Home რუბრიკები პოლიტიკა ვალერი ხაბურძანია: ამიხსენით, რა სახელმწიფოებრივი ინტერესი გააჩნია საქართველოს აფრიკაში? რის დასაცავად...

ვალერი ხაბურძანია: ამიხსენით, რა სახელმწიფოებრივი ინტერესი გააჩნია საქართველოს აფრიკაში? რის დასაცავად უნდა ვიბროლოთ იქ?

666

მსოფლიოს ყველა საინფორმაციო საშუალება, ეს ერთი კვირაა, იწყება და მთავრდება მაიდნით. რა არის ეს _ ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, მსოფლიოს გადანაწილება თუ დასავლეთის მორიგი ხუშტური? ხომ არ უნდა ველოდოთ საქართველოში მსგავს პროვოკაციას? ამ კითხვებზე «საქართველო და მსოფლიოს» უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ესაუბრა.

 

_ ევროინტეგრაცია იყო უკრაინის კრიზისის მხოლოდ საბაბი, მთავარი მიზეზი იანუკოვიჩის ნახევრადკრიმინალური ხელისუფლება იყო, კრიმინალური იმ თვალსაზრისით, რომ შიდა პოლიტიკურ და შიდა ეკონომიკურ პროცესებში ხშირად გადიოდა კანონიერების ჩარჩოდან. ჩამოყალიბდა ოჯახური კლანი, ქურდული დაჯგუფებები მუშაობდნენ ეკონომიკაში და ბევრი რამ მიითვისეს, ისინი თავისი მოქმედების ლოგიკით არაფრით ჩამოუვარდებოდნენ ტიმოშენკოს ხელისუფლებას. ამან, რა თქმა უნდა, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ამ პროცესს მოერგო რადიკალთა ჯგუფი, რომელსაც უკვე შეეძლო ძალისმიერი მეთოდებით დაპირისპირება ხელისუფლებასთან. იანუკოვიჩი მიხვდა, რომ ვერ შეძლებდა ეფექტურად წინააღმდეგობის გაწევას, მისი ხელისუფლება გაკოტრებული იყო როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე.

უკრაინაში, ფაქტობრივად, კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გავიდა პროცესები, ცნობილი გამოთქმის არ იყოს, ჯერ არ ვიცი, ნაძირლების რომელი ჯგუფი ისარგებლებს ამ რევოლუციის შედეგებით, თუმცა ნაძირალები რომ იქნებიან, ეს ზუსტად ვიცი. ვნახოთ, როგორ იქნება საქმე, ყველაზე რთული პროცესი არის აღმოსავლეთ უკრაინის, უფრო კი ყირიმის, მოვლენები. მე ვხედავ, რომ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება თვითონვე უბიძგებს აქეთ, მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ ახალმა მოსულმა ხელისუფლებამ პირველი კანონი მიიღო რუსული ენის რეგიონული სტატუსის შეცვლის შესახებ. რაში სჭირდებოდათ ეს, გაუგებარია; აშკარად იქით იწვევენ რუსეთს, რომ ჩაითრიონ კრიზისში.

_ რა ფორმით ჩაერევა რუსეთი? იმიტომ ხომ არა, რომ რუსულენოვან მოსახლეობას შეუნარჩუნოს რუსულად ერთმანეთთან ლაპარაკის უფლება?

_ რუსეთუმეობაში ნუ ჩამომართმევთ, ჩემი წყაროებიდან (რა თქმა უნდა, საიდუმლო წყაროებთან შეხება არ მაქვს) ვიცოდი, რომ რუსეთი არ აპირებდა ჩარევას. იანუკოვიჩმაც დაადასტურა ეს იმით, რომ აქტიურობას ითხოვდა პუტინისგან. ეს აჟიოტაჟი საქართველოში ყალბად შექმნა «ნაციონალურმა მოძრაობამ». სამწუხაროდ, მსოფლიოში მხარს უჭერენ ამ აჟიოტაჟს და გასაგებიცაა რატომ. თითქოს რუსეთი არის ამ ყველაფრის ავან-ჩვანი და ევრომაიდანი ეს იყო რუსეთთან ბრძოლა. არ იყო ეს ასე, ნამდვილად არ იყო, ისევე, როგორც ასეთი რამ არ იყო საქართველოში. რუსეთი იძულებული გახდა, რომ რაღაც ზომა მიეღო თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად.  

_ საქართველოში სხვადასხვა რევოლუციების შედეგად ის მივიღეთ, რომ აშშის დასმული ადამიანები ჩვენს ქვეყანას ძარცვავენ ხან პრივატიზაციის, ხან სხვა ნიღაბს ამოფარებულნი

_ დისკუსიების დროს, როცა კედელთან მიაყენებ მოწინააღმდეგეს, თუ ესმის არგუმენტები და თუ თვითონაც გააჩნია, ძირითად და საბოლოო არგუმენტად მოჰყვას ის რეალობა, რომ ამერიკის წინაშე ქედის მოხრა მირჩევნია რუსეთის წინაშე ქედის მოხრას, იმიტომ, რომ დემოკრატიული ქვეყანააო. თურმე დემოკრატიულობა განისაზღვრება იმით, რომ ამერიკა არის ზესახელმწიფო და რუსეთზე უკეთ ცხოვრობს. აი, ეს არის მათი მთავარი კრიტერიუმი.

_ ეთანხმებით გავრცელებულ აზრს, რომ აშშ მანკიერების, გეებისა და ათასი ბიწიერების ქვეყანაა?..

_ ესაა ლიბერალიზმი. ამერიკამ ამ თვალსაზრისით ძალიან მიუშვა და ამერიკას არ აქვს ის, რაც გააჩნია ეთნიკურ სახელმწიფოებს, ანუ მთავარი საფუძველი. ამერიკა არის მოდელი მომავალი ცუდი მსოფლიოსი, სადაც მოხდება ერების გათქვეფა. მათ არ აქვთ ეთნიკური საფუძველი და იდეა, მაგრამ სახელმწიფოს სჭირდება იდეა. აქედან გამომდინარე, ამერიკა ეძებს იდეებს და, სამწუხაროდ, მიადგა ამ იდეას, რომელსაც ჰქვია ჰომოფილია ჰომოფობიის საწინააღმდეგოდ. ეს გულისხმობს იმას, რომ უზნეო ადამიანები საზოგადოებას უკვე თავს ახვევენ საკუთარი ცხოვრების წესს. ამაყები არიან უკვე იმით, რომ ისინი არიან ,,თავისუფალი ადამიანები», არიან ლგბტ საზოგადოების წევრები და ამის ცირკის დონეზე დემონსტრირებას ახდენენ. რა ესთეტიკურია რაღაც ფალოსის ფიტულების ტარება და შიშველი მამაკაცების ტინგიცი, ერთი ამიხსნან და რატომ უნდა ხდებოდეს ამის დემონსტრირება? მე ეს არ მესმის…

რაც შეეხება მათ, ვისაც გენეტიკურად და ჰორმონალურად აქვთ პრობლემები, მათი მესმის, მაგრამ ამ ადამიანებმა თავიანთი ზნეობრივი მუხრუჭი უფრო წინ უნდა დააყენონ და ის, რომ შენ, ვთქვათ, გენეტიკურად და ჰორმონალურად ასეთი ხარ, უნდა იმკურნალო, თუ ეს არ გამოდის, მაშინ პირად ცხოვრებას ნუ გახდი ღიას და ნუ მომახვევ თავს მე _ საზოგადოებას.

ისევ უკრაინის თემას რომ დავუბრუნდეთ, დღეს იქ, სამწუხაროდ, ავანტურისტების ეპოქა დადგა. ნებისმიერ რევოლუციას მოჰყვება ეს. ასეთი პროცესები საქართველოშიც იყო, რევოლუციით რომ ავანტურისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში, ხომ ვნახეთ.

_ როგორ აისახება საქართველოზე უკრაინაში განვითარებული მოვლენები?

_ ვინც პოლიტიკაში ოდნავ მაინც ერკვევა, მისთვის მარტივი ლოგიკაა: დავუშვათ, რუსეთში ყველა ამბობს, რომ რუსეთის ხელი ურევია თავიდან ბოლომდე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში. თუ რუსეთი ამ პროცესებში ერევა და აქტიურია, როგორც მას მიაწერენ, მაშინ ელემენტარულად არ სცალია საქართველოსთვის. არ აქვს რუსეთს ამდენი რესურსი, რუსეთს კი არა ამერიკას არ აქვს დღეს ამდენი რესურსი, მთელ მსოფლიოს მოედოს. თუ რაღაც მოხდება საქართველოში, ეს იქნება აბსოლუტურად შიდა პროცესები და ეს იქნება საქართველოში არსებული ხელისუფლების საწინააღმდეგო ძალების მიერ უკრაინული პროცესების გამოყენების მცდელობა. ასეთებად მხოლოდ და მხოლოდ «ნაციონალები» უნდა მოვიაზროთ და ასეთი საშუალებები მხოლოდ და მხოლოდ «ნაციონალებს» გააჩნიათ, ანუ მათ შეიძლება შიდა პროცესები გაართულონ, ვერანაირად ვერ გაართულებს რუსეთი შიდა პროცესებს. «ნაცები» თუ უკრაინული სცენარის მაგვარ მომენტებს შექმნიან საქართველოში, ამით გამოიწვევენ მათ მიმართ უფრო დიდ აგრესიას და ეს იქნება «ნაცების» არა მარტო პოლიტიკური, არამედ ფიზიკური დასასრულიც. იტყვიან, ემუქრებაო, მე მათ არ ვემუქრები, რეალურ სურათს ვუხატავ. თუ «ნაციონალური მოძრაობა» შეეცდება საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას, ეს გამოიწვევს არა მარტო მათ პოლიტიკურ, არამედ ფიზიკურ გაქრობას.

_ სერიოზული კამპანიაა აფრიკაში მოსალოდნელ სამხედრო მისიასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, ქართველი სამხედროები იომებენ აფრიკაშიც თუ ეს მისია უჩვენოდ ჩაივლის? როგორ აფასებთ ამ ფაქტს, უნდა მივიღოთ თუ არა მონაწილეობა? ავღანეთის მისიამ რა მისცა საქართველოს? _ ერთადერთი ის, რომ ათობით კუბო ჩამოიტანეს ავღანეთიდან. არის რაიმე გარანტია, რომ აფრიკაში ჩასვლა მოგვცემს რაიმე სასიკეთოს?

_ ამ თემაზე არ გამიკეთებია განცხადება, რადგან იტყოდნენ, რომ კრემლის დავალებას ასრულებსო და არ უნდა ჩვენი ევროინტეგრაციაო. ვფიქრობ, რომ აფრიკაში არაფერი გვესაქმება. იყო ასეთი დიდი ქართველი _ ნიკო ბური, რომელიც წავიდა აფრიკაში და იბრძოდა, მაგრამ ეს იყო პიროვნება, ქართველი კაცი, პატრიოტი, რომელმაც თავად გადაწყვიტა იქ წასვლა. ამიხსენით, რა სახელმწიფოებრივი ინტერესი გააჩნია საქართველოს აფრიკაში ან რის დასაცავად უნდა ვიბრძოლოთ იქ? ელემენტარულად ჩვენ გვიყენებენ, როგორც საზარბაზნე ხორცს. პირდაპირ ვთქვათ: ჩვენ ვყიდით ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს და ვიღებთ  გაურკვეველ რაღაც ეფემერულ პოლიტიკურ დივიდენდებს. მე ნამდვილად ვერ მივესალმები თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას. ვთვლი, რომ ასეთი საკითხები რეფერენდუმით უნდა წყდებოდეს, ხალხი უნდა წყვეტდეს ამ საკითხს, თორემ მერე, ღმერთმა ნუ ქნას და, როდესაც მიცვალებულების ჩამოსვენებას დავიწყებთ, ეს თეატრალიზებული მწუხარების გამოთქმა, დაკრძალვები, შეშფოთებები და დასავლეთიდან თანადგომები არავის არაფერში სჭირდება; იმ კონკრეტულ მშობელს კონკრეტულ შვილს ვერავინ გაუცოცხლებს.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here