Home რუბრიკები პოლიტიკა როდემდე შეინახავს აშშ დამშეულ უკრაინას?

როდემდე შეინახავს აშშ დამშეულ უკრაინას?

490

საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გამოჟონილი ინფორმაციით, ეს დაწესებულება უფრთხის უკრაინის სუსტი ეკონომიკისთვის კრედიტების გამოყოფას. ახლახან საბერძნეთში მიღებული გამოცდილებით დასტურდება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შიში უსაფუძვლო არ არის. ძლიერი პოლიტიკური ნების გარეშე რეფორმის ჩატარება შეუძლებელია.

 

ამასთანავე, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიღებული დახმარება და უკრაინის მიერ  პირობების შესრულება გარანტიას არ იძლევა, რომ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისს თავს დააღწევს. შარშან, ზაფხულში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღიარა თავისი შეცდომები კრიზისიდან საბერძნეთის გამოყვანის პროცესში, და ზარალი, რომელიც მათი რეკომენდაციების გათვალისწინებამ მოუტანა ამ ქვეყანას.

აშშ მზად არის, დაეხმაროს უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან (სსფ) ფინანსური დახმარების მიღებაში, თუმცა ვაშინგტონმა წამოაყენა პირობები _ საკონსტიტუციო რეფორმა და კოალიციური მთავრობის ფორმირება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან დახმარების მიღების შემთხვევაში უკრაინას არაპოპულარული ეკონომიკური რეფორმების გატარება და ცხოვრების დონის დაქვეითება ელის. რუსეთი კი, ალბათ, მას ფულს არ მისცემს.

«უკრაინის ეკონომიკის ერთადერთი სასიცოცხლო გზა საერთაშორისო სავალუტო ფონდზე გადის. ვიმედოვნებთ, რომ, როდესაც ნაციონალური ერთობის მთავრობა ჩამოყალიბდება, მასში გაერთიანდებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ უფლებამოსილება, რაც შეიძლება სწრაფად დაამყარონ კონტაქტი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან», _ განაცხადა 21 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ მოლაპარაკებები უკრაინისთვის კრედიტის გამოყოფაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. «ჩვენ ამის შესახებ ბოლო თვეში კიდევ უფრო ხშირად და კონკრეტული ტერმინებით დავიწყეთ საუბარი მთავრობასთანაც და ოპოზიციასთანაც, გაიმართა სატელეფონო საუბარი ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს შორის», _ მოჰყავს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის სიტყვები სააგენტო «როიტერს».

«ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებოდით მას (იანუკოვიჩს): თუ მზად ხართ საკონსტიტუციო რეფორმისთვის, ნაციონალური ერთობის მთავრობის შესაქმნელად, მაშინ აშშ-ის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერა გექნებათ», _ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა და დააზუსტა, რომ ვაშინგტონი ამ საკითხში ევროპელი პარტნიორებისგანაც ელოდება მხარდაჭერას.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა და მისმა გერმანელმა კოლეგამ ფრანკვალტერ შტაინმაიერმა განაცხადეს, რომ ლონდონი და ბერლინი ძალისხმევას არ დაიშურებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასარწმუნებლად, აღმოუჩინოს კიევს «ასეთი აუცილებელი» დახმარება.

აშშ და ევროკავშირი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყველაზე მსხვილი და გავლენიანი დონორები არიან (აშშ-ს ხმების 16,75% აქვს, დიდ ბრიტანეთს _ 4,29%, გერმანიას _ 5,81%) და შეუძლიათ ფონდის ხელმძღვანელობაზე ზემოქმედება, რათა მათ კრედიტი გასცენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა აზრით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარება «უზრუნველყოფს უკრაინის ეკონომიკის მდგრად განვითარებას». რუსეთმა უკვე თქვა უარი უკრაინისთვის მეორე ტრანშის გამოყოფაზე. 1,984 მილიარდის ოდენობით უკრაინული ევროობლიგაციებით პოტენციური მყიდველები არ დაინტერესდნენ და ემისია ვერ განხორციელდა.

«უკრაინისთვის მეორე ტრანშის გამოყოფის შესახებ საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყება, როდესაც კიევში ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება», _ განაცხადა რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა.

ანალიტიკოსების აზრით, თუ რუსეთი საბოლოოდ იტყვის უარს უკრაინის დახმარებაზე, აშშ და ევროპა მზად უნდა იყვნენ უკრაინისთვის დახმარების პროცესის გააქტიურებისთვის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გამოჟონილი ინფორმაციით, ეს დაწესებულება უფრთხის უკრაინის სუსტი ეკონომიკისთვის კრედიტების გამოყოფას. ახლახან საბერძნეთში მიღებული გამოცდილებით დასტურდება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შიში უსაფუძვლო არ არის. ძლიერი პოლიტიკური ნების გარეშე რეფორმის ჩატარება შეუძლებელია. ამასთანავე, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიღებული დახმარება და უკრაინის  მიერ პირობების შესრულება გარანტიას არ იძლევა, რომ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისს თავს დააღწევს. შარშან, ზაფხულში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღიარა თავისი შეცდომები კრიზისიდან საბერძნეთის გამოყვანის პროცესში, და ზარალი, რომელიც მათი რეკომენდაციების გათვალისწინებამ მოუტანა ამ ქვეყანას.

რამდენიმე დღის წინათ ამერიკელმა პოლიტოლოგმა ბზიგნევ ბჟეზინსკიმ ტელეარხ «ბლუმბერგისთვის» მიცემულ ინტერვიუში ბრიუსელს მოუწოდა, სასწრაფოდ გამოუყონ უკრაინას 2 ან 3 მილიარდი დოლარი, შემდეგში კიდევ 10 მილიარდი დოლარის გამოყოფის გათვალისწინებით. ადრე უკრაინის პრეზიდენტი იანუკოვიჩი ამბობდა, რომ მის ქვეყანას ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის წელიწადში, სულ ცოტა, 20 მილიარდი ევრო სჭირდება, ანუ 2017 წლამდე დაახლოებით 60 მილიარდი.

იმხანად ევროპა ამ მოთხოვნას არ დათანხმდა. დღეს კი უცნობია, რა ოდენობის იქნება თანხა, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი, აშშისა და ევროპის პროტექციით, უკრაინას გამოუყოფს.

აღსანიშნავია. რომ გასული წლის ბოლოს რუსეთი უკრაინას 15 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის გამოყოფას დაჰპირდა და პირველი ტრანში _ 3 მილიარდი დოლარი _ დაუყოვნებლივ გადაურიცხა. გარდა ამისა, რუსეთი დაპირებას იძლეოდა, რომ უკრაინას ბუნებრივი აირის ფასს მესამედით შეუმცირებდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2 ძირითადი მოთხოვნიდან უკრაინამ ერთი უკვე შეასრულა _ უკრაინის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება 2004 წლის კონსტიტუციის აღდგენის თაობაზე.

2004 წლის კონსტიტუციის დაბრუნება კი ნიშნავს, რომ სახელისუფლო უფლებამოსილებები პრეზიდენტისგან პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან გადაინაცვლებს.

2004 წლის კონსტიტუციით საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერის კანდიდატურას პრეზიდენტს წარუდგენს და ის ვალდებულია, ეს კანდიდატურა დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინოს. პარლამენტი, აგრეთვე, ამტკიცებს პრემიერის მიერ წარდგენილი მინისტრების კანდიდატურებს, გუბერნატორებს კი პრემიერის წარდგინებით პრეზიდენტი ნიშნავს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეორე პირობა _ კოალიციური მთავრობის ფორმირება _ რთული შესასრულებელია. უკრაინის ახალი მთავრობა პროფესიონალებისგან უნდა შედგებოდეს, ქვეყანამ თავიდან დეფოლტი რომ აიცილოს. არადა, როგორც უკრაინის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინევმა განაცხადა, უკრაინის ხაზინაში ფული საერთოდ არ არის და ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია.

როგორც ჩანს, აშშ უკრაინაში ქაოსს ყიდულობს და, როდემდე გაგრძელდება ეს ქაოსი, არავინ იცის. უკრაინა არ არის საქართველო, რომლის ხელისუფლებასაც ამერიკელი «მამები» ყველაფერზე იყოლიებენ _ ქვეყნის ეკონომიკის დანგრევაზე, ეროვნული ტრადიციების მოსპობაზე, კულტურისა და განათლების განადგურებაზე და ამას აკეთებენ სწორედ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციიდან გამოყოფილი ფინანსური ინიექციებით თუ ჯორჯ სოროსისნაირი «ფინანსისტების» ფულით. თანაც ეს ფული უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რაც უკრაინას დასჭირდება ეკონომიკური კრიზისისგან თავის დასაღწევად. ამიტომაც გაუგებარია როდემდე შეინახავს ამერიკა დამშეულ უკრაინას, განსაკუთრებით მაშინ, თუ აღმოსავლეთი უკრაინა, რომელიც მდიდარია წიაღისეულით და აქვს განვითარებული მრეწველობა, დაუმორჩილებლობას გამოუცხადებს უკრაინის ახალ ხელისუფლებას.

მომზადებულია gazeta.ru- მასალების მიხედვით

P.S. უკრაინის ტერიტორიის შესაძლო დანაწვრებაზე კომენტარი გააკეთა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშის პრეზიდენტის მრჩეველმა სუზან რაისმა. მან განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიის დანაწევრება ხელს არ აძლევს არც აშშ, არც რუსეთს და არც ევროპას. მან, აგრეთვე, თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის ჯარების შეყვანა «სერიოზული შეცდომა» იქნება. ამ განცხადებას მყისვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც რეკომენდაცია მისცა აშშის პრეზიდენტის მრჩეველს, რომ რჩევები არა რუსეთის, არამედ აშშის პირველი პირისთვის მიეცა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here