Home რუბრიკები პოლიტიკა «მოქალაქის» წინ მორბენალი «პრეზიდენტი»

«მოქალაქის» წინ მორბენალი «პრეზიდენტი»

754

ბიძინა ივანიშვილმა გულისტკივილით აღიარა, რომ გიორგი მარგველაშვილმა მას იმედები გაუცრუა. ეს, რა თქმა უნდა, მსუბუქი შეფასებაა იმისა, რაც ივანიშვილმა ბრძანა. მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, მისი ნათქვამი ასე ჟღერს _ 60 წლის ვხდები და მარგველაშვილის მსგავსი არამზადა და არაკაცი არ შემხვედრიაო.

მართლაც რომ მკვეთრი შემობრუნება და მოულოდნელი მეტამორფოზია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ექვსიოდე თვის წინ, როდესაც ლამის მთელი საზოგადოება უჩიჩინებდა ივანიშვილს, არ არის მარგველაშვილი საპრეზიდენტო კაცი და დაანებე თავიო _ საუკეთესო შეფასებებს და ეპითეტებს არ იშურებდა მარგველაშვილისთვის. მისი კანდიდატურა ხელების გადაგრეხვითა და შანტაჟით მოგვახვია თავს, როგორც «ერთადერთი ღირსეული და შესაფერისი საპრეზიდენტო კაცი». არგუმენტად კი როგორც ხშირად, ივანიშვილმა ამჯერადაც ის მოიყვანა, რომ მას აქვს უტყუარი ალღო და არ ეშლება ადამიანების შერჩევა.

ივანიშვილის ალღოსა და პროგნოზირების უნარზე «საქართველო და მსოფლიოსთან» ინტერვიუში პოლიტიკოსი ალექსანდრე ჭაჭია იმთავითვე წერდა: «მას (ივანიშვილს _ რედ.) რომ სწორად გაეანალიზებინა და უშეცდომო პროგნოზები გაეკეთებინა, მაშინ 8 წლის მანძილზე სააკაშვილის ანტიეროვნულ რეჟიმს ამდენ მხარდაჭერას არ გაუწევდა».

მოდით ცოტა ხნით მომავლის განჭვრეტის და წინასწარმეტყველების ივანიშვილისეულ უნარს თავი დავანებოთ და დავფიქრდეთ _ რისი იმედი ჰქონდა მას, როდესაც პრეზიდენტად დასვა გიორგი მარგველაშვილი, მერე კი გაუკვირდა, «ნაციონალი» მიხეილ მაჭავარიანის ძმა, ასევე პირწავარდნილი «ნაცი», ვანო მაჭავარიანი მრჩევლად რატომ დაისვა? ბიძინა ივანიშვილის მიერ ამომრჩევლისთვის თავსმოხვეული პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი არც მაშინ მალავდა, რომ მისი მეგობრები არიან ნიკოლოზ რურუა, ლევან რამიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიგა ბოკერიაწესით და რიგით, ბიძინა ივანიშვილს უნდა სცოდნოდა და ხსომებოდა, თუ ვინ იყვნენ და რას სჩადიოდნენ მისი მოწონებული პრეზიდენტობის კანდიდატის მეგობრები. სწორედ მარგველაშვილის სამეგობრო წრე იდგა ავანგარდში იმ პროცესებისა, რომელთაც ყოველივე ქართულთან ბრძოლა, ტრადიციების გაქილიკება, უფროსი თაობის ჩარეცხვა, განათლების მეცნიერების დაკნინება მოჰყვა. სწორედ ეს სამეგობრო აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რათა ამოეძირკვათ მართლმადიდებლური კულტურის კვალიც კი ქართული ცნობიერებიდან. ივანიშვილს უნდა სცოდნოდა, რომ ამ ანტიეროვნული საქმეების დიდოსტატი, უფრო სწორად, დიდი მაგისტრი გახლდათ მარგველაშვილის მეგობარი, «თავისუფლების ინსტიტუტის» თავკაცი ლევან რამიშვილი, ასევე მარგველაშვილის მეგობარი _ ბოკერია და დედაქალაქის ყოფილი მერი _ ჭიაბერაშვილი. თუმცა რა ცოდნა უნდოდა, როცა ივანიშვილი პირდაპირ თუ ირიბად ზემოჩამოთვლილ პერსონებს თავადაც აფინანსებდა შიგადაშიგ.

ამ ყველაფრის ფონზე მართლაც საოცარია, თუ რატომ გაუკვირდა ივანიშვილს მარგველაშვილის ორგულობა.

ფაქტია, რომ ივანიშვილი გაბრაზებულია, მაგრამ მას სადღეისოდ, გაცხარების გარდა, სხვა არანაირი მექანიზმი არ უპყრია ხელთ, რათა ზემოქმედება მოახდინოს მტრის ბანაკში გადაბარგებულ თანაგუნდელზე, რომელიც დღეს უკვე სააკაშვილის ყოფილი რეზიდენციიდან დამცინავი ირონიით პასუხობს მოქალაქე ივანიშვილს და ეს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინას ბრალია. მას ჰქონდა ილუზიები, რომ თვითონ წავიდოდა სამოქალაქო სექტორში, როგორც გურუ და უზენაესი თავმჯდომარე, დატოვებდა «ძლიერ მთავრობას», რომელიც მოახდენდა მისი პოლიტიკური კურსისა და ნება-სურვილების რეალიზებას. მილიარდერის ეს შეხედულება და იმედები რომ აბსურდული იყო, ამაზე ჩვენს გაზეთთან საუბარში ბატონი ალექსანდრე ჭაჭია იმთავითვე აცხადებდა: «საქართველო ჩინეთი არაა და არც ივანიშვილია დენსიაოპინი. ბიჭები, რომლებსაც იგი დაუტოვებს ძალაუფლებას, ორიოდე თვეში დაივიწყებენ მის არსებობას. ჩაიგდებენ თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტს ხელში, მათ აღარ დასჭირდებათ მისი სუბსიდიები. მას საჭიროების შემთხვევაში მოუწევს, მიმართოს ამერიკის ელჩს, რათა მისი მეშვეობით მოახდინოს გავლენა გარკვეული საკითხების გადასაწყვეტად, მაგრამ ელჩსაც ეს ყველაფერი მალე მობეზრდება».

როგორც ჩანს, მარგველაშვილთან დაკავშირებით ელჩსაც მობეზრდა მედიატორობა და თავად მარგველაშვილსაც აღარ უნდა წინდების მქსოველი ხელის ბიჭის იმიჯი, ხოლო ივანიშვილმა მოიმკა ის, რაც დათესა; მაგრამ პარადოქსი ის არის, რომ მარგველაშვილს ხალხმა ერთადერთი მიზეზით _ ივანიშვილის დაჟინებული მოთხოვნის გამო _ მისცა ხმა და, თუ მის გამო ივანიშვილიც იმედგაცრუებულია, გამოდის, რომ უამისოდაც დასაჭურისებული (უფლებრივად) პრეზიდენტის ლეგიტიმურობა ნულის ტოლია. და ვინ აგებს ამაზე პასუხს? მარგველაშვილი? _ როგორ, ის ხუთი წლით პრეზიდენტია! ივანიშვილი? _ როგორ, ის რიგითი მოქალქეა, ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი!.. არადა, ბატონი ბიძინა პრემიერის პოსტიდან სანამ წავიდოდა, გვამუნათებდა, _ მე კი მივდივარ, მაგრამ ნუ ღელავთ, ძალიან ძლიერ გუნდს დავტოვებ და მთავრობის თითოეულ წევრზე პასუხს ვაგებობიძინა ივანიშვილის «პირადი პასუხისმგებლობა» მაშინ ბევრმა საკმარისზე მეტ არგუმენტად მიიჩნია და არავინ მიაქცია ყურადღებას იმას, რომ ეს მხოლოდ სიტყვიერი პასუხისმგებლობა იყო და მის უკან არაფერი იდგა, რაზეც ბატონი ალექსანდრე ჭაჭია წერდა კიდეც:

«რა ფორმის პასუხისმგებლობაზეა საუბარი? როგორ აგებს ივანიშვილი პასუხს თავისი გუნდის ნამოქმედარზე? გადადგომის შემდეგ ივანიშვილი იქნება რიგითი მოქალაქე, თანაც საფრანგეთის. უბედურება სწორედ ისაა, რომ ჩვენი მმართველები, თავიანთი შეუსრულებელი დაპირებების გამო, პასუხს არ აგებენ და ვერც აგებენ, რადგან მსგავსი პასუხისმგებლობის არანაირი მექანიზმი არ არსებობს. განაცხადოს ივანიშვილმა ის პოლიტიკური და სოციალურეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც მისმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სამი წლის შემდეგ, მერე კი საჯაროდ თქვას და ნოტარიალურადაც დაამოწმოს, რომ ამ პარამეტრების შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი, როგორც სამთავრობო გუნდის საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირი, ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გადაურიცხავს ათას დოლარს. სულ 4 მილიარდი დოლარი გამოდის. აი, ეს იქნება მისი პირადი პასუხისმგებლობის რეალური ზომა. მზად არის ივანიშვილი ასეთი პასუხისმგებლობისთვის?

შევარდნაძეს 10 წელი მიყავდა საქართველო კატასტროფების გზით და ყოველი ახალი კატასტროფის წინ აცხადებდა: «მთელ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ». ეს ფრაზა სააკაშვილისგანაც ძალიან ხშირად გვესმოდა. ქვეყანა დააქციეს და დაშალეს, ეკონომიკა დაასამარეს, ხალხი გაძარცვეს და ვინმემ აგო პასუხი

როგორც ხედავთ, ივანიშვილი გადადგა, კოალიცია «ქართული ოცნება» «ნაცმოძრაობის» საქმის გამგრძელებლად უფრო ხშირად გვევლინება, ვიდრე ამომრჩევლის ნების აღმსრულებლად, არც ტერიტორიული მთლიანობის, არც სამართლიანობის აღდგენის, ეკონომიკის აღორძინების, დასაქმებისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით არსებითი წინსვლა არ არის… პასუხისმგებელი კი, როგორც ყოველთვის, არ ჩანს, რადგანაც ივანიშვილი გადადგა, ის აღარ არის პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებელი პირი, ხოლო იმ გუნდის გამო, რომელიც მან პირადი პასუხისმგებლობით დაგვიტოვა, პასუხს ასევე ვერ მოვთხოვთ, რადგან, მისი სიტყვების გარდა, არანაირი სხვა მექანიზმი, ვაგებინოთ პასუხი, არ არსებობს. არადა, უპრიანი იქნებოდა, პარლამენტს ყურად ეღო ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზე ბატონი ალექსანდრე ჭაჭია ასევე საუბრობდა «საქართველო და მსოფლიოსთან»:

«მრავალი წელია, ვამბობ, რომ აუცილებელია კანონი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების საქმიანობის შედეგებზე მათი პირადი პასუხისმგებლობის შესახებ. სანამ ასეთი კანონი არ არსებობს, მე მოვუწოდებ ამომრჩევლებს, მოითხოვონ კანდიდატებისგან თუნდაც საჯარო დაპირება, რომ, თუ ორი წლის შემდეგ იგი არ წარმოადგენს თავისი საქმიანობის კონკრეტულ შედეგებს, მაშინ გადადგება. მაგალითად, კანდიდატი გპირდებათ, რომ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს, მოითხოვეთ მისგან საჯარო განცხადება, რომ, თუ იგი პირველი ორი წლის მანძილზე ორჯერსამჯერ მაინც არ ჩავა სოხუმში, არ შეხვდება იქაურ ხელმძღვანელობას, ადგილობრივ საზოგადოებას, არ ჩაატარებს მოლაპარაკებებს ამ თემაზე მოსკოვთან, მაშინ გადადგება თავისი წინასაარჩევნო დანაპირების შეუსრულებლობის გამო. გპირდებათ კანდიდატი მილიონ სამუშაო ადგილს _ .. 2 წლის შემდეგ იგი ვალდებულია, წარმოადგინოს, თუ 400 ათასი არა, 200 ათასი სამუშაო ადგილი მაინც; წინააღმდეგ შემთხვევაში, მან უნდა დატოვოს თანამდებობა და . . მოდით, ამ ხერხით მაინც ვცადოთ, ვაიძულოთ პოლიტიკოსები, პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ მოვალეობებს».

დღეს, ამგვარი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის არარსებობას, სავარაუდოდ, მწარედ ნანობს ივანიშვილიც, რადგან მარგველაშვილი პირველი მერცხალია იმ პოლიტიკოსთა თუ ჩინოვნიკთაგან, რომლებიც დამოუკიდებლად ათას ხმასაც ვერ მოაგროვებდნენ, მაგრამ, რადგან ივანიშვილი ლოკომოტივად ჩაება, დღეს პარლამენტსა და მთავრობაში სხედან, თან უკვე ქედმაღლურად დაჰყურებენ რიგით მოქალაქედ ქცეულ პრემიერს და პირველივე ხელსაყრელი შემთხვევისთანავე შაურად გაყიდიან მას. აი, მაშინ კი _ როდესაც ამ ადამიანების მიმართ არათუ ვერაფერს გააწყობს, არამედ თავად აღმოჩნდება მათი სამიზნე, ივანიშვილი ნამდვილად ინატრებს კანონს პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ…

ისე, ცნობისთვის: საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში ჩვენი გაზეთის მეშვეობით ალექსანდრე ჭაჭია სახელმწიფო ხელისუფლების სისტემაში მომავალი პრეზიდენტის როლის შესახებ ახალი ხედვით გამოვიდა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი უნდა დავავალდებულოთ, დაკავდეს ქართულაფხაზური, ქართულოსური და რუსულქართული ურთიერთობების აღდგენის პრობლემით.

«თუ ხელისუფლებას სჭირდება ნომინალური პრეზიდენტი, რომელიც ოფიციალური ვიზიტებით ევროპასა და ამერიკას ეწვევა და კულტურულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, ასეთ თანამდებობას ჩვეულებრივ «სინეკურას» უწოდებენ: ადამიანი ზის ხალხის კისერზე, იყენებს ყველა პრივილეგიას, სარგებლობს საყოველთაო პატივისცემით, ხოლო საქმიანობის კონკრეტულ შედეგებს მას არავინ სთხოვს. საქართველოში ასეთ თანამდებობაზე პრეტენდენტი ბევრია და მათგან ნაწილმა უკვე წარადგინა თავისი თავი, მაგრამ, თუ ამ თანამდებობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგელობით დავტვირთავთ და დავადგენთ, რომ ერთორ წელიწადში პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს თავისი საქმიანობის კონკრეტული შედეგები, მაშინ ამ პოსტის დაკავების მსურველთა რიცხვი მკვეთრად შემცირდება. ვთვლი, რომ ქართველ ერს არ გააჩნია სურვილი და ფუფუნება, რომ ძვირადღირებული მაღალჩინოსანი უსაქმური შეინახოს. ვთვლი, რომ ეს მაღალი რანგის პოსტი აუცილებლად კონკრეტული ამოცანების, მიზნების მისაღწევად უნდა იქნას გამოყენებული», _ აცხადებდა ალექსანდრე ჭაჭია.

ჩვენმა გაზეთმა მხარი დაუჭირა ამ იდეას, გამოჰკითხა უამრავი ექსპერტი და ბევრიც დაეთანხმა საკითხის ამგვარად დასმას, თუმცა ამ შეთავაზებას ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. დღეს კი ნათელია, რომ იმ სქემით, რომელიც ივანიშვილმა მოგვახვია თავს, მივიღეთ კიდევ ერთი უსაქმური მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც მოწყენილობისგან ქსოვასაც თავს ანებებს და მიზანმიმართულად მავნებლობს. იქნებ მმართველი გუნდის ივანიშვილისეულ ბირთვს ახლა მაინც უღირდეს დაფიქრება და აწონ-დაწონვა იმ მეტად საინტერესო შეთავაზებასა და იდეებზე, რომლებზეც თავის დროზე წინდაუხედავად თქვეს უარი?! ნათქვამია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს…

გიორგი გაჩეჩილაძე

 

1 COMMENT

  1. ივანიშვილისადმი უაზრო კრიტიკა მიმაჩნია უმადურობად!თუ მარგველაშვილმა არ გაამართლა ,არსებობს მექანიზმები,მაგ.სამოქალაქო აქტივობა,იგივე არასამთავრობოების ჩართულობა,მათ შორის"მოქალაქის".როგორ ფიქრობთ,თუ დასვა საზოგადოებამ მოთხოვნა,გადადგეს მარGველაშვილი,რა მოხდება?

  2. რამდენჯერ გითხარით ბატ.ბიძინა, არ ძალგიძს ქვეყნის მართვა და კადრების შერჩევა!?… ქვეყნის მართვასა და ფულის პარვას შორის დიდი სხვაობა რომ არის, ეს ჯერ კიდევ ბევრმა ცალტვინა ქართველმა დღესაც ვერ გაიგო!…ანდა, რა კადრების შერჩევა უნდა შეძლოთ თქვენ, მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება დუღდა და გადმოდიოდა, თქვენ ფულის შოვნა-კეთებაში იყავით გართული და თუ თქვენ ნათქვამს დაუჯერებთ საქართველოში ჩამოსვლაც კი არ გინდოდათ, რომ არა თქვენი ოჯახის მოთხოვნა…ბატ. ბიძინა! ახლა მაინც თუ გაიგეთ, რომ ნაცბანდა, რესპუბლიკელები და ალასანიას ე.წ. პარტიები,-თავისუფლების ინსტიტუტის მიერ მოყვანილი ბანდიტებია და ერთმათესგან არაფერი ასხვავებთ, რადგან ერთსა და იმავე ძუძუს წოვენ ყველანი საზღვარგარეთ???…რაღაც არ მგონია თქვენ ამის სესახებ რამე იცოდეთ!!!.. ხოლო, თუ იცით და ჯიუტად აკეთებთ ქვეყნის საზიანო საქმეს, კარგი დღე არ დაგადგებათ, როცა ქართველი ხალხი გაირვიძებს!!!…

  3. მარგველაშვილი პლასტელინი კი არა ‘თიხაა" ეხ ივანიშვილო გაკითხა და გეტყოდი, ეგ გამოცდილება საკმარისზე მეტო მაქვს.პლასტელინა იმიტომაა პლასტელინა რომ შეგნებით მოღალატეა. კიდევ ორ ადამიანს მიანიჭა ბიძინამ ბედნიერება:1. მარგველას და 2. ჩიჩუას. ეხლა მიშაც ჩამოვა და რომ ჩასვავენ, მარგველა-გამოუშვებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here