხო: _ ხელისუფლების ლანძღვაში, ლეგალიზებულ კრიმინალსა და ცხოვრების ნორმად უზნეობის დამკვიდრებაში.


ევროპის მორალი, რომლისკენაც ხელისუფლება მიისწრაფვის, ასეთია: დავისჯებით, თუ ტრადიციული მართლმადიდებლობის დაცვას შევეცდებით და ქრისტეს გზით ვივლით; თუ ვეცდებით, შევინარჩუნოთ ეროვნული ტრადიციები და ქართველობა; თუ არატრადიციული ორიენტაციის მიმართ გამოვხატავთ პროტესტს.

დღეს სატელევიზიო სივრცეში მიზანმიმართული პროპაგანდა მიმდინარეობს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებაზე. მოდურ ტენდენციად იქცა ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან ბრიუსელსა და ამერიკაში სენატორებთან შეხვედრები და მათთან ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პრიორიტეტებზე საუბარი. რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, თავისი თვალსაზრისის გამოთქმისა, მაგრამ საკითხავია, როგორ აისახება მსგავსი გადაწყვეტილებები ქვეყნის მომავალზე, რომელიც ბედნიერების ვირტუალურ ილუზიას უქმნის გაბრიყვებულ ადამიანებს.

არ ლაპარაკობენ იმ შესაძლო უარყოფით შედეგებზე, რომლებიც ამ ხელშეკრულებამ შეიძლება მოუტანოს ქვეყანას აფხაზეთსა და სამაჩაბლოს სამუდამოდ დაკარგვასთან ერთად. ღირს კი ამ ფასად ევროკავშირის წევრობა?

მსოფლიოს ერთ-ერთმა დიდმა ანალიტიკურმა ცენტრმა _ Ipsos Mon-მა ევროკავშირის წევრ 10 ქვეყანაში ჩაატარა გამოკითხვა, რომლის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 68% თვლის, რომ მათი ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის; ნეგატიურად აისახა ევროკავშირში გაერთიანება სოფლის მეურნეობასა და, საერთოდ, ეკონომიკაზე. მოსახლეობა განსაკუთრებით აპროტესტებს ქვეყნის სუვერენიტეტის დაკარგვას, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს თავიანთი ერის სასარგებლოდ.

“ცნებები _ ხალხი და ერი ისტორიის სანაგვეზე უნდა მოვისროლოთ”, _ დაუფარავად ამბობს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ჰერმან ვან რომპეი.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები და ექსპერტები დადებითად აფასებენ ხელისუფლების (და არა საზოგადოების) არჩევანს, რადგან ევროკავშირისა და ამერიკის გავლენის სფეროს გაფართოება ბუნებრივ მოვლენად ითვლება, ხოლო რუსეთის მიერ საბაჟო კავშირის შექმნა _ ექსპანსიად, რომელიც მსოფლიოს საფრთხეს უქმნის. სინამდვილეში ეს ქვეყნები საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნასა და ქვეყნის რუსეთის სამიზნედ გადაქცევას ესწრაფვიან. აშშ-მა არაერთხელ მიუთითა საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების აუცილებლობაზე, მაგრამ რეალურად დაბლოკა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სოჭში: როცა ამერიკელ ფაშას _ რიჩარდ ნორლანდს კალთაზე სამთხვევად და ნებართვის მისაღებად ეახლა, უარი მიიღო: “შეგიძლიათ, ყველას ევაჭროთ, ვაშინგტონის გარდა, გადაწყვეტილებას არ შევცვლით!” _ განუცხადა ღირსებაშელახულ პრეზიდენტს ნორლანდმა.

“ნატო კარგია, მაგრამ არ გვიღებენ”, _ განაცხადა ერთმა პოლიტიკოსმა. არადა, არც ერთი ეროვნული ძალა არ თვლის, რომ ნატო კარგია, რადგან ეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად, რომელიც, ამერიკის ინტერესების გათვალისწინებით, ქვეყნების პოლიტიკურ-ეკონომიკური კურსის შეცვლაზეა ორიენტირებული გამოგონილი პროვოკაციული მიზეზებით.

საერთაშორისო კვლევითი ცენტრის _ Gallup internacional-ის _ მიერ 65 ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დედამიწის მოსახლეობის მეოთხედი მსოფლიოს ყველა რეგიონში ამერიკას საფრთხის შემცველ ქვეყნად მიიჩნევს, რაც აიხსნება სხვა ქვეყნების კონფლიქტებში ჩართვით და უზარმაზარი სამხედრო ბიუჯეტით.

ასევე, The News-ის კვლევებმა ცხადყო, რომ ამერიკა 50-ზე მეტი ქვეყნის სამხედრო კონფლიქტში 130-ჯერ ჩაერია. აშშ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენა ბირთვული იარაღი. აშშ მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში მიიჩნევა აგრესორად, რომელიც თავის იდეოლოგიას ახვევს ხალხს თავს. ანალოგიური პოლიტიკა ტარდება საქართველოს მიმართაც და ცალკეული “მაღალი დონის” სენატორები, რომლებიც საქართველოს წარმომადგენლებს “ცისფერი” ღიმილით ხვდებიან, არაფერს წყვეტენ. მხოლოდ ბრიყვები და პოლიტიკურად ანგაჟირებული ძალები თუ მიიჩნევენ საქართველოში ამერიკელ სენატორებს “მაღალ დონედ” და ხელისუფლებაში მოსასვლელად მათგან მწვანე შუქის ანთებას ელიან.

ის, რაც რუსეთთან მტრულმა პოლიტიკამ დაანგრია, ამერიკა-ევროპასთან კეკლუცობასა და სიყვარულობანას თამაშს არ აღუდგენია, პირიქით _ უფრო მეტად ვეშვებით უზნეობის ჭაობში სწორედ დასავლეთის რეკომენდაციების მონური მორჩილებით შესრულების ფონზე.

ნატოს აწ უკვე ყოფილი გენმდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი გვმოძღვრავდა: “ორი ათასი წლის წინათ შეთხზული ზღაპარი იესო ქრისტეს შესახებ უნდა დამთავრდეს!” _ ანუ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ მართლმადიდებლობაზე, ტრადიციებზე, მორალსა და ზნეობაზე. ამ ცნობიერების მქონე ორგანიზაცია ჩვენი მეგობარია?

ამერიკელები კონკრეტულ ხელისუფლებას მანამ უჭერენ მხარს, სანამ მათ ინტერესებს ატარებს. ამისთვის კი, როგორც ამერიკელი მკვლევარი და ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი აღნიშნავს: “ამერიკას სურს, საქართველოში მუდმივად არეულობა იყოს, რადგან თავისი პოლიტიკის გასატარებლად სწორედ ასეთი საქართველო აძლევს ხელს”.

ზოგიერთი პოლიტიკოსის აზრით, თუ კავკასიაში ორი მოთამაშე არ იქნება (რუსეთი და ამერიკა) და ამერიკა წავა კავკასიიდან, საქართველო ტერიტორიებს ვერ დაიბრუნებს. პრინციპულად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგან სწორედ ევროპისა და ნატოს ძახილმა დაგვაშორა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. დაგვავიწყდა, რომ რუსეთთან 200-წლიანი ურთიერთობის პერიოდში არც ტერიტორიული საფრთხეები ემუქრებოდა საქართველოს, არც ზნეობრივი გადაგვარება.

ზოგი ამბობს, რომ სსრ კავშირის პერიოდში ჩვენი ტრადიციების ნაწილი დაიკარგა, მაგრამ არაფერს ამბობენ, როგორ ცდილობდნენ და ცდილობენ დასავლეთის ქვეყნები ჩვენი ზნეობის, ცნობიერებისა და იდეოლოგიის შეცვლას აგერ უკვე 25 წლის განმავლობაში. ევროპა-ამერიკისკენ სწრაფვით ჩვენს ქართულ-ეროვნული ფასეულობებს უგულებელვყოფთ, რისი დასტურიცაა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის _ ჯო ბაიდენის განცხადება: “არ მაინტერესებს თქვენი კულტურა!”

აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში ჯეკ მეტლოკი აღნიშნავს, რომ ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები უგულებელყოფენ ნებისმიერ ტერიტორიულ მთლიანობას. მათ დაარღვიეს სერბეთის ტერიტორიული მთლიანობა, მხარი დაუჭირეს სუდანიდან _ სამხრეთ სუდანის, ეთიოპიიდან _ ერითრეისა და ინდონეზიიდან _ ტიმორის გამოყოფას.

ჩვენი “მეგობარი” ევროპა-ამერიკის პოლიტიკური წრეები ე. წ. ციხის კადრებს რომ არ შეუშფოთებია, ამას მოწმობს ევროკავშირის რეზოლუცია, აგრეთვე, ამერიკელი სენატორებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართვაც.

ჩვენი “მეგობრისთვის” ფაშიზმი უცხო რომ არ არის, ეს ბაღდადის მახლობლად აბუ-გრეიბის ციხის კადრებმა და ნაწამებ-შეურაცხყოფილი პატიმრების ფონზე ამერიკელების მიერ გადაღებულმა სურათებმაც ცხადყვეს. მსოფლიო შეძრა ამერიკის ცსს-ს მიერ სხვადასხვა ქვეყნის ციხეებში ჩატარებულმა წამების ექსპერიმენტებმა, ფოსფორიანი ბომბების გამოყენებამ ერაყში (2003-2004წწ.), რომელიც ძვლამდე წვავს ხორცს და 1980 წლის გაეროს კონვენციით აკრძალულია. ეს მცირე ჩამონათვალია იმ დანაშაულებისა, რომლებიც ამერიკამ ჩაიდინა სხვადასხვა ქვეყანაში.

2007 წელს მომიტინგეთა წინააღმდეგ საქართველოშიც გამოიყენეს აკრძალული ფსიქოტრონული იარაღი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ “მეგობარი” ამერიკელებისგან მიიღო. წამების მეთოდებიც მათგან გადმოიღეს და გაითავისეს.

საქართველოს ეროვნული გმირი, ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ევროპა-ამერიკას “მეგობრად” არ მიიჩნევდა. მან “ნაროდნაია პრავდასთვის” მიცემულ ინტერვიუში (1992წ. სანკტ-პეტერბურგი) ნატოს სახელმწიფოებში დამკვიდრებულ მტაცებლურ მიდგომას ევროამერიკული იმპერიალიზმი უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოში გადატრიალება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის _ ჯეიმს ბეიკერისა და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის (უფროსი) ლოცვა-კურთხევით მოხდა, რადგან არ დავემორჩილეთ დასავლური სახელმწიფოების დიქტატს, არ დავუშვით საქართველოს კოლონიად ქცევა და ვისწრაფვოდით ეროვნული კულტურის აღორძინებისა და ეროვნული სულისკვეთებით ხალხის შეკავშირებისკენ, ხოლო ოფიციალური დასავლეთი ებრძვის ყოველივე ეროვნულს.

როცა ქართველი პოლიტიკოსები ამ ძალებს “მეგობრებად” მოიხსენიებენ და მათთან კონსულტაციებს მართავენ ქვეყნის საშინაო და საგარეო პრიორიტეტებზე, სწორედ ეროვნულ ღირებულებებს ემიჯნებიან საქართველოში.

ბრძენკაცს უთქვამს: “მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ”. ვინ ვართ ჩვენ? _ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ქართველი საზოგადოებისთვის მიმინდვია, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ცნობიერების დეფიციტს ნამდვილად არ განიცდის, პრეზიდენტისგან განსხვავებით, და ხელისუფლების ცვლილება შედეგს მანამ არ მოიტანს, სანამ ევროამერიკული იმპერიალიზმის “დემოკრატიული” კლანჭებიდან თავს არ დავიხსნით!

იზა თამაზაშვილი

 

1 COMMENT

  1. მართალი ბრძანდებით,მაგრამ იგივე უნდა ითქვას დიდ ტელე მედიაში,რატომ არ გიწვევენ,ან ეს სიტყვები სხვა რესპოდენტებს არ მოსდით თავში?

  2. სავსებით ვეთანხმები ავტორს და ბოლო-ბოლო გავიგოთ, რომ ამერიკა ჩვენი დაუძინებელი მტერია და რუსეთზე უარესიც კი.მას უნდა ჩვენი დაბეჩავება და მოახერხა კიდევაც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here