Home რუბრიკები პოლიტიკა ლეიტენანტ შმიდტის გერები

ლეიტენანტ შმიდტის გერები

819

2014 წლის თებერვლის დასაწყისში რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა სასამართლომ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა და რუსეთის კანონმდებლობის დარღვევის, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსის დაკარგვის გამო საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია «საქართველოს ხალხების ასამბლეის» (სხა) ლიკვიდაცია მოახდინა. ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა იმხანად განაცხადა, რომ ორგანიზაცია უკვე გასულ ზაფხულს თავად აპირებდა ნებაყოფლობით ლიკვიდაციას იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოვლენილი დარღვევების აღმოუფხვრელობის გამო, თუმცა რიგი მიზეზებით, ეს არ მოიმოქმედა და ამიტომ სასამართლოს გზით ლიკვიდაციას არ ეწინააღმდეგება.

თუმცა სულ ორიოდე დღის შემდეგ ქართულ მედიაში გავრცელდა აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარის _ გოჩა ძასოხოვის განცხადება, რომელშიც მან მომხდარს «იურიდიული კაზუსი» უწოდა და მისდამი დაქვემდებარებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის უკვე საქართველოში სწრაფ სტარტზე და ბევრი ახალი პროექტის განხორციელებაზე ისაუბრა.

 ძასოხოვის სახელით გავრცელებულ პრესრელიზში ახალ პროექტებს შორის დასახელდა 2014 წელს ასამბლეის კონგრესის ჩატარება, კინოფილმ «ჯარისკაცის მამის» ჩვენება გამარჯვების დღის _ 9 მაისის აღსანიშნავად, რუსული ენის პოპულარიზაცია საქართველოში და რუსული სკოლების რაოდენობის გაზრდა.

«მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და სხვა სტრუქტურებს, რომლებმაც ჩვენს ორგანიზაციას საშუალება მისცეს, რუსულქართული ურთიერთობებისთვის მძიმე დროს ემუშავა და განეხორციელებინა მშვიდობისმყოფელური პროექტები. ჩვენ უმძიმეს პირობებში ვასრულებდით წამოჭრილ ამოცანებს და ბევრი რამის გაკეთება მოვახერხეთ», _ მოყვანილი იყო ძასოხოვის სიტყვები.

რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს კი აბსოლუტურად განსხვავებული აზრი აქვთ ბატონი ძასოხოვისა და მისი ორგანიზაციის მიზნებსა და მეთოდებზე რფ-ის ტერიტორიაზე, სადაც ის ფორმალურად 2009 წლის გაზაფხულზე შეიქმნა.

თავად გოჩა გიორგევიჩი მოსკოვში ოდნავ უფრო ადრე – 2008 წლის აგვისტოში გადასახლდა. მას შემდეგ, რაც საქართველოში მისი საქმიანობის ძიებით სერიოზულად დაკავდნენ სამართალდამცავი ორგანოები. დიდი ოდენობით ბიუჯეტის სახსრების დატაცებისა და გაფლანგვისთვის ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის წევრსა და სპორტული საზოგადოება «დინამოს» ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარეს 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ისარგებლა რა იმით, რომ იმხანად რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ყველაზე უარეს ფაზაში იყო, ძასოხოვმა თავი საქართველოს ხელისუფლებისა და პირადად მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად გამოაცხადა. ასეთები მაშინ მართლაც ბევრი იყო, ამიტომ რუსეთში მას დახმარების ხელი გაუწოდეს. უფრო მეტიც, შერისხულის შარავანდედით მოსარგებლე ძასოხოვმა რუსეთის საზოგადოებრივ პალატაშიც მიიღო ადგილი და სახელმწიფო დუმის არჩევნებშიც იყარა კენჭი.

თუმცა მოკლე ხანში ძასოხოვი და მისი ორგანიზაცია უკვე რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თვალთახედვის არეში მოექცნენ. გამოძიების მსვლელობისას გაირკვა, რომ გამოცხადებული საზოგადოებრივი საქმიანობით ორგანიზაცია საერთოდ არ დაკავებულა. ამას ღაღადებს დოკუმენტები, რომლებიც ჩხრეკისას მისი ოფისიდან ამოიღეს. ფაქტობრივად, ხმამაღალი სახელწოდების მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული მრავალი ბიზნესსტრუქტურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენდა საეჭვო «საკრედიტო ისტორიების» მქონე  ქართული წარმომავლობის პირების ქართული ბიზნესის ნაწილის რფში ლეგალიზებისა და «დაკრიშვის» კუთხით მომსახურების გაწევა მოსკოვსა და სხვა დიდ ქალაქებში _ რეიდერობამდე და გამომძალველობამდეც კი.

ეს ყველაფერი როდია. სხა-ის ოფისში ჩხრეკისას გამომძიებლებმა აღმოაჩინეს არცთუ მცირე რაოდენობის საინტერესო დოკუმენტები. მაგალითად, პროექტ «პროგრამა 3G»-ს დეტალური აღწერა. დოკუმენტის თანახმად, ქართულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, რომლებიც არცთუ ცოტა იყო რუსეთში, ივალდებულეს, სრული ძალისხმევით, ყველა დონეზე ხელისუფლებაში წინ წაეწიათ «თავიანთი ადამიანები», ჩანერგილიყვნენ ეკონომიკაში, გარს შემოეკრიბათ მათივე  «გამოკვებილი» ხალხი სამართალდამცავ ორგანოებში.

საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოება. საქმე ისაა, რომ გოჩას ღვიძლი ძმა, რიჩარდი, სასჯელს იხდის აჭარის ყოფილი შს მინისტრის მოადგილე ელგუჯა ჯინჭარაძის მკვლელობისთვის, რომელიც მოსკოვში ჩაიდინა.

ძასოხოვი და მისი ორგანიზაცია ერთადერთი რომ ყოფილიყო რუსეთის ტერიტორიაზე კიდევ არა უშავდა, მაგრამ ქართულმა მაფიამ იქ მსგავსი სტრუქტურების მთელი ქსელი შექმნა!

აი მეორე მაგალითიც: სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობა «საქართველოს სახელით», რომელსაც სათავეში მინდია გულუა _ «რუსეთსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობათა უფლებამოსილი შუამავალი» _ უდგას. ძასოხოვისგან განსხვავებით, ბატონ გულუას ტვინი არ უჭყლეტია მის მიერ შექმნილი ორგანიზაციის საქმიანობის ფორმალურ მხარეზე. ოსტაპ ბენდერი მისი სახელგანთქმული კანტორით «რქები და ჩლიქები» გულუასთან შედარებით მიამიტი ბალღია.

მოკლე ისტორია ასეთია: მინდია გულუას იურისტებმა «საზოგადოებრივი მოძრაობა საქართველოს სახელით» რეგისტრაციისთვის დუკუმენტაცია მოამზადეს, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ უარი სტკიცა, მაგრამ ამან სულაც არ დააღონა გულუა _ იურიდიულად არარსებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე დაფუძნებით მან შექმნა «რუსეთსაქართველოს ურთიერთობათა განმტკიცების ხელშემწყობი ფონდი საქართველოს სახელით». ფონდის დამფუძნებელთა რიცხვში მან ავტომატურად ჩართო იგივე ადამიანები, რომლებიც უწინ «სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობის» შესაქმნელად მიიხმოშემდგომ დღის სინათლე იხილა კიდევ რამდენიმე ასეთმა ფიქტიურმა სტრუქტურამ.

და აი ჩვენ წინაშეა სოლიდური კომერსანტი და თვალსაჩინო საზოგადოებრივპოლიტიკური მოღვაწე, რომელიც სათავეში უდგას განტოტვილ საზოგადოებრივკომერციულ სტრუქტურებს და დაუღალავად იღვწის რუსეთსაქართველოს ურთიერთობათა განმტკიცებისთვის.

სინამდვილეში კი ის ჩვეულებრივი აფერისტია, რომელიც თავის კრიმინალურ საქმიანობას თვალშისაცემი აბრებით ნიღბავდა – მართლაცდა, ვინ ამოიღებს ხმას რუსეთისა და საქართველოს ხალხების მეგობრობის წინააღმდეგ?!

იმავე გზას გაჰყვნენ ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლის ხელშემწყობი რეგიონთაშორისი საზოგადოებრივი ორგანიზაცია «ანტიტერორისტული ცენტრის» შემქმნელებიც. მისი დამფუძნებელი ვაჟა შიშნიაშვილია, რომელმაც ოსტატურად შეიქმნა იმიჯი, თუმცა არავითარი ანტიტერორისტული საქმიანობით ცენტრი არ დაკავებულა. რუსეთის პოლიტიკური და სამეურნეო ისტებლიშმენტის უმაღლეს ეშელონებში პირადი კავშირების გამოყენებით ბატონი შიშნიაშვილი დაკავებული იყო იმით, რომ საჭირო ადამიანებს საჭირო ადგილებზე დანიშვნაში ეხმარებოდა, ლობირებდა კომერციული სტრუქტურების ინტერესებს, რომელთა წარმატებაშიც დაინტერესებული იყო. რა თქმა უნდა, ამას ბანალური «დიდი მადლობისთვის» არ აკეთებდა. 2013 წლის ნოემბერში შიშნიაშვილი და მისი რამდენიმე ხელშემწყობი პირი ქრთამის აღებისას დააკავეს.

ჩვენ ქართველი ოსტაპ ბენდერების კრიმინალური საქმიანობის სულ სამი მაგალითი მოვიყვანეთ, თუმცა ასეთები რუსეთში ბევრია, უბრალოდ, სხვადასხვა მასშტაბი აქვთ…

ქართველი აფერისტები ანგარებიანი მიზნებით რუსეთისა და საქართველოს ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობით, აგრეთვე, ამიერკავკასიის ამ ქვეყნის მცხოვრებლებისადმი (პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეეებისა და ბიზნესმენების), რომლებიც ნამდვილად დაზარალდნენ სააკაშვილისა და მისი ხელის ბიჭებისგან, რუსი ხალხის გულწრფელი თანაგრძნობით სარგებლობენ.

მომზადებულია უცხოური პრესის მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here