Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილსა და მაიდნელებს ერთი და იგივე ძალა მართავს

სააკაშვილსა და მაიდნელებს ერთი და იგივე ძალა მართავს

722

არც ისე დიდი ხნის წინათ სააკაშვილი ცდილობდა, დაემტკიცებინა ხალხისთვის, რომ ქართული ეროვნული ცნობიერების გადამრჩენად იყო მოსული და რომ ამ ქართულ ეროვნულ ცნობიერებას ერთადერთი მტერი ჰყავდა დედამიწის ზურგზე _ ეს იყო რუსეთი, ხოლო ხსნა იყო ნატო და ევროკავშირი. სააკაშვილის მმართველობა იმით დასრულდა, რომ მივიღეთ განადგურებული ქვეყანა და გაძლიერებული ლგბტ, ანტიეკლესიური კოალიცია და დაკარგული ტერიტორიები. როგორც ჩანს, ფსევდოეროვნული ძალებით ქვეყნის გაყვლეფა და გაჩანაგება ერთობ მისაღები სცენარია დასავლეთისთვის. სწორედ ამიტომ ხდება მაიდანზე ყველაფერი ის, რაც ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს… «საქართველო და მსოფლიოს» ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე ესაუბრა.

 

_ ბატონო გულბაათ, «ნაციონალური მოძრაობას», როცა მოვიდა ხელისუფლებაში, თავი ისე ეჭირა, თითქოს მთელ მსოფლიოში დემოკრატიისა და რევოლუციების ექსპერტი იყო და მის მთავარ ამოცანას რუსეთისგან საქართველოს გადარჩენა წარმოადგენდა, რომელიც ყოველივე ეროვნულის მოსპობით გვემუქრებოდა, რა იყო ეს: ამბიცია თუ რომელიმე სერიოზული ორგანიზაციის დავალება?

_ რა თქმა უნდა, ეს იყო «ნაციონალების» ამბიცია, საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდათ და მათ ამ აზრს უნერგავდნენ თავიანთი მფარველები და პატრონები, რომლებიც მთელი 1990-2000-იანი წლების მანძილზე აშშ-დან და ევროპიდან ზრდიდნენ, კვებავდნენ და აძლიერებდნენ მათ. აი, ეს ყველაფერი ერთად იყო. ვიმეორებ, აშშ-სა და ევროპაში მათ ჰყავდათ მფარველები, უფრო სწორად, დღესაც ჰყავთ და მათ სერიოზული პოლიტიკური გავლენა აქვთ.

_ და მათი გავლენიანი მფარველები ახლაც გეგმავენ, თავიანთი გამოზრდილები ოდესმე დააბრუნონ ხელისუფლებაში?

_ არ ვიცი, ისინი რას ფიქრობენ, მათ ახლა ნაკლებად სცალიათ საქართველოსთვის. მოგეხსენებათ, რა პროცესებიც მიმდინარეობს უკრაინაში, მაგრამ ის, რომ «ნაციონალები» სჭირდებათ საქართველოში და შესაძლოა, მომავალში ეს ძალა გაზავდეს, გაჯერდეს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებში და მართოს გარკვეული პროცესები, თუნდაც ამავე მმართველ გუნდში (და ეს დღეს ნაწილობრივ ასეც არის), ეს საფრთხე ძალიან რეალურია.

_ სააკაშვილი ჩავიდა უკრაინაში ვითომდა გამოცდილების გასაზიარებლად და მაიდანმა მიიღო მიშა, მაღალი თანამდებობებიც კი შესთავაზესრით ხსნით ამას _ იმით ხომ არა, რომ სააკაშვილსა და მაიდნელებს ერთი და იგივე ძალა რომ მართავს და უკრაინაც ისევე უნდა გაპარტახდეს და გაჩანაგდეს, როგორც დღევანდელი საქართველო?

_ უკრაინა უკვე გაპარტახდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს სახელმწიფო ვერ შედგა და წინ კიდევ უფრო დიდი განსაცდელი ელის. დიახ, ის ყველაფერი, რაც მოხდა იქ, იყო შესავალი იმ დიდი უბედურების, რომლისკენაც უკრაინა მიექანება. რაც შეეხება სააკაშვილს, ის იაფფასიანი სპეკულანტია, ყველგან გაძვრება და გამოჩნდება, სადაც კი მიიღებენ. სხვათა შორის, მე ვერ შევატყვე დიდი აღფრთოვანება თუნდაც იმ მაიდანს _ სააკაშვილს უყურებდნენ, როგორც ეგზოტიკურ ცხოველს, მაგრამ, რა თქმა უნდა, იტანენ და მიესალმებიან მას, რადგან ეს ეგზოტიკური ცხოველი მათ უჭერს მხარს და ძალზე გააფთრებით ებრძვის რუსეთს. მაღალ თანამდებობას სთავაზობენ თუ არა, არ ვიცი. არ მგონია, სააკაშვილის რჩევები ვინმეს სჭირდებოდეს, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სააკაშვილს გამოიყენებენ ისევ ის პატრონები, რომლებიც ჰყავდა და დღესაც ჰყავს მას დასავლეთში, ასევე უკრაინაში, რადგან იქაურ ხელისუფლებას ანტირუსული და რადიკალური კურსი აქვს აღებული.  ვფიქრობ, ეს დიდად არ უნდა გაუკვირდეს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. საერთოდაც, საქართველომ, სჯობს, საკუთარ თავს მიხედოს და ნუ ერევა უკრაინის საქმეებში, არავინ ჰკითხავს საქართველოს იქ არაფერს. ჩვენ აქ რა პრობლემებიც გვაქვს, უმჯობესია, იმათზე ვიფიქროთ. იმ ფონზე, რაც მოხდა უკრაინაში, საქართველოსთვის ძალზე გართულდა ვითარება და ოცნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უფრო ნაკლებად რეალურია.

_ გამოდის, უკრაინას ემართება ის, რაც ჩვენ უკვე დაგვემართა. განსხვავება ისაა, რომ ჩვენთან ამის გამკეთებლებს «ნაცები» ერქვათუკრაინაში კი _ მაიდნელები?

_ დიახ, საქართველოსა და უკრაინაში ერთი და იგივე ძალა მართავს პროცესებს. როგორც გამოჩნდა, ეს ძალა არის დასავლეთი _ ევროპა. მაგრამ ევროპა არ არის აქ, როგორც სუვერენული სუბიექტი, მას ნამდვილად არ სჭირდება რუსეთთან ეკონომიკური კონფრონტაცია, რაღაც სანქციების შემოღება, უბრალოდ, ის არ არის თავისუფალი თავის არჩევანში. ამას აკეთებენ ევროკავშირის ბიუროკრატიული, გახრწნილი სტრუქტურები, რომლებშიც არანაირი დემოკრატია და გამჭირვალობა არ არის, ზედმეტია ამაზე ლაპარაკი, ეს არ არის ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ეს  ბრიუსელის ბიუროკრატიაა და შესაბამისად, იცავს მათ ინტერესებს, ვინც არიან ამ გლობალური სისტემის წამყვანი ძალები. აქედან გამომდინარე, ევროპა, როგორც სუვერენული სახელმწიფოების კრებული, არ გამოდის ასპარეზზე.

_ მაიდანმა (ისევე, როგორც ოდესღაც სააკაშვილმა) კორუფციის წინააღმდეგ კამპანიით დაიწყო და უკრაინული ტერიტორიის დაკარგვით დაამთავრა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამერიკასა და ევროპას დაშლილი და დაქუცმაცებული უკრაინა აძლევს ხელს?

_ დაშლილი არა. მათ ურჩევნიათ, უკრაინა იყოს უნიტარული, ერთიანი, მაგრამ მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, სრულიად მართვადი, რომელსაც საკუთარი ინტერესები არ გააჩნია. აი, ისეთი, როგორიც დღეს საქართველოა,  სხვის ინტერესებს რომ ემსახურება. დიახ, ზუსტად ასეთი დამორჩილებული და დაკაბალებული ქვეყანა სჭირდებათ მათ და არა დაშლილი; ურჩევნიათ, იყოს ერთიანი, რუსეთის გვერდით და რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ძალა, მაგრამ ეს გეგმა უკვე ჩაიფუშა. დიახ, პუტინმა ჩაფუშა ეს გეგმა, პირდაპირ აჩვენა ძალა, აჩვენა, რომ, როცა უნდა და როგორც უნდა, ისე შევა უკრაინაში _ უნდა სამხედრო ძალით, უნდა სხვა ფორმით, თუ მოინდომა, ეკონომიკური ბერკეტებით გადაუკეტავს ჟანგბადს და ა. შ. ამის დემონსტრირება პუტინმა მოახდინა, რის შედეგადაც ეს გეგმა ჩაიშალა, ამიტომ უკრაინა დღეს არის არასტაბილური სახელმწიფო. ხომ ხედავთ, იქ ახლა ცდილობენ, რომ ისევ უნიტარიზმის პრინციპზე მოაწყონ უკრაინა, დაიწყო დაჭერები დონეცკში, დააკავეს საპროტესტო აქციების ხელმძღვანელები ხარკოვში, რეპრესიები გაძლიერდა, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ძალიან მყიფეა და ძნელია იმის თქმა, რომ სტაბილიზაცია მალე მოხდება უკრაინაში. ამ ყველაფერმა შეიძლება იქ სხვა პროცესები გამოიწვიოს  და ისევ რუსეთის ჩარევა გახდეს საჭირო, როგორც ეს ყირიმში მოხდა, რომლის საკითხი, პრაქტიკულად, უკვე გადაწყვეტილია.

_ ანუ უკრაინა გაიყოფა?

_ ასე პირდაპირ ვერ ვიტყვით. აი, ყირიმი კი უკვე გამოეყო უკრაინას. ახლა საქმე ისაა, ყირიმის მოვლენები რა გავლენას მოახდენს დანარჩენ უკრაინაზე. აქ ძალიან დიდ არეალზეა ლაპარაკი _ დონბასი, ზაპოროჟიე, ხარკოვი, აქეთ ოდესა, ნიკოლაევი, ფაქტობრივად, მოლდოვის საზღვრამდე. ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი, რომელიც შეიძლება ხელს აძლევდეს როგორც რუსეთს, ისე დასავლეთს, უკრაინის ფედერალიზაციაა. ეს ნიშნავს, რომ, ვინაიდან აღმოსავლეთი და დასავლეთი რეგიონები ვერ თანხმდებიან გარკვეულწილად მთავარ საკითხებზეც კი, გადაწყვეტილებები მიღებულ იქნას კონსესუსის საფუძველზე; როგორც დასავლეთი, ისე ცენტრალური და აღმოსავლეთი რეგიონების აზრი თანაბრად იქნება გათვალისწინებული. აი, ეს სავსებით მისაღები იქნება რუსეთისთვის, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ უკრაინა ნეიტრალურ სახელმწიფოდ გადაიქცევა ახლო მომავალში, ანუ, თუკი უკრაინა არ შევა ევრაზიულ კავშირში, ის, როგორც მინიმუმ, ნეიტრალური სახელმწიფო მაინც უნდა იყოს და არა დასავლეთის მიერ კონტროლირებადი. ამ სახით უკრაინას შეუძლია შეინარჩუნოს ერთიანობა და განვითარდეს კიდეც.

საქართველოში გადააგვარეს განათლების სისტემა, დაღუპეს ჯანდაცვა, დაასამარეს მეცნიერება, ქართული ეროვნული ტრადიციები, ფეხს იკიდებს პედერასტების უფლებებიროგორ ფიქრობთ, იგივე ხომ არ ემუქრება უკრაინას?

_ უკრაინის განვითარებაში რომ პრობლემები შეიქმნას, ამის ბევრი ნიშანი გვაქვს. პროცესი იქ უფრო სწრაფი ტემპით მიდის, ვიდრე ჩვენთან იყო. როგორც ჩანს, ეს ხელს აძლევს მათ, ვინც მოვიდა უკრაინის ხელისუფლებაში.

_ რაც შეეხება საქართველოს, «ნაცები» ხომ არ შეეცდებიან, უკრაინის თემა გამოიყენონ არეულობის დასაწყებად?

_ რა თქმა უნდა. ამის მცდელობა იყო. გამოვიდა ეს შანტრაბა ქუჩაში, საბურავებიც კი დაწვეს… მაიმუნს რომ აქვს მიბაძვის მოთხოვნილება, მაგ: შიმპანზეს, აი, დაახლოებით ისეთი მიმბაძველობის დონე გამოაჩინეს, რაც ერთი მხრივ მაიმუნობაა, მაგრამ მეორე მხრივ, თუკი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება განაგრძობს უნიათობას და, ასე ვთქვათ, უფორმო რაღაც წარმონაქმნი იქნება, არ ექნება გამბედაობა თამამი გადაწყვეტილებების მიღებისა, არეულობის საფრთხე კიდევ უფრო რეალური გახდება. აი, ტელევიზიებიც რომ აჭრელებულია «ნაცების» სიფათებით, ეს თუ არ შეჩერდა, რა თქმა უნდა, არის იმის საფრთხე, რომ «ნაცები» მობრუნდნენ ხელისუფლებაში. ხომ ხედავთ, სხვადასხვა ორგანიზაციები შექმნეს, ვითომ ახალგაზრდული, რომელთაც არ აქვთ პირდაპირი კავშირი «ნაცმოძრაობასთან», მაგრამ ესენი ხომ მათი ყოფილი უერთგულესი წევრები არიან. აი, ეს არის ახალი საფრთხე, რომლის წინააღმდეგაც კონსოლიდაცია უნდა მოხდეს საზოგადოებისა და ხელისუფლების, მაგრამ ჯერჯერობით მსგავსი არაფერი ხდება.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

1 COMMENT

  1. ნაც-ოცნება მოიყვანს ისევ ხელისუფლებაში როგორც ჩანს ნაცებს, სააკიანის მეთაურობით და შემდგომ რეპრესიებისგან ქართველი ხალხი ერთადერთი ანტიგლობალისტების მეთაურის,ვლადიმერ ვლადიმერის-ძე პუტინის ტანკების გადასარჩენი იქნება!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here