Home რუბრიკები პოლიტიკა ეს არის შეშლილი, შეშლილი,შეშლილი მსოფლიო

ეს არის შეშლილი, შეშლილი,შეშლილი მსოფლიო

746

ადამიანების სიგიჟეს საზღვარი რომ არ აქვს, ამას 2013 წლის 9-10 დეკემბერს ევროპარლამენტში განვითარებული მოვლენებიც მოწმობს.

 

როგორც ლიტვური გაზეთი Respublika იუწყება, ევროპარლამენტარებმა ლიტვიდან _ იუსტას ვინცას პალეცკისმა, ვილია ბლინკიავიჩუტემ და ლეონიდას დონსკისმა მოიწონეს პორტუგალიელი ევროპარლამენტარისა და სპეციალისტის, ედიტე ესტრელას მიერ მომზადებული რეზოლუცია საკითხზე «სექსუალური და რეპროდუქტიული ჯანმრთელობა და უფლებები», რომლის მიხედვითაც ოთხ წლამდე ბავშვები ინფორმირებულები უნდა იყვნენ, როგორი სიხარულის მომგვრელია საკუთარ სასქესო ორგანოებთან შეხება. ევროპარლამენტარის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ მასტურბაციას დიდი წვლილი შეაქვს ბავშვის სქესობრივი განათლების საქმეში. პორტუგალიელი სპეციალისტის მტკიცებით, 6 წლამდე ბავშვებმა უნდა იცოდნენ ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური ურთიერთობის შესახებ. 9 წლის ბავშვები კი ინფორმირებულები უნდა იყვნენ კონტრაცეფციის მეთოდებზე, სექსუალურ ორიენტაციაზე, აგრეთვე, განსხვავებაზე ბიოლოგიურ სქესსა და სქესობრივ იდენტურობას შორის.

სექსუალური განათლების სტანდარტები, რომლებსაც ეყრდნობა პორტუგალიელი ევროპარლამენტის რეზოლუცია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული. ახლა კი მასტურბაციაზე საუბრით სურთ გაანათლონ მცირეწლოვანი ბავშვები _ აი, რა უნდა ასწავლონ ბავშვებს მშობლებმა და მასწავლებლებმა და ეს ყველაფერი ხდება ევროპაში (და არა მხოლოდ) განათლების დონის მკვთრი დაცემის ფონზე!

ხვდებით, საით სურთ კაცობრიობის დიდი ნაწილის წაყვანა?

ბავშვებს თურმე არ უნდა ასწავლოთ ლიტერატურის შედევრების წაკითხვა და კლასიკური მუსიკის მოსმენა. მათ არ უნდა შეისწავლონ ფიზიკა და ასტრონომია, რადგან, ღმერთმა არ ქნას, თავი ზემოთ აწიონ და ოცნება დაიწყონ. ქვევით, მათ მხოლოდ ქვევით უნდა იმზირონ, ყურადღება უნდა გაამახვილონ თავიანთ სხეულზე, თავიანთ ინსტიქტებზე და არ უნდა შეეცადონ სამყაროს შეცნობას, მით უმეტეს _ მის შეცვლას უკეთესობისკენ.

2013 წლის 10 დეკემბერს ევროპარლამენტმა პორტუგალიელი ედიტე ესტრელას რეზოლუცია მიიღო, ოღონდ მასში ასეთი ცვლილება შეიტანა: «სექსუალური და რეპროდუქტიული ჯანმრთელობისა და უფლებების, აგრეთვე, სკოლებში სქესობრივი აღზრდის საკითხების ჩამოყალიბებისა და განხორციელების პოლიტიკა შედის ევროკავშირის წევრი ქვეყნების კომპეტენციაში», თუმცა ლიტველი (სწორედ ამ ქვეყანას ახვევდნენ თავს ამ ექსპერიმენტს) და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს (აგრეთვე, საქართველოს) მშობლები, შეუძლებელია, მშვიდად იყვნენ.

ბევრმა ქვეყანამ ხომ ევროსაბჭოს 2007 წლის 25 ოქტომბრის #201 კონვენციის «სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ბოროტმოქმედებისგან ბავშვების დაცვის შესახებ» რატიფიცირება მოახდინა, რომლის მე-6 პუნქტით ქვეყნებს ევალებათ, ბავშვები სქესისა და სექსის საკითხებში გაანათლონ, ხოლო როგორი შეიძლება იყოს ეს განათლება, ედიტე ესტრელას მიერ შემუშავებული რეზოლუციიდანაც ჩანს.

განსაცვიფრებელი არის ის, რომ ცდილობენ, ეს ყველაფერი კანონმდებლობის ჩარჩოებში მოაქციონ, წერენ რეზოლუციებს და კენჭს უყრიან ასეთ საჭირო საკითხს _ ვაიძულოთ მშობლები, ასწავლონ ბავშვებს მასტურბაცია!

განა ადამიანის სიგიჟეს საზღვარი აქვს?!

P.S. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში პედოფილიისა და ინცესტის (სისხლის აღრევა, სქესობრივი კავშირი სისხლით ნათესავებს შორის) დაკანონებას ითხოვენ.

 

1 COMMENT

  1. ძალიან მაინტერესებს რას ამბობენ ევროფსიქიატრები ევროპარლამენტარების ფსიქიური მდგომარეობის შესახებ, მაშინ როცა პარლამენტში მსგავსი საკითხების პროპაგანდით არიან დაკავებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here