Home რუბრიკები პოლიტიკა მაოხრებელი ჯორჯის დაბრუნება

მაოხრებელი ჯორჯის დაბრუნება

568

 

არც ისე შორეულ წარსულში ასეთი რეკლამა იყო: ბავშვი რეკავდა ტელეფონზე და ნაღვლიანი ხმით ამბობდა: _ «მისტერ ჯონსონ, დედაჩემი ისევ ხმარობს ჩემს შამპუნს»… ახლა არ ვიცი, სად დავრეკოთ და არსებობს კი ჩვენი მშველელი «მისტერ ჯონსონი», მაგრამ დღეს ეს რეკლამა ასეთი შინაარსისაა: _ «მისტერ ჯონსონ, ჯორჯ სოროსი ისევ ხმარობს…» და ამ სამი წერტილის ნაცვლად, გნებავთ, წინა მთავრობის პოლიტიკური ელიტა დაწერეთ, გნებავთ, _ ახლანდელის. ვერა და ვერ მოვრჩით ()როსობანას და ეს პატივცემული გვამი ისევ აპირებს ჩამოსვლას საქართველოში.

 

ვიზიტი არაოფიციალურია (ოფიციალური ვიზიტით სოროსი იშვიათად დადის) და გაცხადებულია, რომ ის საქართველოში ფონდ «ღია საზოგადოების» მუშაობას უნდა გაეცნოს, თუმცა რეალურად მას ახალ ხელისუფლებასთან სურს კავშირის გაბმა და, როგორც შევიტყვეთ, თანახმაა, ამჟამინდელ მთავრობასაც ისევე უხადოს სახელფასო დანამატი, როგორც წინას უხდიდა, სანაცვლოდ კი…

სანაცვლოდ სოროსი გაერთობა და, როგორც სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე, ქართველებზეც განაგრძობს ექსპერიმენტების ჩატარებას, იმ ექსპერიმენტების, რომლებიც მის ავადმყოფ ტვინში იხარშება და რომელთა შედეგადაც არამარტო აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ აფრიკის კონტინენტზეც სისხლის მდინარეებმა იდინა. შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ სოროსი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაიბადა და თავდაპირველად დიერდ შვარცი ერქვა. მერე გვარი მამამისმა, ტივადარ შვარცმა, გადაიკეთა და სოროსი გახდა, შვილმა კი უცნაურად გამოსათქმელ დიერდს ჯორჯი არჩია და ასე მოევლინა ქვეყანას ფინანსისტი, რომელმაც ფინანსური სპეკულაციებით (და ზუსტად ეს ტერმინი წერია მის ბიოგრაფიაში) უამრავი ფული იშოვა, ამ ფულით კი სხვადასხვა ქვეყანაში ხან რევოლუცია დააფინანსა და ხან _ ევოლუცია.

სოროსის ფულის გემო საქართველოში კარგად იციან. იციან ისიც, რომ ეს კაცი ეროვნულ ფასეულობებს ებრძვის და არ აინტერესებს არც ქვეყნის წარსული, არც აწმყო, მომავალს კი მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ გეგმავს და არ მალავს, რომ მზად არის, ლიბერალური მოძრაობები დააფინანსოს, ორიენტაციადაკარგულ ადამიანებს დახმარების ხელი გაუწოდოს და ასე წაიყვანოს ევროპისკენ. ამას წინათ ერთმა უკრაინელმა (იმ ერის შვილმა, ყოველდღიურად სოლიდარობას რომ ვუცხადებთ და კიევში მიმდინარე მოვლენებში უკრაინელთა შემდეგ ყველაზე მეტი ქართველი რომ არის დაღუპული) განაცხადა, სოროსი ასეთ გეგმას გვთავაზობს: «ვ ევროპუ, ჩერეზ პოპუ» და ეს ხელს არ გვაძლევსო. ჩვენთან კი კარგა ხანია, ფულს არც სუნი აქვს, არც გემო და მითუმეტეს, არც ფორმა. ამიტომ, ძია ჯორჯის მილიონებს დახარბებული ძლიერნი ამა ქვეყნისანი არ არიან წინააღმდეგნი, სოროსს უმასპინძლონ, მოუსმინონ, დაუჯერონ და მერე რა, თუ წინ მორიგი 17 მაისი გველოდება?! მერე რა, თუ იმავე უკრაინაში ლგბტ აქტივისტთა მიერ მოწყობილ მსვლელობაში მონაწილეობა შტეფან ფულემაც მიიღო?! ჩვენ ფულეც გვიყვარს და გვიყვარს თუნდაც იმიტომ, რომ მისი გვარი ასე ძალიან ჰგავს ფულს.

ნამდვილად ვერ გეტყვით, 84 წლის ჯორჯ სოროსის თავში რა გეგმაა მომწიფებული, მაგრამ, ტყუილად რომ არ ჩამოდის, ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ ამ ვიზიტს ერთგვარი საიდუმლო ელფერი დაჰკრავს და ეჭვი გვაქვს, კოალიციური მთავრობის რამდენიმე თვალსაჩინო წარმომადგენელი მისტერ სოროსს პირადად შეხვდება და მის მიერ მოწოდებულ იდეებს შეისრუტავს. სამაგიეროდ კი სწორედ იმას სთხოვს, რაც თავში ვახსენეთ _ ფულს და მერე რა, თუ სანაცვლოდ რაღაცებზე უარის თქმა მოუწევს, მთავარი მამოძრავებელი ძალა ხომ ფულია?!

ნამდვილად ვერ გეტყვით, როდის დასრულდება ეს ყველაფერი, როდის მივხვდებით იმას, რომ ჯორჯ სოროსისთვის საქართველო ერთერთი რიგითი ბოცვერია იმ ექსპერიმენტული ქვეყნებიდან, რომლებზეც ის ერთობა, მაგრამ, ასაკის გათვალისწინებით, მალე მისტერ ჯორჯმა მოგზაურობა ვეღარ უნდა შეძლოს. მანამდე კი გვიშველეთ, მისტერ ჯონსონ, ჯორჯ სოროსი ისევ ხმარობს

დავით მინდიაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here