Home რუბრიკები საზოგადოება კიდევ ერთი «სერიოზული გაფრთხილება» ბატონ გოგი ქავთარაძეს

კიდევ ერთი «სერიოზული გაფრთხილება» ბატონ გოგი ქავთარაძეს

გოგი ქავთარაძემ პარლამენტში მაინც ამოიღოს ხმა და სხვას რას დავეძებ _ ზის პარლამენტში გაბუსუნებული და, ჩვენი საყვარელი ნოდარ დუმბაძისა არ იყოს, ნაბავს თვალებს… ასეთ ხალხზე ხომ არ წუხდა პოეტი _ მე ერთ პატარა სოფელს დავაკლდი, მაგრამ დიდ ქალაქს ვერ შევემატეო?!

ორი თვის წინათ (19.II.2014) ჩვენს გაზეთში გამოვაქვეყნე სტატია («რაც მოგივა…, ანუ ვინ უნდა მოუხადოს ბოდიში გოგი ქავთარაძეს?»), რომელიც არსებითად იმ საკითხს მიეძღვნა, რომ ჩვენი ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარის, პარლამენტარისა და ჩემი ნახევარსაუკუნოვანი მეგობრის _ გოგი ქავთარაძის დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სქელტანიანი კრებული «გიორგი ქავთარაძე» (შემდგენელ-რედაქტორი კ. ნინიკაშვილი, თბილისი, 2012) ან ჩვენთან რედაქციაში განგვეხილა, ან თეატრალურ საზოგადოებაში, რათა ასეთი სამარცხვინო გამოცემა ამიერიდან მაინც აღარ მიეწოდოს მკითხველს.

უფრო მეტიც, პირადად მოვუბოდიშე ბატონ გოგი ქავთარაძეს, რაკი ჩემი კალამი ისე ბასრი ვერ გამოდგა, რომ დაეძლია-მეთქი თეატრალურ საგამომცემლო სივრცეში გამეფებული ბაკქანალია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ჩემს გულწრფელ მოწოდებას რეაგირება არ მოჰყოლია არათუ საქართველოს თეატრალური საზოგადოებიდან, სადაც «იშვა» ეს ყოვლად უწიგნური გამოცემა, არამედ, რაც ყველაზე საგანგაშოა, არც თვითონ ბატონი გ. ქავთარაძისგან. ასეთ უპასუხისმგებლობას რაც ჰქვია, თავად მკითხველმა განსაჯოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ნამდვილად ვიმსახურებ იმ საყვედურს, რომელიც ერთმა ჩემმა კოლეგამ მომახალა, ზოგადად რომ ილაპარაკე და კონკრეტული არაფრი თქვი, ახია შენზეო.

რა მიკიბ-მოკიბვაზეა საუბარი, როცა არც მეტი, არც ნაკლები, ყოვლად უვარგისი გამოცემა ვუწოდე, მაგრამ, თუ ცალკეული კონკრეტული შენიშვნები არ გავაკეთე, მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც მსგავს შემთხვევაში იტყვიან, საზოგადოების მაღალი ინეტერსებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, ერთად (ჩვენი გაზეთის რედაქციასა და საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას) განგვეხილა ასე ცნობილი ხელოვანისა და საზოგადო მოღვაწისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, მაგრამ რაკი, ასე ვთქვათ, მეორე მხარე ტრადიციულად გატრუნულია, რაღა დაგვრჩენია, მკითხველს დაწვრილებით მოვახსენებთ ჩვენს აზრს ამ ვაიგამოცემაზე. საქართველოს თეატრალური საზოგადოება თავისი ხელმძღვანელის 70 წლისთავის საიუბილეოდ ასეთ სამარცხვინო გამოცემას რომ მიაწვდის მკითხველს, სხვა შემთხვევაში მისგან რას უნდა ველოდოთ?!

თუმცა საერთოდ, მიეწოდა კი იგი მკითხველს, ამ ფრაზის პირდაპირი გაგებით, თუ ე. წ. მაკულატურაში წავიდა? ეგებ ეს მაინც გვიპასუხოს საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ? ამასთან, რა თანხა იქნა გაღებული ამ ძვირფასი (ისევ პირდაპირი გაგებით) გამოცემისთვის? ისე, სულო ცოდვილო, შემდგენელ-რედაქტორს მასალები კი შეუგროვებია გულდასმით და ბლომად, მაგრამ ფინაჩი მშენებლის ხელში რა სახლს ააშენებ, რაც უნდა კარგი მასალები მოაზღვავო?! აქაც ასეა და, როგორც ჩანს, საქართველოს თეატრალურ საზოგადოებაში, ძალზე მსუბუქად რომ ვთქვათ, უყაირათოდ ეკიდებიან ფინანსების ხარჯვას!

ახლა მაინც სრულად რომ წარმოვაჩინო, რა ფინაჩურადაა ნაგები ეს საიუბილეო კრებული (რასაც ნამდვილად არ იმსახურებს ჩვენი ძვირფასი გ. ქავთარაძე), თავდაპირველად, ისევ ჩემს ახალ «გატაცებას» _ მინილექსიკონებს (ამას ჩემი ძვირფასი კოლეგა-ლექსიკოგრაფები, იმედია, გურულობის გამო, შემინდობენ) უნდა მივმართო.

ეს მინილექსიკონები, როგორც მკითხველთა გამოხმაურებიდან ჩანს, ერთობ საშური სტრუქტურა გამოდგა ნააზრევის სრულყოფილად და, რაც მთავარია, უმტკივნეულოდ წარმოსაჩენად (რა გამოხმაურებებზეა საუბარი, თუ ჩამეძიება მავანი, შემიძლია, ზუსტად დავასახელო, თქვენ წარმოიდგინეთ, უცხოეთიდანაც კი შემოსული ერთობ პოზიტიური რეაქცია ჩვენს გაზეთში ბოლო ხანებში ჩემ მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციათა სერიალზე):

I. ქართული ენის განმარტებითი მინილექსიკონი, რომელსაც საფუძვლად დაედო ბატონი გიორგი ქავთარაძის საიუბილეოდ გამოცემული კრებული «გიორგი ქავთარაძე» (შემდგენელ-რედაქტორი _ კ. ნინიკაშვილი, საქართველოს თეატრალური საზოგადოების გამოცემა. თბილისი, 2012, A4 ფორმატი, 300 გვ., ცარცის ფურცელი). ლექსიკონი შეადგინა და კომენტარი დაურთო პროფ. გოგი დოლიძემ. ა ადეზახათ (226) _ დაეძახათ (კონტექსტის მიხედვით, ასე უნდა ყოფილიყო) ავღვნიშნეთ (133) _ აღვნიშნეთ ავტოგრაფეს (211) _ ავტოგრაფებს ათმავლობას (195) _ აღმავლობას ალბად (18, 195) _ ალბათ ამასწინათ (93) _ ამას წინათ აპოირებდნენ (226) _ აპირებდნენ არაუშავდა (262) _ არა უშავდა არა-რა (130, 133) _ არარა არცერთი (5, 53, 100, 177) _ არც ერთი არც თუ (93, 104, 253) _ არცთუ აქმამდე (226) _ აქამდე აქედამ (73) _ აქედან ახლახანს (32) _ ახლახან აწი (75) _ ამიერიდან (როგორც ხაზგასმულია ქართული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონში, გვ. 79) ბ ბაჩაბნა (37) _ ბაჩანა (პერსონაჟი) ბედნერად (109) _ ბედნიერად ბევრჯელ (61) _ ბევრჯერ ბოლოსდაბოლოს (101) _ ბოლოს და ბოლოს ბრწყივნალებით (184) _ ბრწყინვალებით გ გადამუშავებულ გადმოქართულებულ (143) _ გადამუშავებულ-გადმოქართულებულ გაიმეოროს_მეთქი (13, 65, 265 და ა. შ.) _ გაიმეოროს-მეთქი (ნაწილაკი «მეთქი» წინა სიტყვას უერთდება მხოლოდ დეფისით, როგორც ხაზგასმულია ორთ. ლექსიკონში, გვ. 34) გამოხაატულება (119) _ გამოხატულება განსხვაებას (6) _ განსხვავებას გარადა (226) _ გარდა გარეშე _ ნამდვილად არსებობს ასეთი სიტყვა, მაგრამ ხშირად იგი სრულიად უადგილოდ იხმარება: ჩემ გარეშე (16), კონფლიქტის გარეშე (20), რომლის გარეშე (61, 93, 136), შესწავლის გარეშე (248), შეთანხმების გარეშე (268), რეპეტიციის გარეშე (271), თარჯიმნის გარეშე (98), ემოციის გარეშე (190), და ა. შ. როცა გაიხსენებ გალაკტიონს («უსიყვარულოდ…»), ცხადია, უნდა იყოს: უჩემოდ, უკონფლიქტოდ, ურომლისოდაც, შეუსწავლელად, შეუთანხმებლად, ურეპეტიციოდ, უთარჯიმნოდ, უემოციოდ და ა. შ. დ დავაშკაცდი (236) _ დავაჟკაცდი დაგვანახა (130) _ დაგვანახვეს (კონტექსტის მიხედვით) დამაბრალებთო (226) _ დაგვაბრალებთო (კონტექსტით) დაიღიპა (124) _ დაიღუპა დას (226) _ დასს («ხელმძღვანელობდა დასს») დასსმა (122) _ დასმა დაცაგრეს (226) _ დაჩაგრეს დაჯილდოვებულია (29, 245) _ დაჯილდოებულია «დედა ენა» (80) _ «დედაენა» (მეტიც, ამ გვერდზე ორივე ფორმაა გამოყენებეული) დღე და ღამ (108) _ დღედაღამ ე ეგრეთწოდებული (148) _ ეგრეთ წოდებული ერთერთი (17) _ ერთ-ერთი ერთად-ერთი (42) _ ერთადერთი ერთის მხრივ (42, 61, 177) _ ერთი მხრივ ეს ეს (211) _ ეს-ეს ეხლა (53, 104) _ ახლა ვ ვერცერთს (100-II, ანუ ორჯერ) _ ვერც ერთს (ანუ ეს შეცდომა ორჯერ მეორდება ამ გვერდზე) ვიღაცეები (214) _ ვიღაცები ზ ზიზილ-პიპილოებით (29) _ ზიზილ-პიპილებით ზოგიერთი სპეციალისტებისაგან (97) _ … სპეციალისტისაგან ზოგს (107) _ ზოგი (კონტექსტით) «ზღაპარიყო» (239) _ «ზღაპარ იყო» (სპექტაკლის სახელწოდება) თ თავჯდომარის (172, 223) _ თავმჯდომარის თატრებში (136) _ თეატრებში თავისი (52) _ თავიანთი (კონტექსტით) თანხებიტ (226) _ თანხებით თეტრის (168, 169) _ თეატრის თეტრმა (173) _ თეატრმა თვალ-ყური (52-II) _ თვალყური (როცა თვალყურის დევნებაზეა საუბარი) თვითოეული (19, 100, 126, 198) _ თითოეული თქო (207) _ ეს ნაწილაკი იხმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა I პირის დანაბარები II პირმა III პირს უნდა გადასცეს («უთხრა, ჩქარა შინ დაბრუნდი-თქო»), როგორც ქართული ენის განმარტებით ლექსიკონშია მითითებული, გვ. 243 და არა «მეთქის» ნაცვლად, როგორც აქაა _ «ამ წარმატებებში ჩემი ხელიც ურევია-თქო, ვიბრალებ…» (გვ. 207). ი იუბილაური (207) _ იუბილარი კ კინო გადაღება (5) _ კინოგადაღება კინო მსახიობი (253) _ კინომსახიობი კინო რეჟისორი (254) _ კინორეჟისორი კინოს-ვარსკვლავები (143) _ კინოვარსკვლავები კორიოლა-ნუსი (263) _ კორიოლანუსი (პერსონაჟი) ლ ლოპახინებისათვის და იაშკებისათვის (134) _ ლოპახინებისა … მ მაინც და მაინც (89) _ მაინცდამაინც მამა-შვილობას (57) _ მამაშვილობას მართველის (226) _ მმართველის მარცხნივ (კადრში) გ. გოიანი (18, 19) _ არადა, ორივე შემთხვევაში გ. გოიანი, გინდ კადრი დაარქვი და გინდ ფოტო, მარჯვნივაა მასიური (26) _ მასობრივი (კონტექსტით) მითუმეტეს (48, 94, 109, 110, 243, 251) _ მით უმეტეს მთელ რიგ (192) _ ზოგ, მრავალ მივაკუთნოთ (5) _ მივაკუთვნოთ მზაობა (159) _ მზადყოფნა მიყავთ (251) _ მიჰყავთ მისსავე მიერ (137) _ მის მიერვე მისსივე (98, 147) _ მისივე მეორეშე (7) _ მეორეში მეორეს მხრივ (42, 61, 177) _ მეორე მხრივ მსახოიბი (250) _ მსახიობი მსხვილი ხედით (17-II, 139, 192) _ ახლო ხედით (კინემატოგრაფიული ტერმინია) მუსიკლური (170) _ მუსიკალური მოტყვილება (208) _ მოტყუება მტერბის (89) _ მტრების მხატრული (169) _ მხატვრული ო ოპოზიციაშ (226) _ ოპოზიციაში პ პირაზე (89) _ პინაზე პრობლემათა მთაწვდომის (197) _ … ჩაწვდომის (ალბათ) ჟ ჟურნალში «თეატრი” (136) _ ჟურნალში «Тეთიპ» (კონტექსტით) რიგი იმ… მოღვაწეთა (72) _ ზოგიერთი… მოღვაწე რომელსაც (74) _ რომელთაც (კონტექსტით) რატო? (89) _ რატომ? რომლის გარეშეც (93) _ რომელთა გარეშეც (კონტექსტით) რო (250) _ რომ ს სადაოც (130) _ სადავოც საღამოაზე (287) _ საღამოზე საგულდაგულოთ (282) _ საგულდაგულოდ სემოიღეს (226) _ შემოიღეს სპე-ქტაკლი (226) _ სპექტაკლი სპექტაკლმა (130) _ სპექტაკლებმა (კონტექსტით) სულით-ხორცამდე (87) _ სულითხორცამდე სცენიური (241) _ სცენური სუბარი (189) _ ბატონი სოზარ სუბარი არ გეგონოთ! უნდა იყოს _ «საუბარი» სუცხოო (199) _ საუცხოო სხვა და სხვა (69) _ სხვადასხვა სტილისტურად (6) _ სტილისტურ (კონტექსტით) სხვათაშორის (200, 211) _ სხვთა შორის სცენა მონოლოგს (64) _ სცენა-მონოლოგს სოსოია და ხატია ჩამომჯდარა (13) _ … ჩამომსხდარან ტ ტოლვილობის (226) _ ლტოლვილობის (თუმცა, კონტექსტით) _ დევნილობით ტეატრს (226) _ თეატრს ტაგან-როგი (157) _ ტაგანროგი (ქალაქი რუსეთში) ტიპიურ (72) _ ტიპურ უ უგალსტუკოდ (244) _ უჰალსტუხოდ უნებლიედ (136) _ უნებლიეთ უნდგულქვაობის (165) _ «უნდ» გერმანულად არის კავშირი «და», რომელიც აერთიანებს ფრაზის ორ ერთგვარ წევრს; «გულქვაობაც» გასაგებია, «უგულო», «ულმობელ» ადამიანს ნიშნავს, მაგრამ მათი ერთმანეთთან ასე დაკავშირება, ჯერჯერობით ვერ გამირკვევია, ეგებ გერმანისტებსაც დავეკითხო… უამრავი გასტროლები (87) _ … გასტროლი უამრავი შეცდომები (250) _ … შეცდომა ქ ქაოტური (73) _ ქაოსური (როგორც ხაზგასმულია ორთ. ლექ-ში, გვ. 499) ქონდეს (254) _ ჰქონდეს ღ ღირსების შენარჩუნებისათვის (169) _ … შესანარჩუნებლად (ასეთ ფორმას მიხეილ ჯავახიშვილი დაკუტებულ წინადადებას ეძახდა) ყ ყავდა (69) _ ჰყავდა ყელამ (207) _ ყველამ «ყვარყვარე თითაბერში» (111) _ «ყვარყვარე თუთაბერში» ყველაზე მთავარია (153) _ უმთავრესია შ შარვალკოსტუმში (186) _ კოსტიუმში (ე.ი. აქ ორი შეცდომაა) შთაბაეჭდილებას (174) _ შთაბეჭდილებას შემ (101) _ შენ შრომის მოყვარეობით (104) _ შრომისმოყვარეობით შთამოვავლობა (181) _ შთამომავლობა (სპექტაკლი) შტაგონება (130) _ შთაგონება ჩ ჩაბსკვნილი (60) _ ჩასკვნილი ჩამვარდა (247) _ ჩამივარდა ჩემს გარეშე (16) _ ჩემ გარეშე ჩემის აზრით (109, 130, 254) _ ჩემი აზრით ჩევენ (226) _ ჩვენ ჩვენთაგანი (19, 109, 197) _ ჩვენგანი ჩვოდმეტრი (226) _ ჩვიდმეტი ჩინ-მენდლებს (41) _ …მედლებს ც ცდოლობდნენ (251) _ ცდილობენ ცერჩეტი (281) _ ცერცეტი, ჩერჩეტი ციხე-სიმაგრე (119, 184) _ ციხესიმაგრე წ წელს (130) _ წლეულს (კონტექსტით უმჯობესია ასე) წინ (5, 29, 53, 73, 86, 103, 104-II, 109, 159_II, თანაც ერთ სტრიქონში, 175) _ წინათ («წინ» იმას გულისხმობს, ვინც (რაც) პირდაპირ, პირისპირ არის, «წინათ» კი _ იმას, რაც «უწინ», «ადრე», მოხდა…) ხ ხნია (104) _ ხნის ხელოვნებათმცოდნეობის დირექტორი (189, 195) _ … დოქტორი (აქ, რომ იტყვიან, კომენტარი მართლაც ზედმეტია!) ხელსტაკოვი (114) _ ხლესტაკოვი (პერსონაჟი) ჰ ჰომერიული სიცილი (97) _ ჰომერული … II. უცხო სიტყვათა მინილექსიკონი, რომელსაც საფუძვლად დაედო ბატონი გ. ქავთარაძის საიუბილეოდ გამოცემული კრებული «გიორგი ქავთარაძე» (შემდგენელ-რედაქტორი _ კ. ნინიკაშვილი, საქართველოს თეატრალური საზოგადოების გამოცემა. თბილისი, 2012, A4 ფორმატი, 300 გვ., ცარცის ფურცელი). ლექსიკონი შეადგინა და კომენტარი დაურთო პროფ. გ. დოლიძემ. ა აბსოლიტურად (164) _ აბსოლუტურად ადექვატური (96, 146) _ ადეკვატური (როგორც ხაზგასმულია ორთ. ლექს-ში გვ. 27) არიალს (214) _ არეალს ბ ბალეტმეისტერი (263) _ ბალეტმაისტერი ბალლერინა (48-II) _ ბალერინა ბუღალტერულად (148) _ ბუღალტრულად დ დინამიური (8, 38, 143) _ დინამიკური დიპლომატსაც (189) _ დიპლომანტსაც დიქტაფონზე (5) _ დიქტოფონზე ე ეპიური (38-II) _ ეპიკური ელასტიურობა (111) _ ელასტიკურობა ეკონომიური (149, 251) _ ეკონომიკური ეროტიული (77) _ ეროტიკული ექვივალენტი (129) _ ეკვივალენტი (როგორც ხაზგასმულია ორთ. ლექს-ში, გვ. 271) ვ ვანაში (208) _ აბაზანაში ი ინსტიქტი (53, 60, 63) _ ინსტინქტი ისტორია (126, 158, 171) _ ამბავი (კონტექსტით) კ კომფლიქტი (48, 87) _ კონფლიქტი კოსტუმი (25, 29-II, 32, 73, 75, 77, 80, 169, 193, 225, 260, 280) _ კოსტიუმი კოპირება (16) _ რუსულია _ იგულისხმება: ასლის, პირის გადაღება ლ ლაკონური (38, 42, 161, 199) _ ლაკონიური ლეიტმოტივი (90) _ ლაიტმოტივი ლირიული (122, 126) _ ლირიკული მ მაშტაბური (53, 56, 78, 79, 167, 175, 193) _ მასშტაბური მასიური (26, 88) _ მასობრივი (კონტექსტით) მიკრო-მოდელი (72) _ მიკრომოდელი მსხვილი პლანებით (17-II, 139, 192) _ ახლო ხედებით ნ «ნედელიან” (178) _ «ნედელიამ” (იგულისხმება გაზ. «იზვესტიის” დამატება) ო ოფიციალირმა (178) _ ოფიციალურმა პ პროფესიონალური (17, 45, 101) _ პროფესიული პლიუს (263) _ პლუსი პრინციპალ (194) _ არსებობს ასეთი სიტყვაც და იგი «უფროსს», «პატრონს» ნიშნავს, მაგრამ აქ, კონტექსტით, უნდა იყოს _ პრინციპულ (პოზიციაზეა საუბარი) რ რომანტიული (38) _ რომანტიკული ს სპეციფიურად (7) _ სპეციფიკურად სოციალდემოკრატიის (113) _ სოციალ-დემოკრატიის სპექტაკლებიდან (132) _ სპექტაკლიდან (კონტექსტით) ტ ტარგედია (165) _ ტრაგედია ტიპიური (73, 223) _ ტიპური ფ ფანტასია (20) _ ფანტაზია ფნტასმაგორული (219) _ ფანტასმაგორიული ფაქტიურად (38, 49, 53-II, 101, 152, 252, 278) _ ფაქტობრივად ფისკულტურის (236) _ ფიზკულტურის ქ ქაოტური (5) _ ქაოსური (როგორც ხაზგასმულია ორთ. ლექს-ში, გვ. 499) Еонид (265) _ Леонид Роезииа (252) _ Поэзия Бить (252) _ Быть Гпуповатои (252) _ Гпуповатой III. როგორც ჩანს, ერთ მინილექსიკონსაც უნდა მოვკიდო ხელი _ იგულისხმება, ახლა ესოდენ მოდური WHO ISWHO? ანუ ვინ ვინ არის? Aმის საფუძველც იძლევა კრებული «გიორგი ქავთარაძე», რომელშიც თვით გ. ქავთარაძისა და სხვა ცნობილი მოღვაწეების სახელი და გვარებიც დასალაგებელია: აგიორგი (210) _ გ. ქავთარაძე გალაქტიონი (23, 269) _ გალაკტიონი გოგო ქავთარაძე (5, 162) _ გოგი ქავთარაძე გ. ქავთრაძე (253) _ გ. ქავთარაძე გოგიქავთარაძე (137) _ გოგი ქავთარაძე გოგი ქავთარაძეის (184) _ გოგი ქავთარაძე გოგი სიხარულიძე (207) _ გივი სიხარულიძე დიმიტრი ჯაიანაია (151) _ დიმიტრი ჯაიანი დიმი ჯაიანი (226) _ დიმა ჯაიანი თამაზ ბიბილაური (13) _ თამაზ ბიბილური თენგიზ მასურაძე (207) _ თენგიზ მაისურაძე ლამარ ყარაშვილი (31) _ ლამარა ყარაშვილი მარჯანიშვილის (175) _ კ. მარჯანიშვილი ჯაინაის (226) _ ჯაიანის.

ახლა სხვა მხრივაც შევხედოთ ამ ჩემი ცოდვით სავსე საიუბილეო კრებულს, რომლის მესვეურებს საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ წიგნზე, როგორც პოლიგრაფიულ ერთეულზე:

უნებურად გადაბმული სიტყვები როგორ არ შემხვედრია სხვაგანაც, მაგრამ მთელი სტრიქონი და, თქვენ წარმოიდგინეთ, მთელი აბზაციც რომ სწორედ ასე, მოკრიმანჭულე გურულებივით ხელიხელგადახვეულები იყვნენ _ არა და ვერც წარმომედგინა. ძველი OТK («ტექნიკური კონტროლის განყოფილება») ამას წუნად ჩათვლიდა და დაბლოკავდა… ნეტავ ქალბატონმა ნანი ჩიქვინიძემ თუ ნახა, რა დღეშია იუბილარისადმი მიძღვნილი მისი გულწრფელი მისალმება (გვ. 210) ან ბატონმა დიმიტრი ჯაიანმა თუ გადახედა (გვ. 226), რა თანაგრძნობას უცხადებს მას გ. ქავთარაძე. არც ბატონი რობერტ სტურუას ტექსტია კარგ დღეში, ბოლო ორი სტრიქონი (გვ. 102) პირწმინდად მეორდება! მკითხველის მერიდება, თორემ სკანერით გადავიღებდი ამ თავხედობას, მაგრამ წინ თურმე «უკეთესი» მელოდა: წარმოგიდგენიათ, რა ნიშნებს გამოსცემს კომპიუტერი, ჩიტირეკია მთვლემარე მბეჭდავის ხელში? გადაშალეთ 244-249 გვერდები და წეროების გადაფრენა გეგონებათ, ისეა ჩამწკრივებული დეფისი და ტირე… ამას გარდა, გინახავთ ოდესმე კრებული, რომელშიც ათეულობით ავტორია წარმოდგენილი სტატიის, რეცენზიის, წერილის, მისალმებისა და მისთ. სახით და ამ კრებულს არ ჰქონდეს სარჩევი?

კრებულს არც საძიებლები აქვს, ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, სახელთა საძიებელი და, მით უმეტეს, სპექტაკლებისა თუ ფილმების საძიებლები. შეიძლება ასეთი უპასუხისმგებლობა და უპატივცემულობა იუბილარისა და მკითხველის მიმართ?! სად უნდა ეძიო ამ ზღვა მასალაში შენთვის საჭირო ავტორი და მისი დამოკიდებულება იუბილარისა თუ, საერთოდ, პრობლემური საკითხებისადმი? პუნქტუაციაზე, ისევე როგორც ფოტოსურათების წარწერებზე, ხომ ლაპარაკი ზედმეტია, ისეთი ქაოსია ამ მხრივაც. აბსოლუტური უვიცობა იმისა, თუ როდის იხმარება დეფისი (-) და როდის ტირე (_), რაც წამდაუწუმ თვალში გვხვდება ამ სპეციფიკურ ტექსტებში, ძალიან არასასურველ შთაბეჭდილებას ტოვებს და ა. შ. და ა. შ. როცა საქართველოს თეატრალური საზოგადოება ასე აგდებულად ეპყრობა თავისი სახელოვანი თავმჯდომარის 70 წლისთავის საიუბილეო გამოცემას, ვიმეორებ, სხვის მიმართ, საზოგადოების ჩვეულებრივი წევრის მიმართ, რას იზამს?! გურულად რომ მოვუქციო, სწორედ ამას ვჩივი რა ხანია, მაგრამ ვინაა პასუხის გამცემი?! ისე, მე და ჩემმა ღმერთმა, ნეტავ, იმას მომასწრო, რომ გოგი ქავთარაძემ პარლამენტში მაინც ამოიღოს ხმა და სხვას რას დავეძებ _ ზის პარლამენტში გაბუსუნებული და, ჩვენი საყვარელი ნოდარ დუმბაძის თქმისა არ იყოს, ნაბავს თვალებს… ასეთ ხალხზე ხომ არ წუხდა პოეტი _ მე ერთ პატარა სოფელს დავაკლდი, მაგრამ დიდ ქალაქს ვერ შევემატეო?! ნუთუ ასე «პატარა სოფელია» ქართული ხელოვნება, პარლამენტი კი _ «დიდი ქალაქი»?! ვინ იცის?!

გოგი დოლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here