Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინული ნეოფაშიზმი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ

უკრაინული ნეოფაშიზმი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ

576

«საქართველო და მსოფლიოს» 29-ე ნომერში გამოქვეყნდა სულისშემძვრელი ფოტოსურათები _ უკრაინაში მძვინვარე ფაშიზმის რეალისტური სახე, უკრაინელი ნაციონალისტების კაცთმოძულეობის დამადასტურებელი დოკუმენტური მასალა. ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერების მიერ წაქეზებულმა და მხარდაჭერილმა ნეონაცისტებმა მოსრეს და მიწასთან გაასწორეს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ქალაქები, რომლებიც ჰუმანიტარული კატასტროფის ზონად იქნა აღიარებული მტერ-მოყვრის მიერ. ინგრევა საცხოვრებელი უბნები, მოსახლეობა გარბის და რუსეთს აფარებს თავს, სადაც გადაჰყავთ ბავშვები აფეთქებული საავადმყოფოებიდან, თავშესაფრით უზრუნველყოფენ უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, პატრონობენ, ასაქმებენ.  უკრაინის სამთავრობო ჯარებისა და ნაცგვარდიის უპატრონოდ მიგდებული, ალყაში მოქცეული დაჭრილი, დემორალიზებული, ძალაგამოლეული ასობით მებრძოლი, რეზერვისტები გადადიან რუსეთში და შველას ითხოვენ. შველიან, მკურნალობენ და უკანვე აბრუნებენ მოტყუებულ, გაბითურებულ «სამშობლოს დამცველებს», რომელთაც შინ დაბრუნების მეტი სხვა სურვილი არ აქვთ. უკრაინა სისხლისგან იცლება. სისხლის კალო ტრიალებს და მოისრა ერი და ბერი. არ არის ეს ფრთიანი გამოთქმა, ასეა რეალურად: ნეოფაშისტები ებრძვიან მართლმადიდებლობას _ სიცოცხლეს ასალმებენ ღვთისმსახურებს, წვავენ და აფეთქებენ ტაძრებს _ მატერიალური კულტურის ძეგლებს. «საქართველო და მსოფლიო» დღეს წარმოგიდგენთ ეკლესიის წინააღმდეგ კიევის ხუნტის მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებათა სისხლიან ნუსხას. ეს ის შემთხვევა არ არის, როცა იტყვიან _ არა უწყიან, რასა სჩადიანო. ამიტომ «თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ».

 

სასულიერო პირები

უკრაინული ნეოფაშიზმი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ 
დეკანოზი გეორგი ნიკიშოვი (ლუგანსკის ოლქის ქალაქი პერვომაისკი)

წმინდა პეტრე-პავლეს ეკლესიის დეკანოზი მამა გეორგი, როგორც სევეროდონეცკისა და სტარობელსკის ეპარქიის საიტი იტყობინება, გარდაიცვალა 2014 წლის 28 ივლისს ჭურვის ნამსხვრევით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობისგან.

უკრაინული ნეოფაშიზმი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ
დეკანოზი
პაველ ჟუჩენკო (დონეცკის ოლქის ქალაქი დრუჟკოვკა)

მამა პაველი 2014 წლის 9 მაისს დაიღუპა სლავიანსკის მახლობლად. იგი მსახურობდა წმინდა დიმიტრი დონელის ტაძარში დონეცკის ოლქის ქალაქ დრუჟკოვკაში. მისი დაღუპვის გარემოებანი დღემდე უცნობია.

დეკანოზი იგორ სერგიენკო (დონეცკის ოლქი)

წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის წინამძღვრის _ მამა იგორის სახლთან გაჩერდა ავტომანქანა წარწერით «დნეპრი». მანქანიდან გადმოვიდნენ სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილი შეიარაღებული ადამიანები. დეკანოზი მიეგება მათ. მოსულები შეურაცხმყოფელი გამოთქმებით შეხვდნენ _ ფულს რამდენს აგზავნი მოსკოვში და ბანდიტებს როგორ ეხმარებიო. შევარდნენ მის სახლში, გაჩხრიკეს და ძალის გამოყენებით აიძულეს, ცილი დაეწამებინა საკუთარი თავისთვის, რომ მონაწილეობდა იატაკქვეშა ორგანიზაციაში. მომხდურები ემუქრებოდნენ, რომ «მიაბრძანებდნენ იქ, სადაც ყველაფერს აღიარებდა». მოსთხოვეს, რომ ორ დღეში დაეტოვებინა უკრაინის ტერიტორია, მანამდე კი სოფლსაბჭოში მიეტანა ტაძრის დაფუძნების დოკუმენტები ნაჩუქრობის ხელწერილთან ერთად.

დაემუქრნენ, რომ ორ დღეში კვლავ მიაკითხავდნენ და, რაც დაემართებოდა, საკუთარი თავისთვის მოეკითხა.

დეკანოზი ევგენი პოდგორნი (დონეცკის ოლქი)

2014 წლის 30 ივლისს ღვთისმსახური საგუშაგოზე შეაჩერეს და ლანძღვა-გინებით აავსეს. აბსოლუტურად უსაფუძვლოდ აბრალებდნენ, რომ იგი აფინანსებდა «დონეცკის სახალხო რესპუბლიკას» და უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ იანუკოვიჩს, რომ იგიც და საერთოდ ყველა მღვდელი მოწინააღმდეგეების ინფორმატორები არიან. ავტომანქანა შემოწმებისას საგანგებოდ დაუზიანეს. ვერაფერი საეჭვო რომ ვერ უპოვეს, ხელფეხი შეუკრეს და საგუშაგოს უკან მიწაზე დააგდეს. ურტყამდნენ ავტომატის კონდახებს, წიხლს _ თავ-პირში, გულ-მკერდში, წელის არეში. აიძულებდნენ, ეღიარებინა ჯაშუშობა, რომ ნამდვილად იყო მოწინააღმდეგის ცეცხლის მაკორექტირებელი.

შეურაცხყოფდნენ ყოველმხრივ. მოსთხოვეს ჯვრის მოხსნა საკუთარი ნებით, მაგრამ უარი მიიღეს. მაშინ ნაცემ-ნაბეგვ მღვდელს ძალით ჩამოჰგლიჯეს ჯვარი, იარაღი ყურთან მიადეს და ისროდნენ ფსიქიკური ზემოქმედების მიზნით. შემდეგ მღვდლისავე მანქანით ჩავიდნენ სოფელ როდნიკიში და უკანონოდ გაჩხრიკეს მისი სახლი. თავზე ჩამოაცვეს ტომარა და ხაროში ჩააგდეს. მის 16 წლის ვაჟს ბანდიტებთან კავშირი დააბრალეს და მოკვლით დაემუქრნენ. წაიღეს ჯილდოები, რომლებიც მამა ევგენის ჰქონდა მიღებული, 3 ათასი გრივნა ეკლესიის ფული, ავტომობილი. მრევლი რომ არ მიშველებოდა მოძღვარს, არავინ უწყის, რით დამთავრდებოდა ეს თავგასულობა.

უკრაინული ნეოფაშიზმი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ
დეკანოზი
ვლადიმირ კრესლიანსკი (ლუგანსკი)

2014 წლის 31 ივლისს სამთავრობო ჯარების მიერ ქალაქის დაბომბვის დროს დაიღუპა დეკანოზი ვლადიმირ კრესლიანსკი. ჭურვი პირდაპირ სახლს მოხვდა. ღვთისმსახური დაიჭრა და სისხლის დაკარგვის შედეგად გარდაიცვალა. დაობლდა მისი ხუთი შვილი.

 

ტაძრები

უკრაინული ნეოფაშიზმი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ
ხარების
ეკლესია ქალაქ გორლოვკაში

2014 წლის 7 აგვისტოს საარტილერიო შეტევის დროს დაიწვა ხარების ძველი უნიკალური ეკლესია, რომელიც ხისგან ულურსმნოდ იყო ნაგები.

უფრო ადრე, 29 ივლისს ხარების ეკლესია ძლივს გადაურჩა არტილერიის ცეცხლს _ ჭურვები იქვე ახლოს, ბავშვების სათამაშო მოედანზე აფეთქდა.

უკრაინული ნეოფაშიზმი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ
აღდგომის
ტაძარი ქალაქ სლავიანსკში

XVIII საუკუნის ეს ტაძარი 2014 წლის 19 ივნისს არტილერიის სამიზნე აღმოჩნდა. დაიღუპა ეკლესიის დარაჯი.

ამ ტაძარს ყოველთვის სტუმრობდა და ღვთისმსახურებას აღავლენდა წმინდა იოანე კრონშტადელი. დეკანოზი ნიკოლაი ფომენკო ასე აღწერს მომხდარს:

ზუსტად 6 საათზე დაიწყო ქალაქის საარტილერიო დაბომბვა. გვესროდნენ კარაჩუნის მთიდან. სროლა ნახევარ საათს გაგრძელდა. ჭურვები ტაძრის მახლობლად ფეთქდებოდა: ერთმა ნახევარ მეტრზე ჩაუარა გუმბათს, მეორე  ეზოში აფეთქდა, მესამემ ცენტრალური გაზგამტარი გაგლიჯა.

დაიცხრილა ტაძრის სამხრეთი ფასადი სრულად. ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ დაიღუპა ადამიანი _ ეკლესიის დარაჯი. ჭურვის ნამსხვრევი პირდაპირ თავში მოხვდა. საავადმყოფოში კი მიიყვანეს უბედური, მაგრამ გადარჩენა ვერ მოახერხეს.

უკრაინული ნეოფაშიზმი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ
ღვთისმშობლის
ხატის სახელზე აგებული ეკლესია ქალაქ ლუგანსკში

ეს ეკლესია ლუგანსკის ცენტრში დგას. არტილერიის ზალპებს შენობამ კი გაუძლო, მაგრამ კედლები, ვიტრაჟები და გარე გაფორმება სერიოზულად დაზიანდა. ადგილობრივი მოსახლეობისა და მოხალისეებისთვის გაუგებარი დარჩა, რა მოსაზრებითა  და რა მიზნით დააზიანეს ტაძარი _ თავდაცვის უახლოეს პოზიციამდე აქედან რამდენიმე კილომეტრია.

უკრაინული ნეოფაშიზმი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ
წმინდა
ალექსანდრე ნეველის ტაძარი ქალაქ სლავიანსკში

16 ივნისს, საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ ტაძარი დაიბომბა. აქაც მთლიანად დაინგრა სამრეკლო და სატრაპეზო. ეზოში სამი თუ ოთხი ჭურვი აფეთქდა. საომარი მოქმედება არ წყდება, სიტუაცია სიცოცხლისთვის საშიშია, მაგრამ მღვდლები განაგრძობენ ღვთისმსახურებას. სლავიანსკის ტაძრებში ხალხი სალოცავად მიდის.


უკრაინული ნეოფაშიზმი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ
ღვთისმშობლის
ხატის ტაძარი ქალაქ სლავიანსკში

2014 წლის 26 მაისს, ნაცგვარდიის მიერ სლავიანსკის მიკრორაიონ არტემის დაბომბვის დროს ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა ქალი, რომელიც ეკლესიის მახლობლად იმყოფებოდა. დაზიანდა ტაძარი _ ნაღმის ნამსხვრევებისგან დაზიანდა ფასადის ერთი მხარე, დაინგრა ეკლესიის ღობე, ჩამოიფშვნა ხუთი ფანჯრის მინები. საბედნიეროდ, იმ დროს ეკლესიაში მლოცველები არ იყვნენ.

უკრაინული ნეოფაშიზმი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ
ივერიის
დედათა მონასტერი ქალაქ დონეცკში

2014 წლის 19 ივლისს არტილერიის შემოტევის დროს ცეცხლი წაეკიდა მონასტრის ახალ სახურავს, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ იყო, არც დაჭრილა ვინმე _ იმ დროს მონასტერში არავინ იმყოფებოდა: მოსალოდნელი შეტევის გამო მონაზვნები მონასტრიდან წინასწარ გახიზნეს. ივერიის დედათა მონასტერი დონეცკის აეროპორტის ასაფრენ ზოლს ესაზღვრება. აქ ბოლო დღეებში ცხარე ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს შორის.

უკრაინული ნეოფაშიზმი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ
წმინდა
სერგეი რადონეჟელის ტაძარი

2014 წლის 18 ივლისს ეს ტაძარი ღვთისმსახურების დროს დაიბომბა. ღვთის წყალობით, იმ დროს ეკლესიაში მყოფთაგან არავინ დაჭრილა. ჭურვმა დააზიანა ტაძრის სახურავი.

უკრაინული ნეოფაშიზმი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ
წმინდა
სერაფიმე საროველის ტაძარი ქალაქ სლავიანსკში

2014 წლის 16 ივლისს საარტილერიო ჭურვებმა მთლიანად დაანგრია სამრეკლო და სატრაპეზო.

უკრაინული ნეოფაშიზმი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here