Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინის ხელისუფლებამ ფაშისტების 81 წლის წინანდელი მეთოდები გაიხსენა და გებელსის გზას დაადგა

უკრაინის ხელისუფლებამ ფაშისტების 81 წლის წინანდელი მეთოდები გაიხსენა და გებელსის გზას დაადგა

548

გერმანიაში ფაშიზმი მიუღებელი წიგნების განადგურებით დაიწყო. დღეს კი, 81 წლის შემდეგ, რუსეთისა და ყოველგვარი რუსულისადმი სიძულვილით შეპყრობილი უკრაინელი ნაციონალისტები აშშისა და ევროპის წაქეზებით იმავე გზას დაადგნენ.

 

უკრაინაში ბანდერელთა ნაციონალისტურმა ხელისუფლებამ გერმანელი ფაშისტების 81 წლის წინანდელი მეთოდები გაიხსენა.

ქალაქ ხარკოვის ძერჟინსკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე წლის წინათ უკრაინაში გამოცემული წიგნის  «აფერისტი ქალი. ტიმოშენკოს საქმე»  ეგზემპლარები მაღაზიათა ქსელიდან ამოიღონ და გაანადგურონ.

ბენდერელთა ნებას დაქვემდებარებულმა სასამართლომ გადაწყვეტილება დეპუტატის თანშემწის _ დიმიტრი ილჩენკოს სარჩელის საფუძველზე მიიღო. ამასთანავე, სასამართლოს განხილვის საგანი იყო არა წიგნის შინაარსი, არამედ ის, რომ წიგნში მოსარჩელის ნებართვის გარეშე იყო შეტანილი მისი ფოტო, რომელზეც ილჩენკო ხელში იულია ტიმოშენკოს ბუკლეტით არის გამოსახული (დეპუტატის თანაშემწის თქმით, მან არ იცის, ვინ გადაუღო ეს ფოტო). ფოტოს ერთვის წარწერა: «როგორც ჩანს, ის მთლად დარწმუნებული არ არის».

ილჩენკომ განაცხადა, რომ ამ ფოტომ მორალურად დააზარალა და ამიტომ საკომპენსაციოდ 20 ათას გრივნა (დაახლოებით 2 ათასი დოლარი) მოითხოვა. სასამართლომ მისი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა _ წიგნის გამომცემლებს 2 ათასი გრივნის გადახდა დააკისრა.

ავტორი წიგნისა «აფერისტი ქალი. ტიმოშენკოს საქმე» არის გერმანელი პუბლიცისტი და გამომცემელი ფრანკ შუმანი.

წიგნი თავდაპირველად გამოიცა გერმანიაში, შემდეგ რუსულ ენაზე ნათარგმნი  გამოჩნდა უკრაინის მაღაზიების დახლებზე.

წიგნის რუსულენოვანი გამოცემის (ქ. ხარკოვის გამომცემლობა «ფოლიო») პრეზენტაცია გაიმართა კიევში 2012 წელს. შუმანმა წიგნის წარდგენისას განაცხადა, რომ იულია ტიმოშენკოს ბოროტმოქმედად თვლის, მის მიმართ გამოტანილ განაჩენს (წიგნის პრეზენტაციამდე ერთი წლით ადრე უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი რუსეთთან ბუნებრივი აირის მიღების ხელშეკრულების გაფორმების დროს უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულეს და 7 წლით აღუკვეთეს თავისუფლება) კი _ სამართლიანად.

იულია ტიმოშენკო საპატიმროდან 2014 წლის თებერვლის ბოლოს, კიევის მაიდანზე განვითარებული სისხლიანი მოვლენების შემდეგ გათავისუფლდა და ახლა ის უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე იყრის კენჭს. როგორც ჩანს, ძაღლის თავიც აქ არის დამარხული _ ბენდერელთა ხელისუფლება ყველაფერს კადრულობს იულია ტიმოშენკოს «გასათეთრებლად» (ტიმოშენკოს პრემიერობისას დიდძალი თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ. ის უკრაინის 100 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიაში იყო) და ისეთ მეთოდს მიმართავს, რომელსაც საფუძველი გერმანელი ფაშისტების იდეოლოგმა იოზეფ გებელსმა 1933 წლის 10 მაისს ჩაუყარა. სწორედ ამ დღეს დაიწყეს გერმანიის ხელისუფლებაში მოსულმა ნაციონალ-სოციალისტებმა წიგნების დემონსტრაციულად დაწვა, ებრაელების, მარქსისტებისა და პაციფისტების დევნა. 1933 წელს გერმანიის 70 ქალაქში, გერმანიის სტუდენტური კავშირისა და ჰიტლერიუგენდის თაოსნობით, კაცობრიობის გამოჩენილი პიროვნებების მილიონობით წიგნი დაწვეს დევიზით «გავწმინდოთ ქვეყანა ყოველივე არაგერმანულისგან!».

წიგნების დაწვის კამპანიის კულმინაცია კი იყო 1933 წლის 10 მაისს ბერლინში, ოპერნპლაცზე (ოპერის მოედანზე), აგრეთვე, გერმანიის კიდევ 21 ქალაქში აგიზგიზებული კოცონები, რომლებშიც ასიათასობით «არაგერმანული» და «ამორალური» წიგნი დაწვეს. გერმანიის რეიხსმინისტრმა, დოქტორმა იოზეფ გებელსმა წიგნის დაწვის კამპანიის მონაწილეებს ასე მიმართა: «ჩემო მეგობრებო _ სტუდენტებო, გერმანელო მამაკაცებო და ქალებო, გაზვიადებული ებრაული ინტელექტუალიზმის ერა დასასრულს უახლოვდება. გერმანიის რევოლუციის ტრიუმფმა გაასუფთავა გზა ყოველივე გერმანულისთვის. მომავალში გერმანელი არა მხოლოდ წიგნიერი ადამიანი იქნება, არამედ ძლიერი ხასიათის მქონეც. სწორედ ასეთ ადამიანებად ,გვსურს, აღგზარდოთ. უკვე ახალგაზრდულ ასაკში თქვენ უნდა გეყოთ გამბედაობა, პირდაპირ ჩახედოთ თვალებში დაუნდობელ ცხოვრებას, მოიშოროთ სიკვდილის შიში. სწორედ ეს არის ახალგაზრდობის მისია, ამიტომ თქვენ სწორად იქცევით, როდესაც ამ გვიან საღამოს ცეცხლს მიეცით წარსულის ინტელექტუალური ნაგავი. ეს შესანიშნავი, დიდებული, სიმბოლური წამოწყებაა, რომელიც მსოფლიოს დაუმტკიცებს, რომ ნოემბრის რესპუბლიკის ინტელექტუალური საფუძველი დანგრეულია, მაგრამ ამ ნანგრევებიდან აღდგება გამარჯვების ახალი სული».

გერმანიაში ფაშიზმი მიუღებელი წიგნების განადგურებით დაიწყო. დღეს კი, 81 წლის შემდეგ, რუსეთისა და ყოველგვარი რუსულისადმი სიძულვილით შეპყრობილი უკრაინელი ნაციონალისტები, აშშ-ისა და ევროპის წაქეზებით, იმავე გზას დაადგნენ _ მაღაზიათა ქსელიდან «მიუღებელი» წიგნების ამოღება-განადგურებიდან, წიგნების დემონსტრაციულად დაწვამდე ხომ ერთი ნაბიჯიც არ არის?!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here