Home რუბრიკები საზოგადოება 11 კითხვა, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება საზოგადოებას არ დაუსვამს

11 კითხვა, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება საზოგადოებას არ დაუსვამს

ხელისუფლების წარმომადგენლები ამ კითხვებს არ დასვამენ, რადგან პასუხად მიიღებენ ისეთ შედეგს, რომელიც იქნება უტყუარი მტკიცებულება მათი სიცრუის, ორპირობისა და ევროპის, როგორც საქართველოს ისტორიული არჩევანის, ილუზორულობისა!


ყველა პოლიტიკოსმა თუ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც საქვეყნოდ აცხადებს, ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანიაო, მშვენივრად იცის, რომ ქართველი საზოგადოების დამოკიდებულება «ევროპული არჩევანის» რიგი საკითხების მიმართ მკვეთრად უარყოფითია _ქართველი საზოგადოებისთვის მიუღებელია ერთსქესიანთა ქორწინება, გეიაღლუმები, სოდომიის, ინცესტის, პროსტიტუციის, სუტენიორობის დაფინანსება და უკიდურესი აღვირახსნილობის სხვა ორგანული ნაწილები.

რადგან ყველა «მშვენიერება», რომელზეც ზემოთ იყო ლაპარაკი, ჩვენთან დასავლეთიდან შემოვიდა, ბუნებრივია, უნდა ვივარაუდოთ, რომ დამოკიდებულება დასავლეთისა და დასავლური ფასეულობების მიმართ რაღაც ხარისხით განსაზღვრავს ამ «მშვენიერებების» მიმართ დამოკიდებულებასაც, ანუ, თუკი მოქალაქეებს ექნებოდათ სწრაფვა ისეთი ცხოვრებისკენ, «როგორიც დასავლეთშია» ან «ევროპაში შესვლისკენ», როგორც ეს ჩვენი ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლებს სურთ, მაშინ ყველა ამ «მშვენიერებას» ოვაციებით უნდა შევხვედროდით და ცხოვრებაშიც ენთუზიაზმით უნდა განგვეხორციელებინა.

თუკი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს სურს, ყველაფერი ისე იყოს, «როგორც დასავლეთში», მაშინ ჩვენი ყველა საწყალი ბავშვი კარგა ხნის გაყიდული იქნებოდა დიდძალ ფულზე, ყველა მდიდარი ბავშვი კი სქესს შეიცვლიდა და «ნამდვილ» გეიდ იქცეოდა, ყველა პენსიონერი მკვდარი იქნებოდა ხანდაზმულთა თავშესაფრებში, ყველა გზაზე «ფერარებით» იქროლებდნენ არაფრისმაქნისი და ამბიციური ტიპები, ლუწ რიცხვებში გეიაღლუმი გაიმართებოდა, კენტში კი _ ჯერ კიდევ დარჩენილი ბავშვების გამოფენა-გაყიდვა.

არადა, ამ მამაცხონებულ პოლიტიკოსებს, ვიდრე ქვეყნიერებას მოსდებდნენ, ევროინტეგრაცია თითოეული ქართველის სანუკვარი ოცნებააო, რომლის ასახდენადაც, თურმე, ერი და ბერი დღედაღამ ლოცულობს, ერთხელ მაინც ეკითხათ საკუთარი ამომრჩევლის, ქართველი საზოგადოებისთვის _

სურს თუ არა, რომ:

1. დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება (როგორც დასავლეთშია)?

2. არ იდევნებოდეს ჰომოსექსუალიზმი (როგორც დასავლეთშია)?

3. დაკანონდეს ინცესტი (სისხლის აღრევა) ოჯახის წევრების თანხმობის შემთხვევაში (როგორც დასავლეთშია)?

4. არ აიკრძალოს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა (როგორც დასავლეთშია)?

5. სკოლებში აუცილებლად მოხდეს მოსწავლეების განათლება სექსის საკითხებში (როგორც ეს დასავლეთშია)?

6. აიკრძალოს სიტყვები: «დედა» და «მამა» და ისინი შეიცვალოს სიტყვებით: «მშობელი #1» და «მშობელი #2» (როგორც დასავლეთშია)?

7. ბავშვების აღზრდის საქმეში პრიორიტეტი იყოს სახელმწიფოს უფლება და არა _ ოჯახის (როგორც დასავლეთშია)?

8. ლეგალიზებული იყოს პროსტიტუცია (როგორც დასავლეთშია)?

9. არ იდევნებოდეს მეძავები და სუტენიორები (როგორც დასავლეთშია)?

10. სასამართლოს გადაწყვეტილებით, წაართვან ოჯახს ბავშვი (როგორც დასავლეთშია)?

11. წაართვან ოჯახს ბავშვი იმ მიზეზით, რომ ოჯახში ფსიქოლოგიური კომფორტი არ არის (როგორც დასავლეთშია)?

მაგრამ, ხელისუფლების წარმომადგენლები ამ კითხვებს არ დასვამენ, რადგან პასუხად მიიღებენ ისეთ შედეგს, რომელიც იქნება უტყუარი მტკიცებულება მათი სიცრუის, ორპირობისა და ევროპის, როგორც საქართველოს ისტორიული არჩევანის ილუზორულობისა! ამას კი ენ-დი-აისა თუ აი-რა-ის მიერ გაყალბებული კვლევა ვეღარ გადაფარავს!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here