მამათმავლობა არის ის გარყვნილების სოლი, რომელიც პირველი ეჯახება ტრადიციებს, ზნეობას, სიწმინდეს და შემდგომ მას მოჰყვება ათასი სიბინძურე და სიბილწე.
• ჩვენი ვალია, ამოვიღოთ ამ კანონიდან მამათმავლობის ლეგიტიმაციის ყველა ნიშანი:
ა) სექსუალური ორიენტაცია;
ბ) გენდერული იდენტობა.
• ჩვენი ვალია, საკანონმდებლო, თუნდაც თვითმმართველობის, დონეზე ავკრძალოთ მამათმავლობის პროპაგანდა ნებისმიერი _ პირდაპირი თუ ირიბი ფორმით; მათ შორის: გეიაღლუმები, ფლეშმობები თუ ლგბტ-ს აღმნიშვნელი სარეკლამო ატრიბუტიკის გამოყენება და ა. შ.
ანტიდისკრიმინაციული კანონი შექმნილია და დაწერილია მხოლოდ ერთადერთი მიზნით _ მამათმავლობა გამოცხადდეს ნორმად და გაუტოლდეს ცხოვრების ბუნებრივ წესს.
ამ კანონით იკრძალება, საჯაროდ ვამხილოთ სოდომგომორული ცოდვა და მას გარყვნილება ვუწოდოთ. ეს მათ დისკრიმინაციად ჩაითვლება.
ამავე კანონით მამათმავლებს, როგორც «ბუნებრივი ნორმის» წარმომადგენლებს, ყველანაირი უფლება აქვთ, გაუწიონ თავიანთი ბინძური ცხოვრების წესს პროპაგანდა-რეკლამირება.
ამ კანონის საფუძველზე, საფრანგეთში იმ მზარეულსა და მკერავს, რომლებმაც გეიწყვილს ტორტის გამოცხობასა და კაბის შეკერვაზე უარი უთხრეს, თითო წელი ციხე მიესაჯათ.
სწორედ ამ კანონის საფუძველზე მუშავდება და უკვე შემუშავებულია სახელმძღვანელო, რომლითაც ჩვენს შვილებს უკვე დაწყებით კლასებშივე უნდა აუმაღლონ ტორელანტური მგრძნობელობა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის კუთხით.
და ასეთი საფრთხეების სია უგრძესია…
ამ არჩევნებზე არ არის ბრძოლა მხოლოდ ქალაქის დალაგებისთვის, უკეთესი ხელფასებისთვის ან მშენებლობისთვის (თუმცა ესეც, რა თქმა უნდა, საჭიროა). დღეს არის ბრძოლა ჩვენი შვილების გადარჩენისთვის, ჩვენი ზნეობის, სიწმინდის, ღირებულებების, ტრადიციების დაცვისა და გადარჩენისთვის.
რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტო საქართველოს ბრძოლა, ეს მსოფლიო ბრძოლაა სიწმინდესა და გარყვნილებას, კეთილსა და ბოროტს შორის.
მაგრამ ამ წუთას ჩვენ ჩვენი ვალდებულება გვაქვს და ჩვენ ჩვენი ბედი მოგვეკითხება.
დღეს საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ მთელი ქვეყნის, ერისა და ბერის წინაშე შეირცხვინეს თავი და ასევე, შეარცხვინეს მთელი საქართველო.
დღეს ორი პარტია ერთსულოვნად გაერთიანდა ზნეობისა და ეკლესიის წინააღმდეგ საბრძოლველად.
რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის და ვიცით, რომ ბევრი პარლამენტსა და ხელისუფლებაში არ იზიარებს ამ პოზიციას, ისინი მრავალშვილიანი მამები და დედები არიან, შეიძლება ბევრ საკითხში სამართლიანებიც და ბავშვებსაც ნათლავენ. იმედია, ეყოფათ გამბედაობა (და ამას მთელი გულით ვუსურვებ), რათა შეცვალონ და გააუქმონ ეს ბილწი კანონი.
მაგრამ, როდესაც დღეს კენჭისყრის დაფაზე გარკვევით ჩანს, რომ 114 დეპუტატი მომხრეა და არც ერთი _ წინააღმდეგი, უკვე ღალატი და სირცხვილია სამშობლოს, ქრისტეს, ერის წინაშე, რომ კიდევ მათ მივცეთ ხმა ამ არჩევნებში; სირცხვილი და ღალატის ტოლფასია, ხმა მივცეთ ამ მამათმავლური კოაბიტაციის წარმომადგენლებს.
დღეს ამ არჩევნებში მათი სახელით მონაწილეობა ან მათი მხარდაჭერა ჩვენი შვილების გარყვნისა და გადაგვარების ტოლფასია, ჩვენი ღირსების მოსპობასა და უზნეობის მხარდაჭერას ნიშნავს.
გურამ ფალავანდიშვილი