Home რუბრიკები საზოგადოება ჰამლეტ ჭიპაშვილი: ამერიკამ, ისევე, როგორც 2003 წელს საქართველოში, უკრაინაშიც ავადმყოფთა კლანი მოიყვანა...

ჰამლეტ ჭიპაშვილი: ამერიკამ, ისევე, როგორც 2003 წელს საქართველოში, უკრაინაშიც ავადმყოფთა კლანი მოიყვანა ხელისუფლებაში

ცოტა ხნის წინათ ინტერნეტგამოცემა «ვიკილიქსმა» გამოაქვეყნა სკანდალური მასალა, რომელშიც საუბარია უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტის _ პეტრე პოროშენკოს შესახებ, რომ იგი 2006 წლიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმატორი იყო, უფრო ზუსტად _ აგენტი… ამ სკანდალური ინფორმაციის გაანალიზება პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილს ვთხოვეთ:


_ ცინიზმია, აშშ და ევროპა უკრაინაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე რომ აცხადებს, _ დემოკრატიულად ჩატარდაო. რეალურად უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა, უბრალოდ, ბიულეტინები ჩაყარეს ურნებში პოროშენკოს სასარგებლოდ. მოგეხსენებათ, უკრაინაში არეულობა გამოიწვია ევროკავშირის ასოცირებული წევრობის ხელშეკრულებაზე ვითომდა უარის თქმამ. არადა, იანუკოვიჩმა ხელმოწერისგან თავი მხოლოდ იმის გამო შეიკავა, რომ კარგად გარკვეულიყო ამ დოკუმენტში. იანუკოვიჩმა დაინახა, რომ ეს ხელშეკრულება უკრაინას განადგურებას უქადდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, რადგან ერთი წლით ადრე უკრაინამ მისი პარაფირება მოახდინა და ამ ხნის განმავლობაში კეთილი უნდა ენებათ და შეესწავლათ ეს დოკუმენტი, თუმცა ამ დოკუმენტის შესწავლა რამდენიმეჯერ წაკითხვით შეუძლებელია. რაც მთავარია, ვინც ეს დოკუმენტი შეადგინა, სწორედ მასთან არის საჭირო ყველა ნიუანსის გარკვევა. სხვათა შორის, არც საქართველოში შეუსწავლიათ ეს დოკუმენტი, რადგან არც სპეციალისტი გვყავს და არც ისეთი დონის პოლიტიკოსები, ყველა ნიუანსში რომ გაერკვნენ. უკრაინისთვის კი საქმე ძალიან ცუდად დატრიალდა _ დასავლეთმა, უწინარესად, იმ ძალებმა, რომლებსაც არ სურდათ იანუკოვიჩის ხელისუფლებაში ყოფნა, მოახდინეს ის, რაც მთელმა მსოფლიომ ნახა _ მაიდნის რევოლუცია ცრუ პატრიოტული ლოზუნგებით, წამყვანი პოზიციები დაიკავეს მემარჯვენე რადიკალურმა ძალებმა და ფაშისტი სტეპან ბანდერას გზის გამგრძელებლებმა. ცხადია, ეს ყველაფერი ამერიკელების მიერ იყო მომზადებული, რაშიც მათ დიდძალი თანხა ჩადეს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ქალბატონმა ნულანდმა განაცხადა, ხუთი მილიარდი დოლარი დაუჯდათ უკრაინის «გადემოკრატიულება». მაიდნის რევოლუციაში ჩადებული იყო ის, რომ უკრაინაში აეღორძინებინათ ბანდერული, ანუ ფაშისტური სულისკვეთება, რომელიც მიმართული იქნებოდა რუსეთის წინააღმდეგ. ის, რაც უკრაინაში მოხდა, დიდი ხნის წინათ იყო დაგეგმილი აშშ-ის მიერ, რომელიც ამის გაკეთებას 23 წლის განმავლობაში ცდილობდა. მიზანი კი არის ის, რომ რუსეთი, რომელიც ფეხზე მყარად დადგა, არ იქნებოდა აშშ-ის ისეთი მონა, როგორიც დღეს დანარჩენი სახელმწიფოები არიან, თუნდაც ევროპის განვითარებული ქვეყნები. ამიტომ ამერიკელებმა იფიქრეს, რომ რუსეთის წელში გასაწყვეტად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა უკრაინის ხელში ჩაგდება. უკრაინა კი «დაითრიეს» ბანდერული სულისკვეთების ზენიტში აყვანით, ანტირუსული პოლიტიკის გაღვივებით და ა.შ. ამ ბრძოლაში გამოიკვეთნენ ისეთი ლიდერები, როგორებიც არიან ტიაგნიბოკი, რომელიც ულტრამემარჯვენე და ფაშისტია; მისი ორგანიზაცია აკრძალული იყო ევროპაში, როგორც ფაშისტური პარტია; მოკრივე კლიჩკო, აგრეთვე, ციხიდან გამოსული ქალბატონი ტიმოშენკო, იაცენიუკი _ ამერიკელი სექტანტი; ტურჩინოვი და ისეთი პირწავარდნილი ფაშისტი, როგორცაა იაროში. ამასთანავე, ფაქტობრივად, მოხდა მათი შერწყმა პოროშენკოსთან.

_ ვინ არის პოროშენკო?

_ პოროშენკო წინა მთავრობებში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მამამისი კი საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული იყო «დელეცი», ანუ «საქმოსანი», რომელსაც არაერთი საციხო საქმე აქვს გაკეთებული. დღეს მამა-შვილ პოროშენკოებს საკონდიტრო ნაწარმისა და სხვა ბიზნესები აქვთ უკრაინაში. საქართველოში უკრაინული ყვითელი ავტობუსები რომ ჩამოზიდეს, სწორედ მათი ბიზნესის ნაწილია. პოროშენკო არის პიროვნება, რომელიც თავის დროზე ინფორმაციას აწვდიდა აშშ-ს. იგი არის ამერიკელთა ინფორმატორი და ის, რაც მასზე მასმედიაში იწერება, სრული ჭეშმარიტებაა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ქალბატონი ნულანდი არაერთხელ ბრძანდებოდა უკრაინაში, ფუნთუშებსაც კი არიგებდა მაიდანზე, თუმცა, ფუნთუშების გარდა, ამერიკელები უკრაინაში მილიონობით დოლარს გზავნიდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, აშშ-ის საელჩოს მანქანა აეროპორტში თვითმფრინავთან მიდიოდა და იქ ხსნიდნენ ფულით სავსე კონტეინერებს. უკრაინის მომავალი მთავრობა ვიქტორია ნულანდმა შეარჩია. უკრაინაში აშშ-ის ელჩის _ ჯეფრი პაიეტისა და ვიქტორია ნულანდის საუბრიდან, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, კარგად ჩანს, როგორი ამრეზით უყურებს ქალბატონი ნულანდი ევროკავშირს და აშშ-ს მიიჩნევს ყველაფრის საწყისად. ამ საუბარში ისიც გამოიკვეთა, რომ ნულანდს ყველაფრის უფლება აქვს და მან უნდა გადაწყვიტოს უკრაინის ბედი. სწორედ მან შეარჩია უკრაინის მთავრობა. ამერიკელები უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე თავიდანვე პოროშენკოს განიხილავდნენ, როგორც მათდამი ლოიალურად განწყობილ პიროვნებასა და, ამასთანავე, ინფორმატორს. ყველას კარგად ახსოვს, რომ პრეზიდენტობისთვის ემზადებოდა კლიჩკო, რომელსაც აფინანსებდა უკრაინელი მილიარდერი ფირტაში. ის ამერიკელებმა უცხოეთში დააპატიმრეს უკანონო საბანკო ოპერაციების საბაბით, თუმცა რამდენიმე დღეში გამოუშვეს. ფირტაშს, ისევე, როგორც პოროშენკოს, საკუთარი ტელევიზია აქვს, ამიტომ ამერიკელებმა ფირტაშს უთხრეს, გაგათავისუფლებთ, თუ პოროშენკოს წინასაარჩევნო კამპანიას რეგულარულად გააშუქებ, აღარ დააფინანსებ კლიჩკოს და თანაც აგრძნობინებ მას, რომ პრეზიდენტი ვერ გახდებაო. ასეც მოხდა: გათავისუფლებულმა ფირტაშმა მწვანე შუქი აუნთო პოროშენკოს. კიდევ რა დავალება მისცეს ამერიკელებმა ფირტაშს, უცნობია. ყოველ შემთხვევაში, პოროშენკო გახდა პრეზიდენტი. მას ამ არჩევნებზე რეალურად 30%-ზე მეტი მხარდამჭერი არ ჰყოლია, მაგრამ მოხდა ისე, რომ 60 %-მა დაუჭირა მხარი და პირველ ტურში გაიმარჯვა. არადა, პოროშენკოს გამარჯვება სრული ფალსიფიკაცია იყო. როგორ შეიძლება პოროშენკოს გამარჯვებული ვუწოდოთ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტობის დანარჩენ კანდიდატებს სცემდნენ, სახლებს უწვავდნენ?! მაგალითად, კომუნისტური პარტიის ლიდერს _ სიმონენკოს სახლი და ოფისი დაუწვეს და ეს ყველაფერი ტელევიზიით გააშუქეს იმიტომ, რომ სხვა კანდიდატებს შიში გასჩენოდათ. ამ საშინელებების მიუხედავად, აშშ აცხადებს, რომ უკრაინაში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. ამერიკა ცინიკოსების ბანდაა ოდითგანვე! ასე რომ, დღეს უკრაინას პრეზიდენტად ჰყავს ოლიგარქი და კორუმპირებული ოჯახის წარმომადგენელი, რაც მთავარია, გვარგადაკეთებული პიროვნება _ პოროშენკო წარმოშობით ებრაელია, მამამისი ცოლის გვარზე გადავიდა, ნამდვილი გვარი კი არის ვალცმანი. პრეზიდენტი პოროშენკო დედის გვარს ატარებს. ისე, ეს ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან სააკაშვილიც იყო საქართველოს პრეზდენტი და ყველამ კარგად იცის, რომ მამამისი სააკოვი გახლდათ…

_ იაცენიუკი ვინ არის?

_ ეს არის საენტოლოგიური რელიგიური (და არა მხოლოდ) ორგანიზაციის წარმომადგენელი. ეს ორგანიზაცია ამერიკაში დახურულად მოქმედებს. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარე ტურჩინოვს, პირწავარდნილი ბაპტისტია. უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები კი გადაგვარებული ადამიანები არიან. მაგალითად, შს მინისტრი ავაკოვი რომ მამათმავალი და პედოფილია, მთელმა უკრაინამ იცის. ამერიკამ, ისევე, როგორც 2003 წელს საქართველოში, უკრაინაშიც ავადმყოფთა კლანი მოიყვანა ხელისუფლებაში, იმიტომ, რომ ამერიკელებიც ავადმყოფები არიან. და ვინ არის ამ ყველაფრის წინააღმდეგი? რა თქმა უნდა, პუტინი და რუსეთი და, საზოგადოდ, მართლმადიდებლური სამყარო. ამიტომაც ცდილობს ამერიკა, რუსეთს იქამდე უჩხიკინოს, ვიდრე არ წააქცევს.

_ ამას მოახერხებს ამერიკა?

_ ნაწილობრივ უკვე მოახერხა. მართალია, რუსეთმა შეძლო ყირიმის დაბრუნება და შავ ზღვაზე კონტროლის განმტკიცება, მაგრამ უკრაინაში ამერიკელებმა შექმნეს ცხელი წერტილი, რომელიც მუდამ იარსებებს. რაც მთავარია, უკრაინელებს, ყირიმის დაკარგვის გამო, რუსეთი უკვე წარმოდგენილი ჰყავთ, როგორც მტერი. ჩვენსავით არიან უკრაინელებიც, ისინიც არ ფიქრობენ, რატომ დაკარგეს ყირიმი, ისევე, როგორც ჩვენ არ ვფიქრობთ, რატომ დავკარგეთ აფხაზეთი და ოსეთი. შარშან პუტინი სულაც არ ფიქრობდა ყირიმის დაბრუნებაზე, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებამ იმდენი ქნა, რომ ყელი თვითონვე გამოიჭრა. ეს ყველაფერი ხელს აძლევდა ამერიკას, რადგან მრავალი წლის განმავლობაში რუსეთისთვის წამოსაყვედრებელი ექნება ყირიმის თემა. ამერიკამ შექმნა ისეთი უკრაინა, რომელიც მუდამ დაპირისპირებული იქნება რუსეთთან.

დღეს რუსეთს დიდი პრობლემები შეუქმნა უკრაინამ, რადგან მოუწევს უკრაინასთან რამდენიმე ათასი კილომეტრის სიგრძის საზღვრის გამაგრება. ეს პრობლემა რუსეთს აქამდე არ ჰქონია, რადგან ეს ხალხი ერთმანეთთან უპრობლემოდ გადადიოდა და გადმოდიოდა, წარმოებული პროდუქციაც გადაჰქონდა და გადმოჰქონდა. უკრაინისთვის კი ყველაზე ცუდი არის ის, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ შეწყვიტა რუსეთის სამხედრო დაკვეთების შესრულება. 230 ქარხანა და დიდი ობიექტი მუშაობდა რუსეთის დაკვეთებზე და ათეულ მილიონობით დოლარს იღებდა. ეს ქარხნები დაიხურება, რადგან რუსეთისგან შეკვეთები აღარ ექნება, დასავლეთს კი ეს ქარხნები არ აინტერესებს. დასავლეთს მხოლოდ ამ ქარხნებში არსებული სქემები და ნახაზები სჭირდება, თვითონ რომ გამოუშვას სამხედრო ნაწარმი. აგრეთვე, სჭირდება სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, რომლებიც ამ შეკვეთებზე მუშაობდნენ და ძალიან მალე ესენიც დაიხურება. უკრაინას შავი დღეები ელოდება, რადგან 230 ქარხნის დახურვა მილიონობით ადამიანის უმუშევრობას გამოიწვევს და აღმოსავლეთ უკრაინის პარალიზებას მოახდენს.

_ უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლებად სააკაშვილისა და ბენდუქიძის დანიშვნაზე რას ფიქრობთ?

_ ესეც ამერიკელების გადაწყვეტილებაა, რადგან ბენდუქიძესა და სააკაშვილს ამერიკამ დაავალა, რომ, თუკი უკრაინაში სადმე დარჩა თუნდაც პატარა ჯგუფი, რომელიც ლოიალურადაა განწყობილი რუსეთისადმი, გაანადგურონ. აი, ამისთვის სჭირდებათ ეს პირწავარდნილი ავანტიურისტები უკრაინაში _ აშშ-ს სურს, თავისი მისია სხვისი ხელით შეასრულოს.

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here