Home რუბრიკები პოლიტიკა «ალასანიამ გაეროში ელჩად ყოფნის დრო გამოიყენა იმისთვის, რომ კარგად ჩახუტებოდა ამერიკელებს, და...

«ალასანიამ გაეროში ელჩად ყოფნის დრო გამოიყენა იმისთვის, რომ კარგად ჩახუტებოდა ამერიკელებს, და ლენგლში სადაზვერვო სამსახურის კურსები გაიარა»

542

არის თუ არა ხელისუფლებაში განხეთქილება? სწორედ ამ საკითხის განხილვით  დავიწყეთ ინტერვიუ პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილთან, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მწვავედ შეაფასა.

_ ბოლო ხანს ვარაუდი გამოითქვა, გარკვეული სახელისუფლო წრეები გადატრიალებისთვის ემზადებიანო. ეს ვარაუდი სინამდვილესთან ახლოს დგას. როგორც ჩანს, კოალიციის დანარჩენი ძალები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ არ არიან კეთილგანწყობილნი. ამასთანავე, პრეზიდენტი მარგველაშვილი განაწყენებულია ბიძინა ივანიშვილზე, რის შესახებაც თავადვე განაცხადა პრაღაში ვიზიტისას რადიო «თავისუფლებისთვის» მიცემულ ინტერვიუში და ისიც თქვა, ჩემზე ცუდად მოქმედებს ივანიშვილის კრიტიკაო. გარდა ამისა, თუ მოხდება მინისტრების შეცვლა, კონსტიტუციიდან გამომდინარე, ოთხი მინისტრის გადადგომა საკმარისია იმისათვის, რომ ახალი კაბინეტი გახდეს დასამტკიცებელი. ეს ყველაფერი გზას გაუხსნის პარლამენტს, რომ ახალი მთავრობა აირჩიოს პრემიერმინისტრითურთ. ვინაიდან ახალ მთავრობაში აღარ  განიხილავენ ღარიბაშვილს, ეს ნიშნავს, რომ გადატრიალებას მართლაც ამზადებენ. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი «ნაციონალებთან» არის გარიგებული და ამ ყველაფრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს არავინ დაუჭერს მხარს, შედეგად მოხდება გაპრემიერმინისტრება ირაკლი ალასანიასი, რაც ხელს აძლევს როგორც «ნაციონალებს», ასევე რესპუბლიკელებს და ა. შ. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი გულზე მოხვდა ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრობის ბოლო სხდომაზე განაცხადა, რომ ჩვენი გუნდი მონოლითურია, ჩვენ შეკრული ვართ და არ გვყავს ადამიანი, რომელიც გვიღალატებსო. ეს იყო პასუხი იმ ვარაუდზე, რომელიც გავრცელდა ინტერნეტსივრცეში. რაც უნდა ამტკიცონ ღარიბაშვილმა და «ოცნებელებმა», რომ ყველაფერი რიგზე აქვთ, ცხადიამთავრობაში  ყველაფერი რიგზე არ არის და ისიც ნათელია, რომ ერთმანეთს ჭამენ; თითქოს ფარულად, მაგრამ ეს  ხმა გარეთაც გამოდის. ალასანია დაბოღმილი რომ არის ბიძინა ივანიშვილზე, ნათელია, რადგან ივანიშვილმა ორჯერ გაუცრუა იმედი. ცნობილია, რომ პრემიერმინისტრობა ალასანიას სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა, შემდეგ პრეზიდენტობის  სურვილიც  გამოთქვა, მაგრამ არც ამ შემთხვევაში გაუმართლა. ამ ყველაფერს თან დაერთო შიგადაპირისპირებაც. როდესაც პრემიერმინისტრი იყო ივანიშვილი, მან ალასანაია პირველი ვიცეპრემიერობიდან მოხსნა.

ის, რომ ირაკლი ალასანიას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს «ნაციონალებთან», არ მიკვირს, რადგან ალასანია სააკაშვილის შექმნილია. ირაკლი ალასანია პოლიტიკურ ცხოვრებაში მამამისის, მამია ალასანიას, დამსახურებით გამოჩნდა _ ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში ირაკლი ალასანია უშიშროების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამის შემდეგ სააკაშვილმა, პრეზიდენტი რომ გახდა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ გადაიყვანა, ცოტა ხანში კი გაეროში გაგზავნა საქართველოს წარმომადგენლად. ალასანიამ გაეროში ელჩად ყოფნის დრო გამოიყენა იმისთვს, რომ კარგად ჩახუტებოდა ამერიკელებს და ლენგლში სადაზვერვო სამსახურის კურსები გაიარა. დღეს ალასანიას შვილები ამერიკაში ცხოვრობენ და თვითონაც ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს ამერიკელებთან, თანაც გაეროში ყოფნის პერიოდში საკმაოდ კარგი პირობები შეიქმნა საკუთარი თავისთვის. ალასანია არ გადადგებოდა გაეროში ელჩობიდან, სააკაშვილს რომ არ მოესურვებინა. როგორც ჩანს, სააკაშვილს მოახსენეს ალასანიას გამყიდველობის შესახებ. ირაკლი ალასანია მართლაც არ არის სანდო პიროვნება _ დღეს შენთან არის, ხვალ _ სხვასთან, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავისთვის უკეთეს პირობებს ეძებს. 2008 წლის ომის შემდეგ ალასანია ხმალამოღებული რომ იცავდა სააკაშვილს, ეს საზოგადოებას რატომღაც დაავიწყდა. კარგად მახსოვს მისი გამოსვლები გაეროში, დაბეჯითებით რომ ლანძღავდა რუსეთს და სააკაშვილს აქებდა, თუმცა, ამის მიუხედავად, სააკაშვილი მიხვდა, რომ ის პიროვნება სანდო არ იყო და მოიშორა. საბოლოოდ კი ისე გამოჩნდა, თითქოს ალასანია გადადგა. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გადადგებოდა, რომ არ სცოდნოდა,  მის წინააღმდეგ რას მოიმოქმედებდა სააკაშვილი. ამ გადადგომის შემდეგ მან შეინარჩუნა ურთიერთობა ამერიკის გარკვეულ წრეებთან და სწორედ ამერიკა მიიჩნევდა ალასანიას სააკაშვილის შემცვლელად. როდესაც ალასანია საქართველოში ჩამოვიდა, მას ამერიკელები ჩამოჰყვნენ და გარკვეული პერიოდი საქართველოში დაჰყვეს, როგორც ალასანაიას დაცვის წევრებმა. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ალასანიას დღესაც აქვს მყარი პოზიციები აშშში, გარკვეული წრეები მხარს უჭერენ ან რატომ არ უნდა დაუჭირონ, ის ხომ მათი ყველა ბრძანების შესასრულებლად მზად არის?! საბოლოოდ კი ამერიკამ მოახერხა ის, რომ დღევანდელი ხელისუფლებაც და ოპოზიციაც პროამერიკულები არიან. საქართველო არის ამერიკული მოდელი, რადგან მთელი სისტემა, პროამერიკული ტელევიზიებითა და არასამთავრობო ორგანიზაციებით არის დაკომპლექტებული. საქართველოს ხელისუფლებაში ამერიკელების ყველაზე სანდო პირი ალასანიაა და დღეს, როდესაც ეს ადამიანი ამბობს, «ნაციონალებს» ჩადენილი დანაშაული უნდა შევუნდოთო, ეს არა მხოლოდ მისი ფრაზა, არამედ ამერიკის სურვილის გახმაურებაცაა. ამერიკას არ სურს, «ნაციონალების» წინააღმდეგ აღიძრას საქმე, რადგან «დემოკრატიის შუქურის» მეჩირაღდნე ციხეში არ გამოამწყვდიონ. ალასანია ყველასთან კარგ ურთიერთობას ამყარებს, რაც მის ფინანსურ მდგომარეობას საიმედოს ხდის. ასევე იქცევიან უსუფაშვილი და ხიდაშელი, რომლებიც წითელ კოჭებს უგორებენ ამერიკელებს მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკამ მათ თითი არ დაუქნიოს.

ამერიკამ კი იცის, რომ ამ გზით საქართველოს ცუდი ურთიერთობა უყალიბდება რუსეთთან და ჩვენი ხელისუფალნიც იქცევიან არა ქვეყნის, არამედ მხოლოდ საკუთარი კუჭის ინტერესების შესაბამისად. ასე იქცევა ივანიშვილიც. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ძალიან ბევრმა იშოვა ფული, მაინც ანტირუსულად არიან განწყობილნი. ივანიშვილიც ამ კატეგორიას მიეკუთვნება. ის, რომ დღეს უცხოეთშია მისი ფული, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება იქნას გაკონტროლებული ამერიკელების მიერ, აფიქრებს ივანიშვილს და ამიტომაც აქვს საქართველოს ინტერესები მეორე პლანზე  გადაწეული. წინა პლანზე კი  ის შვიდი მილიარდი დგას, რომელიც რა გზით იშოვა, ღმერთმა იცისან რატომ ჰგონია ვინმეს, რომ ივანიშვილი საქართველოსთვის თავს გაწირავს? ეს ის კაცია, რომელიც შესანიშნავად იცხოვრებს არა მხოლოდ ჭორვილაში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში, ოღონდაც კი მისთვის კომფორტული გარემო იყოს. ასეთი გარემოს შექმნა ყველგან და ყოველთვის შეიძლება, თუ გაქვს ფული. ამიტომაც გამოიყვანეს რუსეთი ბუად, რომელიც ჩვენი  მეგობარი ქვეყნის, ანუ ამერიკის სტრატეგიული მტერია. რუსეთის ლანძღვით ივანიშვილი და სხვები ასრულებენ ამერიკის დავალებას. როდესაც ჩვენი დელეგაცია იმყოფებოდა სტრასბურგში, ევროსაბჭოს ბოლო სხდომაზე, პირველი, ვინც მოინდომა რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვა, სწორედ ჩვენი დელეგაცია იყო. საქმე ის არის, რომ რუსეთი, როგორც კი შეხედა ევროსაბჭოში არსებულ სიტუაციას, მიხვდა, რომ იქ არაფერი ესაქმება, რადგან ეს არის მხოლოდ სალაპარაკო ორგანიზაცია, სადაც მხოლოდ ენას იქავებენ, ხოლო საქმე ჯერ არავის გაუკეთებია და ამ ლაპარაკში ყოველწლიურად 23 მილიონის გადახდა ნამდვლად არ აძლევს ხელს რუსეთს და შესაძლოა, წლის ბოლოს თვითონ დატოვოს ევროსაბჭო.  ქართველებს კი ჰგონიათ, რომ ძალიან მკაცრები არიან და რუსეთი ევროსაბჭოდან გააგდეს, რაც სასაცილოა.

_ ქართველი ექსპერტები სხვაგვარად აფასებენ ამ პროცესებს

_ რომელ ექსპერტებზე მელაპარაკებით? სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდა, როგორც ინტელექტის, ისე ეკონომიკის თვალსაზრისით. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ განვლილმა ომებმა აფხაზეთთან და ე. წ. სამხრეთ ოსეთთან, პირველი პრეზიდენტის იარაღით ჩამოგდებამ, მხედრიონის თარეშმა და ამ ყველაფრის გამო შექმნილმა ვითარებამ საქართველოს არ მისცა საშუალება, რომ სწავლება ნორმალურ დონეზე ყოფილიყო. მე თუ მკითხავთ, საქართველოში 1988 წლის შემდეგ სწავლა აღარ არის. ამიტომ წარმოუდგენელია, საქართველოს ჰყავდეს განსწავლული, ჭკვიანი, ანალიტიკური აზროვნების მქონე ექსპერტთა ჯგუფი. ჩემს გაოცებას არ აქვს საზღვარი, როდესაც გამოდიან პატარა გოგო-ბიჭები, ჩიტიძეები და ა. შ. და ყველას ჰქვია პოლიტოლოგი და ექსპერტი. მათი საუბრიდან, რაც ყველაზე გამაღიზიანებელია, მიკერძოება გამოსჭვივის. ძალიან ბევრი ესქპერტი ემსახურება ამერიკის ინტერესებს, რადგან სწორედ მისგან ფინანსდება. ეს ვაიექსპერტები ისე მიტმასნილნი არიან ხელისუფლებასთან, რომ მათი რუპორები არიან. ეს ტენდენცია სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობის პერიოდში დამკვიდრდა და დღესაც გრძელდება… ამის მაგალითია სოსო ცისკარიშვილი, რომელიც «ნაციონალური მოძრაობის» ზეობის ხანაში პოლიტოლოგობდა და ექსპერტობდა. რამაზ საყვარელიძე, კვესელავა და ცინცაძე სააკაშვილის მრჩევლები იყვნენ და, როდესაც პრეზიდენტის მრჩეველი ხარ, ძალიან შორს დგახარ პოლიტოლოგიისგან. მართალია, ცისკარიშვილი არ იყო პრეზიდენტის მრჩეველი, მაგრამ იყო პირი, რომელსაც სააკაშვილი ნდობით უყურებდა წლების განმავლობაში.

ბოლო წლებში ქართველი კაცი ძალიან გაირყვნა, სადაც ფულს ხედავს, იქ გარბის. დაინახეს ივანიშვილი და ეთაყვანებიან. ბიძინამ ერთი წლით იყიდა პოლიტოლოგები და ამ ხნის განმავლობაში ალაპარაკა, შემდეგ კი, როცა დაინახა, მათი ლაპარაკი ისეთი არ იყო, როგორიც სურდა, ყველა შეკრიბა და მიჯირყვნა. ცისკარიშვილის კანტორაც ძალიან სასაცილო რამ არის, _ დამოუკიდებელ პოლიტოლოგთა თუ ექსპერტთა კლუბი. ან იმ სოროში თუ კლუბში, სადაც ის არსებობს, ვინ იხდის შენახვის თანხას? ერთი პატარა სოროს დაქირავება 400-500 დოლარი ღირს, მით უმეტეს, თავისუფლების მოედანზე გაცილებით ძვირია და საინტერესოა, ვინ უხდის ცისკარიშვილს ქირას?! ორი ვარიანტია _ მას ან ამერიკა აფინანებს, რომელიც საქართველოში ყველას ყიდულობს, ან ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ასევე ყველას ყიდულობს. ამიტომაც საუბრობს ცისკარიშვილი «აწონილ-დაწონილად», ისე, რომ არც ამერიკას აწყენინოს და არც _ ივანიშვილს. ასეთ შემთხვევაში კი ვისი წყენინებაა მომგებიანი? _ ცხადია, რუსეთის. ამიტომაც აგინებს რუსეთს. ეს ყველაფერი უცოდინარობის ბრალია. რაც ყველაზე ცუდია, ეს . . პოლიტოლოგები თუ ექსპერტები თავს არ იწუხებენ კითხვით. ცისკარიშვილსაყვარელიძეების თამადობით, არ მინახავს, რომელიმე ამ . . ექსპერტს თავის ხელით დაეწეროს სტატია და რომელიმე გაზეთში გამოექვეყნებინოს, მხოლოდ ინტერვიუებს იძლევიან და კომენტატორის როლში არიან. ცისკარიშვილი, გასალანძღია თუ არა, რეგულარულად ლანძღავს რუსეთს. ცხადია, რომ ვიღაცის დავალებას ასრულებს. რატომ კადრულობს ამას? იმიტომ, რომ ასეთი აზრის გავრცელება საზოგადოებაში, უპირველეს ყოვლისა, მთავრობას აძლევს ხელს, თანაც რუსეთის ლანძღვას გაცილებით მეტი შემოსავალი მოაქვს. არ შეიძლება ამ ქვეყნის მისამართით ასეთი ყიამყრალი ლაპარაკი. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა დამარწმუნა, რომ რუსეთმა სწორი ნაბიჯები გადადგა. და როდესაც 75 წლის კაცი ისევე აზროვნებ, როგორც ვიღაც ჩიტიძე და სხვა . . ექსპერტები, გამოდის, რომ შენი საქმე მთლად კარგად არ არის. საინტერესოა, ცისკარიშვილი ვერ ხვდება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ხალხი აღარ წაიკითავს მის ნაბოდვარს…

ესაუბრა ნინო მაისურაძე

ალასანია 

1 COMMENT

  1. ბატონო ჰამლეტ,ყველაფერში გეთანხმებით.ცისკარიშვილის ნაბოდვარს ,წლებია ხალხი აღარ კითხულობს!

  2. Eს ყ ველაფერი სინამდვილეს ჰგავს.

    Gულის ამრევია ეს ყველაფერი.

    Vერსად ვერ მოისმენ საღ აზრს,სიმართლე ისე
    Dამალული და შეუ რ ა ც ხ ყო ფილია ,სართოდ გადააჩვიეს ხალხი და მომავალი თაობა სიმატთლის თქმადა და
    Aუცილებლობას..

    ღარიბაშვილი ,სერგეენკო და რამოდენიმე A დამიანი გასაწირადაა გამზადებული.

    Nაცების დაბრუნება საქართველოს საბოლოოდ გაანადგურებს და ქართუს გენს ამოშანთავს.

    შამაგიეროდ გექნებათ ლუსტრები რუსთაველზე,ციხეები,გადაღებილი შენობები და დაზომბირებული მოსახლეობა.

    Gიხაროდეთ ,,,,,Nაც FასIსთEბI ბღUნDეBიAნ.

  3. სამწუხაროდ ქართველებმა ვერ ისწავლეს სამშობლოს სიყვარული. ვერც სამღვდელოებამ შეასრულა თავისი როლი ადამიანური მორალის და ზნეობის ჩამოყალიბებაში! სამშობლოს სიყვარული და ყველა დანარჩენი სიყვარული სამწუხაროდ ჯერ ხალხის კუჭზე გადის!
    ხოლო ისინი ვინც მთავრობაში მოდიან თავი ყოვლისშემძლედ მიაჩნიათ და მხოლოდ საკუთარი ძალაუფლებების გამყარებაზე და პირად კეთილდღეობაზე ფიქრობენ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here