Home რუბრიკები პოლიტიკა ვაპატიოთ მკვლელებს!

ვაპატიოთ მკვლელებს!

574

«კარგად მესმის მათი, ვისაც ძალიან ცუდად მოექცა სააკაშვილის ხელისუფლება, ვისაც დევნიდნენ და უდანაშაულოდ გამოამწყვდიეს ციხეში. ვიცი, რომ მათთვის ეს ძალიან მტკივნეული საკითხია და ვეტყვი: ჩვენი შვილების მომავლისთვის აუცილებელია, არ დავუშვათ ძალადობა პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ. ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის საფრთხეები, რომლებიც ქვეყანას ემუქრება და არ დავანახოთ სამყაროს, რომ შიგნიდან ვართ გახლეჩილი. აქედან გამომდინარე, მოთმინება და «ნაციონალური მოძრაობისთვის» რაღაცების პატიება მოგვიწევს. ეს შემიძლია მე ვთქვა, რადგან შევძელი და ვაპატიე აფხაზებს, რომლებმაც მამა დამიხვრიტეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნოდ მორატორიუმი გამოვაცხადეთ. ეს იდეა მთავრობის სხდომაზე გაგვიზიარა ირაკლი ღარიბაშვილმა, რასაც ყველა დავთანხმდით. მორატორიუმი სრულად უნდა შესრულდეს და საარჩევნო კამპანიის წარმართვის საშუალება ყველას უნდა მიეცეს», _ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.


ძალიან, ძალიან მინდა, სტატია ბოლომდე ისე მივიყვანო, სადმე გინება არ გამეპაროს… რა გამოდის? «ნაციონალურ მოძრაობას» უნდა ვაპატიოთ ყველაფერი, რათა უფრო რიხით შეძლონ საუბარი და იქეთ ევროპა და აქეთ ამერიკა არ გაგვინაწყენდეს?! და, ირაკლი (არ დამიწყო ახლა, ბატონოს რატომ არ მეძახიო), რომ ამბობ, მამაჩემი მოკლეს და ვაპატიეო, ის თუ იცი, რომ ციხეებში ადამიანებს ძირითადად კლავდნენ ნელ-ნელა, ყოველდღიურად, სულში ჩაფურთხებით, ცოცხებისა და «დუნბინკების» უკანალში კეთებით, ცემით, გვემით?.. ის თუ გახსოვს, რომ მაშინ ომი იყო და ომში ვიღაც კვდება, აქ «მშვიდობა» იყო და მშვიდობის სახელით ციხეებიდან მხოლოდ გმინვა და გოდება ისმოდა?!

ახლა რომ გვმოძღვრავ, ირაკლი, უნდა ვაპატიოთო, პირდაპირ გეკითხები _ შენთვის ერთ ადგილზე ცოცხი რომ გაეკეთებინათ, აპატიებდი?! თუ მეტყვი, ვაპატიებდიო, მაშინ გაიკეთე და დაგიჯერებ. დღეში რამდენიმეჯერ აცემინე თავი ციხის ოფიცრებს და დაგიჯერებ… 12 კვადრატულ მეტრიან საკანში 30 კაცთან ერთად ერთი თვე გაატარე და დაგიჯერებ… ამ თემას კიდევ დავუბრუნდები, ირაკლი, მანამდე კი…

«თავდაცვის სამინისტრო სთხოვს ყველა მოქალაქეს, ძალიან წინდახედულად და პატრიოტული გრძნობით შეხედოს, თუ რა ხდება საქართველოში. სოკოებივით მრავლდება არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, დიდი ეჭვი მაქვს, ფინანსდებიან ჩვენი არაკეთილმოსურნეების მხრიდან და ეს არის დაუშვებელი».

ესეც ალასანიას განცხადებაა. ის თუ იცი, ირაკლი, ვისგან ფინანსდებიან პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები და რატომ არის პატრიოტული, როდესაც გაიძახი, მაპზე უკეთესი გვიჭირავს ხელში და ევროპაში ერთი ადგილის ქიცინი საქართველოს ისტორიული არჩევანიო. ეგ მაპზე უკეთესი ბარაკ ობამამ რომ გაგაცალათ ხელიდან ერთი განცხადებით, ჩემზე კარგად უნდა იცოდეთ და რა გიჭირავთ ახლა ხელში რეალურად, მაგასაც უნდა ხვდებოდეთ. და ვინ თქვა, საერთოდ, რომ ერთი ადგილის ქიცინი ისტორიული არჩევანია და რატომ გვიმტკიცებს ეს ფილიპ დიმიტროვი, ევროპაში შესვლა მესაჯდომეობას არ ნიშნავს?! რატომ გაჩნდა საერთოდ ეს კითხვა, თუ იქ ძაღლის თავი არ არის დამარხული?!

ალასანიამ ისიც თქვა, მე რუსეთისგან საფრთხეს ვერ ვხედავო და მაინც იწევს იქითკენ, საიდანაც არას მეტი არაფერი ისმის. მაინც ცდილობს, ქართველი სამხედროები, რომლებიც ავღანეთში იბრძვიან, ახლა ცენტრალურ აფრიკაში გაუშვას და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიმე გაქსუებულმა ევროპარლამენტარმა შეხვედრისას ხელი კამერების წინ ჩამოართვას. მერე რა, რომ ეს ხელი ხანდახან ქართველი ჯარისკაცების სისხლით არის შეღებილი, ევროპაში ხარისხიანი საპონი იშოვება და არც იქაური ვაზელინი უნდა იყოს უხარისხო…

ისევ პირველ განცხადებას დავუბრუნდეთ. თურმე «ნაციონალურ მოძრაობას» უნდა მიეცეს საარჩევნო პროცესის ნორმალურად ჩატარების უფლება. მოდი, დავაკონკრეტოთ, ვის უნდა მიეცეს ნორმალურად საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლებაში დაბრუნების უფლება: მეგის ქარდავას, ახალაიების ტრიოს, მერაბიშვილს, ადეიშვილს, სააკაშვილს, მინაშვილს, გაბნაშვილს, წიკლაურს… თურმე ამათ უნდა ვუგოროთ წითელი კვერცხები, რომ თურმე არ გაბრაზდნენ, არ ვაწყენინოთ და…

რად უნდათ «ნაცებს» პატიება, დიდება და შარავანდედი? «ნაცებს» რაც შეიძლება მალე, ულტიმატუმების გარშე უნდა ჩამოაცვა პოლიეთილენის შავი ტომარა…

არ იქნება დრამატული სცენები, გულისამაჩუყებელი გამოსამშვიდობებელი სფიჩები, გვირგვინებით მორთული ლაფეტი, არც პომპეზური მსვლელობა მუხათგვერდის სასაფლაოსკენ და არც გამოსამშვიდობებელი ზალპი საარტილერიო ქვემეხებიდან. სამგლოვიარო ცერემონიის ნაცვლად იქნება ფორმალინის სუნით გაჟღენთილი პროზექტურა და ამოცნობის ბანალური პროცედურა!

ვიღაც, შესაძლოა, შემედავოს, ასეთი რამის დაწერა ადამიანებზე არ შეიძლებაო, გეთანხმებით. ამიტომაც ვწერ ამას «ნაცებზე» და არა _ ადამიანებზე.

დავით მინდიაშვილი

 

1 COMMENT

  1. მარტლაც უკიდეგანოდ დამამცირებელია და შეურაცხმყუოპელია ამ მტავრობის მონური მორჩილება ჯერ ბატონი იავნიშვილის და აკედან გამომდინარე დასავლეტის(შორე და ახლო) მიმარტ. არ მეგონა კარტული სული ასეტ მონობას პულის და სკმაების გულისტვის ტუ შეეგუებოდა..რომელი აპრიკელი მონა აჯობებს ამატ(დგევანდელ მტავრობას ვგულისხმობ).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here