Home რუბრიკები პოლიტიკა ლადო სადღობელაშვილი: შემოდგომაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყება. ბოკერია ისე არ მოისვენებს, რომ...

ლადო სადღობელაშვილი: შემოდგომაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყება. ბოკერია ისე არ მოისვენებს, რომ არეულობა არ გამოიწვიოს

543

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე გვესაუბრება მოძრაობის «მამული, ენა, სარწმუნოება» დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი:


_ როდესაც თბილისში დავბრუნდი, გამაოგნა დანაგვიანებულმა ქუჩებმა, გაფუჭებულმა ასფალტმა, ადამიანების ტრაგიკულმა სახეებმა… ყველამ კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება «ნაციონალური მოძრაობის» მიმართ, რომლის წარმომადგენლებსაც საშინლად ვერ ვიტან, მაგრამ მათი მმართველობის პერიოდში ფასადები მაინც გამოიყურებოდა აკურატულად. ყველა, ვისაც კი შევხვდი, ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობს, ხალხი მეჩხუბება, _ საქართველოში რამ ჩამოგიყვანა, აქ რა გინდაო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. მიყვარს ჩემი მიწა-წყალი, ვერ შევეგუე ევროპას, არა იმიტომ, რომ ცუდი ქვეყანაა საფრანგეთი, იქ ცხოვრების ათასჯერ უკეთესი პირობებია, მაგრამ მე ჩემი ჭუჭყიანი თბილისი, ჩემი გაპარტახებული ქვეყანა მირჩევნია. თანაც ახლა თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება და ვაპირებ, ძალები მოვსინჯო. პირველი, რაც ყველაზე მეტად მომხვდა თვალში, ხალხის სიდუხჭირეა და დარწმუნებული ვარ, სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოს დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყება სოციალური მოთხოვნებით. არ ვართ ქართველები ის ერი, რომელიც ამდენ უსამართლობას, ტყუილს, უმუშევრობას, დაპირებების შეუსრულებლობასა და სიბინძურეში ყოფნას მოითმენს. მოთმინების ფიალა ივსება და დღევანდელ ხელისუფლებას ვეღარ უშველის მხოლოდ ბაჩო ახალაიასა და მერაბიშვილის დაპატიმრება. ხალხი იმედგაცრუებულია, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩასხდნენ სავარძლებში, დაითრიეს მსუყე ლუკმები და ხალხის წინაშე ხელები დაიბანეს. ისინი «ნაცებთან» ერთად მშვენივრად გრძობენ თავს, იცით, ეს რატომ ხდება? დღეს ვინც «ოცნებაშია», თავის დროზე ყველა «ნაციონალურ მოძრაობაში» გამოიწრთო. ცხადად ჩანს, რომ ამ არჩევნების შედეგებიც უკვე ცნობილია. რატომ უნდა გახდეს «ოცნების» მერობის კანდიდატი თბილისის მერი, მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინამ გვირჩია? ბიძინამ მარგველაშვილიც გვირჩია პრეზიდენტად…

აგერ ნახავთ, ძალიან მალე ხალხი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნითაც გამოვა ქუჩაში. ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, რომ ყველას თავისი ადგილი მიეჩინოს პოლიტიკური სპექტრში. აი, ეს იქნება სამართლიანობის აღდგენის დასაწყისი, რაც «ოცნებამ» ვერ მოახერხა. თუ «ოცნება» ძველებურად განაგრძობს «ნაცებთან» კურკურს, ძალიან მალე მოიმკის იმას, რაც დათესა. არაფერი შეუსრულებია, რაც დაგვპირდა და ხელისულებაში შემთხვევით მოსულებივით იქცევიან, არანაირი გეგმა არ აქვთ და ცხოვრება უარესობისკენ მიდის.

_ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ცოტა ხნის წინათ განაცხადა, «ნაციონალური მოძრაობის» ლიდერებს ჩადენილი დანაშაული უნდა ვაპატიოთო…

_ საინტერესოა, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის მშობლებისა და ათასობით გაუბედურებული ადამიანის ნაცვლად მიუტევებს ირაკლი ალასანია დანაშაულს «ნაციონალებს»? გარდა ამისა, სად ალასანია და სად პატიების თემა, ამ სისულელეს რა უფლებით ამბობს? ამ თემით მანიპულირების უფლება დღევანდელ ხელისუფლებაში ძალიან ბევრს არ აქვს, განსაკუთრებით კი _ ალასანიას და მის გუნდს. ასე თუ ვაპატიეთ ბოროტმოქმედებს მკვლელობები და ძარცვა-გლეჯა, მაშ, რაღა საჭიროა ციხეები, პროკურატურა, სასამართლო?! _ «ქართული ოცნება» ორმაგი სტანდარტით მოქმედებს _ ყურებით ჰყავთ დაჭერილი ბოკერია და უგულავა, დაარბენინებენ სასამართლოში და არც აპატიმრებენ და არც უშვებენ.

ხელისუფლება ლაპარაკობს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის მოგვარებაზე, ტერიტორიების დაბრუნებაზე, ამასთანავე, საუბრობს ევროკავშირში გაწევრებაზე და ნაბიჯს არ დგამს რუსეთისკენ. არ ვამბობ, რომ რუსეთს უნდა დავემონოთ, მაგრამ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რომ განაცხადა ყირიმის მაგალითზე, აფხაზეთს და ოსეთს არ გამოუთქვამთ ამის სურვილი და ამაზე საუბარიც არ არისო, ამით რუსეთმა გამოგვივზავნა მესიჯი და ახლა შემხვედრ ნაბიჯს ჩვენგან ელის, მაგრამ ვინ არის ამის გამკეთებელი?! 2 წელი ხდება, რაც «ოცნება» ხელისუფლებაშია და რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრა არ დაგეგმილა. მიდი და დაელაპარაკე, შე დალოცვილო, აქ ხომ საუბარი მხოლოდ ვითარების მოწესრიგებაზეა?! ამ ხელისუფლებას დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება გეგმაშიც არ აქვს. საქართველოში არ არსებობს ნორმალური ადამიანი, რომელსაც სურს, რომ ევროკავშირში საქართველო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე შევიდეს. განახევრებული საქართველო ვერც ევროკავშირში შევა და ვერც «მაპზე უკეთესს» მიიღებს, ამიტომ სჯობს, რუსეთთან მოვაგვაროთ ურთიერთობა. ამ საკითხში ყველა ქვეყანა გვჯობნის. მაგალითად, სომხეთს რუსეთთანაც მოგვარებული აქვს ურთიერთობა, ამერიკასთანც და ევროპასთან…

დღეს საქართველოს კვლავ ბიძინა ივანიშვილი მართავს. მას მინისტრები როგორც ღმერთს, ისე შეჰყურებენ და ყველა მნიშვნელოვან საკითხს უთანხმებენ. თუმცა შემდეგ ნაწილდება ძალები ღარიბაშვილზე, ალასანიასა და რესპუბლიკელებზე, ამასთან, ბოლო ხანს მარგველაშვილის ფლანგიც ყალიბდება მთავრობაში. დააკვირდით, ძალიან ხშირად რესპუბლიკელების აზრები არ ემთხვევა ღარიბაშვილისას და საკმაოდ ბევრი ბზარია ხელისუფალთა შორის, რაც უახლოეს მომავალში განხეთქილებას გამოიწვევს. რესპუბლიკური პარტია დაფუძნებისთანავე საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ორგანიზმია და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს. როგორ შეიძლება, ყველა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში კარგად ცხოვრობდე, რეიტინგებში მხოლოდ და მხოლოდ სამი პროცენტი გქონდეს და მატერიალურად მაინც ძლიერად იყო? რესპუბლიკელები ამ ყველაფერს გრანტებითა და «ნაციონალურ მოძრაობასთან» გარიგებებით ახერხებდნენ. არ არის გამორიცხული, ეს პარტია დღესაც შეკრული იყოს «ნაცებთან». სამწუხაროდ, «ოცნება» ჩამოუყალიბებელი ორგანიზმია, რომელშიც შიგა უთანხმოება იზრდება. ეს ყველაფერი, დიდი-დიდი, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე გაგრძელდეს. შესაძლოა, იმ დროისთვის ღარიბაშვილმა რესპუბლიკელები აღარც შეახედოს პარლამენტში და დაემშვიდობოს ძალას, რომელიც ანგრევს საქართველოს და მართლმადიდებლობას. კი გაიაძახიან, _ ამერიკა-ევროპაო, მაგრამ რეალურად სხვა მიმართულებით ცდილობენ ქვეყნის წაყვანას და მალე კრახით დაასრულებენ «მოღვაწეობას»…

ახლახან შევიტყვე, რომ სააკაშვილს მთლიანად გაუძარცვავს ერეკლეს სასახლე და დღეს, ტელეეთერში რომ გამოჰყავთ წითელწინდებიანი ნიკა რურუა, სწორედ ამ ადამიანის ხელშეწყობით მოხდა ჩვენი მუზეუმების გაძარცვა. ამას რატომ არ ითვალისწინებს ღარიბაშვილი? ნუთუ ვერ ხვდება, რომ ათი წლის შემდეგ ისიც «ნაციონალების» მდგომარეობაში აღმოჩნდება და ამის გამო ქართველი ხალხი პომიდორსა და კვერცხს დაუშენს?

_ რას აპირებთ?

_ ძველებურად გააქტიურებას. ჩვენი ტრადიციებისა და ეროვნული ღირსების დაცვას. ამ ყველაფრის საფრთხის შემქმნელად უკვე «ოცნებას» ვხედავ თავისი რესპუბლიკელებიანად. ლგბტ-ს წარმომადგენელი რომ მეტყვის, ჰომოფობი ხარო, სასაცილოა. თუ საქართველოში ჰომოფობს გიწოდებენ, ნიშნავს, რომ ნორმალური ადამიანი ხარ. 17 მაისი ახლოვდება და არ მგონია, მხოლოდ გეიფილმის პრემიერით შემოიფარგლონ. ბოკერია ისე არ მოისვენებს, რომ დაძაბულობა არ გამოიწვიოს თბილისის ქუჩებში. ამიტომ ხელისუუფლებას ეკისრება დიდი როლი, შარშანდელი პროვოკაცია რომ აღარ განმეორდეს და ერთხელ და სამუდამოდ ჩამოაყალიბოს თვალსაზრისი ამ ე. წ. საზოგადოების საქართველოში არსებობაზე. თუ 17 მაისს მოხდა პროვოკაცია, დავდგები მათ მხარეს, ვინც პედერასტებს კვერცხებსა და პომიდვრებს დაუშენს. ამიტომ არ გაბედონ ჰომოსექსუალებმა ამ დღეს პროვოკაციის მოწყობა! ისე, ეს ხალხი ამ ადამიანების უფლებებს კი არ იცავს, არამედ საკუთარი ჯიბის გასასქელებლად იბრძვის. ბორდელებიდან გამოქცეულებმა ვისი უფლებები უნდა დაიცვან, საკუთარ თავს მიხედონ, სჯობს. ასე რომ, თუ ამ დღეს კვლავ გამოჩნდება მღვდელი «ტაბურეტკით», გამოვართმევ იმ სკამს და დავცხებ ავადმყოფ პროვოკატორებს!

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

1 COMMENT

  1. სომხეთის მაგალითს მრავალწერტილი არ უნდა, მათ ევრაზიული კავშირისკენ აქვთ გეზი. ეს თემა პოლიტიკურ სპექტრში დახურულია. მარტო ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკია დაშვებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here