Home რუბრიკები პოლიტიკა როგორ შეარყია NATO-მ უკრაინა

როგორ შეარყია NATO-მ უკრაინა

631

ნატოს მიზანია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის შეყვანა, ამაზე ზრუნვა ნატომ უკვე უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე დაიწყო, საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ.

 

«ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიზნის მისაღწევად ნატოს მიერ მუშავდებოდა ურთიერთობათა სისტემური სვლა, მათ რიცხვს მიეკუთვნება ხუთი ფორმალური ხელშეკრულება. 2014 წლის თებერვლის პუტჩი კი არის ზენიტი 22-წლიანი მომზადებისა», _ აღნიშნავს მალინო დინუცი.

«კარგად იქექე, ძველო თხუნელავ», _ ასე დაახასიათა მარქსმა დაწყებითი წინასარევოლუციო სამუშაოები მე-19 საუკუნის შუალედში. დღეს იგივე სურათი შეიძლება შებრუნებული მიმართულებით იქნას გამოყენებული ნატოს ოპერატიულ ქმედებაზე უკრაინაში. ეს ოპერაცია იწყება 1991 წლიდან, როცა ვარშავის პაკტის შემდეგ საბჭოთა კავშირიც ინგრევა და, აქედან გამომდინარე, ერთი სახელმწიფო ერთეულის მაგივრად სახეზეა თხუთმეტი, მათ შორის უკრაინაც.

ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები იმ მომენტიდანვე აქტიურდებიან ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობებიდან პოლიტიკური სარგებელის მოსაპოვებლად.

1999 წელს ნატო აქუცმაცებს იუგოსლავიის ფედერაციას ომის მეშვეობით. ეს იმ სახელმწიფოს, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთისკენ ექსპანსიის გეგმებს წინააღმდეგობას შეუქმნიდა, და ამავე დროს იერთებს ვარშავის პაქტის ყოფილ წევრ ქვეყნებს: პოლონეთს, ჩეხეთსა და უნგრეთს. შემდგომში 2004-2009 წლებში გაფართოებას იწყებს და იერთებს ესტონეთს, ლატვიას ლიტვას (ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს), ბულგარეთს, რუმინეთს, სლოვაკიას, სლოვენიას, ხორვატიას (ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკებს) და ალბანეთს.

უკრაინია, რომლიც მოიცავს 600.000 კვადრატულ კილომეტრს, ბუფერია ნატოსა და რუსეთს შორის და ენერგეტიკული დერეფნებით დახაზულია რუსეთსა და ევროკავშირს შორის. მაგრამ ამავე დროს რჩება ავტონომიური. მაგრამ იგი ინტეგრირდება «ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოში» და 1994 წელს კი «პარტნიორობა მშვიდობისათვის» მონაწილე ხდება და ამის საფუძველზე ბალკანეთის «სამშვიდობო მისიებში» მონაწილეობს. 2002 წელს მიღებულ იქნება «ნატოსა და უკრაინის სამოქმედო გეგმა» და პრეზიდენტ კუჩმას მიერ განცხადდება სურვილი უკრაინის ნატოში გაწევრიანების თაობაზე.

2005 წელს «ნარინჯისფერი რევოლუციის» შემდეგ პრეზიდენტ იუშჩენკოს მიიწვევენ ნატოს სამიტზე ბრიუსელში. უშუალოდ ამის შემდგომ იწყება ინტენსიური დიალოგი იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც უკრაინის ნატოში გაწევრიანება ჰქვია. 2008 წლის სამიტი ბუქარესტში მწვანე შუქს ანთებს გეგმის განსახოციელებლად. 2009 წელს თანხმდება კიევი ხელშეკრულებაზე, რომელიც ითვალისწინებს ნატოს ძალების მომარაგებას ავღანეთში ტრანზიტით უკრაინის გავლით. ამდენად, უკრაინის გაწევრიანება ნატოში უკვე ეჭვგარეშეა, მაგრამ 2010 წელს აცხადებს ახლადარჩეული პრეზიდენტი იანუკოვიჩი, რომ, მიუხედავად EU –სთან თანამშრომლობის გაგრძელებისა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ხელისუფლება დღის წესრიგში არ აყენებს. იმავე დროს ნატო ახერხებს მოკავშირეთა ქსელის გაბმას უკრაინის შეიარაღებული ძალების მაღალ წრეებში. მაღალი რანგის ოფიცრები იღებენ კურსებს ნატოს თავდაცვის კოლეჯში, რომში და ობერამმენგაუში (გერმანიაში) წლების მანძილზე, პროგრამა თემატურად უკავშირდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტეგრაციას ნატოში. ზუსტად ამ თემატურ ჩარჩოებში მოქმედებს «მრავალეროვანი ფაკულტეტი» ნატოს მასწავლებლებით უკრაინის სამხედრო აკადემიაში. აგრეთვე, ვითარდება ტექნიკურ-სამეცნიერო თანამშრომლობა იარაღის განვითარების თვალსაზრისით. ამასთან, «როცა ბევრ უკრაინელს, უბრალოდ, ინფორმაცია არ გააჩნია და ისევე მოძველებული ცივი ომის სტერეოტიპებით საზღვრავს გარემოებებს», ნატომ კიევში დააარსა ინფორმაციის ცენტრი, რომელშიც სემინარები და შეხვედრები იმართება და ბრიუსელში შეხვედრებსაც კი აწყობს.

და ასეთი სტრუქტურები რომ არსებობს, ეჭვგარეშეა ისიც, რომ ნატოს გაცილებით ფართო კავშირები გააჩნია როგორც მილიტარულ, ასევე ცივილურ სამყაროში, ვიდრე ეს ჩანს, რასაც ამტკიცებს ნატოს გენერალური მდივნის საუბრის ტონი უკრაინის ჯარებისადმი 20 თებერვალს მიმართვისას. ის მოუწოდებდა ჯარისკაცებს, «ნეიტრალური დარჩენილიყვნენ», «რათა პირველი ნეგატიური ზემოქმედება არ მოხდეს ჩვენს ურთიერთობებზე». ნატო ახლა დარწმუნებულია აღმოსავლეთისკენ გადადგმული ნაბიჯის შესაძლებლობაში და პროპაგანდისტულ კამპანიას მოძველებული ცივი ომის სტერეოტიპით აგრძელებს.

მალინო დინუცი

 Il Manifesto (Italia)

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here