Home რუბრიკები პოლიტიკა შიმონ პერესი: ჩვენ მივესალმეთ პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს როგორც საპატიო სტუმარს და...

შიმონ პერესი: ჩვენ მივესალმეთ პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს როგორც საპატიო სტუმარს და ძვირფას მეგობარს, ისევე როგორც მის წინამორბედს

552

დსთ-ს და ბალტიისპირეთის ქვეყნების და საქართველოს რედაქტორთა კლუბის წევრები მეშვიდე სესიაზე იერუსალიმში შეიკრიბნენ და 4-5 თებერვალს შეხვედრები გამართეს ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

5 თებერვალს კლუბის წევრები ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა მიიღო.  კლუბის ქართველი წევრის ბონდო მძინარაშვილის შეკითხვების – როგორია თქვენი წარმოდგენა ისრაელ-საქართველოს ურთიერთობებზე და რომელ სფეროშია ყველაზე პერსპექტიული ორი ქვეყნის ურთიერთობა? თქვენი აზრით, საქართველოს მიერ გაეროში პალესტინის აღიარება უარყოფით გავლენას ხომ არ მოახდენს ისრაელისა და საქართველოს ურთიერთობებზე? –  პასუხად პრეზიდენტმა პერესმა განაცხადა:

ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები თბილი და მეგობრულია. ასე გრძელდება წლების განმავლობაში. წინა კვირაში შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები. ხაზი გავუსვით ჩვენი ურთიერთობების ისტორიულ მნიშვნელობას და მისი გაღრმავების პერსპექტივებს. ჩვენ მივესალმეთ მას როგორც საპატიო სტუმარს და ძვირფას მეგობარს, ისევე როგორც მის წინამორბედს.“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში ახლახან, 27-28 იანვარს იმყოფებოდა, მისი წინამორბედის – პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური ვიზიტი კი 2013 წლის 24–25 ივნისს გაიმართა. ორივე ვიზიტი, როგორც საქართველოს, ისე ისრაელის მხარის შეფასებით, წარმატებული იყო.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here